RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

დიპლომატიის სიკვდილი

ამას წინათ დიდი ამერიკელი დიპლომატი რიჩარდ ჰოლბრუკი გარდაიცვალა.

24 საათი 03.07.11

კომუნიკაციების საშუალებების განვითარების შეჩერება შეუძლებელია. პაკისტანში ამჟამად მობილური
კომუნიკაციების საშუალებების განვითარების შეჩერება შეუძლებელია. პაკისტანში ამჟამად მობილური

ამას წინათ დიდი ამერიკელი დიპლომატი რიჩარდ ჰოლბრუკი გარდაიცვალა.

1995 წელს, დეიტონში მისი შუამავლობით მიღწეულმა შეთანხმებამ ევროპის კონტინენტს მშვიდობა მოუტანა. ის ჩემი მეგობარი იყო და მის შესახებ ბევრი მიფიქრია. ერთ-ერთი დასკვნა, რომელიც ამ ფიქრის შედეგად გამოვიტანე, ის არის, რომ ამ ქვეყნიდან მის წასვლასთან ერთად ჩვეულებრივი მნიშვნელობით გაგებული დიპლომატიაც გარდაიცვალა.

არა, სულაც არ მოვითხოვ, რომ შეერთებული შტატების საგარეო უწყება ხვალვე დახურონ. როგორც "ვიკილიქსმაც" დაგვიდასტურა, იქ ბევრი ნიჭიერი, საზრიანი და ეთიკურად მისაბაძი ადამიანი მუშაობს და მათი სამსახური ჯერ კიდევ გვჭირდება. თუმცა თითქმის სრულიად ცხადია, რომ დიპლომატია ამ სიტყვის საუკუნეების განმავლობაში მიღებული მნიშვნელობით, რაც გარკვეული იერარქიის მიხედვით განლაგებულ და გამოკვეთილი საზღვრების მქონე სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებებსა და ისტორიის მსვლელობაზე გავლენის მქონე უმნიშვნელოვანესი შეთანხმებებისა და ტრაქტატების მიღებას გულისხმობდა, ისტორიას ჩაბარდა. ამ მოვლენის მთავარი მიზეზი გარკვეულ რიცხვებშია, რომლებიც ამას წინათ მომაწოდა ჯერიდ კოენმა, რომელიც ადრე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა, შემდეგ კი Google-ში გადავიდა. მისი ცნობით, მსოფლიოში ამჟამად 5 მილიარდზე მეტი ტელეფონია მაშინ, როცა 2000 წელს 907 მილიონი იყო. იმავე დროის განმავლობაში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი 361 მილიონიდან 2 მილიარდამდე გაიზარდა. მხოლოდ პაკისტანში მობილურ ტელეფონებს ამჟამად 100 მილიონ ადამიანზე მეტი ხმარობს, ათი წლის წინ კი მათი რიცხვი 300 ათასი იყო.

მისი თქმით, ამ განუწყვეტელი განვითარების შედეგად "ნებისმიერი პოლიტიკური წყობა სრულიად იშლება". დიპლომატების შეტყობინებებს აჯობა ქსელებმა, რომლებიც არავითარ საზღვრებს და დიპლომატიას არ ცნობს. დავემშვიდობოთ პოცდამს, იალტას, შანხაის, დეიტონს და სხვა დანარჩენს. სხვაობა რეალურ და ვირტუალურ სამყაროებს შორის, რომელსაც 40 წელს გადაცილებული ადამიანები ჯერ კიდევ ებღაუჭებიან, დედამიწის 30 წლამდე ასაკის მოსახლეობის 52 პროცენტისათვის უბრალოდ აღარ არსებობს. ისინი ერთიდან მეორეში შეუმჩნევლად გადადიან და მათი გაყოფის ნებისმიერი მცდელობა უცნაურად ეჩვენებათ. თუ ადამიანი ინტერნეტში თავისუფლად ცხოვრობს, ფიზიკური საზღვრების ტყვეობაში ცხოვრება აღარ მოუნდება. ეს არაბული გაზაფხულის პირველი უმნიშვნელოვანესი გაკვეთილია. ინტერნეტში კარგად გარკვეული ტუნისელი ახალგაზრდები, რომლებიც ევროპასთან ახლოს ცხოვრობენ, მაგრამ მისი პოლიტიკური თავისუფლებებისაგან ძალიან დაშორებული არიან, ვეღარ შეეგუენ ქვეყანაში არსებულ დიქტატურას, რომელიც წინააღმდეგობის ჩახშობას მოუხეშავი ძალით შეეცადა. მეორე მნიშვნელოვანი გაკვეთილი კი ისაა, რომ კომუნიკაციის საშუალებები აჩენს ორგანიზაციის ისეთ შესაძლებლობებს, რომლებსაც სისწრაფეში ვერავითარი სახელმწიფო აპარატი ვერ შეედრება.

ჩვენი ეპოქის ყველაზე რევოლუციური იდეა ისაა, რომ ტექნოლოგიები ადამიანებს ძალაუფლებას აძლევს. თვით ამ ძალაუფლების გამოყენება კი დადებითი საქმისთვისაც შეიძლება და უარყოფითისთვისაც. ადამიანებს რეპრესიების დაძლევის, სამართლის ძიების, საკუთარ თავში რწმენის განმტკიცებისა და თვით სიყვარულის პოვნის საშუალება ეძლევათ. თუმცა ტექნოლოგიების გამოყენება ახალი წევრების გადმობირებისათვის ტერორისტებსაც შეუძლიათ ისევე, როგორც ძალადობაზე დამყარებულ სახელმწიფოებს - თავიანთი ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლველად. როგორც ირანი, ისე სირია ინტერნეტის გაკონტროლებასა და კომუნიკაციის საშუალებების შეზღუდვას უზარმაზარ ძალისხმევას ახმარენ. მათი შეუბრალებლობა ფიზიკურ და ვირტუალურ სამყაროში ერთნაირად ვლინდება. კოენი ახალ განყოფილებას ხელმძღვანელობს სახელწოდებით "Google-ის იდეები". მისი მიზანია, რომ ტექნოლოგიები მხოლოდ დადებითი საქმეებისათვის იყოს გამოყენებული. "Google-ის იდეების" უმთავრესი იდეა ისაა, რომ ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ეპოქის სიახლეები ესმით, უნდა შეახვედრო ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ეპოქის სირთულეებში არიან გარკვეული, რაც უაღრესად სასარგებლო იქნება.

ეს მოსაზრება დასაბუთებულად მეჩვენება. ისიც ცხადია, რომ სოციალური ქსელების გამოყენებაში დიპლომატები დროს საკმაოდ ჩამორჩნენ.

თუკი ძალაუფლება სულ უფრო უნივერსალური ხდება და საერთაშორისო პოლიტიკის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებზე დამყარებული იერარქიული ხევდა მთელს მსოფლიოში ადამიანების უმეტესობას შორის არსებულ ურთიერთობებს სულ უფრო შორდება, სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა დიპლომატიური სამსახურების ერთ-ერთი ყველაზე გადაუდებელი ამოცანა ამ ვითარებაში გარკვევასა და შესამაბისი მიმართულებით მის წარმართვაზე ფიქრი უნდა იყოს.

"ჩვენ ამჟამად ახალ სამყაროში შევდივართ. ამ სამყაროში ქსელები უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ტრაქტატები. ამიტომ ახალი ტიპის დიპლომატია დაგვჭირდება," - განაცხადა ბერლინში ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ამერიკის ყოფილმა ელჩმა გერმანიაში ჯონ კომბლუმმა.

მომავალი ათწლეულის განმავლობაში სწორედ ამ ახალი დიპლომატიის კონტურები უნდა მოიხაზოს. ჰოლბრუკი ამ მხრივ ცუდი მაგალითი სულაც არ არის. ის ხომ ყოველთვის წინ იყურებოდა და დიპლომატიას ხშირად ადარებდა ჯაზს - მუდმივ იმპროვიზაციას გარკვეულ თემაზე და ახალი ჰარმონიის მუდმივ ძიებას.

როჯერ კოენი

ნიუ იორკი

 

 

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი