RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
20 მაისი, ორშაბათი 2013
თბილისი ... ...
ამბები >>

ობა­მა ავ­რო­რა­ში და­ღუ­პულ­თა ნა­თე­სა­ვებს შეხ­ვ­და

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი ბა­რაკ ობა­მა ამე­რი­კის ქა­ლაქ ავ­რო­რას ეს­ტუმ­რა, სა­დაც 20 ივ­ლი­სის ღა­მეს კი­ნო­თე­ატ­რ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხ­მა მოხ­და.

24 საათი 24.07.12

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი ბა­რაკ ობა­მა ამე­რი­კის ქა­ლაქ ავ­რო­რას ეს­ტუმ­რა, სა­დაც 20 ივ­ლი­სის ღა­მეს კი­ნო­თე­ატ­რ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხ­მა მოხ­და.

ტრა­გე­დი­ის შე­დე­გად, რო­მელ­ზეც "24 სა­ა­თი" უკ­ვე წერ­და, და­ი­ღუ­პა 12 და დაჭ­რი­ლია 58 ადა­მი­ა­ნი. 24 წლის დამ­ნა­შა­ვემ ჯე­იმს ჰოლ­მ­ს­მა მა­ყუ­რე­ბელს კი­ნო­ფილ­მის "შა­ვი რა­ინ­დი: ლე­გენ­დის აღორ­ძი­ნე­ბა" პრე­მი­ე­რა­ზე ცეცხ­ლი გა­უხ­ს­ნა.

შა­ბათს სა­ღა­მოს პო­ლი­ცი­ამ ჯე­იმს ჰოლ­მ­სის სახ­ლ­ში შე­აღ­წია, რო­მე­ლიც 12 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­შია ეჭ­ვ­მი­ტა­ნი­ლი. მათ გა­ნაღ­მეს ცეცხ­ლ­გამ­ჩე­ნის ტი­პის ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მოწყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც მას სახ­ლ­ში ჰქონ­და და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. კო­ლო­რა­დოს პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კა­სი­დი კარ­ლ­სონ­მა გა­ნაცხა­და, რომ ჰოლ­მ­სის სახ­ლ­ში მოხ­და კონ­ტ­რო­ლი­რე­ბა­დი აფეთ­ქე­ბა არ­სე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქებ­ლე­ბის გა­სა­ნაღ­მად. მას შემ­დეგ, რაც ჰოლ­მ­სი და­ა­კა­ვეს, მან თა­ვად გა­ნუცხა­და პო­ლი­ცი­ას, რომ მი­სი სახ­ლი და­ნაღ­მუ­ლი იყო.

ხუთ­შა­ბათს, სა­ღა­მოს ახალ­გაზ­რ­და მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც აირ­წი­ნა­ღი ეკე­თა და ჯავ­შან­ჟი­ლე­ტი ეც­ვა, კი­ნო­თე­ატ­რ­ში შე­იჭ­რა. მან თა­ვი­დან ცრემ­ლ­სა­დე­ნი გა­ზის ყუმ­ბა­რე­ბი ის­რო­ლა, შემ­დეგ კი მა­ყუ­რე­ბელს ცეცხ­ლი გა­უხ­ს­ნა. ეჭ­ვ­მი­ტა­ნი­ლი მა­ლე­ვე კი­ნო­თე­ატ­რ­თან ახ­ლოს და­ა­კა­ვეს.

ის ორ­შა­ბათს ქა­ლაქ ცენ­ტე­ნი­ალ­ში სა­სა­მარ­თ­ლოს წი­ნა­შე წარ­დ­გა, სა­დაც მას ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს. სა­სა­მარ­თ­ლომ­დე ის უარს ამ­ბობ­და გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე და ჩვე­ნე­ბებს არ იძ­ლე­ო­და.

კო­ლო­რა­დო­ში და­ღუ­პულ­თა სამ­გ­ლო­ვი­ა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იმარ­თე­ბა. ქა­ლაქ ავ­რო­რა­ში ხალხს კი­ნო­თე­ატ­რ­თან ცოცხა­ლი ყვა­ვი­ლე­ბი, სან­თ­ლე­ბი და წე­რი­ლე­ბი მი­აქვს. ერთ-ერთ წე­რილ­ზე ეწე­რა: "ყვე­ლა უდა­ნა­შა­უ­ლო სულს. ეს თქვენ­თ­ვის არის. ჩვენ არას­დ­როს და­გი­ვიწყებთ. ეს ავ­რო­რაა."

ორ­შა­ბათს სა­ღა­მოს გა­მარ­თულ ბრი­ფინ­გ­ზე, რო­მე­ლიც კო­ლო­რა­დო­ში ჩა­ტარ­და, გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ჯონ ჰი­კენ­ლუ­პერ­მა გა­ნაცხა­და, რომ და­ღუ­პულ­თა და და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 70 ადა­მი­ანს შე­ად­გენს. მი­სი სიტყ­ვე­ბით, სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში კი­დევ რჩე­ბა 30 ადა­მი­ა­ნი, მათ­გან თერ­თ­მე­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია. "ეს არის ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც ახ­ს­ნას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ყვე­ლა, ვი­საც მე ბო­ლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­სა­უბ­რე, გან­რის­ხე­ბუ­ლია," - გა­ნაცხა­და კო­ლო­რა­დოს პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა, - "მე პი­რა­დად იმის მსგავ­სი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს, რაც იქ ვი­ხი­ლეთ."

გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ციი, ჯე­იმს ჰოლმსს თან ჰქონ­და შაშ­ხა­ნა, სა­ფან­ტი­ა­ნი თო­ფი და ორი პის­ტო­ლე­ტი. ყვე­ლა იარა­ღი და საბ­რ­ძო­ლო მა­სა­ლა შე­ძე­ნი­ლი იყო ლე­გა­ლუ­რად, ბო­ლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეჭ­ვ­მი­ტა­ნილ­სა და ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შო­რის ვე­რა­ვი­თა­რი სა­ეჭ­ვო კავ­ში­რი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა. მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვე­ბიც ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. აქამ­დე ჰოლ­მ­სი პო­ლი­ცი­ის ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში არას­დ­როს არ ყო­ფი­ლა. ის მხო­ლოდ ერ­თხელ, სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­მო იყო და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი.

ნიუ-იორ­კ­ში პო­ლი­ცი­ის კო­მი­სარ­მა რე­ი­მონდ კე­ლიმ გა­ნაცხა­და, რომ ეჭ­ვ­მი­ტა­ნილ­მა თმა წით­ლად შე­ი­ღე­ბა და პო­ლი­ცი­ას, რო­გორც ჯო­კე­რი - "ბეტ­მე­ნის" ყვე­ლა­ზე ბო­რო­ტი პერ­სო­ნა­ჟი - ისე გა­ეც­ნო.

ნიუ-იორ­კ­ში, სა­დაც ამ ფილმს აჩ­ვე­ნე­ბენ, უსაფ­რ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია. პა­რიზ­ში კი გა­დაწყ­და, რომ პრე­მი­ე­რა სა­ერ­თოდ გა­ე­უქ­მე­ბი­ნათ.

გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ფილ­მის რე­ჟი­სორ­მა კრის­ტო­ფერ ნო­ლან­მა. მან თქვა, რომ კი­ნო­თე­ატ­რი მის­თ­ვის მშობ­ლი­უ­რი სახ­ლია და აზ­რი იმის შე­სა­ხებ, რომ შე­საძ­ლოა, მის სახ­ლ­ში ვინ­მე შე­მო­იჭ­რას და უდა­ნა­შა­უ­ლო ხალხს ასე მო­ექ­ცეს, მის­თ­ვის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლია.

24 წლის ჯე­იმს ჰოლ­მ­სი კო­ლო­რა­დოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ნე­ი­რო­ბი­ო­ლო­გი­ას სწავ­ლობ­და. სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და­ამ­თავ­რა სან-დი­ე­გო­ში, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, სა­დაც დღე­საც ცხოვ­რო­ბენ მი­სი მშობ­ლე­ბი. ის ცხოვ­რობ­და ავ­რო­რას ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში, კი­ნო­თე­ატ­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 8 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად მი­სი აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი­სა წი­ნა წლებ­ში, იგი ამ­ჟა­მად გა­რიცხ­ვის პი­რას იყო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, სა­დაც ის ას­პი­რან­ტუ­რა­ში სწავ­ლობს. ერთ-ერ­თ­მა მის­მა მე­ზო­ბელ­მა გა­ნაცხა­და, რომ მას კარ­გად არ იც­ნო­ბენ, რად­გან ის ყო­ველ­თ­ვის კარ­ჩა­კე­ტი­ლად ცხოვ­რობ­და და არა­ვის­თან სა­უბ­რობ­და.

და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მა გა­ავ­რ­ცე­ლეს წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ნათ­ქ­ვა­მია: "ჩვე­ნი გუ­ლე­ბი მათ­თან ერ­თად არის, ვინც იყო ჩარ­თუ­ლი ამ ტრა­გე­დი­ა­ში, ასე­ვე მა­თი ოჯა­ხის წევ­რებ­თან და ახ­ლობ­ლებ­თან. ჩვენ ვთხოვთ მე­დი­ას, ამ მძი­მე პე­რი­ოდ­ში ჩვენს უფ­ლე­ბას პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე პა­ტი­ვის­ცე­მით მო­ეპყ­რან."

გან­ცხა­დე­ბა მომ­ხ­დარ ტრა­გე­დი­ა­ზე რო­მის პაპ­მა ბე­ნე­დიქტ XVI-მაც გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ ის მომ­ხ­და­რით "შო­კი­რე­ბუ­ლია."

პო­ლი­ცი­ას გარ­დაც­ვ­ლილ­თა ვი­ნა­ო­ბა ჯერ არ გა­უხ­მა­უ­რე­ბია. ბო­ლო აღ­მო­ჩე­ნი­ლი ცხე­და­რი კი­ნო­თე­ატ­რი­დან პა­რას­კევს, სა­ღა­მოს 17 სა­ათ­ზე გა­მო­ი­ტა­ნეს.

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბით, შა­ბათს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით ეროვ­ნუ­ლი დრო­შე­ბი და­უშ­ვეს.

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი