დასავლეთისკენ მიმართული მედვედევის “თავი”, თავისი რიტორიკით ყველანაირად აჩვენებს მოდერნიზაციის სურვილს, მაგრამ რეალობაში ჰორიზონტზე მობილიზაციის ნიშნები გამოისახა.
24 საათი 25.08.10
დასავლეთისკენ მიმართული მედვედევის “თავი”, თავისი რიტორიკით ყველანაირად აჩვენებს მოდერნიზაციის სურვილს, მაგრამ რეალობაში ჰორიზონტზე მობილიზაციის ნიშნები გამოისახა.
პუტინი ჯერ კიდევ ძალაშია, ჯერ კიდევ გააჩნია რესურსი “პატარა, გამარჯვების მომტანი ომის” ჩასატარებლად. სამწუხაროდ, ყველა ფაქტორი სახეზეა, მაგრამ რამდენად შესაძლებელია ომი, ან რამდენად სჭირდება კრემლს ომი? განსაკუთრებით საინტერესოა კადიროვის განცხადება, ერთიან სახელმწიფოში მარტო ერთი პრეზიდენტი უნდა იყოსო. ამის მაგვარი გუბერნატორების კრემლიდან დანიშვის დაწესება იყო. ძალაუფლების ვერტიკალი მძლავრდება. კრემლი მიდის უფრო მკაცრი და ხისტი ცენტრალიზებისკენ. როდესაც მოდერნიზაცია პირიქით დეცენტრალიზებას მოითხოვს. გათვლა გასაგებია. პირველი, განმტკიცებული ვერტიკალის მეშვეობით იოლი იქნება ომის წარმოება და მეორე, წარმატების ან წარუმატებლობის შემთხვევაში, იგივე ვერტიკალის იმედით ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნების შესაძლებლობა უფრო რეალური ჩანს, მოდერენიზების შემთხვევაში.
თავის დროზე უკვე განვიხილე ასეთი ვარიანტი, რომ პუტინი მობილიზაციური პოლიტიკის გატარებას შეეცდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ძალიან დიდ რისკზე მიდის, თუმცა, რუსეთში საყვარელი გამოთქმაა “ვინც არ რისკავს, შამპანურსაც არ სვამსო”.
ვერ მოიქცევა პუტინი სხვაგვარად. მოსალოდნელიც იყო. რა უნდა ვქნათ?უნდა მოვემზადოთ ომისთვის, თუ თავისუფლება და მშვიდობა გვინდა და რაც შეიძლება ხმამაღლა “ვიყვიროთ”, მაგრამ ჩვენს ხმამაღალ “ყვირილს” ამავე დროს, როგორც წესი, რუსული პროპაგანდა ისევ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებს, “ხომ ხედავთ, ქართველები რევანშისთვის ემზადებიანო”. რაში დასჭირდათ რუსი ოფიცრის აღიარება სააკაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით? ან როდის იყო, რუსულ ძალოვან ორგანოებში მომუშავე ადამიანი “აღიარებებს” აკეთებდა? ეს პუტინს “შინაური” ავტორიტეტის ასამაღლებლად დასჭირდა. ამით ამბობს: “დანაპირებს შევასრულებდი, მაგრამ შევიბრალეო”. ესეც გეგმის ნაწილია. ფაქტი სახეზეა - პუტინი და კრემლი ყველანაირად აჩვენებენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ. ქართული სახელმწიფო არ შედის რუსული იმპერიის გეგმებში. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ უფრო ჩავუღრმავდებით, შემდეგი სურათი იხატება. “მოქნეული ხელი უფრო საშიშია, ვიდრე დარტყმული”. კრემლისთვის ის ფაქტი, რომ საქართველოს ორი რეგიონი დაბლოკილი აქვს და ამით ხელს უშლის ქართული სახელმწიფოს პოტენციალის რეალიზებას, სასურველი შედეგია. მისი სტრატეგიული მიზანი - ევრაზიულ სივრცეში კონკურენტი ქვეყნის განვითარების შეფერხება - მიღწეულია. მაგრამ ეს მხოლოდ შეფერხებაა. ძირითადი მიზანი კი ქართული სახელმწიფოს არ არსებობაშია. საქართველოს პოტენციალის რეალიზება დაუშვებელი და დამანგრეველია იმპერიისთვის. აქედან გამომდინარე, კრემლმა ტაქტიკა შეიცვალა. ახალი მიზანია საქართველოს დაქუცმაცების მცდელობა, უკვე ცივილიზებული სამყაროს “დახმარებით”. ამისთვის მხოლოდ ერთი თემა რჩება, კრემლის მიერ “აღიარებულ” რეგიონებთან კონფლიქტების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალედ გვესმის ამ კონფლიქტების წარმოშობის ხასიათი და ბუნება, ის რომ ეს, მხოლოდ “იმპორტირებული” თემაა, ამის გააზრება ევროპაში ჯერ სათანადო დონეზე არ არის. თან სარკოზი-მედვედევის ექვსპუნქტიან ხელშეკრულებაში კონფლიქტების თემა ერთ-ერთია. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება სავსებით მართებულ პოლიტიკას ატარებს, ოკუპირებულ რეგიონებთან ინტეგრირების სტრატეგიის შემუშავებით და ლტოლვილების აუცილებლი დაბრუნების მოთხოვნით. ყველა არსებულ საერთაშორისო არენაზე მიმდინარეობს ცხარე დიპლომატიური შერკინება, ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად კრემლი ძალღონეს არ იშურებს და არც წესების დაცვით იწუხებს თავს. კრემლის ინტერესების გამტარებელი სტრუქტურები და ადამიანები დაუღალავ ბრძოლას აწარმოებენ ქართული სახელწიფოს იმიჯის შესალახად. გულაშვილის გამოხდომა და მისი შემდგომი ევროპული ვოიაჟი, ამ ბრძოლის ნათელი მაგალითია. მისი “დამსახურებაძ და ამოცანაც იმაში მდგომარეობდა, რომ ევროპაში, როგორც “დაზარალებულმაძ სააკაშვილი ლანძღოს. ჩვეულებრივ ევროპელ ობივატელს შეუქმნას საქართველოს “საზიზღარი” პრეზიდენტის იმიჯი. სათანადოდ ევროპელი ამომრჩეველის სიმპატიები “დაზარალებულ, შვილის გაუპატიურებას გადარჩენილი” ადამიანის მხარეზე უნდა გადაიხაროს. რამდენად მიღწევადი მიზანია, უკვე მეორე საკითხია, მაგრამ ასეთი შავი პიარი, სავსებით შეესაბამება კრემლის მეთოდებს. ერთი რამე გულწრფელად მიკვირს, ნუთუ ტელეკომპანია “კავკასიის” პერსონალს არ ესმის, რომ ისინი ამ თამაშში უბრალოდ “გამოიყენეს”? გარდა ამისა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომას, კრემლი შეგნებულად ატარებს საქართველოს ომით “დაშინების” პოლიტიკას, რისი მიზანიც პირდაპირი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის იძულებაა. ჩვენი რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკება, ევროპაში ბევრისთვის შვება იქნებოდა. მაგრამ ეს ჩვენ, მხოლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის ფაქტობრივ აღიარებას მოგვიტანს. პოლიტკორექტულული ევროპის ნაწილი შესაძლოა იოლად შეეგუებოდა ტერიტორიების გადანაწილებას, გერმანიის მაგალითი, ბევრს აღაფრთოვანებს. გერმანიამ დროებით უარი განახადა აღმოსავლეთ გერმანიაზე, მაგრამ შემდგომ დაიბრუნა. აქ, უმთავრესი მომენტი იმაში მდგომარეობს, რომ გერმანიის ოკუპაციას ოთხი ქვეყანა ახორციელებდა. ასე, რომ მარტო საბჭოთა კავშირის დადანაშაულება ოკუპანტობაში იურიდიულად და ფაქტობრივად არაკორექტული იქნებოდა. საქართველოს მთლიანობის დაცვა კი ევროპის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებშია. საშემოდგომო პოლიტიკური სეზონის გახსნისას რუსეთის “ოკუპანტობისძ სტატუსი, ფეხს მოიკიდებს ევროპის სივრცეზე. ამის წინააღმდეგ იბრძვის კრემლი. დუგინმა გააჟღერა: “მაინც ოკუპანტად ჩაგვთვლიან, ამიტომ ერდროულად უნდა შევუტიოთ საქართველოს: ზღვიდან ავიღოთ ბათუმი, ამავე დროს აღმოსავლეთიდან, სომხური ბაზიდან შევუტიოთ თბილისს, ასევე დავარტყათ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან”. ეს, სავსებით გასაგები და რეალური გეგმაც არის და “ხელის მოქნევაც”. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ვერ დაარწმუნებს ევროპას ქართული სახელმწიფოს “პირსისხლიანობაშიძ, მაშინ სამხედრო გეგმის ამოქმედდებით იმუქრება. “შინაური ოპოზიციისძ მეშვეობით ქართულ საზოგადოებაზე იდეულოგიური ზეწოლა არ შენელდება. პატარა საბაბი მაინც სჭირდებათ. სწორედ კრემლის ინტერესებშია. ქართული საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა, მისი არაცივილიზებული საქციელების პროვოცირება, სხვა ერებისადმი სიძულვილის ჩამოყალიბების მცდელობა. მაგალითად სომხებთან, აზერბაიჯანელებთან ან ჩინელებთან მიმართებაში. ჰო, ვიცი ამაზე რასაც მეტყვიან. პრეზიდენტმა “ზანგიძ ახსენაო. იმ აზრით, როგორც ეს პრეზიდენტმა ახსენა, თავად ამერიკაშიც და აფრიკაშიც მშვენივრად არის გასაგები და ამ თემაზე არც კი ღირს საუბარი. “ზანგიძდაჩაგრულის კონტექსტში იყო მოხსენებული, ეს კი ზანგების ინტერესების დაცვას ნიშნავს და არა რასისტობას. ამ თემაზე ატეხილი ისტერია, ამის დასტურია, რასაც კრემლის მზაკვრობის ახალი ტალღას ვუწოდებ. მისი უმთავრესი მიზანია ქართველების არაცივილიზებულ ერად წარმოჩენა. ამაში აქტიური დამხმარეები საკმაოდ ჰყავს. გამუდმებული საუბრები თემაზე როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები აფხაზებთან და ოსებთან, სწორედ კრემლის წისქვილზე ასხავს წყალს. ჯერ თავად კარგად უნდა გავიაზროთ და შემდგომ აღარ გაგვიჭირდება სხვების დარწმუნება, რომ ამ რეგიონებთან კონფლიქტები არ არსებობს. ყველაფერი რაც მოხდა, მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც რუსული იმპერია ეწოდება. კრემლის ინსპირირებულია ყოველივე, რაც მოხდა საქართველოში ამ ორი საუკუნის განმავლობაში. კრემლი და მისი სხვადასხვა “კეთილშობილურიძ იდეებით “შეიარაღებული” მარიონეტები ასრულებდნენ და დღესაც ასრულებენ კრემლის უზენაეს ნებას, როგორმე გამოაჩინონ ქართული სახელმწიფოს უსუსურობა და არაცივილიზებულობა. ადამიანებში უიმედობის ჩასახვა და თავისუფალი ნების პარალიზება. ჩვენი თავისუფლება ჩვენსავე ხელშია, ჩვენი ტოლერანტობა, მომთმენობა და ბევრი სხვა ბრწყინვალე თვისება, რომელიც ქართველ ერს ახასიათებს, არის თავისუფლების გარანტია. ბევრს ეს სიტყვები რიტორიკა და პათოსი მიაჩნია, მაგრამ ცივილიზებული სამყაროს პოლიტიკა დიდი ხანია ამ პრინციპებს ექვემდებარება და სწორედ ამიტომაც ცდილობს კრემლი თავი უფრო ცივილიზებულად გამოაჩინოს და საქართველო და მისი ხელისუფლება კი “ფაშისტურადძ წარმოსახოს.
ჩვენ კი რ უნდა ვესაუბროთ რუსეთს, ეს რუსეთი უნდა გვესაუბროს, სრულ და უპირობო დეოკუპაციაზე. ვისაც როგორ ენებოს, ისე იფიქროს მსოფლიოში, ან ქვეყნის შიგნით, მაგრამ ქვეყნის თავისუფლება მხოლოდ ასე არის შესაძლებელი. კრემლის უსუსურობაზე მეტყველებს, მისი მცდელობა, რომ როგორმე “შინაური” ზეწოლით, საქართველოს ხელისუფლება დაიყოლიოს პირდაპირ მოლაპარაკებაზე ან მარიონეტულ რეჟიმებთან “თავდაუსხმელობის პაქტზე” ხელი მოგვაწერინოს. გარდა იმისა, რომ ეს ფაქტობრივი აღიარება იქნებოდა, ასეთი დოკუმენტი რუსეთისთვის, სწორედ თავდასხმის მთავარი მიზეზი გახდებოდა. ამ შემთხვევაში საბაბის მოძებნა უფრო გაუადვილდებოდა. ოპოზიციის ძირითადი მიზანი სააკაშვილის ხელისუფლების დამხობაშია, რასაც დაუღალავად და ღიად აფიქსირებენ. იგივეს აფიქსირებს კრემლის პროპაგანდაც. “მე თუ ვაგინებ სააკაშვილს, იმას არ ნიშნავს რასაც პუტინი გულისხმობსო”(!) “ჩემი მტრის მტერი, ჩემი მოყვარეა”. ჩემი აზრით, ამას გააჩნია თავისი ახსნა, ჩვენი “ძვირადღირებულიძ ოპოზიცია ისევე განიხილავს ადამიანებს, როგორც პუტინი და მისი ძალაუფლება. რაც ზოგადად ახასიათებს პატრიარქალურ - ფეოდალურ აზროვნებას. კრემლის კულუარებში, ხალხს “ბიდლო”-ს უწოდებენ, აქ, მათი სულიერი ძმები - ბრბოს, ზოგჯერ გულში, ზოგჯერ პირდაპირ. რუსებს, პოპულარული გამოთქმა აქვთ: “პიპლ ვსიო სხავაეტ” (ხალხი ყველაფერს “ჩახეთქავს”). აღარაფერსაც არ “ჩახეთქავს” ქართველი ხალხი. ქართველ ადამიანი შესაძლოა მსოფლიო პოლიტიკის ნიუანსები ვერ ერკვეოდეს, მაგრამ გულწრფელობასა და ადამიანობას ნებისმიერს იქით ასწავლის. ქვეყანამ თავისუფლება აირჩია და ამ ნებას წინ ვეღარავინ დაუდგება. მიხეილ სააკაშვილს არ ჰყავს დემოკრატიული ოპოზიცია (“რუსული კოდი, ანუ რატომ არ ჰყავს მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიული ოპოზიცია”. 15.09.2009 წ. “24 საათი”) სააკაშვილის ხელისუფლება თავად არის რუსული იმპერიალიზმის დემოკრატიული “ოპოზიცია”, სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური ნებით შენდება დემოკრატია საქართველოში და ამაშია მისი “დანაშაული” კრემლის წინაშე. სწორედაც რომ მხოლოდ დემოკრატიას შეუძლია ქვეყნის გათავისუფლება, ეს იმათთვის ვინც ოპოზიციის არარსებობას ძალიან განიცდის. ქართულ საზოგადოებაში დემოკრატიაზე ბრწყინვალე თეორიულ-ლაბორატორიული წარმოდგენები და ცოდნა არსებობს, მაგრამ გასააზრებელია, რომ საქართველო კლასიკური დემოკრატიის მაგალითი არ არის. საქართველო საკუთარ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ დემოკრატიას ქმნის, იმ გეოპოლიტიკური მგომარეობიდან და თამამედროვე მოცემულობებიდან გამომდინარე, რომელშიც არსებობა უწევს. ქართული დემოკრატიის მშენებლობა, მაგალითი და პრეცენდენტი უკვე სხვებისთვის ხდება. ყველა ერის დემოკრატია “ინდივიდუალურიაძ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე გეოპოლიტიკური ინტერესების და მისწრაფებების ზუსტი გააზრება. საქართველოში ძალიან ბევრი სპეციალისტი დღემდე რჩება გასული საუკუნეების გეოპოლიტიკური აზროვნების რელსებზე, რაც ფაქტობრივად რუსული იმპერიის ხედვების გაზიარებას ნიშნავს. გასულ საუკუნეებში ჩამოყალიბებულმა გეოპოლიტიკამ, კაცობრიობა კატასტროფის წინაშე დააყენა, მეორე მსოფლიო ომის და მეორედ “კარიბის კრიზისის” დროს. ცივილიზებულმა სამყარომ პრინციპულად შეცვალა ქვეყნებისა და მსოფლიო თანაარსებობის ორგანიზაციული პრინციპები. სათანადოდ შეიცვალა გეოპოლიტიკური ხედვები, რომელიც პრინციპულად გამორიცხავს ერების და ადამიანების დამონებას.
თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველთვის “თავხედობაა”, ეს, ყოველთვის მარწუხებისა და ციხის კედლების ნგრევა არის. საქართველო ცხოვრობდა არათავისუფალ გარემოებაში და აღარ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ბევრი რამ, რაც არათავისუფლების პირობებშია ჩამოყალიბებული აუცილებლად დასანგრევია. პირველ რიგში ეს, მონობაში ჩამოყალიბებულ მსოფლმხედველობას ეხება. თავისუფლებისთვის ღირს ამ ყველაფერის დანგრევა. უნდა ვაღიაროთ, რომ ვარსებობდით არაცივილიზებულ გარემოში, რაც რუსული იმპერიის არსს წარმოადგენს და დღეს ამას ყველა ხედავს. სათანადოდ, თუ გვინდა ბარბაროსობას თავი დავაღწიოთ, ვაღიაროთ რომ, ჩვენც ისეთივე “ბარბაროსები” ვიყავით იმ გარემოში და ახლა ვალდებულები ვართ, ცივილიზაცაის ვეზიაროთ. ჩვენ შევძელით თავისუფლების ჟინის გამოჩენა, რაც მხოლოდ ნახევარი საქმეა, მაგრამ თავისუფალ პირობებში ცხოვრებას მხოლოდ ახლა ვსწავლობთ. საქართველოში მხოლოდ ახლა იბადებიან თავისუფალი ადამიანები. ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნება, თანამედროვე ცივილიზაციასთან დაახლოვების გარეშე შეუძლებელია. რაც უფრო მალე გავიაზრებთ ამას, ჯერ ერთი, უფრო მალე გავამთლიანებთ ქვეყანას და მეორე, ქართველი ერი არ მიდის ცივილიზაციასთან ცარიელი ხელებით, ჩვენი ისტორია, კულტურა და სახელოვანი წარსული, განსაკუთრებულ ინდივიდუალობას გვანიჭებს და ამას სათანადო პატივი და დაფასება ექნება, ეს კი წარმატებისა და კეთილდღეობის საწინდარია.
ორთავიანმა არწივმა იმდენჯერ დააბრალა სააკაშვილს პოლიტიკური გვამობა, რომ თავად იქცა “გვამად”. კრემლის ქმედება ნებისმიერი მიმართულებით დამღუპველია. რუსული იმპერია ყველგან წააწყდება ცივილიზებულად მოქცევის აუცილებლობას. თუ ომს დაიწყებს, საბოლოოდ დასამარდება როგორც სახელმწიფო, თუ არ დაიწყებს, იძულებული იქნება მოდერნიზებას მიჰყოს ხელი, რაც ითვალისწინებს თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას და დემოკრატიულ საზოგადოებას. ჩვენ კი, მზად უნდა ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარისთვის, მაგრამ უნდა ვირწმუნოთ, რომ ქართული სახელმწიფოს პოტენციური ძალა, დღევანდელი რუსული იმპერიის ფართობებს ბევრად აღმატება. თუ შეიძლება ზოგადად ასეთი შედარება. ამ პოტენციალს უცხოელი ექსპერტები “რბილ ძალას” უწოდებენ. ქართული აღმშენებლობის პოტენციალი ბევრად აღემატება რუსულ სამხედრო პოტენციალს. სწორედ ქართული სახელმწიფოს ნიჭისა და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ხარჯზე შეძლო იმპერიამ ამდენი ფართის შენარჩუნება. კავკასიის გადაკეტვამ მოუტანა ევრაზიაზე ჰეგემონიის საშუალება. რუსული ტერიტორიების შენარჩუნებას დიდი ფული სჭირდება, დიდი ფული კი ევრაზიული მონოპოლიის გარეშე ვერ ექნება. რუსი გეოპოლიტიკოსები სავსებით სამართლიანად აცხადებენ, რომ რუსული გეოპოლიტიკისთვის დამღუპველია მაგალითად, ირანის “დათმობა”, ეს რუსული თვალსაზრისით სრული სიმართლეა, მაგრამ რა, დავეთანხმოთ? თუ ვეთანხმებით ე.ი. გვეშინია და თუ გვეშინია მაშინ “სივრცეც” მათია. ვისაც თავისუფლებისთვის ბრძოლის ეშინია, ის თავისუფლებას არ იმსახურებს (ჩემი არ არის). სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებაში თავისუფლებაზე წარმოდგენები სერიოზულ კორექტირებას საჭიროებს, რაც იგივე, იმპერიული მსოფლმხედველობის მემკვიდრეობიდან გამომდინარეობს. მაგრამ ეს თემა, ცალკე განხილვას იმსახურებს. მხოლოდ რუსული იმპერია და მისი თანამოაზრე ქვეყნები აპელირებენ გასული საუკუნეების გეოპოლიტიკური ინტერესებით. საბაზრო ეკონომიკა, მშვიდობა და დემოკრატია დღევანდელი ცივილიზებული სამყაროს ძირითადი და რეალური ცხოვრების პრინციპებია. ამ საკითხებშიც ძალიან დიდი შერკინება მიმდინარეობს მსოფლიოში, ლიბერალები და ჰუმანისტები მწარედ კამათობენ დემოკრატიის მომავალზე. ბევრი შემხვედრია საქართველოში ვინც დემოკრატიას მხოლოდ ფასადად მიიჩნევს და თვლის, რომ ამ ფასადის მიღმა ავტოკრატიები და დიქტატურები განვითარდება. ჩემთვის საკითხი ცალსახად დგას, დემოკრატია უპირველეს ყოვლისა ადამიანის თავისუფლების სამსახურშია. თავისუფლება კი, ჩემი აზრით, არის მაშინ, როდესაც ადამიანის თავისუფალი ნება, საკუთარი უნარ-შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება და მისი უნარ-შესაძლებლობები, ყოველთვის აღემატება მის მოთხოვნილებებს. კაცობრიობის თავისუფალი ნაწილი და საქართველოს ხელისუფლება, იღწვის სახელმწიფოს და მოქალაქეების უნარ - შესაძლებლობების გაზრდისთვის, რაც თავისუფლების მიღწევის ყველაზე რთული, მაგრამ უტყუარი გზა არის. სწორედ ეს პრინციპებია რუსული იმპერიის მტერი. ერთადერთი რაც კრემლს დარჩენია, როგორმე ცივილიზებული სამყარო “მოქნეული ხელებით” დააშინოს. ქართული სახელმწიფოს ღირსებას შეადგენს ყველაფერი რაც მის ნიჭში, გენში, სიბრძნეში და გეოპოლიტიკურ ფუნქციაში დევს. ქვეყნის და მისი მოქალაქეების თვითრეალიზება შეუძლებელია ქვეყნის თავისუფლების გარეშე, მაგრამ ამ ყველაფერმა ჩვენს კისერზე უნდა გადაიაროს, ეს ყოველივე, თვითრეალიზების ნაწილია. ჩვენ გვერგო იმდენი, რამდენის აწევაც შეგვიძლია. ჟირინოვსკის წიგნში, რომელიც 1993 წელს დაიბეჭდა, “უკანასკნელი ნახტომი სამხრეთისკენ” ცინიკურად არის ნაჩვენები, თუ როგორ უნდა შექმნას რუსეთმა სამხრეთში, ინდოეთის ოკეანემდე, ერთიანი რუსული სივრცე, სადაც რუსული ენა, რუსული მანეთი და რუსული ჯარი იბატონებს. თავიდან რა თქმა უნდა ეწყინებათო, მაგრამ მერე ყველა კმაყოფილი იქნებაო(?). შეუძლებელია “იურისტის ბიჭს” არ დაეთანხმო, რუსულმა იმპერიამ ორი წლის წინ, უკანასკნელი ნახტომი მართლაც გააკეთა, სამხრეთის... უფსკნულში. “ხელების ქნევის” მაგივრად, აჯობებდა ფრთები გაეშალა და თავისუფლება დაეფასებინა, იქნება როგორმე გადარჩენილიყო, თუმცა ეს ორთავიანი არწივი, დაბადებიდან ვერ დაფრინავს, ხომ უნდა იცოდეს რომელი მიმართულებით გაფრინდეს? ამიტომაც “თავები” შეთანხმდნენ რომ ფრთები, მხოლოდ მიტაცებული მიწების გადასაფარავად სჭირდებათ.
სულიერად კი, ჩვენ ქართველებს, ცოდვა ნამდვილად მიგვიძღვის ღმერთისა და კაცობრიობის წინაშე, ორჯერ შევქმენით ეს, სულთამხუთავი იმპერია. საქართველოში დღესაც ბევრია ამის მსურველი, მაგრამ “მესამე რომი” არ იქნება და არც შეიძლება, რომ იყოს.