RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ჯოზეფ ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა

გუშინ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ისრაელში ჩაფრინდა. იგი ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, პრეზიდენტ შიმონ პერესსა და ოპოზიციის ლიდერ ციპი ლივნის შეხვდა.

24 საათი 10.03.10

გუშინ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ისრაელში ჩაფრინდა. იგი ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, პრეზიდენტ შიმონ პერესსა და ოპოზიციის ლიდერ ციპი ლივნის შეხვდა.

დღეს ბაიდენი პალესტინის ავტონომიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაჰმუდ აბასს შეხვდება. ბაიდენი ამერიკის ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ბარაკ ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ ჩადის. ვიზიტის მთავარი მიზანია სამშვიდობო პროცესის გამოცოცხლება, რომლის პერსპექტივაც ამ ეტაპზე საკმაოდ ბუნდოვანია. ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო მოლაპრაკებები, მართალია, განსაკუთრებული წარმატების გარეშე, მაგრამ მაინც უკვე 16 წელიწადია, მიმდინარეობს. ის ერთ წლის წინ შეწყდა ღაზას სექტორში პალესტინელთა ინიციატივით დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო. დღეს პალესტინელების მთავარი მოთხოვნაა მშენებლობის შეჩერება ებრაულ დასახლებებში მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში. ისრაელი დათანხმდა მშენებლობების დროებით - 10 თვით გაყინვას ყველგან, აღმოსვლეთ იერუსალიმის გარდა. პალესტინელები დათანხმდნენ მოლაპარაკებების განახლების 4-თვიან რაუნდს, ოღონდ არა პირდაპირ ისრაელთან, არამედ რეგიონში ამერიკის სპეციალურ წარმომადგენელ ჯორჯ მიტჩელის შუამავლობით. ასეთი სქემა თავის დროზე ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰენრი კისინჯერის დროს გამოიყენებოდა. ამ ეტაპზე ესეც მიღწევად მიიჩნევა. პალესტინელები ღიად აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების წარმატების არ სჯერათ და მათ გამართვას ამერიკის პატივისცემის ნიშნად დათანხმდნენ. პრემიერმა ნეთანიაჰუმ ორშაბათს განაცხადა, რომ ისრაელს, პირველ რიგში, სურს მიიღოს იმის გარანტია, რომ პალესტინის მხრიდან სარაკეტო დარტყმები ან სხვა ფორმით ძალადობა არ განახლდება. ნეთანიაჰუს აზრით, ამ პირობის დაცვის შემთხვევაში, "ჩვენ შევძლებთ ისეთი შეთანხმების მიღწევას, რომელიც არაერთ თაობას მოემსახურება". ნეთანიაჰუსთან ბაიდენის საუბრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა ირანის ბირთვული პროგრამა და ზოგადად ირანისგან მომდინარე საფრთხე იქნება.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი