RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

პორტ-სა­ი­დის "სა­ფეხ­ბურ­თო" ტრა­გე­დი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი ნი­უ­ან­სე­ბი

პირველ თებერვალს ქალაქ პორტ-საიდში სტადიონზე მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ეგვიპტეში ახალი საპროტესტო ტალღა წარმოიშვა და ხელისუფლებას მასთან გამკლავება უჭირს, ყოველ შემთხვევაში, ძალის გამოყენების გარეშე.

24 საათი 04.02.12

პირველ თებერვალს ქალაქ პორტ-საიდში სტადიონზე მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ეგვიპტეში ახალი საპროტესტო ტალღა წარმოიშვა და ხელისუფლებას მასთან გამკლავება უჭირს, ყოველ შემთხვევაში, ძალის გამოყენების გარეშე.

სტადიონზე ადგილობრივი კლუბის "ალ-მასრისა" და კაიროდან ჩასული საფეხბურთო გუნდის "ალ-ახლის" მატჩის შემდეგ მომხდარ მოვლენებზე დღეს აღარ შევჩერდებით, რადგან ამის შესახებ დაწვრილებით ვწერდით გუშინდელ სტატიაში. ამ არეულობას გაგრძელება მოჰყვა დედაქალაქში და სუეცში, რაც უკვე პოლიტიკური დაპირისპირების ელფერს იძენს.

ხუთ­შა­ბა­თი­დან­ვე კა­ი­რო­ში კლუბ "ალ-ახ­ლის" სტა­დი­ონ­ზე გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი (და­ღუ­პულ­თა და და­შა­ვე­ბულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სწო­რედ ამ გუნ­დის აქ­ტი­უ­რი "ფა­ნე­ბი" არი­ან) შე­იკ­რიბ­ნენ და რამ­დე­ნი­მე კო­ლო­ნით ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რ­ში, "რე­ვო­ლუ­ცი­ურ" თახ­რი­რის მო­ედ­ნის­კენ და­იძ­რ­ნენ, სა­დაც მათ კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქიც დას­ცეს. ერ­თი მოზ­რ­დი­ლი კო­ლო­ნა ეგ­ვიპ­ტის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს შე­ნო­ბის­კენ გა­ე­მარ­თა. ისი­ნი ტრა­გე­დი­ა­ში ბრალს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს და, უფ­რო მე­ტიც, ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სდე­ბენ. გულ­შე­მატ­კივ­რებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ პო­ლი­ცი­ამ პრო­ვინ­ცი­უ­ლი კლუ­ბის გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა თავ­დას­ხ­მა მათ­ზე, სულ ცო­ტა, არ აღ­კ­ვე­თა. დე­მონ­ს­ტ­რან­ტე­ბი სა­მი­ნის­ტ­როს­თან პო­ლი­ცი­ამ არ მი­უშ­ვა და მათ წი­ნა­აღ­მ­დეგ ცრემ­ლ­სა­დე­ნი გა­ზი და ხელ­კე­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა, "ულ­ტ­რას"-ებ­მა კი (ასე უწო­დე­ბენ კლუბ "ალ-ახ­ლის" აქ­ტი­ურ გულ­შე­მატ­კივ­რებს) მათ ქვე­ბი და­უ­ში­ნეს. შე­ტა­კე­ბი­სას მი­ნი­მუმ 400 კა­ცი და­შავ­და.

მსგავ­სი შე­ტა­კე­ბა მოხ­და ქა­ლაქ სუ­ეც­შიც. ხალ­ხი პო­ლი­ცი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­მარ­თ­ვე­ლოს შე­ნო­ბას­თან მას შემ­დეგ მი­იჭ­რა, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პორტ-სა­იდ­ში და­ი­ღუ­პა სტუ­მარ­თა გუნ­დის მა­თი თა­ნა­ქა­ლა­ქე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რიც. ბრბოს მო­გე­რი­ე­ბი­სას პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ი­ყე­ნა ცრემ­ლ­სა­დე­ნი გა­ზი (ამის შე­სა­ხებ უკ­ვე წერ­და "24 სა­ა­თი"). თუმ­ცა, რო­გორც გუ­შინ გა­ირ­კ­ვა, პო­ლი­ცი­ას საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა გა­უ­ჭირ­და და მათ წი­ნა­აღ­მ­დეგ იარა­ღიც გა­მო­ი­ყე­ნა. ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, არი­ან დაჭ­რი­ლე­ბიც. სულ, კა­ი­რო­შიც და სუ­ეც­შიც და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მხო­ლოდ ხუთ­შა­ბათს და პა­რას­კევს უკ­ვე ას­ც­და 600 კაცს.

პირ­ველ თე­ბერ­ვალს კი პორტ-სა­ი­დის სტა­დი­ონ­ზე და­ხო­ცი­ლე­ბიც და დაჭ­რი­ლე­ბიც ძა­ლი­ან ბევ­რი იყო. ბო­ლო მო­ნა­ცე­მე­ბით და­ღუ­პუ­ლია 74 და დაჭ­რი­ლია 1000 კაც­ზე მე­ტი. მსხვერ­პ­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს. თვით­მ­ხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბი­ან, რომ იმ დღეს სტა­დი­ონ­ზე გა­ა­ვე­ბუ­ლი ბრბო შამ­ფუ­რებ­ზე აგებ­და სტუ­მარ­თა გუნ­დის გულ­შე­მატ­კივ­რებს და მათ ტრი­ბუ­ნე­ბი­დან პირ­და­პირ ძირს ყრიდ­ნენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნელ-ნე­ლა გამ­ძაფ­რ­და ეჭ­ვი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სტა­დი­ონ­ზე ცი­ვი იარა­ღით "აღ­ჭურ­ვი­ლი" ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი შემ­თხ­ვე­ვით არ მოხ­ვ­და და საქ­მე მხო­ლოდ იმ ერთ შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფელ პლა­კატ­ში არ იყო, რო­მე­ლიც შეს­ვე­ნე­ბის დროს სტუ­მარ­თა გუნ­დის "ფა­ნებ­მა" გა­მო­ფი­ნეს. რო­გორც გა­ირ­კ­ვა, მას­ზე ეწე­რა, რომ "პორტ-სა­იდ­ში ნამ­დ­ვი­ლი მა­მა­კა­ცე­ბი არ არი­ან."

ეგ­ვიპ­ტის ად­გი­ლობ­რივ და უკ­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­შიც გაჩ­ნ­და მო­საზ­რე­ბე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და გარ­კ­ვე­უ­ლი ძა­ლე­ბის მი­ერ ამ ტრა­გე­დი­ის პრო­ვო­ცი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. ამა­ზე მი­ნიშ­ნე­ბა ჩვენს გუ­შინ­დელ სტა­ტი­ა­შიც იყო "ბი-ბი-სის" მი­მომ­ხილ­ველ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, თუმ­ცა ნელ-ნე­ლა ეს უფ­რო გა­მო­იკ­ვე­თა. ეჭვს ისიც აძ­ლი­ე­რებს, რომ თვი­თონ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი არა­ო­რაზ­რო­ვან გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ და "სა­ფეხ­ბურ­თო" არე­უ­ლო­ბებ­ში პო­ლი­ტი­კურ დამ­ნა­შა­ვე­ებს ეძე­ბენ.

საქ­მე ის არის, რომ დე­და­ქა­ლა­ქის კლუბ "ალ-ახ­ლის" ორ­გა­ნი­ზე­ბულ­მა და აგ­რე­სი­ულ­მა ფა­ნა­ტებ­მა, ე. წ. "ულ­ტ­რას"-ებ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი რო­ლი ითა­მა­შეს ერ­თი წლის წინ რე­ვო­ლუ­ცი­ურ გა­მოს­ვ­ლებ­შიც და შემ­დე­გაც, რო­დე­საც ხალ­ხი უმაღ­ლე­სი სამ­ხედ­რო საბ­ჭოს მი­ერ ძა­ლა­უფ­ლე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო მთავ­რო­ბი­სათ­ვის გა­და­ცე­მას მო­ითხოვ­და. ბო­ლო ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხში­რი იყო პო­ლი­ცი­ი­სა და "ულ­ტ­რას"-ის წვრილ­მა­ნი შე­ტა­კე­ბე­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბიც. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი თით­ქ­მის დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ პრო­ვინ­ცი­უ­ლი კლუ­ბის ფა­ნა­ტე­ბის მხრი­დან მათ­ზე ან­გა­რიშ­ს­წო­რე­ბა სამ­ხედ­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დი­ო­და, რა­თა პო­ლი­ტი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი დე­და­ქა­ლა­ქე­ლე­ბის­თ­ვის "ჭკუა ეს­წავ­ლე­ბი­ნათ". პა­ნა­რა­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბა "ძმე­ბი მუ­სულ­მა­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი ტრა­გე­დი­ა­ში ბრალს მუ­ბა­რა­ქის ყო­ფილ მომ­ხ­რე­ებს სდე­ბენ. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პო­ლი­ტი­კურ­მა ფრთამ ეგ­ვიპ­ტე­ში - თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის პარ­ტი­ამ პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნებ­ში ახ­ლა­ხან მან­და­ტე­ბის თით­ქ­მის ნა­ხე­ვა­რი მო­ი­პო­ვა. ისი­ნი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ყო­ფილ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პორტ-სა­იდ­ში ბევ­რი მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავ­და და "ალ-ახ­ლის" გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი რე­ვო­ლუ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის "სა­შინ­ლად და­სა­ჯეს."

საქ­მე­ში ჩა­უ­ხე­და­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის რა­ი­მეს ცალ­სა­ხად მტკი­ცე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა ცხა­დად იკ­ვე­თე­ბა, რომ თუ ტრა­გე­დია პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი არ არის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც და სა­პარ­ლა­მენ­ტო პარ­ტი­ე­ბიც მის სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ყე­ნე­ბას ახ­ლა ნამ­დ­ვი­ლად ცდი­ლობს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი