ძლიერი წყალდიდობის გამო ქვისნლენდში 11 000 ადამიანი და ახალ სამხრეთ უელსში 7 000 კაცი იზოლაციაში აღმოჩნდა.
24 საათი 04.02.12
ძლიერი წყალდიდობის გამო ქვისნლენდში 11 000 ადამიანი და ახალ სამხრეთ უელსში 7 000 კაცი იზოლაციაში აღმოჩნდა.
მოხერხდა ათასი კაცის ევაკუირება. ქვინსლენდის ხელისუფლებამ ჰაერიდან დახმარების აღმოჩენისათვის სამხედროებს მიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წყალდიდობის მასშტაბები კიდევ უფრო გაფართოვდება. გადაუღებელი წვიმების გამო ავსტრალიის აღმოსავლეთით რკინის ოთხი მაღარო დახურეს. წელიწადის ამ დროს წყალდიდობა ავსტრალიისათვის უცხო არ არის. გასული წლის იანვარში ვიქტორიასა და ქვინსლენდში ძლიერმა წყალდიდობამ 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.