RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

მონღოლი ულტრამემარჯვენეები - ნაცისტები თუ ნაციონალისტები?

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნის უკვდავსაყოფად ულან-ბატორის მახლობლად მაღალ გორაკზე მემორიალი ზაისანი დგას.

24 საათი 09.09.10

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნის უკვდავსაყოფად ულან-ბატორის მახლობლად მაღალ გორაკზე მემორიალი ზაისანი დგას.

მონღოლები ჰიტლერის წინააღმდეგ წითელი არმიის მხარეს იბრძოდნენ და ამ ქვეყანაზე მოსკოვს მომდევნო ათწლეულების განმავლობაშიც უდიდესი გავლენა ჰქონდა. თუმცა დღეს მონღოლეთში ყველა სხვა სახელმწიფოზე მეტ ფულს ჩინეთი აბანდებს. ამ თანხის ნაწილი ჰუმანიტარული დახმარებაა, დანარჩენი კი - ინვესტიციები.

მხოლოდ მიმდინარე წელს ჩინეთის სახალხო-გამათავისუფლებელმა არმიამ მონღოლელ სამხედროებს 3 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარება გადასცა.

თუმცა ასეთ კავშირს მონღოლთა ნაწილი ეჭვით უყურებს. მათ სურთ, იცოდნენ, რის მიღწევას ცდილობს ჩინეთი. ბევრი შიშობს, რომ ჩინეთის ასეთი დახმარება მონღოლეთს საბოლოოდ უარყოფით შედეგს მოუტანს და ქვეყნის ცხოვრების წესს შეცვლის.

უკმაყოფილების ნიშნები რთული საპოვნი არ არის: კედლებზე შესაბამისი ლოზუნგები წერია და "სვასტიკები" ხატია. ინტერნეტში შექმნილია ჯგუფები, რომლის წევრებიც მზად არიან, იბრძოლონ, როგორც თვითონ აცხადებენ - მონღოლი ერის განადგურების წინააღმდეგ.

ვიდეოპორტალ YouTube-ზე ვიდეოპორტალზე ულტრამემარჯვენე დაჯგუფება "დაიარ მონღოლის" წევრმა განათავსა ვიდეორგოლი, რომლის გმირიც მონღოლ ქალს თავს პარსავს, გვერდით მჯდომი ჩინელი კი სახეს ხელებით იფარავს - ეს არის სახალხო გაფრთხილება, თუ რა დაემართებათ მონღოლ ქალებს ჩინელებთან რომანის გაბმის შემთხვევაში.

დაჯგუფება "დაიარ მონღოლის" დამფუძნებელია ერდენებილეგ ჟენემიადარი. ორგანიზაციის ინტერნეტსაიტზე განთავსებულია დაჯგუფების წევრთა ფოტოები ნაცისტური დროშებით. სვასტიკა კი დაჯგუფების ლოგოტიპის ერთ-ერთი ნაწილია. თუმცა დამფუძნებელი ამტკიცებს, რომ ის ნაციონალისტია და არა ნაცისტი.

ადამიანის უფლებათა დამცველები ჟენემიადარის დაჯგუფებას ადამიანებზე ათობით თავდასხმაში ადანაშაულებენ, მათ შორის - ქალებსა და უცხოელებზე. ამ ადამიანებს ორგანიზაციის წევრები მტრებად მიიჩნევენ, რომლებიც მათი ერის სისუფთავეს ემუქრებიან.

ერდენებილეგ ჟენემიადარი ძალადობას კიცხავს, თუმცა მხარს უჭერს მონღოლს, რომელიც ქალს თავს პარსავს და აცხადებს, რომ ყველა მონღოლი იმავე აზრისაა. დამფუძნებლის თქმით, მისი ორგანიზაცია სანქციას არ გასცემს ძალადობაზე და ამისკენ არ მოუწოდებს, თუმცა მზად არის, ასეთი ქმედება ახსნას. მისივე თქმით, მოძალადეთა დიდი ნაწილი მისი ორგანიზაციის წევრი არ არის. ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრი, 28 წლის სურიზემ ცზანსურანი განმარტავს, რომ მისთვის სვასტიკა ერის სისუფთავის სიმბოლოა, თუმცა გერმანელ ფაშისტებს მხარს არ უჭერს და მხოლოდ ნაციონალისტია.

ჩინელებისა და ქვეყანაში მოქმედი უცხოური კორპორაციების გამო "დაიარ მონღოლის" შეშფოთებას სხვა მონღოლური ორგანიზაციებიც იზიარებენ.

ულან-ბატორის გეი-მოძრაობის აქტივისტი რობინ გარნერი მიიჩნევს, რომ პატარა კულტურები ადვილად ქრება და ეს საფრთხე ამჟამად რეალურია. ამიტომ, გარნერის აზრით, ამ პრობლემასთან ბრძოლა აუცილებელია, გადასაწყვეტია მხოლოდ ის, ბრძოლისთვის ცივილიზებულ ხერხს აირჩევენ თუ უკიდურეს ფორმებს მიმართავენ. გარნერი შიშობს, რომ ხალხში დაგროვილი უკმაყოფილება შესაძლოა, ულტრამემარჯვენეების მხარდაჭერით ძალადობაში გამოვლინდეს. მათი ძალადობა კი ხშირ შემთხვევაში ისეთი ადამიანებისკენაც არის მიმართული, როგორიც თავად გარნერია.

ამავე დროს მონღოლი სოციოლოგი ლუვსენდენდევ სუმატი აღნიშნავს, რომ 2008 წლის არჩევნებზე ულტრამემარჯვენეთა პარტიამ ხმების 1 პროცენტზე ნაკლები მოაგროვა. თუმცა, მისივე თქმით, პრობლემის უყურადღებოდ დატოვება არ ღირს, რადგან ულტრამემარჯვენეების შეშფოთებას მოსახლეობის დიდი ნაწილი იზიარებს.

ბევრი ანალიტიკოსის აზრით კი, ეს დაჯგუფებები ნაცისტურ სიმბოლიკას იმიტომ იყენებენ, რომ დამოუკიდებელი იდეოლოგიისა და ატრიბუტიკის შესაქმენლად ჯერ კიდევ არ არიან მზად. ულან-ბატორის ცენტრში ნაცისტური სიმბოლოკითა და პლაკატებით გაფორმებული ბარი მდებარეობს, სადაც ხალხი, უბრალოდ, გასართობად დადის და ნაცისტურ სიმბოლოებს, როგორც ჩანს, შეურაცხმყოფელად სულაც არ მიიჩნევს. მონღოლ ულტრამემარჯვენეებს ეს სიმბოლოები მხოლოდ ყურადღების მისაქცევდ სჭირდებათ - იმის მიუხედავად, ნაცისტები არიან ისინი თუ ნაციონალისტები - იარლიყს აქ დიდი მნიშვნელობა არა აქვს. როგორც ჩანს, მათ მხოლოდ პოპულარობა მოსწონთ, რაც ამ სიმბოლიკებს მოაქვს. მონღოლეთის ხელისუფლებამ კი ახლა ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ მიზეზებზე, რომლებიც მოსახლეობის რისხვასა და უკმაყოფილებას იწვევს. ამით ხელისუფლება მოსახლეობას თავისკენ გადაიბირებს და ულტრამემარჯვენეებს ხალხისთვის ზიანის მიყენების საშუალებას აღარ მისცემს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი