RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
19 მაისი, კვირა 2013
თბილისი ... ...
ამბები >>

რუ­სეთ­ში "ბა­ლოტ­ნა­ი­ა­ის საქ­მე" გა­აპ­რო­ტეს­ტეს

მოს­კოვ­ში, ასე­ვე რუ­სე­თის სხვა ქა­ლა­ქებ­სა და მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­შიც ხუთ­შა­ბათს ჩა­ტარ­და აქ­ცია, რო­მე­ლიც მიზ­ნად ე.წ. "ბა­ლოტ­ნა­ი­ას საქ­მე­ზე" და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დაც­ვას ისა­ხავ­და.

24 საათი 28.07.12

მოს­კოვ­ში, ასე­ვე რუ­სე­თის სხვა ქა­ლა­ქებ­სა და მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­შიც ხუთ­შა­ბათს ჩა­ტარ­და აქ­ცია, რო­მე­ლიც მიზ­ნად ე.წ. "ბა­ლოტ­ნა­ი­ას საქ­მე­ზე" და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დაც­ვას ისა­ხავ­და.

მათ 6 მა­ისს გა­მარ­თუ­ლი "მი­ლი­ო­ნე­ბის მარ­შის" დროს არე­უ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აბ­რა­ლე­ბენ. ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ც­ვე­ლე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას უკა­ნო­ნოს უწო­დე­ბენ.

"ნო­ვო­პუ­შინ­ს­კის" მო­ე­დან­ზე, მოს­კო­ვის ცენ­ტ­რ­ში, ხუთ­შა­ბათს გა­ი­მარ­თა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო "6 მა­ი­სის კო­მი­ტე­ტის" მი­ერ. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ის შე­ფა­სე­ბით, მო­ე­დან­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 3000 ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რე­ბა.

მი­ტინ­გის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ნათ­ქ­ვა­მია, რომ 6 მა­ისს "ბა­ლოტ­ნა­ი­ა­ზე" მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი არ მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა "მა­სობ­რივ არე­უ­ლო­ბას" და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მის აღ­ძ­ვ­რა ამ მუხ­ლით უკა­ნო­ნოა. მი­ტინ­გის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მო­ითხო­ვეს, რომ ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ. ამის შე­სა­ხებ აქ­ცი­ა­ზე გან­ცხა­დე­ბა "სო­ლი­და­რო­ბის" აქ­ტი­ვის­ტ­მა და "6 მა­ი­სის კო­მი­ტე­ტის" წევ­რ­მა სერ­გეი და­ვიდ­ს­მა გა­ა­კე­თა. მი­სი სიტყ­ვე­ბით, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც შე­საძ­ლოა ყო­ფი­ლი­ყო აღ­ძ­რუ­ლი სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მე, არ მომ­ხ­და­რა.

"დგე­ბა ისე­თი პე­რი­ო­დე­ბი, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ომს უცხა­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. და ახ­ლა ჩვენ დაგ­ვიდ­გა ეს პე­რი­ო­დი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მოქ­მე­დებს ომის კა­ნო­ნე­ბით, უფ­რო ზუს­ტად კი, უკა­ნო­ნოდ." - გა­ნაცხა­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ც­ველ­მა ვა­ლე­რი ბორ­შევ­მა.

ამ დრო­ის­თ­ვის საქ­მეა აღ­ძ­რუ­ლი 16 ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­თაც ბრა­ლად ედე­ბათ პო­ლი­ცი­ას­თან შე­ტა­კე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა "ბა­ლოტ­ნა­ი­ა­ზე". მათ­გან 11 - ივ­ნის­ში და­ა­პა­ტიმ­რეს, ხო­ლო კი­დევ ორის და­პა­ტიმ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ამ აქ­ცი­ის დაწყე­ბის წინ, 26 ივ­ლის­ს­ვე გა­ა­კე­თა. ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი, ნი­კო­ლოზ კავ­კაზ­ს­კი და­ა­პა­ტიმ­რეს ხუთ­შა­ბათს, აქ­ცი­ის შემ­დეგ.

"ესე­ნი ქა­ლა­ქე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი არი­ან, სტუ­დენ­ტე­ბი. ეს არის ხალ­ხი, რო­მე­ლიც ხვალ გა­მო­უ­ტანს გარ­და­უ­ვალ ის­ტო­რი­ულ გა­ნა­ჩენს ძველ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. სამ­წუ­ხა­როა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს არ ეს­მის," - გა­ნაცხა­და რუს­მა მწე­რალ­მა სერ­გეი შარ­გუ­ნოვ­მა.

აქ­ცი­ის ყვე­ლა გა­მომ­ს­ვ­ლე­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ პო­ლი­ტი­კურ მოძ­რა­ო­ბებს სო­ლი­და­რო­ბი­სა და კრემ­ლ­თან ბრძო­ლა­ში ჩარ­თ­ვის­კენ მო­უ­წო­დებ­და. "ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი იარა­ღი - სო­ლი­და­რო­ბაა. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში ხვალ ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს მო­ა­კითხა­ვენ," - გა­ნაცხა­და "მე­მარ­ცხე­ნე ფრონ­ტის" აქ­ტი­ვის­ტ­მა ალექ­სეი სახ­ნინ­მა.

მე­მარ­ცხე­ნე ფრონ­ტის ლი­დერ­მა სერ­გეი უდალ­ცოვ­მა მო­მი­ტინ­გე­ებს მო­უ­წო­და, რომ ყო­ველ ხუთ­შა­ბათს მო­აწყონ აქ­ცია სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის წინ. მან თა­ვის გა­მოს­ვ­ლა­ში ასე­ვე მო­უ­წო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მო­ნა­წი­ლე­ბა მი­ი­ღონ კი­დევ ერთ "მი­ლი­ო­ნე­ბის მარ­შ­ში", რო­მე­ლიც 15 სექ­ტემ­ბ­რის­თ­ვის იგეგ­მე­ბა.

"ნო­ვო­პუ­შინ­ს­კის" პარ­კ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქ­ცია შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, თუმ­ცა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო არა­უ­მე­ტეს 1,5 ათა­სი კა­ცი­სა. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს თავ­და­პირ­ვე­ლად სურ­დათ, რომ მსვლე­ლო­ბა ბულ­ვარ­ში გა­ე­მარ­თათ და მო­მი­ტინ­გე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 5 ათა­სი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა ამა­ზე მათ უარი მი­ი­ღეს. მოს­კო­ვის პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, პარ­კ­ში სულ 800 ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა, მათ შო­რის იყ­ვ­ნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც.

აქ­ცი­ამ მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ი­ა­რა. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც პე­რი­მეტრს იცავ­და, მხო­ლოდ ერ­თი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს - ის მი­ტინ­გ­ზე და­ნით, ტე­ლეს­კო­პუ­რი ჯო­ხი­თა და 5 ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი რა­კე­ტით ცდი­ლობ­და შეს­ვ­ლას.

და­პა­ტიმ­რე­ბულ­თა და­სა­ცა­ვად, მოს­კო­ვის გარ­და, ხუთ­შა­ბათს აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა კი­დევ ცა­მეტ ქა­ლაქ­ში, რუ­სეთ­ში და მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ. კერ­ძოდ, აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა სანკტ-პე­ტერ­ბურ­გ­ში, სა­მა­რა­ში, პენ­ზა­ში, სა­რა­ტოვ­ში, როს­ტოვ­ში, ვოლ­გოგ­რად­ში, ივა­ნო­ვო­ში და ნიჟ­ნი ნოვ­გო­როდ­ში. ოპო­ზი­ცი­ის მომ­ხ­რე­ებ­მა აქ­ცი­ე­ბი გა­მარ­თეს ლონ­დონ­სა და თე­ლა­ვივ­ში, რუ­სე­თის სა­ელ­ჩო­ე­ბის წინ. ნიუ-იორ­კ­ში და მი­უნ­ხენ­ში - ცენ­ტ­რა­ლურ პარ­კებ­ში, ხო­ლო პა­რიზ­ში გა­ი­მარ­თა მსვლე­ლო­ბა სუ­რა­თე­ბით, რო­მელ­ზეც გა­მო­სა­ხუ­ლი იყო, რო­გორ ცემ­და პო­ლი­ცია და­უც­ველ ადა­მი­ა­ნებს.

ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი ცდი­ლო­ბენ და­ამ­ტ­კი­ცონ, რომ 6 მა­ი­სის აქ­ცია კა­ნო­ნე­ბის ფარ­გ­ლებ­ში ჯდე­ბო­და. დი­დია იმ ბრალ­დე­ბულ­თა რიცხ­ვი, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ერ­თოდ არ მი­უ­ღი­ათ. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა "დრუ­გაია რო­სი­ას" აქ­ტი­ვის­ტ­მა ალექ­სანდ კა­მენ­ს­კიმ, რო­მე­ლიც ამ­ტ­კი­ცებს, რომ იმ დღეს, სა­ნამ "ბა­ლოტ­ნა­ი­ა­ზე" შე­ტა­კე­ბა მოხ­დე­ბო­და, რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­ე­დან­ზე ის და­ა­კა­ვეს და შე­ტა­კე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვე­რაფ­რით მო­ა­ხერ­ხებ­და. მარ­თა­ლია, იგი და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის, მაგ­რამ ეჭ­ვი­ტა­ნილ­თა სი­ა­ში მა­ინც რჩე­ბა.

"მე­მარ­ცხე­ნე ფრონ­ტის" კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა სერ­გეი უდალ­ცოვ­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად უარი გა­ნაცხა­და, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო "სე­ლი­გერ-2012"-ში, სა­დაც მას კრემ­ლის მომ­ხ­რე ახალ­გაზ­რ­დებ­თან მე­მარ­ცხე­ნე ოპო­ზი­ცი­ის პროგ­რა­მა­ზე უნ­და ესა­უბ­რა. "შე­ა­ჩე­რეთ ჩვე­ნი ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბა და შემ­დეგ ვი­სა­უბ­როთ!" - გა­ნაცხა­და მან.

უდალ­ცოვ­თან ერ­თად, "სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­სი­ით" "სე­ლი­გერ­ში" მი­ემ­გ­ზავ­რე­ბოდ­ნენ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის "ჩვენ" ("Мы") ლი­დე­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს "სო­ლი­და­რო­ბის" წევ­რი რო­მან დობ­რო­ხო­ტო­ვი და "სპრა­ვედ­ლი­ვაია რო­სი­ას" დე­პუ­ტა­ტი ილია პო­ნო­მა­რი­ო­ვი.

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი