RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
21 მაისი, სამშაბათი 2013
თბილისი ... ...
ამბები >>

და­ძა­ბუ­ლი კვი­რა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე

საფ­რან­გე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი კან­დი­და­ტე­ბი - მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი ნი­კო­ლა სარ­კო­ზი და სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის ლი­დე­რი ფრან­სუა ოლან­დი მე­ო­რე და გა­დამ­წყ­ვე­ტი ტუ­რის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბი­ან.

24 საათი 28.04.12

საფ­რან­გე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი კან­დი­და­ტე­ბი - მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი ნი­კო­ლა სარ­კო­ზი და სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის ლი­დე­რი ფრან­სუა ოლან­დი მე­ო­რე და გა­დამ­წყ­ვე­ტი ტუ­რის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბი­ან.

ნი­კო­ლა სარ­კო­ზიმ 9 პო­ლი­ტი­კურ მე­ტო­ქეს­თან ბრძო­ლა­ში სულ 27.1 პრო­ცენ­ტის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო, მა­შინ რო­დე­საც მის­მა უმ­თავ­რეს­მა მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გემ მხარ­დამ­ჭერ­თა პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით სულ რა­ღაც 1.5-ით აჯო­ბა და 28.6 პრო­ცენ­ტი მო­ი­პო­ვა. მე­ო­რე ტუ­რამ­დე კი მხო­ლოდ ერ­თი კვი­რა რჩე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, მათ ძა­ლე­ბის სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბა უწევთ ამომ­რ­ჩე­ველ­თა სულ უფ­რო მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბის გა­და­სა­ბი­რებ­ლად. გა­დამ­წყ­ვეტ რა­უნ­დამ­დე სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხის პირ­და­პირ ეთერ­ში დე­ბა­ტე­ბიც გა­ი­მარ­თა, სა­დაც საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტებ­მა რო­გორც სა­კუ­თარ პროგ­რა­მებ­ზე, ასე­ვე ერ­თ­მა­ნე­თის პო­ლი­ტი­კურ თუ ეკო­ნო­მი­კურ მიდ­გო­მებ­ზე ისა­უბ­რეს.

"ექ­ვ­ს­მა მი­ლი­ონ­მა ფრან­გ­მა მხა­რი ქალ­ბა­ტონ ლე პენს და­უ­ჭი­რა. თუმ­ცა, ეს ამომ­რ­ჩევ­ლე­ბი რა­დი­კა­ლურ მე­მარ­ჯ­ვე­ნე ფრთას არ წარ­მო­ად­გე­ნენ. ეს მა­თი მხრი­დან არა პრო­ტეს­ტის, არა­მედ კრი­ზი­სი გა­მო გა­მოთ­ქ­მუ­ლი მხარ­და­ჭე­რა იყო, რად­გან მათ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ფრონ­ტის" მხრი­დან კონ­კ­რე­ტუ­ლი იდე­ე­ბი მო­ის­მი­ნეს. რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტა ექ­ვ­ს­მა მი­ლი­ონ­მა ამომ­რ­ჩე­ველ­მა ქალ­ბა­ტო­ნი ლე პე­ნის მინ­დო­ბა? ეს უმ­თავ­რე­სი კითხ­ვაა დე­მოკ­რა­ტი­ის­თ­ვის. მსურს ვუთხ­რა ამომ­რ­ჩე­ველ­თა ამ ნა­წილს, რომ მე მათ გან­ს­ჯას და, მით უფ­რო, ჭკუ­ის და­რი­გე­ბას არ ვა­პი­რებ," - გა­ნაცხა­და მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტ­მა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ფრონ­ტის" ლი­დე­რი მა­რინ ლე პე­ნი კი, რო­მელ­მაც მხო­ლოდ 18 პრო­ცენ­ტის მო­პო­ვე­ბით მე­ო­რე ტურ­ში გა­დას­ვ­ლა ვერ მო­ა­ხერ­ხა, ამ­ჯე­რად უკ­ვე ნი­კო­ლა სარ­კო­ზის­გან ელის წი­ნა­და­დებს თა­ვი­სი პარ­ტი­ი­დან მო­მა­ვალ მი­ნის­ტ­რ­თა კა­ბი­ნეტ­ში რამ­დე­ნი­მე წევ­რის შეყ­ვა­ნა­ზე. მა­რინ ლე პე­ნის თქმით, მხო­ლოდ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მო­უ­წო­დებს თა­ვის მომ­ხ­რე­ებს, მე­ო­რე ტურ­ში ხმა ნი­კო­ლა სარ­კო­ზის მის­ცენ. გა­და­ი­ნაც­ვ­ლებს თუ არა ლე პე­ნის მომ­ხ­რე­თა ნა­წი­ლი სარ­კო­ზის მხარ­დამ­ჭერ­თა რი­გებ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, 1 მა­ისს გა­ირ­კ­ვე­ვა. ყო­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის, ჯერ­ჯე­რო­ბით რაც სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მო­კითხ­ვის შე­დე­გე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი ისაა, რომ მა­რინ ლე პე­ნის მომ­ხ­რე­თა შო­რის მხო­ლოდ 48 პრო­ცენ­ტია მზად, მხა­რი მოქ­მედ პრე­ზი­დენტს და­უ­ჭი­როს. ანა­ლი­ტი­კოს­თა თქმით კი, იმ დროს, რო­დე­საც მე­მარ­ცხე­ნე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა ნი­კო­ლა სარ­კო­ზის აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­კარ­გუ­ლი აქვს, გა­მარ­ჯ­ვე­ბის ერ­თა­დერთ შანსს მას რა­დი­კალ მე­მარ­ჯ­ვე­ნე­თა სიმ­პა­თი­ე­ბის მო­პო­ვე­ბა­ღა უტო­ვებს.

რაც შე­ე­ხე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტებს შო­რის შე­თან­ხ­მე­ბულ ერ­თა­დერთ ტე­ლე­დე­ბა­ტებ­ში გა­მოთ­ქ­მულ სხვა მო­საზ­რე­ბებს, მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტ­მა ქვე­ყა­ნა­ში და, ზო­გა­დად, ევ­რო­პა­ში შექ­მ­ნილ ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­ზეც ისა­უბ­რა და ფრან­სუა ოლან­დის მე­მარ­ცხე­ნე ტენ­დენ­ცი­ის პროგ­რა­მაც და­ი­წუ­ნა. "საფ­რან­გე­თის ეკო­ნო­მი­კის გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გზა სა­ხელ­მ­წი­ფო ხარ­ჯე­ბის მკაც­რი კონ­ტ­რო­ლია. არ შე­იძ­ლე­ბა ვი­ლა­პა­რა­კოთ იმა­ზე, რომ ეკო­ნო­მი­კის ზრდა სა­ხელ­მ­წი­ფო ხარ­ჯებ­ზე კონ­ტ­რო­ლის და­კარ­გ­ვით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ­დე­ნად, ოპო­ნენ­ტ­თა ეკო­ნო­მი­კუ­რი პროგ­რა­მა რე­ა­ლო­ბას არის მოკ­ლე­ბუ­ლი," - გა­ნაცხა­და ნი­კო­ლა სარ­კო­ზიმ. მას სა­პირ­წო­ნე გან­ცხა­დე­ბა შე­ა­გე­ბა ფრან­სუა ოლან­დ­მა და ნი­კო­ლა სარ­კო­ზის პო­ლი­ტი­კურ მო­კავ­ში­რეს ევ­რო­კავ­შირ­ში გერ­მა­ნი­ის კან­ც­ლერ ან­გე­ლა მერ­კელ­საც გა­დაწ­ვ­და. "ჩვენ ეკო­ნო­მი­კის მაჩ­ვე­ნებ­ლის ზრდის გა­რე­შე ბა­ლანსს ვერ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ, ევ­რო­კავ­შირ­მა კი ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი იმ ქვეყ­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს, რომ­ლებ­საც დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით და­ვა­ლი­ა­ნე­ბა აქვთ. ვი­ცით, რომ გერ­მა­ნია და ქალ­ბა­ტო­ნი მერ­კე­ლი ამის წი­ნა­აღ­მ­დე­გი არი­ან, მაგ­რამ ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბის საგ­ნად არ უნ­და იქ­ცეს. გერ­მა­ნია გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს მთე­ლი ევ­რო­პის ნაც­ვ­ლად არ უნ­და იღებ­დეს," - აღ­ნიშ­ნა სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის ლი­დერ­მა.

საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბი პირ­ვე­ლი ტუ­რის შემ­დეგ გულ­ხელ­დაკ­რე­ფილ­ნი არც ტე­ლე­დე­ბა­ტე­ბამ­დე ის­ხ­დ­ნენ. ორ­შა­ბათს ნი­კო­ლა სარ­კო­ზიმ გე­ზი საფ­რან­გე­თის ცენ­ტ­რა­ლუ­რი ნა­წი­ლის­კენ, ლუ­ა­რის ვე­ლის­კენ აიღო, ფრან­სუა ოლან­დი კი ქვეყ­ნის და­სავ­ლე­თით, ბრე­ტან­ში გა­ემ­გ­ზავ­რა ქა­ლაქ კემ­პერ­სა და ლო­რი­ან­ში ამომ­რ­ჩევ­ლებ­თან შე­სახ­ვედ­რად. სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის ლი­დე­რის თქმით, საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სარ­კო­ზი უქ­მად გა­ხარ­ჯუ­ლი ნდო­ბის გა­მო და­სა­ჯეს და თა­ვად მას ელი­სეს სა­სახ­ლის მო­მა­ვა­ლი ბი­ნად­რის ად­გი­ლის და­კა­ვე­ბის შან­სი მი­ე­ცა. იმ ფაქტს, რომ სარ­კო­ზის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მმარ­თ­ვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში თვალ­სა და ხელს შუა შე­მო­ე­ცა­ლა, ბო­ლო სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბიც მოწ­მობს - საფ­რან­გეთ­ში უმუ­შე­ვარ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 2 მი­ლი­ონ 900 000 ადა­მი­ანს მი­აღ­წია, რაც 1999 წლის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

ფრან­გულ მე­დი­ა­ში უკ­ვე გაჩ­ნ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხე­ბაც, რომ თუ ნი­კო­ლა სარ­კო­ზიმ მე­ო­რე ტურ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა ვერ მო­ი­პო­ვა, სა­მარ­თ­ლებ­რივ იმუ­ნი­ტეტს და­კარ­გავს და მთელ რიგ სა­სა­მარ­თ­ლო გარ­ჩე­ვებ­შიც აღ­მოჩ­ნ­დე­ბა. ჟურ­ნალ "Le nouvel Observateur"-ის თა­ნახ­მად, მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის სა­ხე­ლი "კა­რა­ჩის საქ­მეს" უკავ­შირ­დე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, 1994-1995 წლებ­ში ედუ­არ ბა­ლა­დი­უ­რი, რო­მე­ლიც მი­ნის­ტ­რ­თა კა­ბი­ნეტს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და და ფი­ნან­ს­თა მი­ნის­ტ­რი ნი­კო­ლა სარ­კო­ზი სა­უ­დის არა­ბე­თი­სა და პა­კის­ტა­ნის­თ­ვის ფრან­გუ­ლი წყალ­ქ­ვე­შა ნა­ვე­ბის მი­ყიდ­ვი­სათ­ვის რამ­დე­ნი­მე შუ­ა­მა­ვალს სა­კო­მი­სი­ოს უხ­დიდ­ნენ, რა­თა გა­რი­გე­ბე­ბი­დან უკა­ნო­ნოდ მი­ე­ღოთ სარ­გე­ბე­ლი. გარ­და ამი­სა, ნი­კო­ლა სარ­კო­ზის, შე­საძ­ლოა, თა­ვი­სი პარ­ტია "სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბის კავ­ში­რის­თ­ვის" უკა­ნო­ნო და­ფი­ნან­სე­ბის გა­მო პა­სუ­ხის­გე­ბა მო­უხ­დეს. მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ანა­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ნი­კო­ლა სარ­კო­ზის წი­ნა­მორ­ბე­დი ჟაკ ში­რა­კიც აღ­მოჩ­ნ­და, რო­მელ­საც გა­სულ წელს სიმ­ბო­ლუ­რი ჯა­რი­მის გა­დახ­და მი­ე­სა­ჯა.

კი­დევ ერ­თი სტა­ტის­ტი­კა - 1958 წლის შემ­დეგ, რო­დე­საც საფ­რან­გე­თის მე­ხუ­თე რეს­პუბ­ლი­კა შე­იქ­მ­ნა, პირ­ვე­ლად მოხ­და, რომ ქვეყ­ნის მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე არ აღ­მოჩ­ნ­და. თუ ნი­კო­ლა სარ­კო­ზი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში და­მარ­ცხ­დე­ბა, პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა ვა­ლე­რი ჟის­კარ დ’ეს­ტე­ნის შემ­დეგ, რო­მელ­მაც ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის მე­ო­რე ვა­დით მო­პო­ვე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა (1981 წელს).

სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის ლი­დე­რის გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ფრან­სუა ოლან­დი პირ­ვე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტი პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბა ბო­ლო 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მო­კითხ­ვე­ბით, ოლან­დი ამ დრომ­დე ფა­ვო­რი­ტად რჩე­ბა. გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ფრან­სუა ოლან­დი ფრან­სუა მი­ტე­რა­ნის სა­მარ­თალ­მემ­კ­ვიდ­რე გახ­დე­ბა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას 1981 წლი­დან 1995 წლამ­დე მარ­თავ­და.

ფრან­გი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გარ­და, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურს მო­უთ­მენ­ლად ელის ევ­რო­პაც. ბრი­ტა­ნულ­მა გავ­ლე­ნი­ან­მა გა­მო­ცე­მა "ეკო­ნო­მის­ტ­მა" სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის ლი­დერს უკ­ვე უწო­და სა­ხი­ფა­თო პერ­სო­ნა ევ­რო­პი­სა და საფ­რან­გე­თის­თ­ვის. დარ­ჩე­ნი­ლი ორი კან­დი­და­ტის ბედ­სა და, ზო­გა­დად, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის მო­მა­ვალს საფ­რან­გე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რი გა­დაწყ­ვეტს, რო­მე­ლიც 6 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა.

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. რეგიონი >>

    aa
  3. კინო >>

    aa
  4. სპორტი >>

    aa
  5. კალათბურთი >>

    aa
  6. კალათბურთი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. საზოგადოება >>

    aa
  10. თვალსაზრისი >>

    aa
  11. ინტერვიუ >>

    aa
  12. პოლიტიკა >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. ავტო >>

    aa
  33. ავტო >>

    aa
  34. ავტო >>

    aa
  35. ავტო >>

    aa
  36. ავტო >>

    aa
  37. ავტო >>

    aa
  38. ავტო >>

    aa
  39. ავტო >>

    aa
  40. მეცნიერება >>

    aa
  41. მეცნიერება >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. საზოგადოება >>

    aa
  44. რევიუ >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. სპორტი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ბიზნესი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. ამბები >>

    aa
  55. ამბები >>

    aa
  56. ბიზნესი >>

    aa
  57. ბიზნესი >>

    aa
  58. კალათბურთი >>

    aa
  59. სპორტი >>

    aa
  60. ამბები >>

    aa
  61. განათლება >>

    aa
  62. უცხოეთი >>

    aa
  63. რაგბი >>

    aa
  64. კალათბურთი >>

    aa
  65. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი