RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ქვეყ­ნის სა­ხე­ლის შეც­ვ­ლა­ზე და­ფიქ­რ­და

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მი­ლი მეჯ­ლი­სის (პარ­ლა­მენ­ტის) პირ­ველ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტატ­მა წა­მო­ა­ყე­ნა იდეა ქვეყ­ნის­თ­ვის სა­ხე­ლის შეც­ვ­ლის შე­სა­ხებ.

24 საათი 02.02.12

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მი­ლი მეჯ­ლი­სის (პარ­ლა­მენ­ტის) პირ­ველ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტატ­მა წა­მო­ა­ყე­ნა იდეა ქვეყ­ნის­თ­ვის სა­ხე­ლის შეც­ვ­ლის შე­სა­ხებ.

მათ უნ­დათ "აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კა" შეც­ვა­ლონ "ჩრდი­ლო­ეთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კით."

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის "აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხალ­ხო ფრონ­ტის ერ­თი­ა­ნი პარ­ტია" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, დე­პუ­ტატ­მა გუდ­რატ ჰა­სან­გუ­ლი­ევ­მა წა­მო­ა­ყე­ნა წი­ნა­და­დე­ბა მი­ე­ცეს იური­დი­უ­ლი შე­ფა­სე­ბა გი­უ­ლის­ტა­ნი­სა და თურ­ქ­მენ­ჩა­ის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კას ჩრდი­ლო­ეთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კა ეწო­დოს. "აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ის ორი მე­სა­მე­დი დღე­ვან­დე­ლი ირა­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის, ამი­ტომ აუცი­ლე­ბე­ლია, აზერ­ბა­ი­ჯანს ჩრდი­ლო­ეთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ეწო­დოს," - აღ­ნიშ­ნა ჰა­სან­გუ­ლი­ევ­მა.

მის ინი­ცი­ა­ტი­ვას მხა­რი და­უ­ჭი­რეს სხვა დე­პუ­ტა­ტებ­მაც. მმარ­თ­ვე­ლი პარ­ტი­ის "ენი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის მო­ად­გი­ლის, დე­პუ­ტატ სი­ა­ვუშ ნოვ­რუ­ზო­ვის სიტყ­ვე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში მსგავ­სი პრე­ცე­დენ­ტე­ბი არ­სე­ბობს: "ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია.

მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბობს ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი, მა­გა­ლი­თად, ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხ­რეთ კო­რეა, ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხ­რეთ კვიპ­რო­სი. მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იქ­ნე­ბა, თუ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, რო­გორც გა­ყო­ფი­ლი ქვე­ყა­ნა, მო­იხ­სე­ნი­ე­ბა რო­გორც ჩრდი­ლო­ეთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი," - გა­ნაცხა­და ნოვ­რუ­ზოვ­მა.

დე­პუ­ტატ­მა ფა­ზილ აღა­მა­ლიმ წა­მო­ა­ყე­ნა რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის იდეა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც შეს­წო­რე­ბა უნ­და შე­ვი­დეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის მე-11 მუხ­ლ­ში. მას­ში ჩა­ი­წე­რე­ბა, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი შედ­გე­ბა ჩრდი­ლო­ეთ, სამ­ხ­რეთ და და­სავ­ლეთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­გან.

გი­უ­ლის­ტა­ნის სამ­შ­ვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას - ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას რუ­სეთ­სა და სპარ­სეთს (ირანს) შო­რის ხე­ლი მო­ე­წე­რა 1813 წლის 12 (24) ოქ­ტომ­ბერს სო­ფელ გი­უ­ლის­ტან­ში (ყა­რა­ბაღ­ში), რუ­სეთ-სპარ­სე­თის 1804-1813 წლე­ბის ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სპარ­სე­თი აღი­ა­რებ­და და­ღეს­ტა­ნის, ქარ­თ­ლის, კა­ხე­თის, სა­მეგ­რე­ლოს, იმე­რე­თის, გუ­რი­ის, აფხა­ზე­თი­სა და დღე­ვან­დე­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ნა­წი­ლის რუ­სე­თის ხელ­ში გა­დას­ვ­ლას. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან მა­შინ რუ­სე­თის ხელ­ში გა­და­ვი­და ბა­ქოს ყა­რა­ბა­ღის, გან­ჯის, შირ­ვა­ნის შე­ქის, დერ­ბენ­ტის ყუ­ბის სა­ხა­ნო­ე­ბი, აგ­რეთ­ვე, თა­ლი­შის სა­ხა­ნოს ნა­წი­ლი.

თურ­ქ­მენ­ჩა­ის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა - სამ­შ­ვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა რუ­სეთ­სა და სპარ­სეთს (ირანს) შო­რის გა­ფორ­მ­და 1828 წლის 10 (28) თე­ბერ­ვალს სო­ფელ თურ­ქ­მენ­ჩა­ი­ში (თავ­რიზ­თან) ახ­ლოს. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ალექ­სანდრ გრი­ბო­ე­დო­ვი. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა კი­დევ ერ­თხელ ადას­ტუ­რებ­და რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ულ შე­ნა­ძენს, რო­მე­ლიც 1813 წლის გი­უ­ლის­ტა­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გა­ფორ­მ­და. ამას გარ­და, თურ­ქ­მენ­ჩა­ის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით რუ­სე­თის ხელ­ში გა­და­ვი­და ერევ­ნი­სა და ნა­ხი­ჩე­ვა­ნის სა­ხა­ნო­ე­ბი.

მმარ­თ­ვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­ერ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის ოპე­რა­ტი­უ­ლად მხარ­და­ჭე­რა იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ სა­კითხი, გარ­კ­ვე­ულ დო­ნე­ზე მა­ინც, უკ­ვე მომ­ზა­დე­ბუ­ლია და შე­თან­ხ­მე­ბუ­ლია სა­ხელ­მ­წი­ფოს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას­თან. ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ქვეყ­ნის­თ­ვის სა­ხე­ლის გა­დარ­ქ­მე­ვა­ზე ალა­პა­რაკ­დ­ნენ და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი არა­ვის­თ­ვის წა­უ­ყე­ნე­ბი­ათ. თუმ­ცა ამ სა­კითხის რე­ა­ლი­ზა­ცია მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა, გარ­კ­ვე­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი გახ­დეს. პრე­ცე­დენ­ტე­ბის ჩა­მოთ­ვ­ლი­სას აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს რა­ტომ­ღაც არ უხ­სე­ნე­ბი­ათ სა­ბერ­ძ­ნე­თის და მა­კე­დო­ნი­ის და­ვა სწო­რედ სა­ხე­ლის გა­მო, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას უქ­მ­ნის ამ უკა­ნას­კ­ნელს ნა­ტო­სა და ევ­როს­ტ­რუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში, და არა მხო­ლოდ ამა­ში. სა­ყუ­რადღე­ბოა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვის გაჟ­ღე­რე­ბის დროც. ირა­ნის გარ­შე­მო შექ­მ­ნი­ლი და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის ფონ­ზე ჩნდე­ბა იმის ეჭ­ვიც, რომ პარ­ლა­მენ­ტის რი­გით დე­პუ­ტა­ტებს ეს სა­კითხი არა მხო­ლოდ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან აქვთ "შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი".

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი