RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
21 მაისი, სამშაბათი 2013
თბილისი ... ...
ამბები >>

რუ­სე­თი ში­შობს, რომ ტა­ჯი­კეთს ამე­რი­კა და ჩი­ნე­თი არ­თ­მე­ვენ

რუ­სულ მე­დი­ა­ში ერთ-ერთ აქ­ტუ­ა­ლურ თე­მად რჩე­ბა სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის სა­კითხი ცენ­ტ­რა­ლურ აზი­ა­ში.

24 საათი 09.07.12

რუ­სულ მე­დი­ა­ში ერთ-ერთ აქ­ტუ­ა­ლურ თე­მად რჩე­ბა სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის სა­კითხი ცენ­ტ­რა­ლურ აზი­ა­ში.

ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე "მძი­მე" სი­ტუ­ა­ციაა ტა­ჯი­კეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ეჭ­ვ­ქ­ვეშ დგას უმ­ს­ხ­ვი­ლე­სი რუ­სუ­ლი სახ­მე­ლე­თო ბა­ზის ბე­დი, რო­მელ­საც მთელ რე­გი­ონ­ში რუ­სუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი აკის­რია. ბო­ლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში "24 სა­ა­თი" უკ­ვე არა­ერ­თხელ შე­ე­ხო ამ თე­მას, შე­სა­ბა­მი­სად, სა­კითხის არ­სი ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის უკ­ვე ცნო­ბი­ლია.

ამ თე­მის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას მოს­კო­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პოს­ტ­საბ­ჭო­თა სივ­რ­ცის შემ­ს­წავ­ლე­ლი ცენ­ტ­რის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ალექ­სანდრ კა­რა­ვა­ევ­მა მე­დი­ას გა­ნუცხა­და, რომ "201-ე სამ­ხედ­რო ბა­ზი­სათ­ვის იჯა­რის გაგ­რ­ძე­ლე­ბის სა­კითხ­ში ტა­ჯი­კე­თის პო­ზი­ცი­ის გამ­კაც­რე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია იქ აშშ-ს და ჩი­ნე­თის გა­აქ­ტი­უ­რე­ბით, რაც ამ ქვე­ყა­ნა­ზე მოს­კო­ვის გავ­ლე­ნის და­კარ­გ­ვის საფ­რ­თხეს ქმნის."

რუ­სულ მე­დი­ას მოჰ­ყავს შე­სა­ბა­მი­სი ფაქ­ტე­ბიც, რი­თიც ამაგ­რებს კა­რა­ვა­ე­ვის (და არა მარ­ტო ამ უკა­ნას­კ­ნე­ლის) მო­საზ­რე­ბას. რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, დუ­შან­ბე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მათ უნ­და გა­და­ე­ცეთ ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის ნა­წი­ლი ავ­ღა­ნე­თი­დან კო­ა­ლი­ცი­ის ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნის შემ­დეგ. ტა­ჯი­კე­თის პრე­ზი­დენ­ტის ემო­მა­ლი რახ­მო­ნის ჩი­ნეთ­ში ამას­წი­ნან­დე­ლი ვი­ზი­ტის დროს მან თა­ვი­სი სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის მი­ი­ღო ორ მი­ლი­არდ დო­ლა­რი­ა­ნი კრე­დი­ტი, რომ­ლის შემ­დე­გაც ჩი­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებს "ტა­ჯი­კე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის პრი­ო­რი­ტე­ტი" უწო­და. შარ­შან დუ­შან­ბემ პე­კინ­თან ხე­ლი მო­ა­წე­რა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას "ტე­რი­ტო­რი­უ­ლი და­ვის მოგ­ვა­რე­ბი­სა და საზღ­ვ­რის დე­მარ­კა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე" და ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად ჩი­ნეთს გა­დას­ცა მთი­ა­ნი მა­სი­ვის 1122 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რი - ტა­ჯი­კე­თის ტე­რი­ტო­რი­ის თით­ქ­მის ერ­თი პრო­ცენ­ტი.

იგი­ვე კა­რა­ვა­ე­ვი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში მკვეთ­რად გა­აქ­ტი­ურ­და ტა­ჯი­კე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ინ­დო­ეთ­თან, ასე­ვე სპარ­სე­თის ყუ­რის მო­ნარ­ქი­ებ­თან, ყვე­ლა­ზე მე­ტად, კა­ტარ­თან. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი რუ­სეთს ტა­ჯი­კეთ­თან კავ­ში­რის მო­ნო­პო­ლი­ას და "უფ­რო­სი ძმის" ძველ როლს არ­თ­მევს.

რახ­მო­ნი ბო­ლო პე­რი­ოდ­ში აშ­კა­რად ცვლის ვექ­ტორს მოს­კო­ვი­დან ვა­შინ­გ­ტონ­ზე. ცო­ტა ხნის წინ, ამე­რი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის მი­სა­ლო­ცად პრე­ზი­დენტ ბა­რაკ ობა­მას­თ­ვის ამ გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში მან პირ­და­პირ აღ­ნიშ­ნა, რომ ტა­ჯი­კე­თი აპი­რებს, კარ­დი­ნა­ლუ­რად გა­აძ­ლი­ე­როს ამე­რი­კუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა. ექ­ს­პერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ დუ­შან­ბე ამე­რი­კე­ლე­ბის­თ­ვის სა­ჩუქ­რის სა­ხით ამ­ზა­დებს აერო­პორტ "აინი"-ს. ამა­ვე აეროდ­რომ­ზე პრე­ტენ­ზი­ას გა­მოთ­ქ­ვა­მენ რუ­სე­თი და ინ­დო­ე­თი. ტა­ჯი­კე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აქამ­დე ხში­რად აცხა­დებ­დ­ნენ, რომ "აინი"-ს არა­ვის გა­დას­ცემ­დ­ნენ მოს­კო­ვის გარ­და, მაგ­რამ ჯერ არც მას აძ­ლე­ვენ.

რაც შე­ე­ხე­ბა 201-ე სამ­ხედ­რო ბა­ზას, აქ ექ­ს­პერ­ტე­ბის აზ­რი ორად იყო­ფა. ზო­გი მი­იჩ­ნევს, რომ მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ტა­ჯი­კე­თი ბა­ზის იჯა­რის ვა­დის გაგ­რ­ძე­ლე­ბით რუ­სეთ­ზე მე­ტა­დაც არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, ეს გა­ნაცხა­და რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-ტექ­ნი­კუ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტორ­მა კონ­ს­ტან­ტინ ბი­რი­უ­ლინ­მა. მან და­ა­ზუს­ტა, რომ რუ­სე­თის­თ­ვის სამ­ხედ­რო ყოფ­ნას ტა­ჯი­კეთ­ში ასე­ვე ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს.

ეს ბა­ზა, რო­მელ­ზეც სამ გარ­ნი­ზონ­ში 7 ათა­სამ­დე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე ირიცხე­ბა, სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის უმ­ს­ხ­ვი­ლე­სი ბა­ზაა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საზღ­ვ­რებს გა­რეთ. მას ცენ­ტ­რა­ლუ­რი აზი­ის უსაფ­რ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი აკის­რია. რუ­სე­თის სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის სარ­დალ­მა ვლა­დი­მირ ჩირ­კინ­მა ჯერ კი­დევ ივ­ნი­სის ბო­ლოს გა­ნაცხა­და, რომ ბა­ზის იჯა­რის ვა­დის გაგ­რ­ძე­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჩაშ­ლის პი­რა­საა მი­სუ­ლი (ამის შე­სა­ხებ ჩვენ უკ­ვე ვწერ­დით). რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლურ შტაბ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით გავ­რ­ცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თი უკ­ვე აღარ გა­მოჰ­ყოფს თან­ხებს ბა­ზის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, რად­გან ჯერ მი­სი ბე­დი არ არის გარ­კ­ვე­უ­ლი. ჩირ­კი­ნის სიტყ­ვე­ბით, ტა­ჯი­კეთ­მა წა­მო­ა­ყე­ნა 20-მდე ძნე­ლად მი­სა­ღე­ბი პი­რო­ბა. ამას გარ­და, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს თა­ვის მოთხოვ­ნებს სულ ცვლის და არ­თუ­ლებს. ბო­ლო დღე­ებ­ში გა­ირ­კ­ვა ორი­ო­დე დე­ტა­ლიც, რომ­ლის შემ­დე­გაც უფ­რო უჩ­ვე­უ­ლოდ, ჩვე­ნი აზ­რით, რუ­სუ­ლი პო­ზი­ცია გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. რუ­სეთს თურ­მე სურს, ახალ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას კა­ბა­ლუ­რი 49 წლით მო­ე­წე­როს ხე­ლი, ტა­ჯი­კე­თი კი 10 წე­ლი­წადს სთა­ვა­ზობს. ამას გარ­და, ტა­ჯი­კე­თი ბა­ზის იჯა­რის­თ­ვის ფუ­ლის გა­დახ­დას მო­ითხოვს. ცო­ტა გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია, ამას რა­ტომ უწო­დე­ბენ რუ­სე­ბი მი­უ­ღე­ბელს. თურ­მე აქამ­დე, ოც წელ­ზე მე­ტი ისი­ნი ტა­ჯი­კეთს ბა­ზის იჯა­რა­ში ფულს არ უხ­დიდ­ნენ და მის გა­დახ­დას, ეტყო­ბა, არც მო­მა­ვალ­ში აპი­რებ­დ­ნენ.

ხუთ­შა­ბათს, კა­ლი­ნინ­გ­რად­ში დსთ-ს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტ­რე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე ტა­ჯი­კე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტ­რ­მა შე­რა­ლი ხა­ი­რუ­ლო­ევ­მა შოკ­ში ჩა­აგ­დო კო­ლე­გე­ბი, რო­დე­საც აღი­ა­რა, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პრო­ექ­ტის რუ­სულ ვა­რი­ანტს არ იც­ნობს. მან თქვა, რომ დუ­შან­ბე სა­კუ­თარ ვა­რი­ანტს ამ­ზა­დებს, "ჩვე­ნი ვა­რი­ან­ტი ჯერ არა­ვის მი­უ­ღია, ხო­ლო რუ­სუ­ლი ვა­რი­ან­ტი ჯერ არა­ვის წა­უ­კითხავს." რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტ­რ­მა ანა­ტო­ლი სერ­დი­უ­კოვ­მა უპა­სუ­ხა: "უნ­და წა­გე­კითხათ, ჩვენ ის დი­დი ხა­ნია გა­მო­გიგ­ზავ­ნეთ."

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი