RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

სი­რი­ა­ში მუ­შა­ო­ბა წი­თელ ჯვარ­საც გა­უ­ჭირ­და

სა­ო­მარ­მა მოქ­მე­დე­ბებ­მა სი­რი­ა­ში უკი­დუ­რე­სად მწვა­ვე და და­უნ­დო­ბე­ლი ხა­სი­ა­თი შე­ი­ძი­ნა.

24 საათი 22.02.12

დაბომბილი სახლი ჰომსში
დაბომბილი სახლი ჰომსში

სა­ო­მარ­მა მოქ­მე­დე­ბებ­მა სი­რი­ა­ში უკი­დუ­რე­სად მწვა­ვე და და­უნ­დო­ბე­ლი ხა­სი­ა­თი შე­ი­ძი­ნა.

ჰომ­სი ისევ იბომ­ბე­ბა არ­ტი­ლე­რი­ი­სა და რა­კე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. მთელ რიგ რა­ი­ო­ნებ­თან ყვე­ლა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი გაწყ­ვე­ტი­ლია. სა­კუ­თა­რი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ვე­ღარ ახერ­ხებს ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი ერ­თა­დერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია - წი­თე­ლი ჯვრი­სა და წი­თე­ლი ნა­ხე­ვარ­მ­თ­ვა­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტი. ტუ­ნის­ში 24 თე­ბერ­ვალს და­გეგ­მი­ლია სი­რი­ის მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის გა­მარ­თ­ვა, თუმ­ცა რუ­სე­თი და ალ­ბათ ჩი­ნე­თიც მის ბო­ი­კო­ტი­რე­ბას და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის დაკ­ნი­ნე­ბას შე­ეც­დე­ბი­ან.

გუ­შინ წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტეტ­მა გა­ავ­რ­ცე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, რომ ის სი­რი­ა­ში, კონ­ფ­ლიქ­ტის მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა მხა­რეს­თან ცეცხ­ლის შეწყ­ვე­ტის შე­თან­ხ­მე­ბის მი­საღ­წე­ვად მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებს. წი­თე­ლი ჯვრის ორ­გა­ნი­ზა­ცია ცდი­ლობს მი­აღ­წი­ოს თუნდ დრო­ე­ბით ზავს ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტი­ლებ­ში, რა­თა ალ­ყა­შე­მორ­ტყ­მულ რა­ი­ო­ნებ­ში ხალ­ხის­თ­ვის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და სხვა პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნე­ბის მი­წო­დე­ბა მო­ხერ­ხ­დეს. თვით ის ფაქ­ტი, რომ წი­თე­ლი ჯვრის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მსგავ­სი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ გა­მო­აცხა­და, თა­ვის­თა­ვად მი­უ­თი­თებს სი­ტუ­ა­ცი­ის სირ­თუ­ლე­ზე და ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის უკი­დუ­რეს შეშ­ფო­თე­ბა­ზე შექ­მ­ნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით. რო­გორც წე­სი, წი­თე­ლი ჯვა­რი ასეთ პრობ­ლე­მებს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფ­ლიქ­ტის მო­ნა­წი­ლე მხა­რე­ებ­თან გა­უხ­მა­უ­რებ­ლად აგ­ვა­რებს.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრეს­მ­დი­ვან­მა ბი­ჯან ფარ­ნუ­დიმ გა­ნაცხა­და, რომ კო­მი­ტე­ტი ამ რე­გი­ო­ნებ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის მი­სა­წო­დებ­ლად "რიგ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გა­ნი­ხი­ლავს". მი­სი სიტყ­ვე­ბით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მი­ზა­ნია, რომ "წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტეტს და არა­ბუ­ლი წი­თე­ლი ნა­ხე­ვარ­მ­თ­ვა­რის სი­რი­ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ე­ცეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე მის­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც გა­და­უ­დე­ბელ დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ". ფარ­ნუ­დიმ დას­ძი­ნა, რომ სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა მხა­რე­ებ­თან მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ორ­მ­ხ­რივ ხა­სი­ათს ატა­რებს და მა­თი ში­ნა­არ­სი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია.

თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით წი­თე­ლი ჯვრის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ძა­ლის­ხ­მე­ვაც, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­წო­დე­ბე­ბის მსგავ­სად, უშე­დე­გოა. ჰომ­სის და­ბომ­ბ­ვა გრძელ­დე­ბა და, თან, სამ­თავ­რო­ბო ძა­ლებ­მა გუ­შინ ახა­ლი შევ­სე­ბა მი­ი­ღეს. სი­რი­ის თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­მია მათ ქა­ლა­ქის მთელ რიგ რა­ი­ო­ნებ­ში არ უშ­ვებს. ცნო­ბილ ბა­ბა-ამრს და მის მიმ­დე­ბა­რე ზო­ნას უკ­ვე მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი ჰა­უ­ბი­ცე­ბით ბომ­ბა­ვენ, ხალ­ხი კი სახ­მე­ლე­თო ძა­ლე­ბის შე­ტე­ვის მო­ლო­დინ­შია. ჰომ­სის ეს გა­რე­უ­ბა­ნი ცხოვ­რობს ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ი­სა და გათ­ბო­ბის გა­რე­შე, "აუტა­ნელ პი­რო­ბებ­ში და გარ­და­უ­ვა­ლი და­ღუპ­ვის მო­ლო­დინ­ში". გუ­შინ სი­რი­ის პრე­ზი­დენტ ბა­შარ ასა­დის წი­ნა­აღ­მ­დეგ მოწყო­ბილ დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ას ცეცხ­ლი გა­უხ­ს­ნეს დე­და­ქა­ლაქ და­მას­კო­შიც. დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ა­ში რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მსხვერ­პ­ლი არ არის, არი­ან მხო­ლოდ დაჭ­რი­ლე­ბი.

სულ, და­პი­რის­პი­რე­ბის თერ­თ­მე­ტი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­რი­ა­ში და­ღუ­პუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 7 ათა­სი მშვი­დო­ბი­ა­ნი მცხოვ­რე­ბი და 2 ათა­სი ჯა­რის­კა­ცი და პო­ლი­ცი­ე­ლი.

24 თე­ბერ­ვალს ტუ­ნის­მა უნ­და უმას­პინ­ძ­ლოს სი­რი­ის მე­გო­ბარ სა­ხელ­მ­წი­ფო­თა შეხ­ვედ­რას, რო­მელ­ზეც ამ ქვეყ­ნის დახ­მა­რე­ბის გზე­ბი უნ­და გა­ნი­ხი­ლონ. ტერ­მი­ნი "სი­რი­ის მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი" ორი­ო­დე კვი­რის წინ გა­მო­ი­ყე­ნა ჰი­ლა­რი კლინ­ტონ­მა, მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა და ჩი­ნეთ­მა გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში სი­რი­ის თა­ო­ბა­ზე რე­ზო­ლუ­ცი­ას ვე­ტო და­ა­დეს და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, უმოქ­მე­დოდ და­ტო­ვეს. 24 თე­ბერ­ვ­ლის შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა არა­ბულ სა­ხელ­მ­წი­ფო­თა ლი­გამ ითა­ვა. მოწ­ვე­ვა გა­ეგ­ზავ­ნათ რუ­სეთ­საც და ჩი­ნეთ­საც, თუმ­ცა გუ­შინ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნაცხა­და, რომ ტუ­ნის­ში და­გეგ­მილ შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­სი სა­ხელ­მ­წი­ფო არ აპი­რებს. რუ­სე­თის­თ­ვის "უც­ნო­ბია ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის რე­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა". ამას გარ­და, რუ­სე­თი უკ­მა­ყო­ფი­ლოა იმით, რომ ტუ­ნი­სის შეხ­ვედ­რა­ზე მიწ­ვე­უ­ლი არი­ან სი­რი­ის ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექ­ტ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მაგ­რამ არ და­უ­პა­ტი­ჟი­ათ მთავ­რო­ბა. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გენ­ლის სიტყ­ვე­ბით, რუ­სე­თის­თ­ვის არც სხვა მიწ­ვე­ულ სა­ხელ­მ­წი­ფო­თა სია უც­ნო­ბე­ბი­ათ, არც დღის წეს­რი­გი. მათ წი­ნას­წარ ეჭ­ვი ეპა­რე­ბათ იმა­შიც, რომ შეხ­ვედ­რის ბო­ლოს მი­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­ზეც სა­ხელ­მ­წი­ფო­თა პა­ტა­რა ჯგუ­ფი მუ­შა­ობს, მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი არ იქ­ნე­ბა. სხვა სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ, რუ­სეთს არ სურს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს შეხ­ვედ­რა­ში, სა­დაც უმ­ცი­რე­სო­ბა­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბა და თან თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ის გა­ტა­ნის ბერ­კე­ტი არ ექ­ნე­ბა, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ვე­ტოს მსგავ­სად.

ჩი­ნე­თის პო­ზი­ცია ამ კონ­კ­რე­ტულ სა­კითხ­ზე უც­ნო­ბია, თუმ­ცა ზო­გა­დად ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ და­სავ­ლე­თი ოპო­ზი­ცი­ის მხარ­და­ჭე­რით სი­რი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის სრულ­მას­შ­ტა­ბი­ან სა­მო­ქა­ლა­ქო ომ­ში გა­დაზ­რ­დას გა­მო­იწ­ვევს, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან შემ­დეგ გა­რე­დან ჩა­რე­ვა გარ­და­უ­ვა­ლი გახ­დე­ბა. ეს პო­ზი­ცია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია ჩი­ნე­თის კომ­პარ­ტი­ის ოფი­ცი­ა­ლურ ორ­გა­ნო­ში "ჟენ­მინ ჟი­ბა­ო­ში". ზო­გა­დად, ჩი­ნე­თიც სი­რი­ა­ში კონ­ფ­ლიქ­ტის მხა­რე­ებს სის­ხ­ლის­ღ­ვ­რის შეწყ­ვე­ტის­კენ მო­უ­წო­დებს და ემ­ხ­რო­ბა ამ ქვეყ­ნის მთავ­რო­ბის გეგ­მას კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის რე­ფე­რენ­დუ­მით შეც­ვ­ლის თა­ო­ბა­ზე (ამის შე­სა­ხებ ჩვენ უკ­ვე ვწერ­დით).

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი