ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრი კრის ჰიუნი მართვის მოწმობასთან დაკავშირებული მაქინაციის გამო გადადგა.
24 საათი 04.02.12
ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრი კრის ჰიუნი მართვის მოწმობასთან დაკავშირებული მაქინაციის გამო გადადგა.
"გადაწყვეტილება მივიღე, ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა დავტოვო, თუმცა პარლამენტში ჩემი საარჩევნო ოლქის ინტერესების დაცვას გავაგრძელებ." - აღნიშნა ჰიუნმა. იგი "იმედგაცურებულია" სამეფო პროკურატურის გადაწყვეტილებით, მისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების გამო. "სასამართლოში ვიბრძოლებ და საკუთარ უდანაშაულობას დავამტკიცებ," - აღნიშნა ჰიუნმა. მინისტრის საქმის დეტალები ასეთია: 2003 წელს მან საჭესთან ჯდომის დროს სიჩქარეს გადააჭარბა, საკუთარ ცოლს (აწ უკვე ყოფილს) ვიკი ფრაისს კი სთხოვა ეთქვა, რომ საჭესთან ის იჯდა, რათა ჯარიმა მეუღლის მართვის მოწმობაზე გამოეწერათ. ორივე მათგანი სასამართლოს წინაშე 16 თებერვალს წარდგება. აღნიშნულის შესახებ კომენტარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონს ჯერ არ გაუკეთებია.