RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
19 ივნისი, ოთხშაბათი 2013
თბილისი ... ...
ამბები >>

ყო­ფი­ლი სე­ნა­ტო­რის სა­სა­მარ­თ­ლო ამე­რი­კა­ში

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ყო­ფილ სე­ნა­ტორ­სა და პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ ჯონ ედ­ვარდსს ასა­მარ­თ­ლე­ბენ.

24 საათი 27.04.12

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ყო­ფილ სე­ნა­ტორ­სა და პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ ჯონ ედ­ვარდსს ასა­მარ­თ­ლე­ბენ.

პრო­ცე­სი ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნას შტა­ტის ქა­ლაქ გრინ­ს­ბო­რო­ში და­იწყო. ედ­ვარდსს ბრა­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის დარ­ღ­ვე­ვა­ში ედე­ბა.

ჯონ ედ­ვარ­დ­სი კენჭს ჯერ ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იყ­რი­და 2004 წელს, 4 წლის შემ­დეგ კი მან სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რის წა­მო­ყე­ნე­ბა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტ­ზეც სცა­და. ყო­ფილ სე­ნა­ტორს ბრა­ლი 6 პუნ­ქ­ტ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით წა­უ­ყე­ნეს, რო­მელ­თა შო­რი­საა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი შეთ­ქ­მუ­ლე­ბა უკა­ნო­ნო ფუ­ლა­დი შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე და ცრუ ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ცე­მა.

იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ედ­ვარდსს წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი და­უმ­ტ­კიც­დე­ბა, მას 30 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თა და მი­ლი­ონ ხუ­თა­სი ათა­სი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მის გა­დახ­და ემუქ­რე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში 2 წე­ლი­წად­ზე მე­ტი ხა­ნი მო­ან­დო­მეს. გა­მომ­ძი­ე­ბელ­თა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბის სა­განს მას­შ­ტა­ბუ­რი შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი წარ­მო­ად­გენ­და, კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია 900 ათას დო­ლარ­ზე, რომ­ლე­ბიც ედ­ვარ­დ­ს­მა 2 დო­ნო­რის­გან მი­ი­ღო. გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, მან ამ თან­ხე­ბის ნა­წი­ლი 2008 წელს სა­კუ­თა­რი საყ­ვარ­ლის რი­ელ ჰან­ტე­რის მოთხოვ­ნა­თა და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლა­დაც გა­მო­ი­ყე­ნა.

ამ თე­მა­ზე მამ­ხი­ლე­ბე­ლი წიგ­ნი ედ­ვარ­დ­სის ერთ-ერ­თ­მა უახ­ლო­ეს­მა ყო­ფილ­მა თა­ნა­შემ­წე­მაც გა­მოს­ცა. ენ­დ­რიუ იან­გი, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად შეფს არა მარ­ტო ეხ­მა­რე­ბო­და, არა­მედ მის უკა­ნო­ნო შვილ­ზეც აიღო მა­მო­ბა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ერთ-ერ­თი ბრალ­მ­დებ­ლის როლ­ში გა­მო­ვი­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჯონ ედ­ვარ­დ­ს­მა გო­გო­ნას მა­მო­ბა და­ა­დას­ტუ­რა. მან სა­ჯა­როდ აღი­ა­რა, რომ "მო­რა­ლუ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვა", მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად მას კა­ნო­ნი არ და­ურ­ღ­ვე­ვია და, შე­სა­ბა­მი­სად, თავს არც დამ­ნა­შა­ვედ გრძნობს.

ყო­ფი­ლი სე­ნა­ტო­რის დაც­ვას მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ მი­სი ად­ვო­კა­ტე­ბი. დაც­ვის მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, მი­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბი "პი­რად შე­მო­წი­რუ­ლო­ბებს" წარ­მო­ად­გენს და ფუ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა იმის­თ­ვის ხდე­ბო­და, რომ ედ­ვარდს ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე კავ­ში­რი მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის­გან და­ე­მა­ლა და არა იმის­თ­ვის, რომ ამ თან­ხებს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ზე ემოქ­მე­და.

ჯონ ედ­ვარდსს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ყო­ფი­ლი და აწ გარ­დაც­ვ­ლი­ლი მე­უღ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბი­თაც იც­ნო­ბენ. ელი­ზა­ბე­ტი, რო­მე­ლიც მძი­მე სე­ნით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მე­უღ­ლეს პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის მოწყო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. ელი­ზა­ბეტ ედ­ვარ­დ­სი 2010 წლის დე­კემ­ბერ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მხარ­და­ჭე­რის მი­უ­ხე­და­ვად, ელი­ზა­ბეტს სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბი­დან მე­უღ­ლის­თ­ვის ან­დერ­ძით არა­ფე­რი და­უ­ტო­ვე­ბია. ყო­ფი­ლი სე­ნა­ტო­რის მე­უღ­ლემ მთე­ლი ქო­ნე­ბა სამ შვილს გა­უ­ნა­წი­ლა.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ენ­დ­რიუ იან­გი არა მარ­ტო მამ­ხი­ლე­ბე­ლი, არა­მედ მთა­ვა­რი მოწ­მეც იქ­ნე­ბა სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცეს­ზე. და­გეგ­მი­ლია ასე­ვე სხდო­მა­ზე ჯონ ედ­ვარ­დ­სის ყო­ფი­ლი მრჩევ­ლი­სა და სა­ჯა­რო გა­მოს­ვ­ლე­ბის ტექ­ს­ტის ავ­ტო­რის უენ­დი ბა­ტო­ნის მოს­მე­ნაც. რაც შე­ე­ხე­ბა ყო­ფი­ლი სე­ნა­ტო­რის არა­კა­ნო­ნი­ე­რი შვი­ლის დე­დას რი­ელ ჰან­ტერს, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, მო­უ­წევს თუ არა ამ ქალ­ბა­ტონს სა­სამ­რ­თ­ლო­ზე ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა. სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სი სულ ექ­ვ­სი კვი­რა გაგ­რ­ძელ­დე­ბა.

ყველაზე პოპულარული
  1. ავტო >>

    aa
  2. ავტო >>

    aa
  3. ავტო >>

    aa
  4. ავტო >>

    aa
  5. ავტო >>

    aa
  6. ავტო >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. კალათბურთი >>

    aa
  17. რაგბი >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. თვალსაზრისი >>

    aa
  21. ამბები >>

    aa
  22. პოლიტიკა >>

    aa
  23. უცხოეთი >>

    aa
  24. ბლოგი >>

    aa
  25. პრესომბუდსმენი >>

    aa
  26. თვალსაზრისი >>

    aa
  27. მუსიკა >>

    aa
  28. თვალსაზრისი >>

    aa
  29. სტილი >>

    aa
  30. რევიუ >>

    aa
  31. რევიუ >>

    aa
  32. რევიუ >>

    aa
  33. მარანი >>

    aa
  34. მარანი >>

    aa
  35. მარანი >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. ავტო >>

    aa
  39. ავტო >>

    aa
  40. ავტო >>

    aa
  41. ავტო >>

    aa
  42. ავტო >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. ავტო >>

    aa
  46. ავტო >>

    aa
  47. ავტო >>

    aa
  48. ავტო >>

    aa
  49. ავტო >>

    aa
  50. ამბები >>

    aa
  51. საზოგადოება >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. კინო >>

    aa
  54. თეატრი >>

    aa
  55. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  56. რევიუ >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
  58. სპორტი >>

    aa
  59. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი