ამერიკის სახელმწიფო მდივანი მიუნხენში ჩაფრინდა, სადაც უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
24 საათი 04.02.12
ამერიკის სახელმწიფო მდივანი მიუნხენში ჩაფრინდა, სადაც უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შემდეგ კი ბულგარეთს ეწვევა. "3-5 თებერვალს სახელმწიფო მდივანი გერმანიასა და ბულგარეთს ეწვევა. მიუნხენში იგი უსაფრთხოების 48-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ტრანსატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობას. მიუნხენში კლინტონი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს." - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა. სოფიას კლინტონი 5 თებერვალს ეწვევა, სადაც ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება. განხილული იქნება არაერთი საკითხი, მათ შორის: ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა, ავღანეთი, ენერგოუსაფრთხოება და ორმხრივი თანამშრომლობა. ჯერ უცნობია, განიხილავენ თუ არა სოფიაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის საკითხებს.