RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

რუსეთი საფრანგეთთან ახლო ურთიერთობების დემონსტრირებით იმიჯის გამოსწორებას ცდილობს

საფრანგეთში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც ორშაბათს დაიწყო, ორი ქვეყნის ისტორიულად ახლო ურთიერთობების დემონსტრირებას ისახავს მიზნად და ამით მედვედევი, როგორც ფრანგული პრესა მიიჩნევს, თავისივე იმიჯის გაუმჯობესებას ცდილობს.

24 საათი 02.03.10

საფრანგეთში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც ორშაბათს დაიწყო, ორი ქვეყნის ისტორიულად ახლო ურთიერთობების დემონსტრირებას ისახავს მიზნად და ამით მედვედევი, როგორც ფრანგული პრესა მიიჩნევს, თავისივე იმიჯის გაუმჯობესებას ცდილობს.

ოფიციალურად ვიზიტი ეძღვნება საფრანგეთში რუსეთის წლისა და რუსეთში საფრანგეთის წლის დაწყებას. პარალელურად მოსკოვის ალექსანდრე პუშკინის სახელობის მუზეუმში პაბლო პიკასოს ნამუშევრების, ხოლო ლუვრში ძველი რუსული ხატების "წმინდა რუსეთის" გამოფენები გაიხსნება.

თუმცა შეხვედრაზე მედვედევი და ნიკოლა სარკოზი არა მხოლოდ კულტურის საკითხებს, არამედ ირანის ბირთვულ პროგრამას, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასა და ევროპის უსაფრთხოების მედვედევისეულ გეგმასაც განიხილავენ.

ბოლო პერიოდში მხარეებს შორის აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება რუსეთის მიერ საფრანგეთისგან ავიამზიდ "მისტრალის" შეძენაზე, თუმცა როგორც კრემლში იუწყებიან, ვიზიტის ფარგლებში ამ მოლაპარაკების ფინალს არ ელოდებიან.

თანამედროვე ტიპის სამხედრო ხომალდის შეძენის შესახებ რუსეთის გეგმებმა საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

რუსეთის მეზობლები განსაკუთრებით შეაშფოთა ადმირალ ვლადიმირ ვისოცკის განცხადებამ, რომლის თანახმად, რუსეთს "მისტრალის" მსგავსი გემი საქართველოსთან ომის დროს რომ ჰყოლოდა, შავი ზღვის ფლოტი საქართველოს სანაპიროებთან მიახლოებას, 26 საათის ნაცვლად, 40 წუთში შეძლებდა.

თებერვლის ბოლოს დასავლურ პრესაში, მათ შორის ფრანგულ გაზეთ "მონდსა" და ბრიტანულ "გარდიანში" კრემლის აქტიური ოპონენტების, კერძოდ გარი კასპაროვის, ვლადიმერ ბუკოვსკისა და ვალერია ნოვოდვორსკაიას ღია წერილი დაიბეჭდა. წერილის ავტორები ევროპის ქვეყნებს რუსეთის შეიარაღებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდნენ.

საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში პიერ ლელუშმა ბალტიისპირეთის ქვეყნების დასამშვიდებლად განაცხადა, რომ ტექნიკური მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

თუმცა მან აღნიშნა: "ჩვენი ნაბიჯი, პირველ რიგში, პოლიტიკურია. თუ ჩვენ გვსურს, ცივი ომის დროინდელი ფურცელი გადავშალოთ, მაშინ რუსეთისთვის ემბარგოს დაწესება არ შეიძლება, მით უმეტეს, როცა ვამტკიცებთ, რომ მასთან ურთიერთობა გვაქვს როგორც მეგობართან და პარტნიორთან... საერთო სტრატეგიულმა ინტერესებმა ძველი უთანხმოება უნდა გააბათილოს," - აღნიშნა ლელუშმა "მონდთან" ინტერვიუში.

საფრანგეთსა და გერმანიას ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ ევროკავშირის ეს ორი ყველაზე გავლენიანი წევრი ქვეყანა რუსეთთან ნებისმიერ შესაძლო შეთანხმებაზე მიდის, თუმცა ეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და ევროკავშირის საერთო პოლიტიკისთვის ხშირად ზიანი მოაქვს.

დღემდე მედვედევსა და სარკოზის არაერთი შეხვედრა გაუმართავთ. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო საფრანგეთის პრეზიდენტის სასწრაფო ვიზიტი მოსკოვში საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც სარკოზიმ შუამავლის მისია იკისრა.

იმავე წელს, თუმცა ცოტა მოგვიანებით, მედვედევი საფრანგეთში ჩავიდა და ევროპული უსაფრთხოების სისტემის შექმნის იდეა ჩაიტანა. ექსპერტთა აზრით, ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც ნატო-ს როლს შეამცირებს.

"ეს შეთანხმება მოგვცემდა საშუალებას, საერთაშორისო სამართალში უსაფრთხოების საერთო სისტემის პრინციპები გაგვეთვალისწინებინა, ამავე დროს ის იქნებოდა გარანტია, რომ ერთი ქვეყნის უსაფრთხოება მეორეს ზიანს არ მოუტანდა. ჩვენი მთავარი პარტნიორების მიერ გამოვლენილი ინტერესი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა," - განუცხადა ფრანგულ გაზეთ "ფიგაროს" კრემლის ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა.

თავად მედვედევმა საფრანგეთში ვიზიტის წინ ინტერვიუ მისცა "პარი მაჩს". რუსეთის პრეზიდენტი, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობასაც შეეხო და სცადა, გაებათილებინა თავისი ადრინდელი ნათქვამი იმის შესახებ, რომ ისინი "ერთი სისხლის" არიან. მედვედევმა განმარტა, რომ ამ სიტყვებში მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით სისხლის ერთ ჯგუფს გულისხმობდა.

"ფიგარო" მედვედევს "ორთავიანი ხელისუფლების ლიბერალურ სახეს" უწოდებს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ "მედვედევის თაობა ის არ არის, რაც პუტინის თაობა," უფრო მეტიც, ის უფრო "იმედის მომცემია."

"მედვედევი და პუტინი ძალაუფლებას გაინაწილებენ თუ მეტოქეებად დარჩებიან, სასურველია, რომ ნოვატორულმა რუსეთმა გაიმარჯვოს, თანაც დათმობების გარეშე. ამაზე შესაძლოა, დიდი გავლენა მოახდინოს საფრანგეთის სურვილმა რუსეთთან ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები ჰქონდეს და მედვედევის პარიზული ვიზიტის წარმატებამ," - წერს "ფიგარო."

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი