RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

როცა სტრესი გადაღლას იწვევს

კითხვა: თქვენ ხართ პროფესიონალი, რომელიც სტრესებს მიჩვეულია, მაგრამ სამსახურში იმდენი გაურკვეველი და სანერვიულო რამ ხდება, რომ დატვირთვა გაგეზარდათ. დაქანცულობას გრძნობთ, არა?

24 საათი 09.02.10

კითხვა: თქვენ ხართ პროფესიონალი, რომელიც სტრესებს მიჩვეულია, მაგრამ სამსახურში იმდენი გაურკვეველი და სანერვიულო რამ ხდება, რომ დატვირთვა გაგეზარდათ. დაქანცულობას გრძნობთ, არა?

პასუხი: დაფიქრდით, გაყენებთ ზიანს გადაღლა თუ არა, შეაფასეთ, როგორია თქვენი გონებრივი და ფიზიკური მდგომარეობა, - პასუხობს დები მანდელი, სტრესების ექსპერტი ნიუ იორკის შტატის ქალაქ ლორენსიდან და ავტორი წიგნისა "სტრესომანი".

ქალბატონი მანდელის აზრით, საკუთარ თავს შემდეგი შეკითხვები უნდა დავუსვათ, რომ გადაღლის სიმპტომები აღმოვაჩინოთ: გაწუხებთ ტკივილები, რომლებიც ჩნდება და ქრება? გიჭირთ ყურადღების კონცენტრაცია? გაღიზიანებენ სხვა ადამიანები? თუ გაღიზიანებენ, რა მიზეზით? ჩვეულებრივზე უფრო ხშირად გაქვთ კონფლიქტები სამსახურში? გამუდმებით დაღლილი ხართ?

"ცოდნა გადამწყვეტია, - ამბობს ქალბატონი მანდელი, - მაგრამ ცოდნა დასაწყისია, შემდეგ ზომების მიღება უნდა დაიწყოთ".

ჩიკაგოს ჩრდილო-დასავლეთის მემორიალური საავადმყოფოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის პარტნიორული მედიცინის ცენტრის დირექტორი, დოქტორი ლორი ელიოტი ამბობს, რომ ფიზიკურ სიმპტომებსაც უნდა დავაკვირდეთ, რადგან სტრესი ისეთ პრობლემებს იწვევს, როგორიცაა უძილობა და ტკივილები ზურგის, თავისა და მკერდის არეში.

დოქტორი ელიოტი ასევე ამბობს, რომ ამ სიმპტომებს ხშირად სტრესი იწვევს, მაგრამ, თუ ისინი გართულდა ან დროში გაგრძელდა, ექიმს უნდა მიმართოთ, რადგან აქ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემაც იმალებოდეს.

ნიუ იორკის DLC Executive Coaching and Consulting-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი რებეკა უაინგარტენი ამბობს, რომ მისი კლიენტები გადაღლას უჩივიან, თუმცა მაღალი სტრესის პირობებში გამუდმებით მუშაობენ.

"ახალი სტრესები გაჩნდა, მაგალითად, გაურკვევლობის შიში, რთულ პირობებში თანამშრომლების ხელმძღვანელობა და მათთვის მოტივაციის შექმნა ან შემცირებული სამუშაო ძალით პროდუქტიულობის მაღალ დონეზე შენარჩუნება," - თქვა მან.

კითხვა: რა ზომები უნდა მივიღოთ, რომ გადაღლა თავიდან ავიცილოთ?

პასუხი: ფსიქოლოგისა და ვირჯინიის შტატის ქალაქ არლინგტონის საკონსულტაციო ფირმის Healthy Companies International-ის დირექტორის რობერტ როზენის თქმით, დასაწყისისათვის უნდა გააცნობიეროთ, რომ ახლა ბიზნესისთვის მძიმე დროა და რომ ნერვიულობა და გაურკვევლობა ჩვეულებრივი ამბავია.

მისი რჩევაა აგრეთვე, რომ იდეალისტური მოლოდინები რეალისტურით შევცვალოთ. "უნდა ელოდოთ, რომ ცხოვრება ხანდახან მძიმე იქნება, მაგრამ იმასაც უნდა ელოდოთ, რომ სიცოცხლისუნარიანი იქნებით და მდგომარეობას გაიუმჯობესებთ. ყურადღება ცხოვრების სასიამოვნო მხარეზე უფრო გაამახვილეთ, მაგალითად, ოჯახზე და ჰობიზე, რადგან ყველაფერი ერთდროულად იშვიათად ინგრევა," - ამბობს წიგნის "კმარა ნერვიულობა" ავტორი დოქტორი როზენი.

დოქტორი ელიოტი კი ამბობს, რომ უნდა გამონახოთ დრო ვარჯიშისათვის და დაიცვათ დიეტა. კარგი კვება და ვარჯიში დეპრესიისა და ლეთარგიის დაძლევაში დაგეხმარებათ. სამუშაოს შემდეგ ყოველთვის დაიტოვეთ დრო იმისათვის, რაც გიყვართ, მაგალითად, ხატვა, მუსიკა, ოჯახთან დროსტარება. "სამუშაოს გარდა ყოველდღე ერთი საათი მაინც დაუთმეთ რაიმე ისეთ შინაარსიან საქმეს, რომელიც დასვენების საშუალებას მოგცემთ," - თქვა მან.

კითხვა: ეკონომიკის გაჯანსაღებასა და სამუშაოს გამო ნერვიულობის შეწყვეტას გარკვეული დრო დასჭირდება. თუ მენეჯერი ხართ, რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ამ დროის განმავლობაში სხვებმა სტრესი მწვავედ არ იგრძნონ?

პასუხი: ეცადეთ, რომ თანამშრომლები სამუშაოზე იყვნენ კონცენტრირებული და ნაკლებად იფიქრონ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა ან ბოლო ხანებში დათხოვნილი ადამიანების პრობლემები. "ხალხი სამუშაოს შესრულებაზე უნდა იყოს კონცენტრირებული," - ამბობს დოქტორი როზენი. მისი თქმით, სტრესის შესამცირებლად გუნდის მხარდაჭერა თქვენ თვითონაც გჭირდებათ, რადგან მათ შრომაზე ძალიან ხართ დამოკიდებული.

ქალბატონი უაინგარტენის თქმით, თანამშრომლებს უნდა აგრძნობინოთ, რომ ისინი მნიშვნელოვანი მუშაკები არიან, და უნდა გააგებინოთ, თუ რატომ არიან მნიშვნელოვანი.

"აღიარეთ, რომ უარყოფითიც ბევრი ხდება, - თქვა მან, - მაგრამ აუხსენით, რომ მიუხედავად ამისა, წინ უნდა იაროთ. ისიც აუხსენით, რომ, როცა ახალი თანამშრომლების აყვანა ისევ დაიწყება, მათ დაწინაურებაზე იფიქრებთ".

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი