RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

სი­რი­ა­ში გა­აფ­თ­რე­ბუ­ლი ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს

სი­რი­ა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი ძა­ლებს იკ­რებს. მე­ამ­ბო­ხე­ე­ბი უკ­ვე დე­და­ქა­ლა­ქის გა­რე­უბ­ნებ­ში ებ­რ­ძ­ვი­ან სამ­თავ­რო­ბო ძა­ლებს.

24 საათი 31.01.12

სი­რი­ა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი ძა­ლებს იკ­რებს. მე­ამ­ბო­ხე­ე­ბი უკ­ვე დე­და­ქა­ლა­ქის გა­რე­უბ­ნებ­ში ებ­რ­ძ­ვი­ან სამ­თავ­რო­ბო ძა­ლებს.

სამ­შ­ვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­მარ­თ­ვა არ ხერ­ხ­დე­ბა. ვერც გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო იღებს სი­რი­ის თა­ო­ბა­ზე რე­ზო­ლუ­ცი­ას და, მით უმე­ტეს, არ არის ლა­პა­რა­კი რა­ი­მე ქმე­დით ზო­მებ­ზე გა­რე­დან. ასა­დიც, რო­გორც ჩანს, შე­ფიქ­რი­ან­და და ორი დღის წინ ოჯა­ხის ქვეყ­ნი­დან გაყ­ვა­ნა სცა­და, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით უშე­დე­გოდ.

ჩვენ უკ­ვე ვწერ­დით, რომ, წი­ნა კვი­რა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის ეს­კა­ლა­ცი­ის გა­მო, შა­ბათს არა­ბულ სა­ხელ­მ­წი­ფო­თა ლი­გის დამ­კ­ვირ­ვე­ბელ­თა მი­სი­ამ სი­რი­ა­ში მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჩე­რა. მა­თი სიტყ­ვე­ბით, პრე­ზი­დენტ ბა­შარ ასა­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არც ერთ პი­რო­ბას არ ას­რუ­ლებს და საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვ­ლე­ბის სის­ხ­ლ­ში ჩახ­შო­ბას არ წყვეტს. სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქ­ვა მი­სი­ის შე­ჩე­რე­ბის გა­მო, თუმ­ცა ეს ფა­რი­სევ­ლუ­რი სიტყ­ვე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, საქ­მე­ში ჩა­უ­ხე­და­ვი უცხო­ე­ლე­ბის­თ­ვის იყო გან­კუთ­ვ­ნი­ლი. რე­ა­ლუ­რად კი, რე­ჟიმ­მა დამ­კ­ვირ­ვებ­ლე­ბის სას­ტუმ­რო­ებ­ში ყოფ­ნით ისარ­გებ­ლა და მა­სი­რე­ბულ შე­ტე­ვა­ზე გა­და­ვი­და ოპო­ზი­ცი­უ­რი - სი­რი­ის თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­მი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ.

მხო­ლოდ კვი­რას და ორ­შა­ბათს, სხვა­დას­ხ­ვა მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ღუ­პუ­ლია 70-დან 100 კა­ცამ­დე. აქე­დან 30 თუ 31 კა­ცი რე­ჟი­მის მი­მართ ლო­ი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი არი­ან.

კვი­რას ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­მა დე­და­ქა­ლა­ქის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში და­მას­კოს რამ­დე­ნი­მე გა­რე­უ­ბა­ნი და­ი­კა­ვეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გუ­შინ ამ გა­რე­უბ­ნე­ბის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ნა­ერ­თე­ბი გა­და­ის­რო­ლა. შე­ტე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, და­ახ­ლო­ე­ბით, 50 ტან­კი და ჯავ­შან­მან­ქა­ნა, არ­ტი­ლე­რია და 2000 ჯა­რის­კა­ცი. სა­ღა­მოს­თ­ვის ასა­დის ერ­თ­გულ­მა შე­ნა­ერ­თებ­მა გა­რე­უბ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე კონ­ტ­რო­ლის აღ­დ­გე­ნა მო­ა­ხერ­ხეს. ლა­პა­რა­კია ეინ-თარ­მას, საკ­ბას და გუ­ტის რა­ი­ო­ნებ­ზე. საკ­ბა გუ­შინ სა­ღა­მოს ისევ სა­არ­ტი­ლე­რიო ცეცხ­ლის ქვეშ იყო. ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დ­ნენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რიცხობ­რი­ვად აღ­მა­ტე­ბულ ძა­ლებ­თან პირ­და­პი­რი შე­ტა­კე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად უკან­და­ხე­ვის ტაქ­ტი­კუ­რი მა­ნევ­რის­თ­ვის მი­ე­მარ­თათ. თუმ­ცა ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ შორს არ წა­სუ­ლან და დე­და­ქა­ლა­ქის შო­რი­ახ­ლოს რჩე­ბი­ან. ოპო­ზი­ცია აცხა­დებს, რომ ეს გა­აფ­თ­რე­ბუ­ლი ბრძო­ლე­ბი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას არ ანე­ლებს, სი­რი­ის არ­მი­ი­და­ნაც დე­ზერ­ტი­რე­ბის მათ მხა­რეს გა­დას­ვ­ლა უფ­რო ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. მა­თი ცნო­ბით, მხო­ლოდ ბო­ლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­რი­ის თა­ვი­სუ­ფალ არ­მი­ას 50-ზე მე­ტი ჯა­რის­კა­ცი და ოფი­ცე­რი შე­უ­ერ­თ­და. ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ჰომ­ს­შიც, ჰა­მა­შიც, იდ­ლიბ­შიც და დე­რა­ა­შიც.

კვი­რას­ბა­შარ ასა­დის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას ცდი­ლობ­დ­ნენ, თუმ­ცა აერო­პორ­ტის მი­და­მო­ებ­ში "დის­ლო­ცი­რე­ბულ­მა" ამ­ბო­ხე­ბულ­თა შე­ნა­ერ­თებ­მა მათ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს. ამ ცნო­ბას, ისევ სი­რი­ის თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­მი­ის სა­ვე­ლე მე­თა­ურ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ეგ­ვიპ­ტის და ის­რა­ე­ლის გა­ზე­თე­ბი ავ­რ­ცე­ლე­ბენ. სი­რი­ის პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ი­დან აერო­პორ­ტის­კენ ავ­ტო­კო­ლო­ნა გა­ე­მარ­თა, რო­მელ­საც დაც­ვა აცი­ლებ­და. მათ გზა სი­რი­ის თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­მის მებ­რ­ძო­ლებ­მა გა­და­უ­კე­ტეს. დაც­ვა­სა და ამ­ბო­ხე­ბუ­ლებს შო­რის სრო­ლა ატყ­და. საქ­მე­ში უშიშ­რო­ე­ბის ძა­ლე­ბის ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნი ჩა­ერ­თო, რო­მე­ლიც ასე­ვე კო­ლო­ნას აცი­ლებ­და და ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა ჰა­ე­რი­დან გახ­ს­ნი­ლი ცეცხ­ლის დახ­მა­რე­ბით მო­ხერ­ხ­და, თუმ­ცა ავ­ტო­კო­ლო­ნაც უკან, პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში დაბ­რუნ­და. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მან­ქა­ნებ­ში პრე­ზი­დენტ ბა­შარ ასა­დის მე­უღ­ლე ას­მა ასა­დი და ბავ­შ­ვე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, აგ­რეთ­ვე მი­სი დე­და ანი­სა მახ­ლუ­ფი და ძმის­შ­ვი­ლი რა­მი მახ­ლუ­ფი შვი­ლე­ბით. ამ ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

სი­რი­ი­დან მომ­დი­ნა­რე ამ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა ვერ ხერ­ხ­დე­ბა, რად­გან იქ უცხო­ელ ჟურ­ნა­ლის­ტებს მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ. ოპო­ზი­ცი­ას ისევ აქვს იმე­დი, რომ გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო რო­გორ­მე მა­ინც მო­ა­ხერ­ხებს ერთ აზ­რამ­დე მის­ვ­ლას და რე­ზო­ლუ­ცი­ის მი­ღე­ბას, რა­საც რა­ი­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბიც მოჰ­ყ­ვე­ბა. თუმ­ცა, რუ­სე­თის მი­ერ ასა­დის რე­ჟი­მის მხარ­და­ჭე­რის გა­მო ეს არ გა­მო­დის. შე­იძ­ლე­ბა ეს ისევ დრო­ის გაყ­ვა­ნის მიზ­ნით კეთ­დე­ბა, მაგ­რამ რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბას სურს, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე არა­ბულ სა­ხელ­მ­წი­ფო­თა ლი­გის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ დას­კ­ვ­ნას გა­ეც­ნოს. ლი­გის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ნა­ბილ ალ-არა­ბი სამ­შა­ბათს გა­ე­რო­ში სიტყ­ვით უნ­და გა­მო­ვი­დეს. პა­რა­ლე­ლუ­რად, რუ­სეთ­მა მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქ­ვა დამ­კ­ვირ­ვე­ბელ­თა მი­სი­ის შე­ჩე­რე­ბის გა­მო. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოს­კო­ვი, პი­რი­ქით, სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კ­ვირ­ვებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რ­დის მომ­ხ­რეა.

ორი დღის წინ რუ­სე­თი სი­რი­ის მთავ­რო­ბა­სა და ამ­ბო­ხე­ბუ­ლებს შო­რის მოს­კოვ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­მარ­თ­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და. გუ­შინ ოფი­ცი­ა­ლუ­რი და­მას­კო ამ წი­ნა­და­დე­ბას და­თან­ხ­მ­და, მაგ­რამ ოპო­ზი­ცი­ამ ის კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო. სი­რი­ის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს ერთ-ერ­თ­მა ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა აბ­დელ ბა­სეტ სე­დამ გა­ნაცხა­და, რომ მათ მოს­კო­ვის­გან შე­თა­ვა­ზე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არც მი­უ­ღი­ათ, თუმ­ცა ისი­ნი შეხ­ვედ­რის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მ­დე­გი არი­ან. ოპო­ზი­ცია ბა­შარ ასად­თან დი­ა­ლოგს არ აპი­რებს და მთავ­რო­ბის პი­რის­პირ მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დაჯ­დო­მას მხო­ლოდ პრე­ზი­დენტ ასა­დის გა­დად­გო­მის შემ­დეგ თან­ხ­მ­დე­ბა. სი­რი­ის ოპო­ზი­ცი­ის აზ­რით, მოს­კო­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვა დრო­ის გაყ­ვა­ნას და დე­ბა­ტე­ბის წინ გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი