RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

მაიას ტომის ისტორიები სამყაროს დასასრულის შესახებ ხალხს კვლავაც შიშის ზარს სცემს

ხული, მექსიკა - მაიას ტომის ენაზე ამ სოფლის სახელმწოდება "დასასრულს" ნიშნავს.

24 საათი 03.07.11


სენსაციურმა რეპორტაჟებმა მექსიკურ დასახლება ხულში მცხოვრები იტალიელების შესახებ რანჩოს მფლ
სენსაციურმა რეპორტაჟებმა მექსიკურ დასახლება ხულში მცხოვრები იტალიელების შესახებ რანჩოს მფლ

ხული, მექსიკა - მაიას ტომის ენაზე ამ სოფლის სახელმწოდება "დასასრულს" ნიშნავს.

დიდი ხნის წინ, ეს ადგილი მხოლოდ გზის დასასრული იყო. ამბობენ, რომ უცხო ადამიანები, რომლებიც აქ ოთხი წლის წინ დასახლდნენ, იმისთვის მოვიდნენ, რომ სამყაროს დასასრულს დაელოდონ.

დაზუსტებით მხოლოდ ერთი რამ არის ცნობილი. ეს პიონერები იტალიელები არიან. მათ 100 ჰექტარის ფართობის რანჩოზე საქონელი მოაშენეს, ყველს ამზადებენ და ხეხილი მოყავთ.

ახალმოსახლეთა ჩამოსვლის მიზეზი და მათი რწმენა აპოკალიპტური მითქმა-მოთქმის საგანი გახდა იუკატანის ნახევარკუნძულის ამ მიყრუებულ მხარეში.

"ჩვენ აქ ყველა ჭორი ვიცით, მაგრამ მათ შესახებ ვერაფერი შევიტყეთ, - ამბობს კათოლიკე მღვდელი ივან გონსალესი, - ეს იდუმალი ჯგუფია. ხალხი ამბობს, რომ ისინი აქ სამყაროს მოახლოებულმა დასასრულმა მოიყვანა."

ეს სოფელი სულ რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული იმ ადგილს, სადაც სამყარო მართლაც კინაღამ აღესრულა მაშინ, როდესაც 65 მილიონი წლის წინ დედამიწას ჩიკსულუბის ასტეროიდი შეეჯახა. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, სწორედ ამ კატასროფამ გამოიწვია დინოზავრების გადაშენება.

ხული მაიას ძველი ტომის სამფლობელოს გული იყო. ახალი ეპოქის ზოგიერთი წინასწამეტყველი ამტკიცებს, რომ მაიას ტომმა დედამიწის აღსასრულის თარიღი განჭვრიტა - 2012 წლის ზაფხულის ბუნიობა. თუმცა, მეცნიერები თანხმდებიან, რომ მაიას ტომს მსგავსი არაფერი უწინასწარმეტყველია. ხსენებული თარიღი მათი ეგრეთ წოდებული გრძელი კალენდრის დასასრულია - 5125-წლიანი ისტორიული ციკლისა.

თავდაპირველად იტალიელები ჩუმად იყვნენ დაკავებული თავისი საქმით. მათ თავისი ნაკვეთის გასაწმენდად, ფორთოხლის ხეების დასარგავად და მშენებლობის დასაწყებად ადგილობრივი მცხოვრებნი დაიქირავეს. მაიას ტომი სიხარულით შეხვდა ახალ სამუშაო ადგილებს.

გასულ წელს კი მერიდაში გამომავალმა ერთ-ერთმა გაზეთმა ჩათვალა, რომ სენსაციური ინფორმაცია მოიპოვა. გაზეთის პირველ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიებში ეწერა, რომ იტალიელები ხულში იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ 2012 წელს მოსალოდნელი სამყაროს დასასრულისთვის თავის დაღწევა სურდათ. ჟურნალისტები მუშახელს გაესაუბრენ, რომელიც ამტკიცებდა, რომ სახლები მიწისქვეშა გვირაბებით იყო ერთმანეთთან დაკავშირებული, ხოლო მათი კედლები ისე იყო აგებული, რომ ბუნებრივი კატაკლიზმებისთვის გაეძლო.

მთავრობის რეაქცია ელვისებური იყო. ჯარისკაცები რანჩოზე ნარკოტიკებს ეძებდნენ, საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლები დოკუმენტებს ამოწმებდნენ, ხოლო სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა მთელი ტერიტორია შემოიარეს. გაზეთებმა ვერტმფრენები იქირავეს, რომლებიც რანჩოს თავზე დაფრინავდნენ.

შარშანდელი ყურადღების შემდეგ, იტალიელებმა თავისი კარები ჩარაზეს და ზედ კერძო საკუთრების აღმნიშვნელი აბრები დაამაგრეს. მათ განაცხადეს, რომ მათი ტერიტორია ეკოლოგიური ნაკრძალი იყო.

ერთ-ერთმა იტალიელმა, რომელმაც ივნისში რანჩოს ტერიტორია ავტომობილით დატოვა, კომენტარზე უარი თქვა. მოგვიანებით კითხვებს გამართული ესპანურით უპასუხა და თავი "უშიშარ ხუანად" წარმოადგინა.

მისი თქმით, სახლების კედლები მაიას ტომის ქოხების კედლებივით სქელი იყო, რათა სახლებში სიგრილე შეენარჩუნებინათ. მან უარყო ის ცნობა, რომ მათ თითქოსდა გვირაბები გათხარეს.

მან ბრძანა, რომ ჯგუფის წევრები ხულში იაფმა მიწამ ჩამოიყვანა. რანჩო დასასვენებელი ადგილია, სადაც ძირითადად პენსიაზე გასული ადამიანები ცხოვრობენ - ამბობს ის. თემის წესების დარღვევა გაძევებით მთავრდება. მექსიკელი ფსიქოლოგი კი რანჩოს მცხოვრებთ სულიერ დახმარებას უწევს.

ხუანმა აღნიშნა, რომ 2012 წელს სამყაროს დასასრულს არ ელის. "თუმცა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გაისად დედამიწის მაგნიტურ ველში გარკვეული ცვლილება მოხდება", - ამბობს ის.

მისივე თქმით, რამე რომც მოხდეს, იუკატანის გადარჩენის ალბათობა საკმაოდ დიდია. "აქ უკვე განვიცადეთ კატასტროფა, როდესაც მიწაზე ასტეროიდი დაეცა," - ამბობს ის.

ელიზაბეტ მალკინი

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი