RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

ისტორიული მეხსიერების თაობაზე

Weekend-ის 2010 წლის 30 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა კენტის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის დოქტორანტი, ბატონი ვასილ რუხაძის წერილი "კოლექტიური მეხსიერება - ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების სამსახურში.”

24 საათი 27.02.10

Weekend-ის 2010 წლის 30 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა კენტის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის დოქტორანტი, ბატონი ვასილ რუხაძის წერილი "კოლექტიური მეხსიერება - ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების სამსახურში.”

საქართველოში კოლექტიური მეხსიერების კვლევის აუცილებლობაზე მეტად საფუძვლიანი და ავტორიტეტული მსჯელობით ავტორმა მოახდინა ინიცირება ისეთი მნიშვნელოვანი წამოწყებისა, რომლის წარმატებულ ხორცშესხმას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს საზოგადოებაში ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვითშეგნების განმტკიცების და საბოლოო ჯამში, - ქართული სახელმწიფოებრიობის სრულფასოვანი განვითარებისთვის. ერის კოლექტიური (ისტორიული) მეხსიერების რეანიმაცია და მისი ყოველმხრივ შესწავლა გახლავთ მეტად ფასეული ნებისმიერი რეპრესიებგამოვლილი ერის და ქვეყნის სრულყოფილი და ჯანსაღი განვითარებისთვის.

გვსურს, ამ მიმართულებით ჩვენი რამდენიმე მოსაზრება გავუზიაროთ საზოგადოებას.

1. ბატონ ვასილის მიერ ინიცირებული წამოწყების ხორცშესხმისათვის აუცილებელ და გადაუდებელ ამოცანად მიგვაჩნია ფონდის სტრუქტურულ-სამართლებრივი ფორმით "ევროპულ კვლევათა ცენტრის" შექმნა, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება სწორედ კოლექტიური მეხსიერების შესწავლა.

2. სასურველია, გაფართოვდეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ფორმატი: მუზეუმის ექსპოზიცია უნდა მოიცავდეს 207-წლიან პერიოდს ავადსახსენებელი 1783 წლიდან (ქართველი ერისთვის საბედისწერო "გეორგიევსკის ტრაქტატი"-ს დადების წელი) 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის ჩათვლით. ამასთან, ჩვენი აზრით, მუზეუმს უნდა ეწოდოს "რუსული ოკუპაციის მუზეუმი". ქართველი ერისთვის და ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრიობისთვის არც ერთ გარეშე მტერს არ მოუტანია ისეთი უდიდესი ზიანი, როგორც "ერთმორწმუნეობის"

ყალბი დროშით შემოჭრილმა რუსეთმა.

3. ასევე გადაუდებელ და მნიშვნელოვან ამოცანად გვესახება თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე "საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლ მამულიშვილთა ხსოვნის მემორიალი"-ს მოწყობა. ამისთვის პარკის ტერიტორიაზე უკვე არსებობს კომპლექსი, რომელსაც ამშვენებს საქართველოს სახალხო მხატვრის, ბატონ გოგი ოჩიაურის ორი შესანიშნავი სკულპტურა. ეს მემორიალი უნდა მოეწყოს სწორედ ვაკის პარკში, ვინაიდან იგი მორწყულია სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ პატრიოტთა სისხლით: ჯერ კიდევ 1923 წლის 20 მაისს სწორედ აქ დახვრიტეს ბოლშევიკებმა დიდი ილიას დისწული და მისი საქმის ღირსეული გამგრძელებელი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, გენერალი კოტე აფხაზი და მისი 14 თანამებრძოლი. ამის შემდეგ, 1930-იანი წლების დამლევამდე, აქ დაიხვრიტა მრავალი პატრიოტი. რაც შეეხება "უცნობი ჯარისკაცის" ნეშტს, მას, სასურველია, შესაფერისი ადგილი მიეჩინოს მუხათგვერდზე, მებრძოლთა საძმო სასაფლაოზე. საკუთრივ ვაკის პარკს კი, უპრიანია, ეწოდოს "მამულიშვილთა ხსოვნის პარკი".

4. აუცილებელია დაწესება "რუსული რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღისა". ასეთ თარიღად შეიძლება შერჩეულ იქნას 20 მაისი (კოტე აფხაზის და მის თანამებრძოლთა დახვრეტის დღე).

5. უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, აგრეთვე, საშუალო სკოლების უფროსკლასელებისა და უმაღლესი სასწავლებლების შესაბამისი პროფილის სტუდენტებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოების შედგენას კოლექტიური მეხსიერების

დარგში. მათში მაქსიმალური სიზუსტით, მიუკერძოებლად უნდა აისახოს რუსეთ-საქართველოს ავბედით ურთიერთობათა 207-წლოვანი ისტორია. ცხადად უნდა იყოს წარმოჩენილი ცარისტული, საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა რუსეთის ანტიქართული, დამპყრობლური, რეპრესიული პოლიტიკა და საქართველოს ანტისაოკუპაციო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორია. იმისთვის, რომ ფართო საზოგადოებამ, საქართველოს ყოველმა მოქალაქემ ზედმიწევნით გაითავისოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა მწარე გამოცდილება, სასურველი იქნება ორსაუკუნოვანი კოლექტიური მეხსიერების ამსახველი საკითხავი წიგნის შედგენა და გამოცემა საზოგადოების ფართო ფენებისთვის. კოლექტიური (ისტორიული) მეხსიერების კონტექსტში მეტად მნიშვნელოვანი იქნება იმ მდიდარი გამოცდილების გაზიარება, რომელიც ამ მიმართულებით გააჩნია ევროპის ერების ინსტიტუტს (ესპანეთი). 2005 წელს, აღნიშნული ინსტიტუტის ხელმძღვანელობითა და სხვადასხვა ესპანური ორგანიზაციების მხარდაჭერით, ბასკურ დაბა ლაუდიოში დაიწყო საკმაოდ ამბიციური პროექტის განხორციელება. წინამდებარე წერილის ერთ-ერთ ავტორს წილად ხვდა პატივი ყოფილიყო პროექტის მესვეურთაგანი. მიზანი იყო დაბის საკმაოდ ჩამკვდარი და სოციალურად პასიური, თუმცა იდეოლოგიურად დაპირისპირებული საზოგადოების გაერთიანება საერთო იდეისა და პროექტის გარშემო.

ექსპერიმენტი დიდი ენთუზიაზმით მიიღო მრავალმა ორგანიზაციამ. რაც შეეხება სკეპტიკოსებს, მათი ერთ-ერთი არგუმენტი ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ სამოქალაქო ომის შემდგომი ესპანური საზოგადოება, კერძოდ, ბასკეთის ეს მხარე, არაერთგვაროვანი, ჯერ კიდევ დაპირისპირებული ჯგუფებისაგან შედგებოდა. ფონდის პრეზიდენტი, ბატონი ხავიერ სალსედო ეგია თავადაც ამ დაბიდანაა წარმოშობით, პოლიტიკური მემკვიდრეობით ნაციონალისტურ ფრთას ეკუთვნის და უცვლელად მას უჭერს მხარს, მაგრამ სწორედ მან გამოიჩინა ყველაზე მეტი აქტიურობა და დაარწმუნა თვით ყველაზე სკეპტიკოსი თანამოქალაქეები ამ ნოვატორულ პროექტში მონაწილეობის აუცილებლობაში. სამი წლის გნმავლობაში დაბა ლაუდიოს თითქმის ყველა მცხოვრები კოლექტიური (ისტორიული) მეხსიერების პილოტი პროექტის თანამონაწილე და თანაავტორი გახდა: აგროვებდნენ ფოტო და ვიდეო-აუდიო მასალებს, იღებდნენ ინტერვიუებს და საკუთარი დაბის ისტორიული დოკუმენტების, ციფრული არქივის სისტემატიზაციას და კლასიფიკაციას ახდენდნენ. ისტორიკოსები, სოციოლოგები და

ექსპერტები აბსოლუტურად უსასყიდლოდ აკეთებდნენ ანალიზს და სპეციალურად შექმნილ ყოველთვიურ ჟურნალში აქვეყნებდნენ ყველაზე საყურადღებო მასალებს.

2007 წელს ამ პროქტზე მუშაობამ არნახული შედეგები გამოიღო და ბასკეთის მთავრობისა და ესპანეთის ხელისუფლების ყურადღება და დაფინანსებაც დაიმსახურა. იმავე წელს გამოიცა სპეციალური ორტომეული "ლაუდიოს ერთი საუკუნე" (პოლიტიკა, საზოგადოება, ეკონომიკა, ყოფა, კულტურა და განათლება) ვიდეო-აუდიო დამატებებით,

რომლებიც უფასოდ დაურიგდა როგორც ლაუდიოს მცხოვრებთ, ასევე პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს, ცენტრალურ ბიბლიოთეკებს, უნივერსიტეტებს და დაინტერესებულ ორგანიზაციებს. ჩამოყალიბდა ფონდი Ama Lur, რომელიც დღემდე დიდი წარმატებით მოღვაწეობს და სხვადასხვა კულტურულ, საგანმანათლებლო და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თავს უფლებას ვაძლევთ დავარწმუნოთ ჩვენი საზოგადოება იმგვარი ფონდის საქართველოში შექმნის აუცილებლობაში, რომელიც სხვა გადაუდებელი მიმართულებების გარდა, მიზნად დაისახავს საქართველოს უახლესი 200-

წლოვანი ისტორიის, კოლექტიური მეხსიერების შესწავლას, სისტემატიზაციასა და ანალიზსს. ამ პროექტის განხორციელება უნდა შემდგარიყო გუშინ, მაგრამ არასდროს არის გვიან, ვიდრე არსებობს ერის და საზოგადოების იმ ნაწილის ნება, ვისაც მართლაც სურს საქართველოს გადმობრძანება XXI საუკუნის პოლიტიკურ, კულტურულ

და ეკონომიკურ რეალობაში.

ამდენად, უახლოეს მომავალში თანამემამულეებს წარვუდგენთ პირველ პროექტს, რომლითაც თავის მოღვაწეობას დაიწყებს ახალი ქართული ფონდი, - "ევროპული კვლევების ცენტრი". იმედია, მოვახერხებთ ისეთივე წარმატებით გავართვათ თავი ამ მეტად სერიოზულსა და გადაუდებელ ამოცანას, როგორც ეს ესპანეთში გახდა შესაძლებელი.

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ეს გადაუდებელი და საშური საქმეა, რომელიც ყველამ ერთად, პირნათლად, მიუკერძოებლად და უანგაროდ უნდა ვაკეთოთ.

თამარ გამილაღდიშვილი-გაგუა,

ევროპის ერების ინსტიტუტის

ვიცე-პრეზიდენტი

ლევან ზ. ურუშაძე

საქართველოს ეროვნული

მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის

მუზეუმის კურატორი,

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი