RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

მოსკოვში დაღუპულებს გლოვობენ და დამნაშავეებს ეძებენ

მოსკოვის მეტროში მომხდარი ორი აფეთქებისა და ამის გამო გამოცხადებული გლოვის დღის შემდეგ ოფიციალური მოსკოვი აქტიურად ცდილობს დამნაშავეების დაკავებას.

24 საათი 31.03.10

მოსკოვის მეტროში მომხდარი ორი აფეთქებისა და ამის გამო გამოცხადებული გლოვის დღის შემდეგ ოფიციალური მოსკოვი აქტიურად ცდილობს დამნაშავეების დაკავებას.

არსებობს ინფორმაცია, რომ თვითმკვლელი ქალები, რომლებმაც ტერაქტი განახორციელეს, "ჩრდილოკავკასიურ ტერორისტულ დაჯგუფებასთან იყვნენ კავშირში." ტერორისტების შესახებ უფრო კონკრეტული ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

ტერაქტების ორგანიზატორთა დაკავების პირობა თავად რუსეთის პრეზიდენტმა დადო, მათ "მხეცები" უწოდა და დაამატა: "ეჭვი არ მეპარება, ჩვენ მათ ვიპოვით და გავანადგურებთ."

სამშაბათ დილას მომხდარი აფეთქებისას დაშავებული კიდევ ერთი ქალი გარდაიცვალა. ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა. საავადმყოფოებში კიდევ 71 დაშავებული რჩება, ზოგი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

კრემლის ოპონენტები აცხადებენ, რომ თავდასხმები, რომლებსაც უკვე ბევრი უდანაშაულო ხალხი ემსხვერპლა, მეტყველებს რუსული სპეცსამსახურების უუნარობაზე დაიცვას თავისი მოქალაქეები. არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი უმაღლესი ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების შედეგიც იყოს.

"დღევანდელი ტერაქტების შემდეგ მედვედევი ვალდებულია, მთავრობის მეთაური პუტინი თანამდებობიდან გადააყენოს," - წერს თავის "ცოცხალ ჟურნალში" ოპოზიციის წევრი ილია იაშინი.

"ჯერ კიდევ 11 წლის წინ პუტინმა პირობა დადო, რომ რუსეთის ქალაქებში ტერაქტებს ბოლოს მოუღებდა. ტერორიზმზე გამარჯვების სახელით გვართმევდნენ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, არ გვაძლევდნენ გუბერნატორების არჩევის საშუალებას. ამან გაამყარა პუტინის პირადი ძალაუფლების რეჟიმი, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მაინც ვერ შეძლო. ეს ბოლო ორი აფეთქება პუტინის ანტიტერორისტული პოლიტიკის კრახია," - შენიშნავს იაშინი.

თუმცა ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მეტროში მომხდარ აფეთქებებს თანამდებობის პირების და მით უფრო პუტინის გადაყენება ისევე არ მოჰყვება, როგორც ეს არ მომხდარა "ნევის ექსპრესის" ინციდენტის შემდეგ.

ტერორისტულ აქტებს პუტინთან აკავშირებს დასავლური პრესაც. “თუ "ჩეჩნური კვალი" დადასტურდება, ეს უმძიმესი დარტყმა იქნება პუტინისა და მედვედევისთვის, რომლებმაც ჩეჩნეთში კონტრტერორისტული რეჟიმი იმ დროსგააუქმეს, როდესაც ჯიჰადის ომი სულ უფრო ფართოვდება. ტერაქტებთან შეჯახება დასავლურ საზოგადოებასაც უწევს, თუმცა რუსეთსა და დასავლეთს სხვადასხვა მტრები ჰყავს,” - წერს მასმედია.

მოსკოვის მეტროში მომხდარმა ტერაქტებმა "რიგითი რუსების ცხოვრებაში კვლავ დააბრუნა შიში" და აჩვენა, რომ ისლამისტური ამბოხების ჩახშობისკენ მიმართული კრემლის პოლიტიკა წარუმატებელია, - წერს ამერიკული გამოცემა "ტაიმსი". ჟურნალისტი ტონი ჰელფინი ვარაუდობს, რომ "ჩეჩნური კვალის" დადასტურება მედვედევისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება იმ პოლიტიკის გათვალიწინებით, რომელსაც რუსეთი ჩეჩნეთში ბოლო პერიოდში აწარმოებს. მით უფრო, რომ გასულ კვირას ჩეჩნეთში ტურიზმის განვითარების პირველი იდეებიც გაჟღერდა. ამ შემთხვევაში არც ჩეჩენი სეპარატისტების ლიდერ დოკუ უმაროვის ნათქვამი უნდა დაგვავიწყდეს: "ამიერიდან სისხლი მხოლოდ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში აღარ დაიღვრება, ომი მათ ქალაქებში გადაინაცვლებს."

ახლა მედვედევის ამოცანაა, როგორმე დაიცვას ბალანსი, ერთი მხრივ, სადამსჯელო ზომების გატარებაზე ხალხში გაჩენილ მოთხოვნილებასა და, მეორე მხრივ, რეგიონში სიძულვილის გაღვივების თავიდან აცილებას შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, "მეამბოხეებს კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა შეუერთდეს," - წერს ჰელფინი.

ტერაქტებს პრემიერ-მინისტრს უკავშირებს გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსიც," რომელიც წერს, რომ პუტინის რეპუტაციის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი სწორედ ისლამისტური წინააღმდეგობის მოძრაობის ჩახშობაა, "მაგრამ აფეთქებები მოწმობს, რომ ინსურგენტებმა მსხვილ ქალაქებში ახალი კამპანია დაიწყეს, ამიტომ პუტინის ავტორიტეტი დაიჩრდილება," - წერს სტატიის ავტორი. კორესპონდენტი მიიჩნევს, რომ აფეთქებები ეჭვქვეშ დააყენებს მედვედევის მიერ არჩეულ კურსსაც, რომელიც ლიბერალური პოლიტიკის მომხრეა.

შეუძლებელია პრემიერი პუტინი ვერ აანალიზებდეს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემები მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიებებით ვერ მოგვარდება, - წერს "ფაინენშალ ტაიმსი". სტატიის ავტორის აზრით, არც იარაღი და არც ფული საკმარისი არ არის პრობლემის მოსაგვარებლად, მაშინ როდესაც კანონის უზენაესობა და დემოკრატია არ არსებობს. პუტინის მიერ ძლიერი ლიდერების მხარდაჭერა, მაგალითად ისეთის, როგორიც რამზან კადიროვია და უბრალო ხალხის პრობლემების უგულებელყოფა, საბოლოო ჯამში, სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს, რასაც შემდეგ შესაძლოა, ამ ტერაქტების მსგავსი შედეგი მოჰყვეს, - ნათქვამია სარედაქციო სტატიაში.

"მომხდარის გამო ეჭვი მაშინვე "შავებზე" მიიტანეს, პირველ რიგში კი - ჩეჩნებზე," - იუწყება გერმანული "ფრანკფურტერ რუნდშაუ". აფეთქების ადგილი და შესაძლო ავტორები ამ ვერსიაში სრულებით ჯდებიან. ჩეჩნეთში ომი არ დამთავრებულა, - ნათქვამია სტატიაში. "ახალგაზრდა თაობამ თითქმის ორი ათწლეულია, არაფერი იცის უპრესპექტივობისა და უმუშევრობის გარდა. მათ მხოლოდ "კალაშნიკოვთან" და ბომბებთან მოპყრობა ისწავლეს. ომი ახალ ტერიტორიებზე ფართოვდება - ეკონომიკური, სოციალური და კულტუროლოგიური მიზეზით," - წერს გერმანელი ჟურნალისტი.

ჩეჩნეთსა და რუსეთს შორის წარმოებული ომის მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში გავრცელებაზე საუბრობს კანადურ გაზეთ "დევუარის" ჟურნალისტიც. ხოლო ამერიკული "უოლ სტრიტ ჯორნალი" მიიჩნევს, რომ მოსკოვის ტერაქტებმა მსოფლიოს ის საფრთხეები შეახსენა, რომელიც ტერორიზმის გამო შეიძლება მეტროებში, ავტობუსებსა და მატარებლებში არსებობდეს. "მოსკოვის ტერაქტები მადრიდში, ლონდონში, იერუსალიმში, ნიუ-იორკში მომხდარ მსგავს ტერაქტებთან ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ," - წერს სტატიის ავტორი.

თუმცა ამ მოსაზრებას არ იზიარებს ბრიტანული "გარდიანი." გამოცემა თავის სარედაქციო სტატიაში წერს, რომ მოსკოვსა და დასავლეთს სხვადასხვა მტრები ჰყავს. "თავი არ უნდა მოვიტყუოთ, თითქოს მტერი ერთია, რადგან სახელმწიფოები მსოფლიოში საკმარისზე მეტ უპატიებელ შეცდომას უშვებენ, რომლებიც მოგვიანებთი ტერორიზმთან ბრძოლის სახელით მართლდება. უმეტეს შემთხვევაში ტერორიზმს არა გლობალური, არამედ ლოკალური მიზეზები აქვს და ეს პრობლემები სწორედ ლოკალურად უნდა მოგვარდეს," - წერს “გარდიანი”.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი