RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

თალიბანის წევრებისთვის მოწინააღმდეგის მხარეზე გადასვლა სარისკო არჩევანია

ყანდაჰარი, ავღანეთი - თურ ჯანს, რომელიც წარსულში აქ ამერიკელებსა და კანადელებს ხოცავდა, ავღანეთის მთავრობისგან ბევრი არაფერი უნდა:

24 საათი 03.07.11

ყანდაჰარი, ავღანეთი - თურ ჯანს, რომელიც წარსულში აქ ამერიკელებსა და კანადელებს ხოცავდა, ავღანეთის მთავრობისგან ბევრი არაფერი უნდა:

სახლი, სამუშაო, და ... რვა პირადი მცველი.

პირადი მცველები მას ნამდვილად სჭირდება. ის ერთ-ერთია თალიბების იმ მცირერიცხოვან მეთაურთა შორის, ვინც მოწინააღმდეგის მხარეზე გადავიდა და ყოფილი მოძმეების სამიზნედ იქცა. მის მიერ მიცემულ ერთ-ერთ იშვიათ ინტერვიუში ნათლად გამოჩნდა, რომ 28 წლის ამ მაღალ, გამხდარ და შავი გრძელი წვერის მქონე კაცს კარგად ესმის, თუ რა ნაბიჯი გადადგა. მისი გადმობირება მთავრობის დიდი და კარგად დაფინანსებული სამშვიდობო პროგრამის დიდ წარმატებად ითვლება. პროგრამის მიზანი ხომ თალიბანის მებრძოლების მთავრობის მხარეზე გადმოყვანა და მეამბოხეების დასუსტებაა.

"ომი მომბეზრდა და მთავრობის მხარეზე გადავედი, - თქვა მან, - ჩახმახს თითს აღარ გამოვკრავ. დავიღალე".

თურ ჯანის ნაბიჯი მთავრობისთვის შეიძლება იმის იმედის მომცემი იყოს, რომ ავღანეთის საზოგადოებაში თალიბანის რეინტეგრაცია შესაძლებელია, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათობაა. გენერალ-მაიორი ფილ ჯოუნსი ნატო-ს იმ რაზმის მეთაურია, რომელიც პროგრამის განხორციელებას მეთვალყურეობას უწევს. მისი თქმით, პროგრამა უკვე 10 თვეა ხორციელდება და მასში მონაწილე 1700 მებრძოლიდან საშუალო დონის მეთაური სულ რამდენიმე კაცია, ორი მესამედი კი ჩრდილოთიდანაა, სადაც მეამბოხეების მოძრაობა ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე სამხრეთში.

ასეთი მებრძოლების საერთო რაოდენობა 20-დან 40 ათასამდე მეამბოხე თალიბანის წევრთა მცირე ნაწილია. ამასთან, პროგრამაში მონაწილე მებრძოლებს შორის ბევრი შეიძლება თალიბანის წევრი კი არა, უბრალოდ შეიარაღებული ადამიანი იყოს.

თალიბანის ხელმძღვანელობას, რომელთა უმრავლესობა პაკისტანშია, შერიგებაზე ჯერ ფიქრიც კი არ დაუწყია. 19 ივნისს ამერიკის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა საჯაროდ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა თალიბანის წევრებთან შემორიგების თაობაზე წინასწარი მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა ამასთან დაკავშირებით სკეპტიციზმიც თვითონვე გამოთქვა. სხვა ამერიკელი დიპლომატების თქმით, თალიბანის მებრძოლები მთავრობის მხარეზე არ გადმოვლენ, თუ ამ მოლაპარაკებებში პროგრესი არ იქნა მიღწეული(22 ივნისს პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ წელს ავღანეთიდან 10 ათას ჯარისკაცს გამოიყვანს, კიდევ 20 ათასს კი - მომავალი წლის ზაფხულის ბოლოს.).

დასავლეთის ქვეყნებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ მებრძოლები შერიგების აუცილებლობაში დაარწმუნონ. პროგრამა კარგად ფინანსდება. შეპირებული 150 მილიონიდან 140 მილიონი დასავლეთის ქვეყნებიდან მოდის, ძირითადად შეერთებული შტატებიდან და იაპონიიდან.

ეს ფული შემორიგებული მებრძოლებისათვის მოკლევადიანი ანაზღაურების გადახდას ითვალისწინებს. ამას გარდა მუშავდება განვითარებისა და დასაქმების პროგრამები იმ თემებში, სადაც ისინი ცხოვრობენ. წახალისების ამ ფორმებში გასული წლების პროგრამებში არსებული ხარვეზებიცაა გათვალისწინებული. უწინ ხშირი იყო შემთხვევები, როცა მებრძოლები ზამთარში ფულს იღებდნენ, გაზაფხულზე ან ზაფხულში კი ისევ მთავრობის წინააღმდეგ იწყებდნენ ბრძოლას.

გენერალი ჯოუნსის თქმით, პროგრამა სამხრეთსა და აღმოსავლეთში უფრო ნელა ხორციელდება, რადგან მებრძოლები შიშობენ, რომ თუ იარაღს დაყრიან, თალიბანის სხვა წევრები მათზე ან მათს ოჯახებზე შურს იძიებენ.

პროგრამის განსახორციელებლად პროვინციის გუბერნატორებისათვის გადარიცხული ფულის ხარჯვის გასაკონტროლებლად სპეციალური ანგარიშები გაიხსნა. ავღანეთისა და ნატო-ს ხელმძღვანელობა სიძნელეებს შერიგების მსურველი მებრძოლების ვინაობის დადგენაშიც აწყდება.

ქუნდუზის პროვინციაში შექმნილი მშვიდობისა და შერიგების კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, ბოლო თვეებში შემორიგებული თალიბანის 400 აქაური წევრიდან ბევრმა შეიარაღებული დაჯგუფებები ჩამოაყალიბა. ადგილობრივები ამ ჯგუფებს არბაქაის უწოდებენ.

"ზოგმა მათგანმა საკუთარი სოფლის დასაცავად იარაღიც მიიღო მას შემდეგ, რაც სოფლების უხუცესებისაგან მათი წესიერებისა და მთავრობისადმი ერთგულების გარანტიები მივიღეთ," - ამბობს კომიტეტის ხელმძღვანელი ასადულა ომერხელი.

ამ მებრძოლთაგან ზოგიერთს ადგილობრივი მოსახლეობისათვის გადასახადების დაწესება, დაცვის სანაცვლოდ რეკეტში მონაწილეობა და გაუპატიურებაც კი ბრალდება, რაც ბადებს ეჭვებს, რომ ისინი უბრალოდ დამნაშავეები არიან.

თურ ჯანის თქმით, თალიბანის რიგებში 2002 წელს შევიდა, მისი დატოვების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად კი წელიწადნახევარი დასჭირდა.

ის ამბობს, რომ საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მეგობრები დაეღუპა, თალიბანის ბომბების შემთხვევით აფეთქების დროს სამოქალაქო პირების დაღუპვა საკუთარი თვალით ნახა, ხოლო დეკემბერში შეიტყო, რომ ამერიკელებმა მისი ძმა დააპატიმრეს, თუმცა ცუდი არაფერი ჩაუდენია.

პროგრამაში მონაწილეობას უკვე ძალაგამოცლილი თავის 12 მებრძოლთან ერთად დათანხმდა. მოლაპარაკებები ყანდაჰარის უშიშროების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან აწარმოა. ეს უკანასკნელი ყოველი მებრძოლისთვის თვეში 120 დოლარის, თვითონ თურ ჯანისთვის კი 150 დოლარის გადახდას დათანხმდა, რაც შემორიგებული მებრძოლებისათვის სტანდარტული თანხაა. ახლა ის რუსეთის არმიის მიტოვებულ ბაზაზე ცხოვრობს. თურ ჯანის ძმა აპრილში გაათავისუფლეს, რამაც მის განწყობაზე დადებითად იმოქმედა, თუმცა მის მებრძოლებს დაპირებული სამსახური ჯერ არ მიუღიათ. "მთავრობა დანაპირებს არ ასრულებს," - ამბობს თურ ჯანი.

"ამის კარგი მაგალითი ჩემი მოტყუებაა. ბოლო ხუთი თვეა დანაპირებიდან არაფერი მიმიღია - არც ფული და არც კარგი ბინა. ვინც ახლაც იბრძვის, მეკითხება, რას მიაღწიე, თუ შენი ხალხი ისევ უმუშევარიაო".

ალისა რუბინი

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი