

- 2012-02-01 სირიაში სამოქალაქო ომი გამწვავდა
ხათუნა გაბიევი-
დაძაბული ვითარება დამასკოში, სპორადული შეტაკებები ქალაქ ჰომსსა და ჰამაში - სირია, სადაც უკვე 10 თვეზე მეტია ანტისახელისუფლებო გამოსვლები დაიწყო უკვე სამი-ოთხი თვეა რეალურად სამოქალაქო ომის რეჟიმშია.-
- 2012-02-01 დანიურ გაზეთზე თავდასხმის მსურველები ნორვეგიაში გაასამართლეს
-
- ნორვეგიის სასამართლომ ამ ქვეყნის ორ მცხოვრებს დანიურ გაზეთზე "Jyllands-Posten"-ზე თავდასხმის მომზადებისთვის სხვადასხვა ვადით ციხეში ყოფნა მიუსაჯა.
-
- 2012-02-01 "თალიბანთან" დამოუკიდებელ დიალოგზე ყარზაიც დათანხმდა
-
- ავღანეთის ხელისუფლება უახლოეს კვირებში დაიწყებს მოლაპარაკებებს მოძრაობა «თალიბანთან.»
-
- 2012-02-01 ჩინეთი ტიბეტში უსაფრთხოებას აძლიერებს
-
- ჩინეთის ხელისუფლებამ პოლიციას მოუწოდა, გააძლიეროს კონტროლი მონასტრებზე ტიბეტში, სადაც ბოლო დროს საპროტესტო განწყობის ზრდა შეინიშნება.
-
- 2012-02-01 პროკურატურამ კაჩინსკის დაცვაში დარღვევები აღმოაჩინა
-
- პოლონეთის პროკურატურამ სამთავრობო დაცვის ბიუროს მუშაობაში მთელი რიგი დარღვევები აღმოაჩინა.
-
- 2012-02-01 უპილოტო თვითმფრინავებს ამერიკა აქტიურად იყენებს
თამთა კახაძე-
ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ "გუგლის" მიერ ორგანიზებულ ონლიან-ჩათის დროს აღიარა, რომ აშშ პაკისტანში უპილოტო თვითმფრინავებს შეიარაღებული მებრძოლების წინააღმდეგ იყენებს.-
- 2012-02-01 ამერიკელი ლობისტები ეგვიპტესთან კონტრაქტს გაწყვეტენ
თამთა კახაძე-
ამერიკის რამდენიმე მოქალაქე, რომლებსაც ეგვიპტის ხელისუფლება ქვეყნიდან არ უშვებს, კაიროში ამერიკის საელჩოს აფარებს თავს.-
- 2012-02-01 პაპუასებს მშვიდობიან აქციაში მონაწილეობისთვის 20-წლიანი ციხე ემუქრებათ
-
- პაპუასების ხუთი ოპოზიციონერი აქტივისტი ინდონეზიაში სასამართლოს წინაშე წარდგა მშვიდობიანი მიტინგის დროს აკრძალული დროშის აღმართვისა და ინდონეზიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ოლქის დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის.
-
- 2012-02-01 ჟანაოზენში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა
-
- ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში გაუქმდა პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის მიერ 2011 წლის 17 დეკემბერს შემოღებული საგანგებო მდგომარეობა.
-
- 2012-02-01 საარჩევნო კომისია პუტინის სტატიებს აგიტაციად არ მიიჩნევს
-
- რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია პრემიერ-მინისტრ პუტინის მიერ რუსულ გაზეთებში გამოქვეყნებულ სტატიებს არ განიხილავს, როგორც აგიტაციას.
-
- 2012-02-02 ფლორიდაში რომნიმ გაიმარჯვა
თამთა კახაძე-
ფლორიდის შტატში 31 იანვარს ჩატარებულ პრაიმერიზში მიტ რომნიმ გაიმარჯვა.-
- 2012-02-02 აზერბაიჯანი ქვეყნის სახელის შეცვლაზე დაფიქრდა
ივა შილაკაძე-
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) პირველ პლენარულ სხდომაზე რამდენიმე დეპუტატმა წამოაყენა იდეა ქვეყნისთვის სახელის შეცვლის შესახებ.-
- 2012-02-02 პაკისტანი ნატო-ს ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს
თამთა კახაძე-
პაკისტანის ხელისუფლებამ ნატო-ს საიდუმლო მოხსენებას, სადაც საუბარია, რომ პაკისტანის სპეცსამსახურები ავღანურ მოძრაობა "თალიბანის" წევრებს ეხმარებიან, სრულიად უსაფუძვლო უწოდა.-
- 2012-02-02 "არაბული გაზაფხულის" ექო
ხათუნა გაბიევი-
სირიის საკითხი გაერო-ში-
- 2012-02-02 რუსეთში 31 იანვარს აქციის მონაწილეები კვლავ დაარბიეს
-
- 31 იანვარს, ტრადიციისამებრ, მოსკოვსა და პეტერბურგში, რიგი ოპოზიციური პარტიებისა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების თაოსნობით, არასანქცირებული აქციების ჩატარების მცდელობა დაფიქსირდა.
-
- 2012-02-02 ცენტრალურ ევროპაში ყინვებს მსხვერპლი მოჰყვა
-
- უკრაინაში, ასევე ცენტრალური ევროპის სახელმწიფოების ტერიტორიაზე, ზამთრისთვისაც კი, ამ რეგიონისთვის არანორმალური ყინვების გამო, სამოცდაათ კაცზე მეტი დაიღუპა.
-
- 2012-02-02 შეტაკება კაიროში დემონსტრანტებს შორის
-
- სამშაბათიდან ოთხშაბათამდე ღამით ეგვიპტის დედაქალაქში, პარლამენტის წინ საერო მმართველობის მომხრე მემარცხენე პარტიების წარმომადგენლებსა და პანარაბული მოძრაობა "ძმები მუსულმანების" მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა.
-
- 2012-02-03 თოვლის საფარქვეშ მოქცეული ევრაზია და დატბორილი ავსტრალია
ხათუნა გაბიევი-
მკაცრი ზამთრით გამოწვეულ პრობლემებს ევროპის რამდენიმე სახელმწიფო და აზიის ნაწილი უკვე რამდენიმე დღეა ებრძვის.-
- 2012-02-03 ომი ფეხბურთის ნაცვლად
ივა შილაკაძე-
შეტაკებას გულშემატკივრებს შორის ეგვიპტეში დიდი მსხვერპლი მოჰყვა-
- 2012-02-03 ამერიკა ავღანეთში საბრძოლო მოქმედებებს 2014 წლამდეც დაასრულებს
-
- "ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით, ამერიკა ავღანეთში სამხედრო ოპერაციის დასრულებას მომდევნო წლის შუა რიცხვებისათვის აპირებს.
-
- 2012-02-03 ტრამპი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გინგრიჩს დაუჭერს მხარს
-
- ამერიკული მედიის ინფორმაციით, მედიამაგნატი და მილიარდერი დონალდ ტრამპი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში წარმომადგენელთა პალატის ყოფილ სპიკერს ნიუტ გინგრიჩს დაუჭერს მხარს.
-
- 2012-02-03 საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს ფქვილი შეაყარეს
-
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში "სოციალისტური" პარტიის კანდიდატს ფრანსუა ოლანდს სიტყვით გამოსვლისას ფქვილი შეაყარეს.
-
- 2012-02-03 "ამნესტი ინტერნეიშენალი" რუსეთს სირიის გამო აკრიტიკებს
-
- ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშენალი" გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის საკითხთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციის გამო რუსეთს აკრიტიკებს.
-
- 2012-02-03 კეტრინ ეშტონი რუსეთს იავლინსკის საკითხის გადასინჯვისკენ მოუწოდებს
-
- ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონმა რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდა, გადახედოს საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგორი იავლინსკის რეგისტრაციის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
-
- 2012-02-03 რასმუსენი: ნატო ავღანეთში სტრატეგიას არ შეცვლის
-
- დღეს ნატო-ს გენერალურმა მდივნმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატო ავღანეთში საკუთარი სტრატეგიის შეცვლას არ აპირებს.
-
- 2012-02-03 ნატო-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის სამართავი პუნქტი გერმანიაში განლაგდება
-
- ევროპელი დიპლომატების ინფორმაციით, ნატო-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის მმართველი პუნქტი გერმანიაში "რამშტაინის" სამხედრო ბაზაზე განთავსდება.
-
- 2012-02-03 ისრაელი: ერთ წელიწადში ირანს ბირთვული იარაღი ექნება
-
- ისრაელის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, ალივ კოჰავის ინფორმაციით, ირანი იმ დონემდე გამდიდრებულ ურანსფლობს, რომელიც საკმარისია ოთხი ბირთვული ბომბის დასამზადებლად.
-
- 2012-02-04 ირანი - საერთაშორისო საზოგადოების განწყობები
ხათუნა გაბიევი-
სპარსეთის ყურეში შექმნილი მდგომარეობა და ირანი კვლავ საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის ერთ-ერთი წამყვანი თემაა.-
- 2012-02-04 ევროპას ჩინეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს
თინა შავაძე-
ჩინეთის სავალუტო რეზერვები თითქმის 3,2 ტრილიონ დოლარს შეადგენს და შესაძლოა, ამ მოცულობის მესამედი ერთიანი ევროპული ვალუტის გადასარჩენად ჩადოს.-
- 2012-02-04 პორტ-საიდის "საფეხბურთო" ტრაგედიის პოლიტიკური ნიუანსები
ივა შილაკაძე-
პირველ თებერვალს ქალაქ პორტ-საიდში სტადიონზე მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ეგვიპტეში ახალი საპროტესტო ტალღა წარმოიშვა და ხელისუფლებას მასთან გამკლავება უჭირს, ყოველ შემთხვევაში, ძალის გამოყენების გარეშე.-
- 2012-02-04 მკაცრი ზამთარი და ენერგეტიკული დავა
ხათუნა გაბიევი-
უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურის პირობებში, როდესაც დიდთოვლობისა და ყინვის გამო ევროპაში მსხვერპლი სულ უფრო იზრდება, რუსული ენერგოგიგანტის გადაწყვეტილება, შეკვეცოს ბუნებრივი გაზის ტრანზიტის მოცულობა, ენერგეტიკული დავის მიზეზი ხდება.-
- 2012-02-04 კლინტონი მიუნხენსა და სოფიას ეწვევა
-
- ამერიკის სახელმწიფო მდივანი მიუნხენში ჩაფრინდა, სადაც უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
-
- 2012-02-04 დონალდ ტრამპი მხარს მიტ რომნის დაუჭერს
-
- გუშინ ამერიკელმა მილიარდერმა მედიამაგნატმა დოლანდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს მასაჩუსეტსის ყოფილ გუბერნატორს მიტ რომნის დაუჭერს.
-
- 2012-02-04 პრინცი უილიამი ფოლკლენდის კუნძულებზე იმსახურებს
-
- პრინცი უილიამი გუშინ ფოლკლენდის კუნძულებზე ჩავიდა, სადაც თვე-ნახევრის განმავლობაში სამაშველო ვერტმფრენის პილოტად იმსახურებს.
-
- 2012-02-04 სიცივისგან გარდაცვლილ უკრაინელთა რაოდენობა ას კაცს ასცდა
-
- უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ძლიერ ყინვებს 101 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
-
- 2012-02-04 ქუვეითის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა
-
- ქუვეითში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ოპოზიციამ, რომელსაც სათავეში ისლამისტური ძალები უდგანან.
-
- 2012-02-04 "ჭკვიანი თავდაცვა" - ნატო-ს ახალი ინიციატივა
-
- ნატო-ს წევრი 28 ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ე.წ "ჭკვიანი თავდაცვის" ინიციატივა მიიღეს, რომელიც შეზღუდული დაფინანსების პირობებში თავდაცვის პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს.
-
- 2012-02-04 ირანი მოქალაქეებს სირიაში წასვლას უკრძალავს
-
- გუშინ ირანმა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, სირიის ტერიტორიაზე სახმელეთო ტრანსპორტით გადაადგილებისაგან თავი შეიკავონ.
-
- 2012-02-04 ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრი გადადგა
-
- ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრი კრის ჰიუნი მართვის მოწმობასთან დაკავშირებული მაქინაციის გამო გადადგა.
-
- 2012-02-04 4 თებერვლის აქციაზე თერმოსით მისვლა იკრძალება
-
- მოსკოვში, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი განყოფილების განაცხადებით, 4 თებერვლის საპროტესტო აქციაზე თერმოსებისა და ჩანთების მიტანა იკრძალება.
-
- 2012-02-04 ძლიერი წყალდიდობა ავსტრალიაში
-
- ძლიერი წყალდიდობის გამო ქვისნლენდში 11 000 ადამიანი და ახალ სამხრეთ უელსში 7 000 კაცი იზოლაციაში აღმოჩნდა.
-
- 2012-02-04 ყირგიზეთის ოპოზიცია ამერიკის ავიაბაზის გასვლას მოითხოვს
-
- ყირგიზეთის ოპოზიციური პარტია "ატა-ჟურტი" გეგმავს, პარლამენტში განსახილველად ამერიკული სამხედრო ავიაბაზის ვადამდე გასვლის საკითხი დააყენოს.
-
- 2012-02-04 პაკისტანში შეტაკებისას 7 ჯარისკაცი და 18 ისლამისტია მოკლული
-
- პაკისტანში კურამის რეგიონში, რომელიც პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე მდებარეობს, შეიარაღებული მებრძოლები საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს.
-
- 2012-02-04 ეგვიპტეში ორი ამერიკელი ტურისტი გაიტაცეს
-
- ნიღბიანი შეიარაღებული პირების ჯგუფმა ეგვიპტეში ორი ამერიკელი ტურისტი და მათი გიდი გაიტაცეს, როდესაც ისინი წმინდა ეკატერინეს მონასტრიდან ავტობუსით გადაადგილდებოდნენ.
-
- 2012-02-06 4 თებერვალი - აქციების დღე რუსეთში
ხათუნა გაბიევი-
უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურა და ასევე უჩვეულოდ ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მოსკოვში.-
- 2012-02-06 ორმაგი ვეტო - კარიკატურა უშიშროების საბჭოში
ივა შილაკაძე-
რუსეთმა და ჩინეთმა სირიის შესახებ რეზოლუციას ვეტო დაადეს-
- 2012-02-07 მიუნხენში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაზე ვერ შეთანხმდნენ
ივა შილაკაძე-
48-ე საერთაშორისო კონფერენციაზე მიუნხენში, რომელიც უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებს ეძღვნება, ვერ მოხერხდა კომპრომისის მიღწევა, ერთის მხრივ, აშშ-სა და ნატო-ს, მეორეს მხრივ კი, რუსეთის ხედვებს შორის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტების ევროპაში განლაგებასთან დაკავშირებით.-
- 2012-02-07 სირიის კრიზისი
ხათუნა გაბიევი-
პაროდიული გადაწყვეტილება და ბაშარ ასადის სისხლიანი რეჟიმისთვის მიცემული კარტ ბლანში - ასე აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი უმრავლესობა რუსეთისა და ჩინეთის საქციელს გაერო-ს უშიშროების საბჭოში.-
- 2012-02-08 ლავროვს სირიიდან ისევ ცარიელი სიტყვები მოაქვს
ივა შილაკაძე-
გუშინ სირიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი მიხაილ ფრადკოვი (ეს უკანასკნელი 2004-დან 2007 წლამდე, პუტინის პრეზიდენტობის მეორე ვადის პერიოდში რუსეთის პრემიერ-მინისტრიც იყო).-
- 2012-02-08 სამთავრობო კრიზისი რუმინეთში
ივა შილაკაძე-
რუმინეთში გუშინ გადადგა პრემიერ-მინისტრი ემილ ბოკი, მისი მოვალეობის შემსრულებლად პრეზიდენტმა ტრაიან ბესესკუმ სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მიხაი რაზვან უნგურეანუ დანიშნა.-
- 2012-02-08 აბასის არჩევანი
ხათუნა გაბიევი-
მშვიდობა ისრაელთან ან მეგობრობა "ჰამასთან"-
- 2012-02-08 ამერიკა ბირმას სანქციებს უხსნის
-
- აშშ ბირმის (მიანმას) წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილს ხსნის.
-
- 2012-02-08 უკრაინის ოპოზიციამ იანუკოვიჩს გამოსვლისას ობსტრუქცია მოუწყო
-
- უკრაინის პარლამენტში ოპოზიციამ ქვეყნის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს უმაღლესი რადას მეექვსე მოწვევის მე-10 სესიის საზეიმო გახსნაზე გამოსვლის საშუალება არ მისცა.
-
- 2012-02-08 აჰმადინეჯადს მეჯლისში დაკითხავენ
-
- ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰამდინეჯადს ქვეყნის პარლამენტი დაჰკითხავს, რაც, 1979 წლიდან მოყოლებული, პირველი შემთხვევაა.
-
- 2012-02-08 გამოსვლები ათენში
-
- ათენის ცენტრში 24-საათიან აქციაში, პოლიციის ინფორმაციით, რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
-
- 2012-02-08 ირანი “ბი-ბი-სი”-ზე “მომუშავეებს” აპატიმრებს
-
- ირანის სპეცსამსახურებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რომლებსაც სპარსეთის ყურეში კომპანია “ბი-ბი-სი”-სათვის მუშაობაში სდებენ ბრალს.
-
- 2012-02-09 სანტორუმის ნახტომი
ივა შილაკაძე-
სამშაბათს ამერიკაში, ერთდროულად სამ შტატში გაიმართა წინასწარი არჩევნები რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად.-
- 2012-02-09 სირია - მანიპულაციის თემა რუსეთისთვის
ხათუნა გაბიევი-
უცვლელი მდგომარეობა სირიაში და ოფიციალურ ვიზიტზე ლავროვის ანგარიში; ჰომსსა და იდლიბში სროლის ხმა ამ დრომდე არ წყდება.-
- 2012-02-09 ნატო, ავღანეთი და პაკისტანი საზღვრის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ
-
- "როიტერის" ინფორმაციით, დღეს ნატო-ს, ავღანეთისა და პაკისტანის სამხედრო მაღალჩინოსნები საზღვრების უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავენ.
-
- 2012-02-09 უკრაინელმა დეპუტატებმა ტიმოშენკოს "გამათავისუფლებელ" კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს
-
- უკრაინის უმაღლესმა რადამ გუშინ მეორედ არ დაუჭირა მხარი სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც გასული წლის ოქტომბერში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო გაასამართლეს.
-
- 2012-02-09 ირანელი დიპლომატი: "ამერიკის დარტყმას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ვუპასუხებთ"
-
- მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ირანის ელჩმა რუსეთში მაჰმუდ რეზა საჯადმა განაცხადა, რომ ირანს გააჩნია შესაძლებლობა, ამერიკის ძალების დარტყმებს პასუხი დედამიწის ნებისმიერ კუთხეში გასცეს.
-
- 2012-02-09 პაკისტანში ათი შეიარაღებული მებრძოლი მოკლეს
-
- პაკისტანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად ათი შეიარაღებული მებრძოლია მოკლული.
-
- 2012-02-09 მალაიზია ირანს პალმის ზეთის მიწოდებას უწყვეტს
-
- "როიტერის" ინფორმაციით, მალაიზიის პალმის ზეთის ექსპორტიორები ირანს ყოველთვიურად 30 000 ტონა ზეთის მიწოდებას ან გაუნახევრებენ, ან მთლიანად შეუწყვეტენ.
-
- 2012-02-10 სირიაში ჰომსის დაბომბვა გრძელდება
ივა შილაკაძე-
თითქმის ერთი კვირაა გრძელდება ანტისამთავრობო გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენის, ქალაქ ჰომსის დაბომბვა სირიის არმიის მიერ.-
- 2012-02-10 მუქარის ღრუბელი ახლო აღმოსავლეთის თავზე
ხათუნა გაბიევი-
სირიაში არსებული ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის "ჰეზბოლას" ხელში გადაცემა - რეალური თუ პოტენციური საფრთხე, თემა, რომელიც ისრაელისთვის არანაკლებ პრიორიტეტული და მწვავეა.-
- 2012-02-10 არგენტინა ფოლკლენდის "მილიტარიზაციას" აპროტესტებს
ივა შილაკაძე-
არგენტინის პრეზიდენტმა კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მოქმედებები საერთაშორისო უსაფრთხოებას ემუქრება.-
- 2012-02-10 ევროპარლამენტში რუსეთის დუმასთან ურთიერთობის გაყინვას ითხოვენ
-
- ევროპარლამენტის რიცხოვნებით მესამე - ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა მოითხოვა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსთან ურთიერთობის გაწყვეტა იქამდე, სანამ რუსეთი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას არ უზრუნველყოფს.
-
- 2012-02-10 ჩეხეთი პრეზიდენტის პირდაპირ არჩევნებზე გადავიდა
-
- ჩეხეთის სენატმა (პარლამენტის ზედა პალატა) ქვეყანაში პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მისცა ხმა.
-
- 2012-02-10 რუსეთი სტრატეგიული შეიარაღების ხელშეკრულებიდან გამოსვლას არ გამორიცხავს
-
- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოებისა და განიარაღების დეპარტამენტის დირექტორის მიხეილ ულიანოვის განცხადებით, მოსკოვი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებიდან გამოსვლას არ გამორიცხავს, თუმცა ეს საკითხი ჯერ აქტიურად არ განიხილება.
-
- 2012-02-10 საბერძნეთის პროფკავშირებმა 48-საათიანი მიტინგი დაგეგმეს
-
- საბერძნეთის კერძო და სახელმწიფო სექტორის ორმა წამყვანმა პროფკავშირმა - “ADEDY”-მ და “GSEE”-მ გამოაცხადეს, რომ 10-11 თებერვალს ქვეყანაში 48-საათიანი გაფიცვა ჩატარდება.
-
- 2012-02-12 ბიჩ-ბოი
თორნიკე ბერიშვილი-
სიერა ლეონეს დედაქალაქის, ფრიტაუნის, გარეუბანი და განსაკუთრებული ნაწილია აბერდინის ნახევარკუნძული.-
- 2012-02-11 სირიაში დაპირისპირების არეალი ფართოვდება
ივა შილაკაძე-
სირიის ქალაქ ჰომსში გრძელდება გააფთრებული ბრძოლა პრეზიდენტის ერთგულ სამხედროებსა და ოპოზიციურ სირიის თავისუფალ არმიას შორის.-
- 2012-02-11 ნარკოვაჭრობასთან ბრძოლის 100 წელიწადი: როგორ დაიწყო ყველაფერი?
ხათუნა გაბიევი-
ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის პირველი შეთანხმების ხელმოწერიდან 100 წელი შესრულდა.-
- 2012-02-13 მღელვარება ახლო აღმოსავლეთში
ხათუნა გაბიევი-
- სირიის კრიზისი - საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებისა და განხილვის საგნად რჩება.
-
- 2012-02-13 მიტ რომნიმ კიდევ ერთი შტატი მოიგო
ივა შილაკაძე-
შაბათს რესპუბლიკური პარტიის აქტივისტთა კრება - "კოკუსი" ჩატარდა შტატ მენში, რომელშიც პირველ ადგილზე მიტ რომნი გავიდა.-
- 2012-02-13 მერდოკის ბრიტანული მედიასაშუალებების გარშემო სკანდალი გრძელდება
-
- "სკოტლანდ იარდის" განცხადებით, შაბათს ბრიტანეთის ხელისუფლებამ რვა ადამიანი დააკავა, მათ შორის ხუთი - მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის ტაბლოიდის «სან»-ის თანამშრომელია.
-
- 2012-02-13 სარკოზი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს
-
- "გარდიანის" ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დაადასტურა, რომ აპრილში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ის აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.
-
- 2012-02-13 თურქმენეთში არჩევნები ჩატარებულად მიიჩნევა
-
- თურქმენეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, დღის 16:00 საათისათვის ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნებში ამომრჩეველთა 80,55 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.
-
- 2012-02-13 ჰაიტიმ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა
-
- გუშინ ჰაიტის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ლამოტმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა.
-
- 2012-02-14 გაფიცვა და აქციები 130 მილიარდის ფასად
ივა შილაკაძე-
12 თებერვალს საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა მკაცრი ეკონომიის ზომების ახალი პაკეტი, რომელიც აუცილებელი იყო ევროკავშირისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მორიგი 130-მილიარდიანი დახმარების მისაღებად.-
- 2012-02-14 თურქმენეთში საპრეზიდენტო "არჩევნები" ჩატარდა
ივა შილაკაძე-
კვირას თურქმენეთში საპრეზიდენტო "არჩევნები" ჩატარდა, რომლის შედეგადაც მეორე ხუთწლიანი ვადით ქვეყნის ხელმძღვანელის თანამდებობა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა დაიბევა.-
- 2012-02-14 ჰუმანიტარული კრიზისი სირიაში
ხათუნა გაბიევი-
არაბული ლიგის წინადადება, სირიაში გაერო-სა და არაბული ქვეყნების გაერთიანებული სამშვიდობო ძალების შეყვანის შესახებ, უარყოფილია.-
- 2012-02-14 პრაიმერი ვენესუელაში - ახალი სახე პოლიტიკურ ავანსცენაზე
ხათუნა გაბიევი-
ვენესუელაში პრაიმერის შედეგები გახდა ცნობილი, სადაც პრეზიდენტ უგო ჩავესის პოლიტიკური მეტოქის კანდიდატურა გამოიკვეთა.-
- 2012-02-14 თეირანმა აზერბაიჯანს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
-
- ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანს ოფიციალური საპროტესტო ნოტა გაუგზავნა:
-
- 2012-02-14 პაკისტანის პრემიერი შესაძლოა დააპატიმრონ
-
- პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იუსუფ რეზა გილანის სასამართლოს მიმართ უპატივცემულობაში დასდეს ბრალი.
-
- 2012-02-14 ტიმოშენკოს გერმანელი და კანადელი სპეციალისტები გასინჯავენ
-
- გერმანელი და კანადელი ექიმები უკრაინაში, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს სამედიცინო გამოკვლევაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ.
-
- 2012-02-14 ლავროვი ირანზე შეიარაღებულ თავდასხმას გამორიცხავს
-
- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი ირანის ბირთვული პროგრამის პრობლემის სამხედრო გზით მოგვარებას სრულიად გამორიცხავს.
-
- 2012-02-15 ობამამ კონგრესს ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა
ივა შილაკაძე-
ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუშინ კონგრესს წარუდგინა 1013 წლის ბიუჯეტი (ფისკალური წელიწადი ამერიკაში ოქტომბერში იწყება), რომელშიც მთლიანად არის ასახული შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის მიმართ მისი მსოფლმხედველობა.-
- 2012-02-15 აბუ ყათადა თავისუფალია
ხათუნა გაბიევი-
"ალ კაიდას" რადიკალი ისლამისტი მქადაგებელი სახლში გამოკეტეს-
- 2012-02-15 აშშ-ჩრდილოეთ კორეის მოლაპარაკებები განახლდება
ივა შილაკაძე-
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობასთან მიღწეულია შეთანხმება მოლაპარაკებების განახლების შესახებ.-
- 2012-02-15 სი ძინპინი ობამას შეხვდება
-
- დღეს ჩინეთის ლიდერის ჰუ ძინტაოს სავარაუდო შემცვლელი სი ძინპინი ამერიკაში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან მოლაპრაკებების გამართავს.
-
- 2012-02-15 კოსოვოელი სერბები რეფერემდუმს ჩაატარებენ
-
- კოსოვოელი სერბები, მიუხედავად ბელგრადის და საერთაშორისო საზოგადოების უკმაყოფილებისა, 14-15 თებერვალს კოსოვოს ალბანური ხელისუფლების მიმართ ნდობის დასადგენად რეფერენდუმს ჩაატარებენ, რომელმაც 2008 წელს სერბეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
-
- 2012-02-15 ინდოეთი "აგნი 5" ბალისტიკურ რაკეტებს გამოცდის
-
- მარტში ინდოეთი 5000 კმ. მოქმედების რადიუსის ბალისტიკურ რაკეტა "აგნი 5"-ს გამოცდის.
-
- 2012-02-15 ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმას"-სთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა
-
- ამერიკის გეოლოგიის სამსახურის ცნობით, იაპონიაში, ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა-1"-ის რაიონში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
-
- 2012-02-15 რუსეთი ამერიკას "უოლ-სტრიტის" მოძრაობის დარბევის გამო აკრიტიკებს (?!)
-
- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხში კონსტანტინ დოლგოვმა აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლება მოძრაობა "დაიკავე უოლ-სტირიტის" დემონსტრანტების მისამართით გაუმართლებელ სისასტიკეს იჩენს.
-
- 2012-02-15 ყინვებმა კოლიზეუმი დააზიანა
-
- ყინულის დნობასთან ერთად რომის კოლიზეუმის ზედა ნაწილის ფრაგმენტები ჩამოვარდა.
-
- 2012-02-16 სახიფათო თამაშები
ხათუნა გაბიევი-
გამწვავებული ვითარება ირანში-
- 2012-02-16 უკრაინა სევასტოპოლის ბაზის დაბეგვრას აპირებს
ივა შილაკაძე-
უკრაინა რუსეთისგან სევასტოპოლში განთავსებული სამხედრო-საზღვაო ბაზის იმ ობიექტების ქალაქისთვის დაბრუნებას მოითხოვს, რომლებიც პირდაპირი დანიშნულებით არ გამოიყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ამ ობიექტების საქმიანობის დაბეგვრას აპირებს.-
- 2012-02-16 "სირიის ფრონტზე ცვლილებები არ არის"
ივა შილაკაძე-
სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის მიმართ ლოიალური არმია "ურჩი" ქალაქების საარტილერიო დაბომბვას აგრძელებს.-
- 2012-02-16 "დრუგაია როსიას" აქცია დაპატიმრებებით დასრულდა
-
- მოსკოვში ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ პოლიციამ დემონსტრაცია დაარბია, დაპატიმრებულია დაახლოებით ოცი ადამიანი.
-
- 2012-02-16 ობამა სი ძინპინს შეხვდა
-
- ვაშინგტონში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მომავალი სავარაუდო ლიდერი სი ძინპინი ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდა.
-
- 2012-02-16 ამერიკის მაღალჩინოსნებთან "თალიბანის" შეხვედრა დადასტურდა
-
- მოძრაობა "თალიბანის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათი დელეგაცია ამერიკის ოფიციალურ პირებს შეხვდა და შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე იმსჯელეს.
-
- 2012-02-16 ტიმოშენკო გერმანელმა ექიმებმა გასინჯეს
-
- გერმანელმა ექიმებმა უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს გამოკვლევა დაასრულეს.
-
- 2012-02-17 ევროპა რუსეთს სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს
ივა შილაკაძე-
ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლისკენ მოუწოდა.-
- 2012-02-17 დაცემულები
-
მსოფლიოში 2008 წელს დაწყებულ ეკონომიკურ კრიზისს მრავალი ცვლილება და საკმაოდ მძიმე რეფორმათა პაკეტის შემუშავება მოჰყვა.-
- 2012-02-19 დასასრულის დასაწყისი
მარიკა იაშვილი-
11 თვიანი აჯანყება, არტილერიის, ავიაციის, მძიმე ტექნიკისა და სამხედრო-საზღვაო ხომალდების მიერ დაბომბილი ქალაქები.-
- 2012-02-18 არა ძალადობას! - რეზოლუცია სირიაზე
ხათუნა გაბიევი-
შეწყდეს ძალადობა სირიაში და დაცულ იქნეს ადამიანის უფლებები!-
- 2012-02-18 ლიბია აჯანყების წლისთავს აღნიშნავს
ივა შილაკაძე-
პარასკევს, კადაფის წინააღმდეგ დაწყებული გამოსვლების წლისთავის აღსანიშნავად, მთელ ლიბიაში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.-
- 2012-02-18 გერმანიის პრეზიდენტი პრესამ შეიწირა
თამთა კახაძე-
გახმაურებულ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით გერმანიის პრეზიდენტი კრისტიან ვულფი გადადგა.-
- 2012-02-18 "ჰეზბოლა" თავდასხმებში მონაწილეობას უარყოფს
-
- გუშინ "ჰეზბოლას" ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ინდოეთში, საქართველოსა და ტაილანდში განხორციელებულ თავდასხმებთან მათ კავშირი არ აქვთ:
-
- 2012-02-18 ეგვიპტის მმართველი პარტია იმუქრება
-
- ეგვიპტის ახალი პარლამენტის წამყვანი ისლამისტური პარტია ისრაელთან 1979 წლის სამშვიდობო ხელშეკრულების გადახედვით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა ქვეყანას ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს.
-
- 2012-02-18 მერდოკი ლონდონში "სანის" საკითხის გასარკვევად ჩაფრინდა
-
- მედიამპერია "ნიუს კორპორეიშენის"-ის ხელმძღვანელი რუპერტ მერდოკი ლონდონში ჩაფრინდა, სადაც აპირებს დეტალურად გაერკვეს გაზეთ "სან"-ის ირგვლივ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.
-
- 2012-02-18 გაფიცვა ფრანკფურტის საერთაშორისო აეროპორტში
-
- ხუთშაბათს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის უმსხვილესი აეროპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ, რამაც ამ დრომდე 150 რეისის გადადება გამოიწვია.
-
- 2012-02-18 თურქმენეთში ბერდიმუჰამედოვის ინაუგურაცია ჩატარდა
-
- თურქმენეთში ქვეყნის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.
-
- 2012-02-18 ძარცვა საბერძნეთის მუზეუმში
-
- საბერძნეთის სამხრეთში შეიარაღებულმა ბოროტმოქმედებმა ქალაქ ოლიმპიის არქეოლოგიური მუზეუმიდან ათობით ექსპონანტი გაიტაცეს.
-
- 2012-02-20 რუსი კოლონიზატორების ფიასკო ლატვიის რეფერენდუმზე
ივა შილაკაძე-
შაბათს ლატვიაში ჩატარდა რეფერენდუმი რუსული ენისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭების თაობაზე.-
- 2012-02-20 თეირანის საჭადრაკო სვლები პოლიტიკაში
ხათუნა გაბიევი-
ირანის ისლამური რესპუბლიკა ურანის გამდიდრებას მიწისქვეშ გააგრძელებს, - ასეთია ირანელი დიპლომატის მიერ კულუარებში გაკეთებული განცხადება.-
- 2012-02-20 სირიაში ძალადობა გრძელდება
ივა შილაკაძე-
სირიაში ბოლო ორი დღის განმავლობაში არაფერი შეცვლილა იმის მიუხედავად, რომ პარასკევს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ამ ქვეყნის ხელისუფლებას - ძალადობის შეწყვეტისკენ, ხოლო პრეზიდენტ ბაშარ ასადს გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.-
- 2012-02-20 აფეთქებებს პაკისტანში ექვსი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა
-
- ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში აფეთქებების შედეგად, სულ მცირე, ექვსი კაცი დაიღუპა, ძირითადად - სამხედრო პირები. დაჭრილია რამდენიმე კაცი.
-
- 2012-02-20 ისრაელი ირანის მიმართ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას მოითხოვს
-
- ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა საერთაშორისო საზოგადოებას ირანის მიმართ ეკონომიკური სანქციების გამკაცრებისაკენ მოუწოდა.
-
- 2012-02-20 საბერძნეთი გამოსვლებისათვის ემზადება
-
- ქვეყნისათვის კრედიტის გამოყოფის გადამწყვეტი მოლაპარაკებების ფონზე გუშინ ათენსა და საბერძნეთის სხვა ქალაქებში ახალი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.
-
- 2012-02-20 მოსკოვში ჩატარდა ავტოგარბენი "სამართლიანი არჩევნებისთვის"
-
- მოსკოვში "სადოვოე კალცოზე" "სამართლიანი არჩევნებისთვის" ლოზუნგით ავტოგარბენი ჩატარდა.
-
- 2012-02-20 ესპანეთში შრომითი კანონმდებლობის რეფორმას აპროტესტებენ
-
- გუშინ, საბერძნეთის გარდა, გამოსვლები იყო ესპანეთშიც.
-
- 2012-02-21 წინასაარჩევნო დუღილი რუსეთში
ივა შილაკაძე-
მოახლოვდა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთშიც ნელ-ნელა მატულობს ვნებათღელვა.-
- 2012-02-21 მერდოკი "SUN"-ს აფართოებს
ხათუნა გაბიევი-
მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი, "News of the World"-ის შარშანდელი სკანდალისა და წელს ტაბლოიდ "სან"-ის მსგავსი პრობლემის შემდეგ, ახალი გამოცემის ტირაჟირებას გეგმავს.-
- 2012-02-21 სადავო საზღვრები - ომით დამუქრება
ხათუნა გაბიევი-
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობები დაიძაბა. მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეამ სადავო საზღვრებთან სამხედრო სწავლებები დაიწყო, ფხენიანი ომით დაიმუქრა.-
- 2012-02-21 აშშ სენატორები ეგვიპტეში ჩავიდნენ
-
- გუშინ ეგვიპტეში სამი ამერიკელი სენატორი ჩავიდა, რომელთა შორის არის არიზონას წარმომადგენელი ჯონ მაკკეინი.
-
- 2012-02-21 ამერიკა ცდილობს, ისრაელს ირანზე თავდასხმა გადააფიქრებინოს
-
- ამერიკა ყველა ღონეს ხმარობს, რომ ისრაელს ირანის ბირთვულ საწარმოებზე შესაძლო თავდასხმა გადააფიქრებინოს.
-
- 2012-02-21 ტაჯიკეთში თოვლმა მთავარი ავტომაგისტრალები ჩაკეტა
-
- "ბი-ბი-სი"-ს ცნობით, ტაჯიკეთის მთავარი ავტომაგისტრალები ძლიერი თოვლის გამო ჩაიკეტა.
-
- 2012-02-21 გერმანიას ახალ პრეზიდენტად იოაჰიმ გაუკი დაასახელეს
-
- გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ქვეყნის ახალ პრეზიდენტად კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, დაასახელონ ადამიანის უფლებადამცველი მღვდლის იოაჰიმ გაუკის კანდიდატურა.
-
- 2012-02-22 საზენიტო თავდაცვის ქოლგა
ხათუნა გაბიევი-
ირანი ბირთვული ობიექტების დასაცავად ემზადება-
- 2012-02-22 სირიაში მუშაობა წითელ ჯვარსაც გაუჭირდა
ივა შილაკაძე-
საომარმა მოქმედებებმა სირიაში უკიდურესად მწვავე და დაუნდობელი ხასიათი შეიძინა.-
- 2012-02-23 სირიაში დაღუპული უცხოელი ჟურნალისტები
ხათუნა გაბიევი-
სირიის ქალაქებში ჰომსსა და იდლიბში ასადის არმიის საარტილერიო ცეცხლი ამ დრომდე არ წყდება.-
- 2012-02-23 რიკ სანტორუმი - რესპუბლიკელების ახალი იმედი
თამთა კახაძე-
რესპუბლიკელების ახალ იმედად ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში პენსილვანიის ყოფილი სენატორი რიკ სანტორუმი სახელდება.-
- 2012-02-23 ირანმა ინსპექტორები სამხედრო ობიექტებზე არ დაუშვა
ივა შილაკაძე-
- ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინფორმაციით, თეირანში მყოფი დელეგაციის მოლაპარაკებები ამ ქვეყნის ხელმძღვანელობასთან უშედეგოდ დამთავრდა.
-
- 2012-02-23 ავღანეთში საპროტესტო გამოსვლას მსხვერპლი მოჰყვა
-
- ოთხშაბათს ავღანეთში გაგრძელდა საპროტესტო გამოსვლები საერთაშორისო კოალიციის ჯარისკაცების მიერ ყურანის მიმართ უდიერად მოპყრობასთან დაკავშირებით - გავრცელებული ინფორმაციით, ბაგრამის ავიაბაზაზე ჯარისკაცებმა ყურანი დაწვეს.
-
- 2012-02-23 ავსტრალიაში 12-კარატიანი ალმასი აღმოაჩინეს
-
- ავსტრალიის სამთო-მომპოვებელმა კომპანია "Rio Tinto"-მ განსაკუთრებული ვარდისფერი ალმასი აღმოაჩინა.
-
- 2012-02-23 "ვიკილიკსი" კარლ ბილდტის წინააღმდეგ მასალებს გამოაქვეყნებს
-
- ვებგვერდი "ვიკილიკსი" იმ დოკუმენტების გამოქვეყნებას აპირებს, რითაც მტკიცდება, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ამერიკის ინფორმატორია.
-
- 2012-02-23 მუბარაქის განაჩენის გამოქვეყნების თარიღს დღეს დაასახელებენ
-
- დღეს ეგვიპტეში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის ექვსთვიანი სასამართლო პროცესის ბოლო სხდომა გაიმართება.
-
- 2012-02-24 პუტინმა “ლუჟნიკი” ძლივს გაავსო
ივა შილაკაძე-
გუშინ მოსკოვში რამდენიმე დაგეგმილი მიტინგი ჩატარდა, რომლებიც 4 მარტს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს მიეძღვნა.-
- 2012-02-24 პოლიტიკური ფსონები სირიაზე
ხათუნა გაბიევი-
ტუნისის შეხვედრა, ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები და სირიის ოპოზიციის კონსულტაციები 70 ქვეყნის წარმომადგენელთან, რასაც ასადის რეჟიმი, რუსეთი, ჩინეთი და ირანი გვერდიდან უყურებენ - დღეს ტუნისში დამასკოს კრიზისზე, ჰომსსა და იდლიბში სასაკლაოს დასრულების გზებზე იმსჯელებენ.-
- 2012-02-24 ტერაქტების სერია ერაყში
ივა შილაკაძე-
ხუთშაბათს ერაყის ქალაქებში განხორციელდა ტერაქტების კოორდინირებული სერია, რომელსაც, სულ ცოტა, 60 კაცი შეეწირა.-
- 2012-02-24 არგენტინაში მატარებლის ავარიის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა
-
- ბუენოს-აირესის სადგურზე სამგზავრო მატარებლის ავარიის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა.
-
- 2012-02-24 რესპუბლიკელების დებატები "სი-ენ-ენ"-ზე
-
- "სი-ენ-ენ"-ის ეთერში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები გაიმართა.
-
- 2012-02-24 ამერიკის დესპანი ჩრდილოეთ კორეის მაღალჩინოსნებს შეხვდა
-
- ამერიკის სპეციალური დესპანი პეკინში ქვეყნის ბირთვულ პროგრამაზე სასაუბროდ ჩრდილოეთ კორეის მაღალჩინოსნებს შეხვდა.
-
- 2012-02-24 ჰამენეი: "ირანის ბირთვულ პროგრამას ვერანარი დაბრკოლება ვერ შეაჩერებს"
-
- ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დამკვირვებლების მიერ თეირანის დატოვების შემდეგ აშშ-მ ირანი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ირანმა საერთაშორისო ვალდებულება მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ არ შეასრულა.
-
- 2012-02-24 “სუსას” პირველი გასეირნება
ია ვეკუა-
გაქირავებაში რუსუდან პირველისა და ზაზა ურუშაძის ფილმები გამოდის-
- 2012-02-25 ნავთობის ფასის ზრდას ბარაკ ობამა ირანს აბარლებს
-
ნავთობის ევროპულ და ამერიკულ ბირჟებზე გამართულმა ვაჭრობამ, გუშინდელ ჩანაწერებთან შედარებით, ყველა ტიპის ნედლეულზე რეკორდული ზრდა აჩვენა.-
- 2012-02-25 იშვიათი ვარდისფერი ალმასის მარაგები
თინა შავაძე-
კომპანიამ Rio Tinto-მ, რომელიც ავსტრალიაში ოპერირებს, საკუთა ალმასის მაღარო Argyle-ში იშვიათი, ვარდისფერი ალმასის აღმოჩენის შესახებ განაცხადა.-
- 2012-02-25 კონსულტაციები "სირიულ მისრატაზე"
ხათუნა გაბიევი-
ცეცხლში გახვეული ჰომსი-
- 2012-02-25 ამერიკას ისრაელზე მეტად ირანის სჯერა?
ივა შილაკაძე-
ამერიკის ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად და საჯაროდ განიხილავს ირანზე დარტყმის შესაძლებლობას და მიზანშეწონილებას, არ სჯერა, რომ ირანი აქტიურად მუშაობს მასობრივი გამადგურების იარაღის - ატომური ბომბის შექმნაზე.-
- 2012-02-25 ამერიკამ ჩრდილოეთ კორეასთან "მცირე პროგრესს" მიაღწია
-
- ამერიკელმა დიპლომატმა გლინ დევისმა "სერიოზული და რეალური" უწოდა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, კიმ კე გვანთან გამართულ შეხვედრას პეკინში.
-
- 2012-02-25 ეგვიპტის პრეზიდენტობის კანდიდატს თავს დაესხნენ
-
- ეგვიპტის ერთ-ერთ საპრეზინდეტო კანდიდატს აბდელ მონემ აბდულ ფატუჰს უცნობები თავს დაესხნენ. დაშავდა პოლიტიკოსის მძღოლიც.
-
- 2012-02-25 გაერომ ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმა დაგმო
-
- გუშინ გაეროს უშიშროების საბჭომ მკაცრად დაგმო ინდოეთში ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმა და საქართველოში იგივეს მცდელობა.
-
- 2012-02-25 პაკისტანში თავდასხმის შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა
-
- პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით ქალაქ ფეშევარში უცნობები პოლიციის განყოფილებას დაესხნენ თავს.
-
- 2012-02-27 რეფერენდუმი ტყვიების ზუზუნში
ხათუნა გაბიევი-
სირიაში გაჩაღებული სამოქალაქო ომის მიუხედავად, პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა გადაწყვეტილება არ შეცვალა და კვირას ახალი კონსტიტუციის მიღება-არმიღებაზე რეფერენდუმი ქვეყნის მასშტაბით მაინც ჩაატარა.-
- 2012-02-27 ბრიტანეთში «სან»-ის პირველი საკვირაო ნომერი გამოვიდა
-
- დღეს ბრიტანეთში ტაბლოიდი «სან»-ი პირველად გამოვიდა კვირა დღეს «Sun on Sunday»-ის სახელით.
-
- 2012-02-27 ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ახალი მოხსენება
-
- ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ცოტა ხნის წინ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ირანმა უნდა ახსნას, თუ სად დაიკარგა ურანის მცირე რაოდენობა კვლევითი საწარმოდან.
-
- 2012-02-27 ბინ ლადენის უკანასკნელი თავშესაფარი დანგრეულია
-
- პაკისტანში, კერძოდ, აბოტაბადში ნომერ პირველი ტერორისტის უსამა ბინ ლადენის უკანასკნელი ადგილსამყოფელი ბოლომდე დაანგრიეს.
-
- 2012-02-27 მორიგი თავდასხმა ეკლესიაზე ნიგერიაში
-
- გუშინ ნიგერიაში ქრისტიანულ ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა.
-
- 2012-02-27 ყურანის დაწვის გამო ავღანეთში ვნებები არ ცხრება
ივა შილაკაძე-
ავღანეთის სხვადასხვა ქალაქში მეხუთე დღეა გრძელდება არეულობა, შეტაკებები და მკვლელობები ყურანის დაწვის ფაქტის გამო, რასაც ადგილი ჰქონდა ბაგრამის ავიაბაზაზე, ქაბულის მახლობლად.-
- 2012-02-27 "დიდი თეთრი წრე" მოსკოვში
ივა შილაკაძე-
მოსკოვში კვირას ჩატარდა ოპოზიციური აქცია "დიდი თეთრი წრე".-
- 2012-02-27 იემენის ახალი პრეზიდენტი "ალ ქაიდასთან" ბრძოლის პირობას დებს
-
- გუშინ სანაში იემენის ახალმა პრეზიდენტმა აბდურაბა მანსურ ჰადიმ დაიფიცა, რომ "ალ ქაიდას" წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს.
-
- 2012-02-27 მიწისძვრა რუსეთში
-
- ტუვას რესპუბლიკაში 6,8 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი კიზილის აღმოსავლეთით 113 კმ-ში მდებარეობდა.
-
- 2012-02-27 ეგვიპტის პარლამენტის ზედა პალატის არჩევნებში "ძმები მუსულმანები" ლიდერობენ
-
- თავისუფლების და სამართლიანობის პარტიამ (პანარაბული მოძრაობა "ძმები მუსულმანების" პოლიტიკური ფრთა ეგვიპტეში), რომელიც ქვეყანაში ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ძალად ითვლება, პარლამენტის ზედა პალატაში "შურას საბჭოში" არჩევითი მანდატების 58 პროცენტი მოიპოვეს.
-
- 2012-02-27 ჩრდილოეთ კორეა სამხრეთს "საპასუხო დარტყმით" ემუქრება
-
- ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, სამხრეთისაგან პროვოკაციის შემთხვევაში, ქვეყნის სამხედროებს "საპასუხო დარტყმის" ბრძანება მისცა.
-
- 2012-02-28 "არაბული გაზაფხულის" აჩრდილი არჩევნების წინ
ხათუნა გაბიევი-
პუტინის მორიგი "საპროგრამო" სტატია-
- 2012-02-28 პუტინს აფეთქებას უპირებდნენ?
ივა შილაკაძე-
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველმა არხმა გუშინ დილას გამოაცხადა, რომ რუსულმა და უკრაინულმა სპეცსამსახურებმა რუსეთის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმირ პუტინზე ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს.-
- 2012-02-28 აფეთქებას ავღანეთში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
-
- დღეს ჯალალაბადის აეროპორტთან, რომელიც ნატო-ს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო ძალების ბაზასთან ახლოს მდებარეობს, დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა.
-
- 2012-02-28 ამერიკამ და სამხრეთ კორეამ წვრთნები დაიწყეს
-
- დღეს ამერიკამ და სამხრეთ კორეამ ფართომასშტაბიანი ყოველწლიური წვრთნები დაიწყეს, რომელიც 9 მარტამდე გაგრძელდება.
-
- 2012-02-28 "ტაიმსი"-ის ინფორმაციით, თურქეთი სირიას საიდუმლოდ ამარაგებს
-
- "ტაიმს"-ის მიხედვით, რომელიც ახლო აღმოსავლეთის სპეცსამსახურის ერთ-ერთ წყაროს ეფუძნება, სირიას თავდაცვითი აღჭურვილობით თურქეთი ამარაგებს.
-
- 2012-02-28 კარლ ბილდტის აზრით, ირანთან მოლაპარაკებები მალე დაიწყება
-
- შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის განცხადებით, ირანის შემოთავაზება ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე "დამაკმაყოფილებელია" და მოლაპარაკებები შესაძლოა მალე დაიწყოს.
-
- 2012-02-29 ატამბაევის ტრანსფორმაცია თუ რუსეთის შანტაჟი
ივა შილაკაძე-
ყირგიზეთში რუსეთის სამხედრო ბაზის ბედი და, საერთოდ, რუსული ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესები ამ ქვეყანაში შეიძლება სერიოზული ეჭვის ქვეშ დადგეს, თუ ამ ქვეყნის ახალარჩეული პრეზიდენტის ახალი სტრატეგია განხორციელდება და ბოლო დღეებში მის მიერ გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური თამაშის და შანტაჟის შემადგენელი ნაწილი არ არის.-
- 2012-02-29 ძალადობრივი რეფერენდუმი და ხელმოწერილი ახალი კონსტიტუცია
ხათუნა გაბიევი-
სირიაში მდგომარეობა რეფერენდუმის ჩატარების მიუხედავად, ამ დრომდე არ შეცვლილა, ასადის არმიის დაპირისპირება ამბოხებულებთან კვლავ გრძელდება და ყოველდღიურად მსხვერპლის რაოდენობაც გაცილებით მეტია.-
- 2012-02-29 ასტრახანში მთელი სადარბაზო ჩამოინგრა
ივა შილაკაძე-
გუშინ საღამოსთვის უკვე 9 კაცს მიაღწია სახლის ჩამონგრევის მსხვერპლმა ასტრახანში.-
- 2012-02-29 "ამნესტი ინტერნეიშენალი"-ს მოხსენება ირანის შესახებ
-
- "საერთაშორისო ამნისტიის" ახალ მოხსენებაში ლაპარაკია ირანში "ფართოდ გავრცელებულ ადამიანის უფლებების დარღვევაზე".
-
- 2012-02-29 ორი ტერაქტი პაკისტანში
-
- ჩრდილოეთ პაკისტანში პოლიტიკური შეკრების ახლოს აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა.
-
- 2012-02-29 ბრიტანეთში "დაიკავე ლონდონის" კარვის ქალაქი დაშალეს
-
- 28 თებერვლის დადგომისთანავე პოლიციამ ბრიტანეთში "დაიკავე ლონდონის" კარვების ქალაქის დაშლა დაიწყო, რომელიც წმინდა პავლეს ტაძრის წინ იყო გაშლილი.
-
- 2012-02-29 სერბეთი კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს
-
- ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სერბეთისათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის შესახებ შეთანხმდნენ.
-
ყველაზე პოპულარული
- ოპოზიციის შემოდგომა
- საქართველოში ახალი "ბერლინის კედელი" შენდება
- უბრალოდ - ევროპაში!
- ქართული ავიაციის სტანდარტებს ამერიკელი ექსპერტები შეამოწმებენ
- თბილისური შემოდგომის ხიბლი
--
--