ქუვეითში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ოპოზიციამ, რომელსაც სათავეში ისლამისტური ძალები უდგანან.
24 საათი 04.02.12
ქუვეითში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ოპოზიციამ, რომელსაც სათავეში ისლამისტური ძალები უდგანან.
ლიბერალურმა კანდიდატებმა მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს, პარლამენტის რამდენიმე ქალმა დეპუტატმა კი საკუთარი თანამდებობა დაკარგა. ვადამდელი არჩევნები ქუვეითში მას შემდეგ დანიშნეს, რაც ქუჩის აქციების შედეგად ქვეყნის პარლამენტი დათხოვნილი იქნა.