RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

ავატარი” - რევიუ მათთვის, ვისაც ფილმი ნანახი აქვს

ვიზუალურად შეუდარებელია.

24 საათი 23.02.10

ვიზუალურად შეუდარებელია.

ამას თავიდანვე ვიტყვი და ქართული ენა ტავტოლოგიას რომ იტანდეს, კიდევ ბევრჯერ გავიმეორებდი. როგორც კინემატოგ-რაფიაში ჩემზე უკეთ გარკვეულმა მეგობარმა შენიშნა, „ავატარს“ ისეთივე ეფექტი ექნება, როგორც შავ-თეთრი ფირის ფერადით შეცვლას ჰქონდა.

იდეაც ძლიერია. ამავდროულად მარტივი, როგორც ყველაფერი გენიალური. ძირითადი მტრების ტრიადას არავინ გაუოცებია.

კოლონიალიზმი - „როდესაც ხალხს აქვს ის, რაც შენ გსურს, შენ ჯერ მტრად აცხადებ მათ. შემდეგ მისი წართმევა შენთვის გამართლებულია,“ ამბობს ჯეიკ სალი. ასე იქცეოდნენ ძველი და ახალი კოლონიზატორები. ნაცისტური გერმანიაც ასე იქცეოდა. საბჭოთა კავშირიც, გულამოსკვნილი რომ მისტირის ჩვენი ზოგიერთი გულმავიწყი თანამემამულე. „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო,“ პროტესტის ნიშნად დამწვარი ახალგაზრდა ჩეხის, იან პალახის ტრაგედია სულ არ ადარდებდა გაგრაში წამოწოლილ „ცეხავიკს.“

ზღვარსგადასული ინდუსტრიალიზაცია - შორს წასვლა არ გვჭირდება. ყოფილი სსრკ უხვად ამარაგებდა კაცობრიობას ყარაყუმის მორწყვის მსგავსი „ტიტანური“ იდეებით. შედეგად არალის ზღვა თითქმის მთლიანად დაშრა. კიდევ კარგი, მდინარეების შემობრუნება გადაიფიქრეს, თორემ ქვემო ლენის ელსადგური ნახევარ ყაზახეთს ჩაძირავდა. ჩერნობილზე არაფერს ვამბობ.

კორპორაციის სიხარბე - ამ თემაზე იმდენი დაწერილა, ახალს ვერაფერს შევმატებ. RDA-ს პროტოტიპი United Fruit Company გახლავთ, ინდიელების სისხლით რომ იშოვა მილიონები გასული საუკუნის დასაწყისში. თუ მავანისთვის უილიამ გიბსონის „ნეირომანტი“ უბრალოდ კარგი წიგნია, „ბოროტების სავანე“ კი კარგი თრილერი, მილიონობით აფრიკელისა და აზიელისათვის გაქსუებული კორპორაციები და სულგაყიდული აღმასრულებლები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ცალკე თემაა ჯეიკ სალის „ღალატი“. კლაუს შტაუფენბერგიც დღემდე მოღა-ლატედ რჩება ზოგისთვის. არადა, „ოპერაცია ვალკირიას“ წარმატებით დასრულების შემთხვევაში ევროპა ნახევარსაუკუნოვან გაწითლებას, მილიონობით ადამიანი კი წამებით სიკვდილს გადაურჩებოდა. ცოდვა გამხელილი სჯობს, და კიდევ ათეულობით მილიონი გადარჩებოდა, კეკეს აბორტი რომ გაეკეთებინა.

„ავატარის“ ერთ-ერთი იშვიათი კრიტიკოსთაგანი მას „უნაკლო პროპაგანდას“ უწოდებს, „კენტუკის კინოთეატრში მაყურებელს საკუთარი ქვეყნის დამარცხებაზე რომ დააკვრევინებს ტაშს.“ დასანანია, რომ პატივცემული კრიტიკოსის თვალში ამერიკის შეერთებულ შტატებს ხარბი კორპორაცია განასახიერებს. სინამდვილეში აშშ აბრაჰამ ლინკოლნი, ვუდრო ვილსონი და ლექსინგტონში საუკუნოდ ჩაწოლილი თინეიჯერი ბიჭებია.

გენოციდი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. მის წინააღმდეგ ყველა ღირსეულმა ადამიანმა ხმა უნდა აღიმაღლოს, მაშინაც კი, როდესაც გენოციდს შენი სამშობლო ჩადის.

აშშ ყველა ის რიგითი ამერიკელი ფერმერია, ვინც კენტუკიში ფეხზე წამომ-დგარმა ტაში დაუკრა „ავატარს.“ დასაწყისში, საკუთარი მიწის დამცველი ამერიკელი კოლონისტებიც გადაკეთებული სავაჭრო გემებით ებრძოდნენ ბრიტანეთის იმპერიის მრისხანე კრეისერებს.

შევეცადე, ფილმში რამდენიმე ძირითადი მომენტი გამომეყო, რომლებიც, ჩემი აზრით, ყველაზე კარგად გადმოსცემენ კამერონის მსოფლმხედველობას და ფილმის სიდიადეს.

ვაიპერვულფის ბუნაგი

აბორიგენის თვალით დანახული მიწა. თავისი მიწა. ლეკვებთან, თავის ოჯახთან, მოთამაშე ძუ ვაიპერვულფი. ჩემი სახლი ჩემი ციხე-სიმაგრეა.

ჩამოსულთათვის მტრული ბუნება. ასეა დედამიწაზეც - შემოჭრილ პარაზიტს ყველა ორგანიზმის ნებისმიერი უჯრედი მტრულად ხვდება. ვინც არ ან ვერ დახვდება, ნაადრევად დამარხავენ.

ხის დაწვა/წაქცევა

ქუორიჩის შეტევა ნა`ვის დასახლებაზე მაი-ლაის ტრაგედიის გამეორებაა. ნაპალმით დამწვარი დასახლება. დაბუგული და დახვრეტილი ვიეტნამელები. უმეტესობა ქალები, ბავშვები და მოხუცები.

მავანმა კრეტინმა Youtube-ზე მო’ტის განცდებით დაღმეჭილ გრიმასას სასაცილო უწოდა. ამას „მტრის დეჰუმანიზაცია“ ეწოდება და ძალიან საშიში სინდრომია. აღნიშნული ვაჟბატონის სულიერი და-ძმანი აბუ-გრაიბში ერაყელ პატიმრებს აწამებდნენ. მორალურ განზომილებას რომ შევეშვათ, პრაგმატული თვალსაზრისითაც უარეს სისულელეს ადამიანი ვერ მოიფიქრებდა. შედეგად, ორ კვირაში მოგებულ ომს ორწლიანი ამბოხება მოჰყვა.

ხის წაქცევა ცალკე განხილვას იმსახურებს. ფსიქოლოგობას ვერ დავიჩემებ, და სიღრმისეული ნიუანსების განხილვა პროფესიონალთათვის მიმინდვია. ისე, ჰერრ ფროიდს ალბათ დააინტერესებდა აღნიშნული ეპიზოდი: მას ლატენტური იმპოტენციის ელფერი დაჰკრავს, სხვის ნაყოფიერებაზე შურს ასეთი ხერხით რომ იძიებს თავად უსუსური.

ტრუდის დახმარება

თუ ქუორიჩი მომავლის უილიამ კელია, პილოტი ტრუდი ჰიუ თომპსონია, სადაზვერვო შვეულმფრენის ის გმირი ოფიცერი, ტყვიამფრქვევის მუქარით რომ შეაჩერებინა კელის ჯალათებს სოფელ სონმიში დღისით, მზისით დატრიალებული ბართლომეს ღამე. ოცდაათი წლის შემდეგ ეკიპაჟის სამივე წევრმა - თომპსონმა, ანდრეოტამ, კოლბურნმა - ჰეროიზმისათვის „ჯარისკაცის მედლები“ მიიღეს.

ჯეიკ სალი ნავის ნაწილი ხდება და ნაი`ტირის ერწყმის

შეუდარებელია. სხვა სიტყვა უბრალოდ ვერ გამოვძებნე. არ ვიცი, რამდენი იფიქრა კამერონმა, მაგრამ რაც გამოვიდა, სასწაული გამოვიდა. ჩემი ნება რომ იყოს, ანიმატორს მარტო ამ ეპიზოდისთვის მივცემდი “ოსკარს” ნაი`ტირის ყურებით და თვალებით გრძნობების ასეთი შთამბეჭდავი გადმოცემის გამო.

პლატონური სიყვარულით გაჩენილი ბავშვები ჯერ არ მინახავს. ინტერნეტში გადავამოწმე: ხუთი ცოლი ჰყოლია რეჟისორს. ჰეჰე, ასეც მოველოდი.

მოსისინე ნაი`ტირი აპარატიდან გათიშულ სალის იცავს

სიცოცხლის შექმნა და სიცოცხლის დაცვა ორი ძირითადი ინსტინქტია. მათ გვერდით ყველა დანარჩენი უფერულდება. აქ სტივენ სომერსს დავესესხები: ჩემი მეწყვილის სხეული „ჩემი ტაძარია.“ საკუთარ მეწყვილეს თუ არ დაიცავ, სიცოცხლეს ვერ გააგრძელებ და ვინმე ოთხხელა პალეონტოლოგი, ერთი 100 მილიონი წლის შემდეგ, ნამარხი ცხოველების მუზეუმში არქეოპტერიქსივით დააწყობს გადაშენებული ჰომო საპიენსების ძვლებს.

პოლკოვნიკი ქუორიჩი დანით კლავს თანატორს

სამი წელია, ვუჩიჩინებ ტერორიზმის სტუდენტებს, რომ ზილოტების, სიკარიების, ასასინების, ტუგების განხილვისას ძირითადი მომენტი მათი იარაღი და გამოყენების წესია: მკვლელობა, როგორც საკრამენტული აქტი, ზორვა, მსხვერპლშეწირვა. ამ ეპიზოდში ხან თანატორს ვგულშემატკივრობდი, ხან - ქუორიჩს. მერე შევეშვი. რადგან ორივე მხარე ზემოთ ხსენებული აგრესიის, საკუთარი სიცოცხლის დაცვის ხორცშესხმული მანიფესტაციაა, რომელსაც დიდი ხანია უზომო პატივს ვცემ.

ჯეიკ სალი ავატარი ხდება

ე.წ. Happy End მხოლოდ ჰოლივუდის სინდრომი როდია. ეს ამერიკული მსოფლმხედველობის, მესიანიზმის, Manifest Destiny-ს გამოძახილია. თვალი გადა-ავლეთ ეპიკურ ფილმებს, როგორ მთავრდება მათი აბსოლუტური უმრავლესობა? რატომ უნდა დარჩეს მაყურებელი „დაგრუზული“, ცხოვრება ხომ ისედაც ბრძოლაა?! ეკრანზე მაინც სძლიოს კეთილმა ბოროტს. დარწმუნებული ვარ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი გულის სიღრმეში ქვეცნობიერად ახდენს საკუთარი თავის ასოცირებას ეკრანულ პროტაგონისტთან. ამიტომაც რჩება ძალიან კმაყოფილი მისი გარდაუვალი ტრიუმფით. საკუთარი ტრიუმფით.

ფონურ მუსიკაში უკვე იგრძნობა, რომ კარგად დასრულდება. ვიზუალურ მხა-რეზე ხმას არ ამოვიღებ; მგონი, ბოლო კვირის განმავლობაში უკვე მეასედ ვუყურე ამ ეპიზოდს.

„ავატარი“ კინემატოგრაფიის შედევრია. მომავალში შექმნილ ყველა ეპიკურ ფილმს მას შეადარებენ. მერე მავანი კიდევ უკეთესს გადაიღებს. ეჭვი მაქვს, ვინც. რას ერჩით? დადის გენიოსი და ერკინება თავის ფანტაზიებს. შედეგით, მგონი, ყველა კმაყოფილი რჩება. ასე რომ, ღმერთმა შეარგოს ის 2.3 მილიარდი დოლარი.

ამოუწურავია ადამიანის გენია. ჯეიმს კამერონში ნამდვილად არის რაღაც დემონური, ოღონდ ამ სიტყვის პირველადი, ჭეშმარიტი, ღვთაებრივი გაგებით: „ხოლო დაიმონ მაშინ ეწოდება ღმერთს, როდესაც ნაგულისხმევია მისი ზემოქმედება ადამიანზე, კეთილისმყოფელი თუ ავისმომასწავებელი.“

იყო შემოქმედი უდიდესი ნიჭია, რამეთუ ფილოსოფიური დემიურგიც ავატარია - ღმერთის ავატარი.

დათო ჭოჭუა

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი