ლიბიის ყოფილი მინისტრის ცხედარი დუნაიში იპოვეს
ვენაში, მდინარე დუნაიში ლიბიის ნავთობმრეწველობის ყოფილი მინისტრი შუქრი ღანემი გარდაცვლილი იპოვეს.
24 საათი 01.05.12
ვენაში, მდინარე დუნაიში ლიბიის ნავთობმრეწველობის ყოფილი მინისტრი შუქრი ღანემი გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ძალადობის კვალი არ შეინიშნება. როგორც ცნობილია, 69 წლის ღანემი ლიბიის რევოლუციის შემდეგ ვენაში, ერთ-ერთ კომპანიაში მრჩევლად მუშაობდა. 2003-2006 წლებში იგი ლიბიის პრემიერ-მინისტრი იყო. ღანემის ცხედარი ვენის ერთ-ერთ ხიდთან შემთხვევით აღმოაჩინეს. პოლიციის თქმით, ერთადერთი დოკუმენტი, რაც გარდაცვლილს აღმოაჩნდა, იმ კომპანიას უკავშირდება, სადაც მუშაობდა. "შესაძლოა, ის, უბრალოდ, ცუდად გახდა და წყალში გადავარდა." - აღნიშნა პოლიციის წარმომადგენელმა რომან ჰასლინგერმა.