ყირგიზეთის ოპოზიციური პარტია "ატა-ჟურტი" გეგმავს, პარლამენტში განსახილველად ამერიკული სამხედრო ავიაბაზის ვადამდე გასვლის საკითხი დააყენოს.
24 საათი 04.02.12
ყირგიზეთის ოპოზიციური პარტია "ატა-ჟურტი" გეგმავს, პარლამენტში განსახილველად ამერიკული სამხედრო ავიაბაზის ვადამდე გასვლის საკითხი დააყენოს.
ამერიკის სამხედრო ბაზა ბიშკეკის საერთაშორისო აეროპორტ "მანასში" 2001 წელს შეიქმნა და დადებულ შეთანხმებას ვადა 2014 წელს ეწურება. ცოტა ხნის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა ამერიკის ელჩ პამელა სპარტლენთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება კვლავ ძალაში რჩება. "ავიაბაზის ვერტმფრენები ჩვენს ეკოლოგიას დიდ ზიანს აყენებენ," - აღნიშნა საზოგადოებრივი მოძრაობა "ასირის" წარმომადგენელმა. აღნიშნულ საკითხს ყირგიზეთის პარლამენტი მომდევნო თვეში განიხილავს.