RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
20 მაისი, ორშაბათი 2013
თბილისი ... ...
ამბები >>

ალე­პო გა­დამ­წყ­ვე­ტი ბრძო­ლის მო­ლო­დინ­ში

სი­რი­ა­ში და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი გა­დამ­წყ­ვე­ტი ბრძო­ლის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბი­ან.

24 საათი 06.08.12

  •   aa
    ირანელი მომლოცველები ამბოხებულების ხელში
  •   aa

სი­რი­ა­ში და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი გა­დამ­წყ­ვე­ტი ბრძო­ლის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბი­ან.

უფ­რო ზუს­ტად, ბრძო­ლა უკ­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ ყვე­ლა ელო­დე­ბა, რომ ის უფ­რო ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი და სის­ხ­ლის­მ­ღ­ვ­რე­ლი იქ­ნე­ბა.გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა ასამ­ბ­ლე­ამ სი­რი­ის თა­ო­ბა­ზე "სა­რე­კო­მენ­და­ციო" რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღო, რომ­ლი­თაც ცდი­ლობს, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს უფ­რო გა­დამ­ჭ­რე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის­კენ უბიძ­გოს.

თუმ­ცა ორი ძლი­ე­რი და ჯი­უ­ტი სა­ხელ­მ­წი­ფოს (მა­თი და­სა­ხე­ლე­ბა ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის სა­ჭი­რო არ არის) წყა­ლო­ბით, ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა ვერ ხერ­ხ­დე­ბა. სა­მო­ქა­ლა­ქო ომი კი ბო­ლო პე­რი­ოდ­ში სულ უფ­რო ხში­რად ეხე­ბათ სი­რი­ა­ში მოხ­ვედ­რილ სხვა სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებს. ამ­ჯე­რად, და­მას­კოს­თან ახ­ლოს, ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­მა ირა­ნე­ლი მომ­ლოც­ვე­ლე­ბი გა­ი­ტა­ცეს.

გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა ასამ­ბ­ლე­ამ პა­რას­კევს (ჩვე­ნი დრო­ით, უკ­ვე შა­ბათს), მი­ი­ღო სა­უ­დის არა­ბე­თის მი­ერ წარ­დ­გე­ნი­ლი რე­ზო­ლუ­ცია, რო­მელ­შიც არის მო­წო­დე­ბა სი­რი­ა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის შეწყ­ვე­ტის თა­ო­ბა­ზე. რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში დაგ­მო­ბი­ლია სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ მძი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, აგ­რეთ­ვე, ოფი­ცი­ა­ლუ­რი და­მას­კოს უარი, გა­იყ­ვა­ნოს სა­არ­მიო შე­ნა­ერ­თე­ბი ქა­ლა­ქე­ბი­დან, რაც კო­ფი ანა­ნის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სამ­შ­ვი­დო­ბო გეგ­მის ერთ-ერ­თი პი­რო­ბა იყო. ტექ­ს­ტი ხმის მი­ცე­მის წინ ცო­ტა შერ­ბილ­და, იქი­დან ამო­ი­ღეს მოთხოვ­ნა პრე­ზი­დენტ ასა­დის გა­დად­გო­მის თა­ო­ბა­ზე, რა­თა რე­ზო­ლუ­ცი­ის­თ­ვის მხა­რი რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ სა­ხელ­მ­წი­ფოს და­ე­ჭი­რა. თუმ­ცა რუ­სე­თის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ვი­ტა­ლი ჩურ­კინ­მა ის მა­ინც გა­აკ­რი­ტი­კა და მას "ცალ­მ­ხ­რი­ვი" უწო­და. საფ­რან­გე­თის წარ­მო­მად­გენ­ლის გა­ე­რო­ში ჟე­რარ არომ სიტყ­ვე­ბით კი, რე­ზო­ლუ­ცია მო­წო­დე­ბუ­ლია აჩ­ვე­ნოს, რომ რუ­სე­თი და ჩი­ნე­თი გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბ­ლე­ა­ში "უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო უმ­ცი­რე­სო­ბას" წარ­მო­ად­გე­ნენ.

რე­ზო­ლუ­ცი­ას ხმა მის­ცა 133-მა სა­ხელ­მ­წი­ფომ, 12 წი­ნა­აღ­მ­დე­გი იყო და 31-მა თა­ვი შე­ი­კა­ვა. ამ დო­კუ­მენტს, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, იური­დი­უ­ლი ძა­ლა არ აქვს, მაგ­რამ ის ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის გან­წყო­ბას აჩ­ვე­ნებს და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს უფ­რო აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

კო­ფი ანა­ნის მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ, რაც მან გა­დად­გო­მი­სას გა­ა­კე­თა (ამის შე­სა­ხებ უკ­ვე წერ­და "24 სა­ა­თი"), დიპ­ლო­მა­ტის­თ­ვის საკ­მა­ოდ პირ­და­პი­რი იყო გა­ე­როს ამ­ჟა­მინ­დე­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ბან კი მუ­ნიც. ასამ­ბ­ლე­ის გახ­ს­ნი­სას მან გა­ნაცხა­და, რომ კონ­ფ­ლიქ­ტი სი­რი­ა­ში "სხვი­სი ხე­ლე­ბით წარ­მო­ე­ბულ ომად" იქ­ცა. მან მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვან სა­ხელ­მ­წი­ფო­ებს მო­უ­წო­და, თა­ვი და­ა­ნე­ბონ ქიშპს და ბო­ლო მო­უ­ღონ ძა­ლა­დო­ბას. "სიმ­ხე­ცე, რომ­ლის თა­ო­ბა­ზეც ჩვე­ნამ­დე ინ­ფორ­მა­ცია მო­დის, შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ნა­შა­უ­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ან სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლი."

სი­რი­ის "ეკო­ნო­მი­კურ დე­და­ქა­ლაქ­ში" - ორ მი­ლი­ო­ნი­ან ალე­პო­ში კი ინ­ტენ­სი­უ­რი ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ქა­ლა­ქის და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი უკ­ვე და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რაა ამ­ბო­ხე­ბუ­ლებს უკა­ვი­ათ და ისი­ნი სა­კუ­თა­რი კონ­ტ­რო­ლის ზო­ნას ნელ-ნე­ლა აფარ­თო­ე­ბენ. ამას ვერ ეგუ­ე­ბა მმარ­თ­ვე­ლი რე­ჟი­მი და ქა­ლა­ქის გარ­შე­მო უზარ­მა­ზარ ძა­ლებს მო­უ­ყა­რა თა­ვი. ბრძო­ლებ­ში უკ­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ არ­ტი­ლე­რია, ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნე­ბი და საბ­რ­ძო­ლო თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბი, მაგ­რამ სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ეს მხო­ლოდ "მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბია" და შე­ტე­ვა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჯერ არ დაწყე­ბუ­ლა. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სამ­ხედ­რო დამ­კ­ვირ­ვებ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ და სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ ალე­პოს გარ­შე­მო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია 20 ათა­სი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად თა­ვი­სი რი­გე­ბი გა­აძ­ლი­ე­რეს ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­მაც. ასა­დის რე­ჟი­მის­თ­ვის ალე­პო, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბო­ლოს­წი­ნა ფორ­პოს­ტია, რად­გან თუ ის "სი­რი­ის თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­მი­ის" ხელ­ში გა­და­ვი­და, ეს ამ­ბო­ხე­ბუ­ლებს ქვეყ­ნის მთე­ლი ჩრდი­ლო­ე­თი ნა­წი­ლის კონ­ტ­რო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, რომ ღა­მე ასა­დის არ­მი­ას შტურ­მი უკ­ვე და­ეწყო კი­დეც.

დე­და­ქა­ლა­ქი­დან კი აბო­ხე­ბუ­ლებს გუ­შინ უკ­ვე უკან და­ა­ხე­ვი­ნეს. კვი­რა დი­ლის­თ­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერ­თ­გულ­მა ძა­ლებ­მა და­ი­კა­ვეს რა­ი­ო­ნი თა­და­მუ­ნი, რო­მე­ლიც სი­რი­ის თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­მი­ის ბო­ლო და­საყ­რ­დე­ნი იყო და­მას­კო­ში. ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო, რად­გან ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბის ძი­რი­თა­დი ძა­ლე­ბი ალე­პო­შია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

შა­ბათს და­მას­კოს მახ­ლობ­ლად ავ­ტო­ბუ­სი­დან ჩა­მოს­ვეს და გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს 48 ირა­ნე­ლი მომ­ლოც­ვე­ლი, რომ­ლე­ბიც ში­ი­ტუ­რი სიწ­მინ­დის სა­ი­ე­და ზა­ი­ნა­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად იყ­ვ­ნენ ჩა­სუ­ლი სი­რი­ა­ში. ში­ი­ტი მომ­ლოც­ვე­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო­დან სიწ­მინ­დე­ე­ბის მო­სა­ლო­ცად სის­ტე­მა­ტი­უ­რად ჩა­დი­ან სი­რი­ა­ში. ცო­ტა ხნის წინ მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტი შე­ემ­თხ­ვათ ლი­ბა­ნელ მომ­ლოც­ვე­ლებს, თუმ­ცა ისი­ნი სამ დღე­ში უვ­ნებ­ლად გა­უშ­ვეს. ამ­ჯე­რად ირა­ნის სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მომ­ლოც­ვე­ლე­ბის გა­ტა­ცე­ბა­ში "შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი" და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და ისიც თქვა, რომ მის­თ­ვის ცნო­ბი­ლია გა­ტა­ცე­ბულ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­თა ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. მა­ლე­ვე იგი­ვე ვერ­სია წარ­მო­ად­გი­ნა ოფი­ცი­ა­ლურ­მა და­მას­კო­მაც. საქ­მე ის არის, რომ მომ­ლოც­ველ­თა გა­ტა­ცე­ბა არც სი­რი­ელ ამ­ბო­ხე­ბუ­ლებს უარუყ­ვი­ათ. პა­ნა­რა­ბულ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "ალ-არა­ბი­ამ" ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რიც აჩ­ვე­ნა გა­ტა­ცე­ბუ­ლი ირა­ნე­ლე­ბით. ამ ჩა­ნა­წერ­ში ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აცხა­დებს, რომ მომ­ლოც­ვე­ლებს შო­რის ირა­ნუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რის "ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის გუ­შაგ­თა კორ­პუ­სის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან. ში­ი­ტუ­რი ირა­ნი ღი­ად უჭერს მხარს მო­ნა­თე­სა­ვე ალა­ვი­ტე­ბის რე­ჟიმს სი­რი­ა­ში და სუ­ნიტ ამ­ბო­ხე­ბუ­ლებს, ეტყო­ბა, მი­აჩ­ნი­ათ, რომ მომ­ლოც­ვე­ლე­ბის სა­ფარ­ქ­ვეშ ირა­ნი სი­რი­ა­ში კონ­სულ­ტან­ტებ­სა და ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რებს გზავ­ნის.

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი