RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ევროპავ, ნუ ხარ რუსეთის მიმართ ლოიალური

თავისუფალი მედიის შევიწროება, ჟურნალისტების დაპატიმრება, მეზობლების დაშინება - რუსეთი გარშემომყოფთა უფლებებს მუდმივად არღვევს, ეროკავშირი კი, უბრალოდ, თვალს ხუჭავს.

24 საათი 01.03.10

თავისუფალი მედიის შევიწროება, ჟურნალისტების დაპატიმრება, მეზობლების დაშინება - რუსეთი გარშემომყოფთა უფლებებს მუდმივად არღვევს, ეროკავშირი კი, უბრალოდ, თვალს ხუჭავს.

ევროპის დემოკრატიული სახელმწიფოების დედაქალაქებში ლიდერები რუსეთთან თანამშრომლობის ახალი ეპოქის დაწყებას მიესამლებიან. ბერლინი მოსკოვთან "განსაკუთრებული ურთიერთობების" დამყრებას მოითხოვს და ცდილობს, რუსეთის ენერგეტიკულ გიგანტ "გაზპრომთან" ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელოს, რომელთაგანაც ერთ-ერთს ახლა გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი ხელმძღვანელობს. იტალიის პრემიერ-მინისტრი გასული წლის ბოლოს საგანგებოდ ჩავიდა სანკტ-პეტერბურგში, რათა თავისი "დიდი მეგობრის" - ვლადიმირ პუტინის 59-ე დაბადების დღის აღნიშვნას დასწრებოდა. პარიზში კი აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები იარაღის მიყიდვის უმსხვილეს ხელშეკრულებაზე, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემს, საფრანგეთის ფლოტის ერთ-ერთი საუკეთესო ხომალდი შეიძინოს.

ამ დროს კი თავად რუსეთში დემოკრატიული აზროვნება შეუბრალებელი წნეხის ქვეშ არის. 31 იანვარს რუსეთის ხელისუფლებამ მოქალაქეებს მშვიდობიანი შეკრების ნებართვა არ მისცა. მათ დემონსტრაციის მოწყობა სწორედ მშვიდობიანი შეკრების უფლების დასაცავად სურდათ, რასაც რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 31-ე მუხლი ითვალისწინებს - "მშვიდობიანი შეკრების, შეხვედრების, გათამაშებების, დემონსტრაციების, მსვლელობების და პიკეტების მოწყობის უფლება."

ანალოგიურად სულ უფრო მეტად ავიწროებენ რუს ჟურნალისტებს მთავრობის ნებისმიერი სახით გაკრიტიკებისთვის. თუმცა სამართლებრივი დევნა ყველაზე უარესი მდგომარეობა არ არის იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებსაც ახალი ამბების "პატრიოტულად" გაშუქების საშუალება არა აქვთ. 2009 წელს ქვეყანაში 12-ზე მეტი ჟურნალისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი და პოლიტიკური ოპონენტი მოკლეს.

ხელისუფლების კავკასიური პოლიტიკის კრიტიკის ქვეყნის შიგნით ჩახშობის პარალელურად, რუსეთს თავისი ყურადღება ახლა იმათკენ გადააქვს, ვინც მას საზღვარგარეთიდან აკრიტიკებს და მის ამ მიმართულებით წაქეზებაში ევროპული ქვეყნების მთავრობები და ბიზნესი დიდ როლს თამაშობს. რუსეთის ცენზორების და მისი დასავლელი მეგობრების ბოლო მსხვერპლი "პირველი კავკასიური" გახდა. ეს ახალგაზრდა რუსულენოვანი ტელევიზია იანვრის ბოლომდე ადვილად ხელმისაწვდომი იყო რუსულენოვან რეგიონებში მცხოვრები ხალხისთვის. ახლა კი, "ეუტელსატ"-მა (Eutelsat) - პარიზში ბაზირებულმა წამყვანმა ევროპულმა სატელიტმა არხს მაუწყებლობა შეუწყვიტა და ტელევიზიასთან გაფორმებული კონტრაქტით აღებული ვადებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა.

შთაბეჭდილება რჩება, რომ რუსულმა კომპანიამ Intersputnik-მა 15 იანვარს Eutelsat-ს ისეთი წინადადება შესთავაზა, რომელზეც ფრანგულმა კომპანიამ უარი ვერ თქვა. კონკრეტულად კი, ეს წინადადება გულისხმობს რუსულ ენერგოგიგანტ "გაზპრომის" კუთვნილ მედია-ჰოლდინგებთან მილიონობით აშშ დოლარის ღირებულების საქმიან თანამშრომლობას იმ პირობით, რომ Eutelsat-ი "პირველ კავკასიურთან" საქმიან ურთიერთობას შეწყვეტს. Eutelsat-მა კაპიტულაცია გამოაცხადა და მსოფლიოს უბედურების მომტანი შეტყობინება გაუგზავნა: ვერც ერთი რუსულენოვანი ტელევიზია, რომელიც კრემლის მიერ არ კონტროლდება, რუსეთის ტერიტორიაზე მაუწყებლობის უფლებას ვერ მიიღებს - მაშინაც კი, თუ ის რუსეთის ფარგლებს გარეთ ჩამოყალიბდა და მაშინაც კი, თუ მას ევროპის სატელიტურ კომპანიებთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

ინგლისურენოვან სატელიტურ არხ Russia Today-ს, რომელიც რუსეთის მთავრობამ დააარსა და მის მიერვე კონტროლდება, ევროპაში მსგავსი პრობლემები არ შექმნია. არხმა სულ ცოტა ხნის წინ შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში დაიწყო კამპანია. კამპანიის ფარგლებში ქუჩაში გამოჩნდა ბილბორდები ბარაკ ობამას გამოსახულებით, რომელიც ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადად გარდაიქმნება. Russia Today-ს ასეთი საქციელის გამო განგაში არავის აუტეხავს და დასავლელ მაყურებელს ძველებურად ექნება საშუალება, რუსული მაუწყებლობის მიერ გადმოცემული პროპაგანდა მოისმინოს. თუმცა ალტერნატიული რუსულენოვანი არხის არსებობის იდეა ზოგ ევროპელს, რატომღაც, მეტისმეტად "პროვოკაციულად" მოეჩვენა.

ასეთი პოლიტიკის გატარებაში Eutelsat-ის მონაწილეობა აშკარად არღვევს ევროკავშირის კანონების სულისკვეთებას, რომლებიც პრესის თავისუფლებას იცავს. ფრანგულ სასამართლოს ადვილად შეუძლია იმის დადგენა, რომ ფირმამ არა მხოლოდ ამ კანონების ფუძემდებლური ფასეულობები დაარღვია - Eutelsat-ის წინააღმდეგ ხომ საქმის წარმოება უახლოეს მომავალში დაიწყება. ამავე დროს ეს მხოლოდ და მხოლოდ ბოლო მაგალითია, რომელიც ადასტურებს, რომ ევროპა რუსეთს ქვეყანაში ხელისუფლების გარშემო პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციასა და მოსაზღვრე ერების სამართავად შეიარაღებული ძალების გამოყენებაში ხელს არ უშლის.

ასეთ კონტექსტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ხელისუფლება რუსეთისთვის სახმელეთო-საზღვაო თავდასხმებისთვის განკუთვილი მისტრალის კლასის ხომალდის მიყიდვის საქმეში წინ მიიწევს. რუსი სამხედროები ამ იარაღთან დაკავშირებით თავიანთ გეგმებს არ მალავენ. გასული წლის სექტემბერში რუსმა ადმირალმა ვლადიმერ ვისოცკიმ საზეიმოდ განაცხადა, რომ "ამგვარი გემი შავი ზღვის ფლოტს საშუალებას მისცემს, მისია (საქართველოში შეჭრა) არა 26 საათში, არამედ 40 წუთში შეასრულოს."

წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინ, როდესაც რუსულმა ტანკებმა საქართველოს ტერიტორია დაიპყრეს, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ "არსებულ ვითარებაში რუსეთთან ჩვეულებრივად თანამშრომლობა შეუძლებელი" იყო. რუსული ჯარები ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, არღვევენ საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მიერ მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ამის მიუხედავად, ნატო ჩვეულებრივად განაგრძობს ურთიერთობას პუტინის რეჟიმთან.

მაშინ, როდესაც მოსკოვი ოპოზიციურ გაზეთებს ხურავს, იმ ჟურნალისტებს აპატიმრებს, რომლებიც ხელისუფლების ხაზს არ მიჰყვებიან და დაშინების გზით ცდილობს, თავის დემოკრატ მეზობლებს დამორჩილება აიძულოს, ზოგი ევროპელი ლიდერი, წინააღმდეგობის ნაცვლად, ცდილობს, მოსკოვთან დაახლოების გზები მოძებნოს და ენერგეტიკის, სამხედრო სფეროსა და იარაღის მიყიდვის საკითხში თანამშრომლობა გააღრმავოს.

ევროპელმა ლიდერებმა სიტყვის თავისუფლების მხარე უნდა დაიკავონ და ამისთვის თავისუფალი მედია უნდა დაიცვან. ამისთვის მათ, პირველ რიგში, უნდა გააგებინონ ევროპულ კომპანიებს, რომ ისინი კრემლის ცენზურის განხორციელების მორჩილ იარაღს არ წარმოადგენენ. იმავე ლიდერებმა უნდა აჩვენონ რუსეთს, რომ 21-ე ასწლეულის დასაწყისში არ შეიძლება სხვა ქვეყნის ტერიტორიის დაკავებას სათანადო შედეგები არ მოჰყვეს. ეს კი ოკუპანტებისთვის იარაღის მიყიდვას ნამდვილად არ გულისხმობს. საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების თავისუფლებას, არამედ ევროპის მნიშვნელობას და ღირსებასაც.

სტატიას ეთანხმებიან და ხელს აწერენ: ელენა ბონერი-სახაროვა; კონსტანტინ ბოროვოი - ეკონომიკური თავისუფლების პარტიის თავმჯდომარე; ვლადიმერ ბუკოვსკი - ყოფილი პოლიტპატიმარი; ნატალია გორბანევსკაია - პოეტი, ყოფილი პოლიტპატიმარი; ანდრეი ილარიონოვი - ვლადიმირ პუტინის ყოფილი მრჩეველი; გარი კასპაროვი - მოქალაქეთა ერთიანი ფრონტის “სხვა რუსეთი” ლიდერი; სერგეი კოვალიოვი - ბორის ელცინის დროინდელი მინისტრი; ანდრეი მირონოვი - ყოფილი პოლიტპატიმარი; ანდრეი ნეკრასოვი - რეჟისორი; ვალერია ნოვოდვორსკაია - რუსეთის დემოკრატიული ერთობის ლიდერი; ოლეგ პანფილოვი - ტელევიზიის წარმომადგენელი; გრიგორი პასკო - ჟურნალისტი, ეკოლოგიური აქტივისტი, ყოფილი პოლიტპატიმარი; ლეონიდ პლიუშჩი - ესეისიტი, ყოფილი პოლიტპატიმარი; ალექსანდრ პოდრაბინეკი - ჟურნალისტი, ყოფილი პოლიტპატიმარი; ზოია სვეტოვა - ჟურნალისტი; მაირბეკ ვაჩაგაევი - ისტორიკოსი; ტატიანა იანკელევიჩი - არქივარიუსი ჰარვარდიდან; ლიდია იუსუპოვა - ადვოკატი.

გარი კასპაროვი

თარგმნა მარიკა იაშვილმა

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი