ირანი მოქალაქეებს სირიაში წასვლას უკრძალავს
გუშინ ირანმა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, სირიის ტერიტორიაზე სახმელეთო ტრანსპორტით გადაადგილებისაგან თავი შეიკავონ.
24 საათი 04.02.12
გუშინ ირანმა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, სირიის ტერიტორიაზე სახმელეთო ტრანსპორტით გადაადგილებისაგან თავი შეიკავონ.
ამ ქვეყანაში ბოლო პერიოდში ათობით ირანელი გაიტაცეს. აკრძალვა, პირველ რიგში, ირანელ მომლოცველებს ეხება, რომლებიც სირიის ტერიტორიაზე ძირითადად ზეინაბის მავზოლეუმის მოსანახულებლად დადიან. "ირანელი მომლოცველების სირიაში წასვლა ავტოტრანსპორტით იკრძალება. სირიელი ტერორისტების ქმედების გათვალისწინებით, ამ ქვეყანაში მომლოცველების სახმელეთო გზით შესვლა სახიფათოა," - განაცხადა ირანის პოლიციის წარმომადგენელმა მაჰმუდ სადეგმა.