RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

დევნილობაშიც ღირსეულად უნდა ცხოვრობდნენ...

იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციისა და დასაქმების პრობლემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია იმ პრობლემათა შორის, რომელთაც მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაობითა და მონდომებით ვერ გადაჭრი.

24 საათი 11.03.10

იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციისა და დასაქმების პრობლემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია იმ პრობლემათა შორის, რომელთაც მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაობითა და მონდომებით ვერ გადაჭრი.

ზრუნვა მათ, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოსგან სჭირდებათ და ასეც არის: საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, ნაყოფიერი და მიზანმიმართულია ქვეყნისთვის ამ უმწვავესი პრობლემის მოსაგვარებლად, ამიტომ თავად დევნილთა ნდობაც მისდამი განსაკუთრებულია. თუმცა პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ მასთან გამკლავებას საერთო საზოგადოებრივი ძალისხმევა მაინც სჭირდება და რეალური შედეგების მისაღწევად სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების თანადგომასა და ერთობლიობლივ მუშაობას მოითხოვს. სწორედ ამგვარი თანამშრომლობის მნიშვნელობისა და ეფექტურობის შესახებ რამდენიმე კითხვით მივმართეთ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კობა სუბელიანს, რომელიც წლების მანძილზე სფეროში დაგროვილი გამოცდილებითა და პრობლემისადმი მოქალაქეობრივი დამოკიდებულებით გამოირჩევა:

- ბატონო, კობა, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია dvv intenational-ი ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა შორის, რომელიც აქტიურად მუშაობს დევნილთა სოციალურ ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. ამაზე მეტყველებს თუნდაც ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ამჟამად მიმდინარე პროექტები, რომელთა ფარგლებში ამ რეგიონებში უკვე შეიქმნა და გაიხსნა სათემო განათლების ცენტრები. ერთ-ერთი მათგანი კოდაში საპატიოდ გახსენით თავად. გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება აღნიშუნლი პროექტებისა და სათემო განათლების ცენტრების შესახებ. თქვენი აზრით, რამდენად რეალურად და ეფექტურად დაეხმარება ეს ცენტრები დევნილებს პრაქტიკული პრობლემების მოგვრებაში?

- დიახ, დევნილთა განსახლება და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მათ მიმართ არსებული სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მთავარი ნაწილია. ამავე დროს აღნიშნული მიმართულებით სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების ერთობლივ მუშაობას მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 2008-2009 წლებში ევროკომისიამ გამოაცხადა სტაბილიზაციის ფონდის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა, როგორც dvv international - ი, ასევე სხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. მსგავსი პროგრამები დააფინანსეს სხვა დონორმა ორგანიზაციებმაც, მაგალითად, USAID - მა. ეს პროგრამები საშუალებას გვაძლევს დევნილებს დამატებითი უნარების ჩამოყალიბებაში დავეხმაროთ, თვითგამოხატვისა და თვითრეალიზების მეტი საშუალება მივცეთ მათ. სათემო განათლების ცენტრები კოდაში, გარდაბანსა თუ წყალტუბოში დევნილთა თემებს სწორედ ასეთ დამატებით შესაძლებლობებს სთავაზობს. მაგალითად, კოდაში ჩასახლებულია დიდი და პატარა ლიახვის და კოდორის ხეობიდან დევნილები, რომელთაც ცენტრში უცხო ენების, კომპიუტერის, სხვა დისციპლინათა შესწავლა შეუძლიათ, რათა სასურველ პროფესიას დაეუფლონ. ცენტრი, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსი ასაკის მოსახლეობისთვისაა გამიზნული, რომ ყველა თაობის ადამიანმა შეძლოს აქტიურად ჩაერთოს და დასაქმდეს მომავალში. ყველაზე მთავარი კი მაინც ის არის, რომ ცენტრები მათი თავშეყრის, ურთიერთობის, დაკავშირების ადგილი იქცევა, სადაც ისინი თავიანთ საჭირბოროტო საკითხებზე ერთად იმსჯელებენ, ერთად გადაწყვეტენ...

- როგორ ხორციელდება სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების ურთიერთთანამშრომლობა დევნილთა პრობლემასთან მიმართებაში და რა დახმარება შეგიძლიათ შესთავაზოთ მათ საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს?

- საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო პრობლემის პირველივე დღიდან აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოებრივ სექტორთან. გვაქვს რეგულარული სამუშაო შეხვედრები როგორც საერთაშორისო, ისე არასამთავრო ორგანიზაციებთან. ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით ქმედითი დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ჩამოყალიბებისას გახლდათ. ხშირად ერთად ვმონაწილეობთ საერთაშორისო კონფერენციებში, წინადადებებს ვიღებთ თავად დევნილი მოსახლეობისგანაც. ახლაც კი, როცა მათ მიმართ სახელმწიფო სტრატეგია უკვე განსაზღვრულია, თითქმის ყოველდღიურად ვხვდებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კომპაქტურად ჩასახლებულებს, რათა ვიცოდეთ, როგორ ხორციელდება მათ მიმართ დასახული ღონისძიებები ან მიმდინარე ეტაპზე რა მოთხოვნები აქვთ და რა პრობლემები აწუხებთ უფრო მეტად. ამისდა მიხედვით იხვეწება და წარიმართება შემდგომ ჩვენი პროგრამებიც. იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები საერთო საქვეყნო საზრუნავია და მათზე მუშაობისას, ბუნებრივია, რაც უფრო მჭიდრო კონტაქტი იქნება სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებს შორის, მით მეტად წაადგება საქმეს. ამიტომ სამინისტრო მუდამ მზად არის, სათანადო დახმარება აღმოუჩინოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, თუ კი მათ ასეთი რამ დასჭირდებათ ჩვენგან.

- დევნილთა განათლების, ინტეგრაციისა და დასაქმების პრობლემას მოიცავს მთელი რიგი სახელმწიფო პროექტები, რომლებიც თქვენს სამინისტროში ხორციელდება. თუ შეგიძლიათ უკვე მიღწეულ შედეგებზე საუბარი? გაგვიზიარეთ წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება, რომელიც დევნილთა პრობლემებთან მიმართებაში მიიღეთ?

- ასეა, ამ წლების მანძილზე დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო თუ სხვა ტიპის დახმარების მომცველი არაერთი ჰუმანიტარული პროგრამა განხორციელდა ჩვენთან. მათზე ცალ-ცალკე კონკრეტულად საუბარი ახლა ძნელია, მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიშველიებ: 1000-მდე დევნილი ბავშვი რეაბილიტაციის მიზნით საზღვარგარეთ გაიგზავნა; 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ დევნილ მოსწავლეებს სამინისტროსგან სასკოლოდ 100 ლარიანი ფულადი დახმარება გადაეცათ; იმის გამო, რომ დევნილი მოსახლეობა ომამდე კერძო სახლებში ცხოვრობდა და ყველას სასოფლო-სამეურნეო მიწა გააჩნდა, რომლის დამუშავებითაც თავს ირჩენდნენ, სახელმწიფომ მათზე აღნიშნული მიმართულებითაც იზრუნა: 6000-მდე ოჯახმა 900 ჰექტრამდე სასოფლო სამეურნეო და 195 ჰექტარი საკარმიდამო დანიშნულების ნაკვეთი მიიღო.

დონორთა დახმარებით ახალ ჩასახლებებში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროექტები ხორციელდება. გაიხსნა პურის საცხობი, მეფრინველეობის ფერმა, ბეტონის გადამამუშავებელი საწარმო და სხვა. დევნილთა დასაქმება ხდება ადგილზე გახსნილ მსხვილ საწარმოებშიც, საჯარო სამსახურებში. მაგალითად, წეროვანის მობილურ ჰოსპიტალსა და სასწრაფო დახმარების ცენტრში, საბავშვო ბაღში. შემუშავებული გვაქვს მათ პროფესიულ გადამზადებაზე ორიენტირებული პროექტებიც, რაც თავისთავად შემდგომში მათი დასაქმების წინაპირობაა. ეს ყველაფერი დევნილთა უკეთ ინტეგრირებისათვის კეთდება, მით უფრო, რომ ახალი ჩასახლებები უკაცრიელ ადგილებზე კი არ გაჩენილა, არამედ დასახლებული პუნქტების მიმდებარედ, რათა მათი ინტეგრირების პრობლემა არ შექმნილიყო. დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერადვე სამინისტროში აქტიურად მუშაობს დევნილთა თემის განვითარების ცენტრიც.

- დაბოლოს, რას ეტყვით დევნილებს, რომლებიც სახელმწიფოსგან და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან თანადგომას და მხარდაჭერას კვლავაც ელიან?

- დევნილთა პრობლემები ყოველთვის იყო და რჩება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში. პრობლემების დროული გადაწყვეტისთვის საჭიროა თავად დევნილთა აქტივიზაცია, მათი მზადყოფნა და მობილიზაცია. სახელმწიფოს ამოცანაა, დევნილები საკუთარ სახლში დაბრუნებამდე ღირსეულად ცხოვრობდნენ. Aამისთვის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს. მაგალითად, ვარემონტებთ კარკასულ და მიტოვებულ ობიექტებს თუ იმ ფართებს, სადაც დევნილები წლებია ცხოვრობენ და შემდეგ საკუთრებაში გადავცემთ მათ. ამ ეტაპისთვის დაკანონებულია 450-მდე ობიექტი, რეაბილიტირებულია 150 ობიექტი. პროცესი მანამ გაგრძელდება, სანამ ყველაAდევნილი ოჯახი ღირსეულ პირობებში არ იცხოვრებს. მართალია, დევნილებისთვის სახელმწიფომ უკვე ბევრი გააკეთა, მაგრამ ჩვენ კმაყოფილები მაინც არ ვართ და ეს გრძნობა მხოლოდ მას შემდეგ გაგვიჩნდება, როცა ოკუპირებულ და დაკარგულ ტერიტორიებს საბოლოოდ დავიბრუნებთ.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი