RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

პუტინის წარუმატებელი ვიზიტი კიევში

ოთხშაბათს გვიან საღამოს დამთავრდა უკრაინაში რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ენერგეტიკულ პრობლემებს ეძღვნებოდა.

24 საათი 29.10.10

ოთხშაბათს გვიან საღამოს დამთავრდა უკრაინაში რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ენერგეტიკულ პრობლემებს ეძღვნებოდა.

ბევრისთვის, მათ შორის მომხილველებისთვის მოულოდნელადაც, ვიზიტს ორივე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებში რაიმე სერიოზული შეთანხმებები არ მოჰყოლია.

მხარეებს ხელი არ მოუწერიათ აგრეთვე უკვე ანონსირებულ და მომზადებულ ხელშეკრულებაზე ნავთობის ტრანზიტის შესახებ, მისი გარანტირებული რაოდენობის გათვალისწინებით.

რუსეთის პრემირის სტუმრობა საკმაოდ ოპტიმისტურ ნოტაზე დაიწყო. პრეზიდენტ იანუკოვიჩთან შეხვედრისას პუტინმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვა 2010 წლის იანვრიდან სექტემბრამდე 77 პროცენტით გაიზარდა (სხვა მონაცემებში 84 პროცენტი დასახელდა) და ეს იმ პოლიტიკის შედეგად მოხდა, რომელსაც უკრაინის სახელმწიფოს მეთაური "რუსეთის მიმართულებით" აწარმოებს. პუტინმა მასპინძელი შეაქო "ნდობის ატმოსფეროსა და თანამშრომლობის სურვილისთვის".

ძირითადი მოლაპარაკებები უკრაინის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი აზაროვთან გაიმართა. უკრაინას ვიზიტის წინ იმედი ჰქონდა, რომ რუსეთს გაზის ფასის კიდევ უფრო დაწევაზე დაიყოლიებდა. აზაროვმა უკრაინისთვის ბუნებრივი აირის ფასისა და ამ ქვეყნის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის ღირებულების შესახებ პუტინსა და ტიმოშენკოს შორის თითქმის ორი წლის წინათ გაფორმებულ ორმაგ შეთანხმებას უკანონო უწოდა. რუსეთი დიდი ხანია, არ მალავს ინტერესს უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის მიმართ. პუტინმა გაზაფხულზე "გაზპრომისა" და "ნაფტოგაზის" გაერთიანების იდეაც წამოაყენა (რომელიც, ორი კომპანიის სიდიდის გათვალისწინებით, რუსული კომპანიის მიერ უკრაინულის "გადაყლაპვას" ნიშნავს) და ამ წინადადების შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტი იყო უკრაინაში. ექსპერტები ამ მიმართულებითაც ელოდნენ ახალი განცხადებების გაკეთებას.

ვიზიტის დასასრულისთვის ცხადი გახდა, რომ ძირითად საკითხებში მხარეებმა ვერ მოილაპარაკეს. არც გაზის ფასი დაწეულა და არც უკრაინა თანხმდება გაზის სატრანსპორტო სისტემის დათმობაზე. უკმაყოფილო პუტინმა არც ზემოთ ნახსენებ შეთანხმებულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც ნავთობის ტრანზიტს ეხება. როგორც გუშინ "გაირკვა", რუსეთს, თურმე, არ შეუძლია ტრანზიტის მოცულობაზე გარანტიების მიცემა. უსიამოვნო სიურპრიზი პუტინსაც დაახვედრა კიევის სამეურნეო სასამართლომ. მან ნება დართო უკრაინას, ხელმეორედ წაართვას რუსეთის "ბრიანსკის მანქანათმშენებელი ქარხნისთვის" უკრაინაში ნაყიდი "ლუგანსკტეპლოვოზი". ცხადია, იქ რაღაც დარღვევებს ჰქონდა ადგილი, თუმცა წინა კვირაში მიღებული ეს გადაწყვეტილება, რატომღაც, პუტინის ვიზიტის დროს გაახმოვანეს.

არ არის გამორიცხული, რომ შეთანხმება კლანური ინტერესების გაუთვალისწინებლობის მიზეზით ვერ მოხერხდა, ანუ ვერ მორიგდნენ არა პრინციპების, არამედ ფასის გამო. შეიძლება მომავალში ეს შეთანხმებები ურთიერთკომპრომისის ხარჯზე გაფორმდეს კიდეც, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვიზიტი ბოლოდროინდელი დამთბარი ურთიერთობების ფონზე ცივი წყლის გადასხმას ჰგავდა. უკრაინელი მიმომხილველები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის ლიდერებმა, რომლებმაც ალექსანდრ ლუკაშენკოს მოქმედებებით უკვე ჭკუა ისწავლეს, კიევზე ისეთი ზეწოლის განხორციელება სცადონ, თითქოს იქ ხელისუფლების სათავეში კვლავ ვიქტორ იუშჩენკოა.

ნუგეში ვერ იქნება და წარმატებადაც ვერ შეფასდება ეკონომიკური თანამშრომლობის რუსეთ-უკრაინის სამთავრობათაშორისო კომიტეტის სხდომის ფარგლებში ხელმოწერილი ცხრა დოკუმენტი. მათგან შედარებით მნიშვნელოვანია ხელშეკრულებები: საავიაციო მრეწველობის, ატომური სფეროს და გაზის საბადოების კვლევის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. კიდევ ერთ დადებით მომენტად, პუტინისთვის, შეიძლება მივიჩნიოთ უკრაინის წინადადება მასწავლებლებისთვის ისტორიის ერთიანი მეთოდური სახელმძღვანელოს მომზადების შესახებ, რომლის შემუშავებაშიც ბელორუს და პოლონელ სპეციალისტებსაც ჩართავენ. უკრაინა და რუსეთი დღემდე განსხვავებულად აფასებენ რიგ მნიშვნელოვან მოვლენებს, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ე.წ. "გოლოდომორი" და უკრაინელი ნაციონალისტების თემა.

საერთოდ, ვიზიტი გარეგნულადაც ვერ ჩაჯდა დაგეგმილ რეჟიმში. პუტინმა ორი საათით დაიგვიანა, დიპლომატიურმა პროტოკოლმა ნაჩქარევად შეამცირა პროგრამა და იქიდან რიგი ღონისძიებები ამოიღო, მათ შორის პუტინის შეხვედრა უკრაინელ ბიზნესმენებთან, ამასთან არც რაიმე განმარტებები გაკეთებულა. თვითონ პუტინი აშკარად უხასიათოდ გამოიყურებოდა. მას სახეზე ჟურნალისტებმა გრიმით შენიღბული ჩალურჯებებიც შეამჩნიეს. ეს ყველაფერი იმდენად აშკარა იყო (შესაბამისი ფოტოებიც გავრცელდა), რომ პრემიერის სახეზე ჩალურჯებების არსებობა ოფიციალურად უარყო მისმა პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. მან მხოლოდ ის აღიარა, რომ პრემიერი ბოლო დროს "საქმით გადაიღალა".

რუსეთის პრემიერს კიევის ცენტრში (შევჩენკოს ბულვარზე, ლენინის ძეგლთან) საპროტესტო აქცია მოუწყვეს უკრაინელმა ფემინისტებმა. სხვათა შორის, ისინი ამას პირველად არ აკეთებენ. წელსზევით გაშიშვლებულ ქალებს საკმაოდ საჩოთირო შინაარსის პლაკატები ეკავათ: "უკრაინა ალინა არ არის", "არ დავწვებით კრემლის ჯუჯებთან", "ჩვენ ვერ გვიხმართ". ზოგიერთი წარწერის გადმოცემა სერიოზული გაზეთისთვის ცოტა უხერხულიც კი არის.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი