შესაძლებლობით სარგებლობა მსოფლიო ეკონომიკაში, რომელიც საზღვრებს არ ცნობს
24 საათი 23.02.10
შესაძლებლობით სარგებლობა მსოფლიო ეკონომიკაში, რომელიც საზღვრებს არ ცნობს
ლონდონი - ჩემი ვაჟიშვილი, დენიელი ვიეტნამში მუშაობს ლუდ Budweiser -ის, ამერიკული სიმბოლოს, გაყიდვებშია ჩართული. Budweiser -ი, შესაძლოა იმდენად ამერიკული იყოს, რამდენადაც გსურთ, მაგრამ მას ახლა Anheuser-Busch InBev-ი, ბელგიური კომპანია ფლობს. თავის მხრივ, რამოდენიმე წლის წინ დარსდა ბრაზილIური კომპანიის, Ambev-ისა, და ბელგიური Interbrew-ის შერწყმის შედეგად.
ეს ყველაფერი ზედმეტი ინფორმაციაა, ამ საგაზეთო სვეტის დასაწყისში ჩასატევად, მე მაპატიეთ, მაგრამ თანამედროვე მსოფლიო ცოტათი წააგავს ამ ყველაფერს: ტრანსნაციონალური ჰოლდინგების აწეწილი ქსელი, სადაც ეროვნული სიმბოლოები, რეალურად, სულაც აღარ არიან ეროვნულები. დენიელს, რომელიც 27 წლისაა, ბრაზილიისკენ აქვს გეზი აღებული, რათა ბრაზილიელ მარკეტოლოგებთან ერთად გაიაროს ტრენინგი იმის შესახებ, თუ როგორ მიჰყიდონ ამერიკული ლუდი სწრაფად-მზარდი ვიეტნამის 80 მილიონ მოქალაქეს. დენიელი "გლობალური თაობის" (Generation Global - GG) ნაწილია.
"გლობალური თაობის" არსებობა იმედისმომცემი რამაა. აქამდე არასდროს ყოფილა ამდენი ახალგაზრდა ასე გათვითცნოებიერებული იმ საერთო გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას, ასეთი მოტივირებული გავიდნენ "გარეთ", რომ ამის შესახებ მეტი შეიტყონ, ან ასე მონდომებული თავიანთი წვლილი შეიტანონ უფრო მეტად სამართლიანი მსოფლიოს შექმნის საქმეში. სოციალურ ქსელთა უსაზღვრო კიბერ-თემებს მათ შეხედულებებზე ძლიერი გვლენა აქვთ.
ჩემი ვაჟის ვიეტნამურ-ბრაზილიური კავშირები საინტერესოა. აი სად იმალება ზრდა. მას ამერიკული განათლება აქვს მიღებული, მაგრამ, ბიზნესის მართვის სამაგისტრო ხარსიხის (M.B.A.) მიღების შემდეგ აშშ-ში რომ დარჩენილიყო, საკმაოდ სავარაუდოა, რომ ოც წელს გადაცილებულ ახალგზრდათა რიგებში აღმოჩნდებოდა, რომელთაც სამსახური არ აქვთ. ზრდა, რომელმაც 2008 წლის შემდეგ ეკონომიკური დაღმასვლის უკუქცევას შეუწყო ხელი, უმეტესწილად, მეორე-ტალღის ქვეყნებიდან წამოვიდა, როგორიცაა ჩინეთი, ვიეტნამი, ინდოეთი, რუსეთი, ბრაზილია, ინდონეზია და სამხრეთ აფრიკა. ეს ის ადგილებია, რომლებზეც მულტინაციონალური კორპორაციები არიან ფოკუსირებულნი.
თუმცა, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სამყაროებს შორის ინტერვალია, და ეს გაართულებს ჩემი ვაჟიშვილის თაობის წარმომადგენელთა ცხოვრებას. ჩვენ ახალი მრავალპოლუსიანი მსოფლიოსკენ მივიწევთ, რომელიც უკეთ შეესაბამება ძალთა გადანაწილებას 21-ე საუკუნეში, მაგრამ ჯერ დანიშნულების ადგილისთვის არ მიგვიღწევია. მსოფლიოში არსებულ ცხელი წერტილების უმეტესობაში - ირანი, ისრაელ-პალესტინა, ავღანეთი, ჩრდილო კორეა - ამერიკას წამყვანი პოზიცია უკავია (რაც სულ უფრო რთულია მისთვის), მას ევროპა მიჰყვება, და შემდეგ დანარჩენი ხმები მოდიან, ხშირად ერთმანეთისგან რომ ვერ გაარჩევთ.
პირადად მე უფრო მეტად მრავალპოლუსიანი მსოფლიოს მომხრე ვარ, იმის გამო, რომ აშშ-ს უბრალოდ არ გააჩნია საკმარისი რესურსები გლობალურ უსაფრთხოებში მისი ამჟამინდელი წამყვანი როლის უკუნითი უკუნისამდე შესანარჩუნებლად. მაგრამ, მე იმასაც ვითვალისწინებ, რომ 1914 და 1939 წლების მსოფლიოებიც მრავალპოლუსიანი იყო - და მათ კატაკლიზმები წარმოშვეს. ფრთხილად ჩაუთქვით სურვილები - გამოსადეგი ანდაზაა, როდესაც ძალის ისეთი ძირეული გადაადგილებები ხდება, დღეს რომ გვაქვს სახეზე.
ძალები, რომლებიც ასპარეზზე ახლა გამოდიან, სისტემებისა და ღირებულებების აჯაფსანდალს წარმოადგენენ, რაც მათი ხმების განურჩევლობის ერთ-ერთი მიზეზია, იმ ფაქტთან ერთად, რომ ამ ეტაპზე ისინი საკუთარ განვითარებაზე არიან ფოკუსირებულნი. არსებობენ ჩინეთის, ვიეტნამისა და რუსეთის ავტორიტარული სისტემები (განსხავებული ფორმების); და ინდოეთის, ბრაზილიის, სამხრეთ აფრიკისა და ინდონეზიის გადაჭიმული დემოკრატიები (ერთი ძველი, ერთი საშუალო ასაკის, ერთი სააკმაოდ ახალი, ერთიც ახალი). ყველა მათგანი, განსხვავებული ხარისხით, დიდი შეშფოთებით უცქერს მსოფლიოს, სადაც დასავლეთი დომინირებს, რომლის დროც იწურება.
კიდევ ერთი რამ, რაც მათ საერთო აქვთ, ეს ზრდისა და განვითარების მწველი სურვილია. ამ სახელმწიფოთაგან ბევრმა საკმარისი გამოცდილება მიიღო იმ ბრძოლებიდან, რომლებსაც ისინი თავისუფლებისთვის (რაც ირანში დღესაც გრძელდება), მშვიდობისთვის (რაც ისრაელ-პალესტინაში დღესაც მიმდინარეობს), ეროვნული შერიგებისთვის (ავღანეთი), ტოტალიტარული უბედურების დასამთავრებლად (ჩრდილოეთ კორეა) აწარმოებდნენ. ის, თუ როგორ იღებენ ასპარეზზე ახალგამოსული ძალები იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ზრდის თანმდევია, ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
დღეისთვის, ეს ქვეყნები იმ კორპორაციებს ჩამორჩებიან, რომლებიც მოსფლიოს აკავშირებენ და ჩემი ვაჟი ბრაზილიურ-ბელგიურ-ამერიკულ-ვიეტნამურ აბლაბუდაში გახვიეს. ამ განსაკუთრებულ ეგზოტიკური ჯიშის სადღეგრძელებლად სასმისს ავწევ.