RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

ასე აგიხდეთ...

წინასაახალწლო სადღეგრძელო

24 საათი 31.12.09

წინასაახალწლო სადღეგრძელო

ახალი წელი. მანდარინის სუნი. ბრჭყვიალა სათამაშოები. ნაძვის ხე. გოზინაყი. შამპანური. ბავშვები. საყვარელი დღესასწაული და ახალი იმედები… ასე აგიხდეთ ყველა კეთილი სურვილი, როგორც ამ წელს ამიხდა. 30-წლიანი ემიგრაციის შემდეგ ეს ჩემი პირველი სრული წელია სამშობლოში. რა თქმა უნდა, ყველაფერი არ გამოვიდა და ეს შეუძლებელიც იქნებოდა, მაგრამ მადლიერი ვარ და მიმავალ წელს მადლობას ვეუბნები.

მადლობა, პირველ რიგში, მშვიდობისათვის ქვეყნის გარეთ და შიგნით. აპრილის უმძიმესი გამოცდა ქვეყანამ პირნათლად ჩააბარა. ჩემს თვალწინ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. ჩემს ეზოში სახლის აშენებიდან 45 წლის მანძილზე ასფალტი არავის დაუგია. ახლა დაგებულია. ქვეყანა, რომელმაც ომი გადაიტანა და უამრავი პრობლემა აქვს, მიუხედავად ყველაფრისა - "იგრძნობა".

როგორი იყო ქართული სახელმწიფოსთვის 2009 წელი? ჩემი აზრით, ეს იყო არათუ "მოშუშების", არამედ წელში გამართვის წელი. მიუხედავად უამრავი პრობლემისა, ქვეყანამ მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად თითქმის შეუძლებელი შეძლო. ამას წინ, ჩემს დაიკოს ვუხსნიდი, როგორ ხდება ქვეყნის ბიუჯეტის ფორმირება და რატომაა მაგარი, რომ მას, როგორც მასწავლებელს, წლის განმავლობაში, მიუხედავად ყველაფრისა, ხელფასი მაინც მოემატა. არ ვიცი, რამდენად დამიჯერა, მაგრამ მეთანხმებოდა.

ნებისმიერ ბოროტებაში, წინა წლის ომს ვგულისხმობ, სიკეთის მარცვალიც დევს. მკრეხელობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ომმა საქართველო უფრო ცნობადი გახადა. ჩვენც ბევრი გავიცანით. მაგალითად, ნაურუ!!! საუბრები იმ თემაზე, რომ საქართველოს ლიდერმა ავტორიტეტი დაკარგა, ან რაღაც ამის მაგვარი, მიმაჩნია სურვილის სინამდვილედ გასაღების მცდელობად. პირიქით, საქართველოს ავტორიტეტი უფრო გამყარდა. ზუსტად ასეთი საერთაშორისო უსუსურობით აიხსნება რუსეთის მცდელობა, როგორმე "სახალხო დიპლომატიით" ქართულ საზოგადოებაში განხეთქილება შემოიტანოს. მოსკოვურმა ვიზიტებმა საბოლოოდ დამარწმუნა, რომ რუსეთი პოლიტტერორიზმის გზას დაადგა. თუმცა აქ ალბათ ღირს, ცოტა გავერკვეთ. ამას წინათ ინტერნეტში ერთმა რუსმა ექსპერტმა გააჟღერა: 2009 წელმა აჩვენა, რომ რუსული პოლიტიკური ჰორიზონტი სავსებით შესაძლოა იყოს პუტინის გარეშეო. გამოდის, რომ ასეთი "ტერორი" პუტინის ფრთის პოლიტიკაა. "პახანმა" სიტყვა ვერ შეასრულა, ძირითადი პრობლემა პრობლემად დარჩა. საქართველო და მისი ლიდერი ისევ არსებობს და რეგიონზე რუსული გავლენა ვერ დამყარდა. "დახვეწილი" პოლიტიკური თამაში პუტინის სტილი ნამდვილად არაა და ამიტომაც მის პოლიტიკაში ასე ჭარბია "ტერორისტული" მოტივები. ასეთი პირდაპირი, "სალდაფონური" სტილი მისი პოლიტიკური კრახის საწინდარია. აქამდე პუტინი თუ იმპერიის "წამალი" იყო, ახლა ზედმეტი დოზით, უკვე შესაძლოა "საწამლავი" გახდეს. რუსეთის იმპერიაში მოქმედებს დაუწერელი კანონი: "პრავ ტოტ, უ კოგო ბოლშე პრავ" (მართალია ის, ვისაც მეტი უფლება აქვს). ასე რომ, რუსეთში მეფე ყოველთვის მართალია. აქედან გამომდინარე, პუტინი იძულებულია, მისთვის უჩვეულო საქმით იყოს დაკავებული. დიდი სიამოვნებით "ჩაჯდებოდა" ტანკში ან მოიერიშე თვითმფრინავის კაბინაში, მაგრამ ამის შანსი თითქმის აღარ დარჩა. ხომ კარგად ვიცით, რას ნიშნავს: "მიჩვეულს ნუ გადააჩვევ...". გარდა ამისა, ყურადსაღებია რუსული პოლიტიკის ლაკმუსის ქაღალდის - ჟირინოვსკის განცხადება, რომელმაც ერთბაშად შეცვალა ტონი და განაცხადა: საქართველო დაიღალა ჩვენი ორასწლიანი მონობისგან და მართლებიც არიანო?! აქ უკვე დავიძაბე. გამოდის, კრემლის წიაღში სულ სხვანაირი რაღაც მზადდება. მაგრამ ეს მითუმეტეს ადასტურებს პუტინის სტილის "ზედმეტობას".

რაც შეეხება ჩვენს ოპოზიციას. ჯერ კიდევ მაისში, ოპოზიციას სთავაზობდნენ მთავრობასთან მოლაპარაკებას, მოკრძალებულად შევუერთდი რჩევას: "ჭადრაკის ენაზე ეს ყაიმის წინადადებაა, დაფაზე ფიგურების განლაგების პოზიციას თუ შევხედავთ, წინადადება ჭეშმარიტად გულუხვია, ვინაიდან ოპოზიციას ორ სვლაში შამათი ელოდება. ("კარცერი-ლუქსი", 24 საათი, 21.05.2009 წ.)". არ დათანხმდნენ. მიიღეს "შამათი". რაც ნიშნავდა შიდა რესურსის ამოწურვას. იოლად პროგნოზირებადი იყო შემდეგი ნაბიჯი. "შეურიგებლებმა" გარე რესურსების მოძიება დაიწყეს: "მობილიზებულია ყველა ძალა. ჩართულია ყველა ახალი თუ ძველი "ვაი პატრიოტი" ქართველი, რათა პროვოკაციების მოგვარების საკითხები მათ სახელებს დაუკავშირდეს, რომ ხალხის თვალში როგორმე დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაცია მოხდეს ("ახალი რეალობა და რუსული რულეტკა", 24 საათი 3.11.2009 წ.)". მათი აზრით, ჩვენ სოხუმი და ცხინვალი აღარ უნდა მოვითხოვოთ. სამაგიეროდ უვიზო რეჟიმსა და ბორჯომის გაყიდვის უფლებას მივიღებთ?! წმინდა წყლის დემაგოგიაა.

ძალიან მაინტერესებს, პირადად ვინმე თუ დათანხმდება? საკუთარი სამსართულიანი სახლი, რომელშიც მინიმუმ სამი თაობა ცხოვრობს, თუნდაც, ახალი ჟიგულის ფასად რომ გაყიდოს? ჩვენი დღევანდელი სახელმწიფოც უკვე ასეთივე "ოჯახია" და ისიც არ უნდა იქცეოდეს ისე, როგორც არც ერთი ჩვენგანი არ მოიქცეოდა. რაც შეეხება ქვეყნის ხელმძღვანელს. ცივილზებულ სამყაროში არსებობს ხელმძღვანელის შეფასების პროფესიონალური, სრულიად პრაგმატული კრიტერიუმი. თუ ხელმძღვანელი ახერხებს კომპანიის შემოსავლის გაზრდას, ის ეფექტური ხელმძღვანელია. საქართველოს ბიუჯეტი კი ამ წლების განმავლობაში ლამის ათმაგად გაიზარდა. წლევანდელი ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტებებიც მართებული აღმოჩნდა. საქართველოს მთავრობას წელს განსაკუთრებით გამოუვიდა ახალი ფინანსური დინებებისთვის "არხების გათხრა". დღე და მოსწრება ფინანსები საქართველოში ჩრდილოეთიდან შემოედინებოდა, თანაც ამ ფულს ყოველთვის "პოლიტიკურ-იდეოლოგიური" სუნი ასდიოდა: "აი, ჩვენ გაჭმევთ!". ინფრასტუქტურის განვითარება, ახალი გზები და სასტუმროები - ეს ყველაფერი სწორედაც ის "არხებია", რომელიც გზას აძლევს ნორმალურ, პატიოსან და ცივილიზებულ ინვესტორს. პიროვნების როლი უდავოა კაცობრიობის განვითარებაში. სწორედაც პრინციპული პოზიციაა აუცილებელი დღეს საქართველოსთვის და ეს პრინციპულობა იმპერიისთვისაა დამღუპველი და არა საქართველოსთვის, როგორც ზოგიერთი ე.წ. ოპოზიციონერი ცდილობს, დაგვარწმუნოს. ამიტომაცაა სააკაშვილი მიზანში ამოღებული. ოპოზიციის ახალი ლოზუნგი: ან საქართველო, ან სააკაშვილი, ისეთი საზიზღრობაა, რომ კომენტარის გაკეთებაც არ მინდა. რუსებზე კარგად არავინ იცის, რომ: "კონეი ნა პერეპრავე ნე მენიაუტ" (მდინარეზე გადაცურვის დროს ცხენებს არ იცვლიან). ეს დამღუპველია ცხენისთვისაც და მხედრისთვისაც. მაგრამ იმპერიას სწორედ ამის იმედი აქვს, რომ ისევ თავად ქართველები მიართმევენ ხონჩით საქართველოს "მოკვეთილ თავს", როგორც ეს უახლეს ისტორიაში ერთხელ უკვე მოხდა. "ნეტარ არიან მორწმუნენი!". ისტორია ორჯერ მეორდება. პირველად ტრაგედიის და მეორედ ფარსის სახით. ასე რომ, ეს იაფფასიანი პოლიტიკური "კომედია" გამიზნულია ასეთივე "იაფფასიანი" მაყურებლისთვის. რას იზამ, როგორი რეჟისორიცაა, ისეთია სპექტაკლიც. მაგრამ უფრო სხვა კითხვა მაწუხებს. რა ძალა ადგათ ასეთი, ასე დაუფარავად ამ უნიჭობაში რომ მონაწილეობენ? თუ დღემდე ჰგონიათ, რომ ფულს და პოლიტიკას სუნი არ ასდის? არ ასდის კი არა, ყარს! ცივილიზებულ სამყაროში დიდი ხანია ასეთი მიდგომა "აქოთებულია". ყველას მოეკითხება: რამდენი? საიდან? და რისთვის?

ემოციებსაც თავი რომ დავანებოთ, პრაგმატულად - ვინ არის დღეს პუტინი, მასთან რომ მოლაპარაკება აწარმოო? თანაც ეს უფრო "დავალების" გაცემას ჰგავდა, ვიდრე მოლაპარაკებას. ის ყოფილი პრეზიდენტი და დღევანდელი პრემიერია. და თუ ჩვენი "ყოფილი" ვერ შეასრულებს დაკისრებულ დავალებას, სავსებით შესაძლოა პუტინის პრემიერობასაც "ყოფილის" სტატუსი დაემატოს. იქნება, სწორედ ამის იმედი აქვთ?! შერჩებათ? ნეტარ არიან... ჭეშმარიტად.

ოპოზიცია დაბნეულია. ერთი მხრივ, ვერ იტანენ სააკაშვილს, მეორე მხრივ, სავსებით ნათელია, რომ სააკაშვილთან ბრძოლა ქვეყანას ავნებს. ბევრი მათგანი ვერ გამოტყდება თავის დაბნეულობაში, ამიტომ ურჩევნიათ ხელისუფლებას დააბრალონ არაადეკვატურობა. ერთ-ერთ არხზე ბატონმა განაცხადა: არ ვიცი, რას მოიმოქმედებსო სააკაშვილი, ხვალ შეიძლება ჩინეთს გამოუცხადოსო ომი, არ გამოვრიცხავო?! ნამდვილად "ჰაიდ პარკია", ღმერთმანი. ამ პარკში სწორედ ის ადამიანები იკრიბებოდნენ, ვინც წარმავალ ფეოდალურ წყობილებას მისტიროდა: "საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ჰყავს ყველანაირი ოპოზიცია, გარდა დემოკრატიულისა ("რუსული კოდი, ანუ რატომ არ ჰყავს მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიული ოპოზიცია", 24 საათი, 15.09.2009 წ.)". ამბობენ, გენერალ დე გოლს გუნება უფუჭდებოდა, თუ გაზეთებში თავის თავზე შარჟებს ან სატირას ვერ პოულობდა, ხალხს დავავიწყდიო. ჩვენი პრეზიდენტი ამ მხრივ უფრო ბედნიერია, მას ასეთი "ყურადღება" ნამდვილად არ აკლია და მის მიმართ გულგრილი ნამდვილად არავინ მინახავს.

ცნობილია, რომ ადამიანმა ცხოვრებაში სამი გამოცდა უნდა გაიაროს - წყლით, ცეცხლითა და დიდებით. ბოლო წლებში საქართველომ ორი ბრწყინვალედ ჩააბარა. უკიდურესი გაჭირვებაც გამოვიარეთ და ომებიც, ახლა რუსეთის ახალი "სიყვარული" გვაქვს გადასატანი. ოპოზიციონერებს კი ვთავაზობ, რომ მაქსიმალური ყურადღება შიდა მოწყობაზე გაამახვილონ და არა ქვეყნის ლიდერის შეცვლაზე. ამით ისინი ხალხის და ცივილიზებული ქვეყნების პატივისცემას დაიმსახურებენ, თუ, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტად უყვართ სამშობლო. იქნება ვეღირსოთ ნორმალურ, დემოკრატიულ ოპოზიციას? მადლობა ღმერთს, ამის მცირე ნიშნები მაინც გამოჩნდა.

პატივცემულო მკითხველო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალი წლის დღესასწაულს. არ გისურვებთ სამშობლოს გამთლიანებას, ამაში უბრალოდ დარწმუნებული ვარ. მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს იოლი იქნება. რთული ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. გისურვებთ თქვენი და თქვენი ბავშვების ჯანმრთელობასა და წარმატებას. მოხარული ვარ თქვენი ყურადღებით. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი მოკრძალებული შრომა თქვენთვის ცოტათი მაინც საინტერესოა. მადლობას ვეუბნები ჩემს ახლობლებს, მეგობრებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც გასული წლის განმავლობაში წილად მხვდა ურთიერთობის ბედნიერება. მადლობა გაზეთ "24 საათის" რედაქციის თანამშრომლებს. მათი დახმარების შემდეგ ჩემი დაწერილი იკითხება მაინც. ასე აგიხდეთ ყველა სიკეთე, როგორც ამას საკუთარ თავს ვუსურვებდი.

რა კარგი ენა გვაქვს ქართველებს! დღესასწაული, სასწაულის დღე. სადღაც სულის კუნჭულში ყველა ველოდებით რაღაც სასწაულს. თუ გვექნება რწმენა, იმედი და სიყვარული, რომელიც მისთვისაა, ვინც გიყვარს და არა "საკუთარი თავისთვის", მაშინ სასწაულიც აუცილებლად მოხდება.

ღმერთია ჩვენი მფარველი.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი