გუშინ ამერიკელმა მილიარდერმა მედიამაგნატმა დოლანდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს მასაჩუსეტსის ყოფილ გუბერნატორს მიტ რომნის დაუჭერს.
24 საათი 04.02.12
გუშინ ამერიკელმა მილიარდერმა მედიამაგნატმა დოლანდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს მასაჩუსეტსის ყოფილ გუბერნატორს მიტ რომნის დაუჭერს.
მანამდე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ტრამპი რომნის ამჟამინდელი მთავარი მეტოქის - ნიუტ გინგრიჩისთვის მხარდაჭერას აპირებდა. "ჩემთვის დიდი პატივია, მიტ რომნის დავუჭირო მხარი. იგი ჭკვიანი, მტკიცე პიროვნებაა. ის არ დაუშვებს, რომ ჩვენს ქვეყანაში სისულელები ხდებოდეს," - აღნიშნა ტრამპმა ლას ვეგასში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც მიტ რომნი მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.