RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

რეფორმაში გაჭედილი კაცის ფიქრები

წარმოიდგინეთ მრავალსართულიანი შენობა, ოღონდ არა მრავალფუნქციური დანიშნულების, სადაც ბევრი, ძალიან ბევრი ხალხი იყრის თავს.

24 საათი 20.10.10

წარმოიდგინეთ მრავალსართულიანი შენობა, ოღონდ არა მრავალფუნქციური დანიშნულების, სადაც ბევრი, ძალიან ბევრი ხალხი იყრის თავს.

ეს, რა თქმა უნდა, დაწესებულებაა, თანაც ისეთი, თანამშრომლების ნაკლებობას რომ არ უჩივიან. შენობა 18 სართულიანია: თექვსმეტი სართული მიწის ზემოთ, ორიც - ქვემოთ. როგორც ყველა თანამედროვე ნაგებობა, ისიც კეთილმოწყობილია და, შესაბამისად, რამდენიმე ლიფტი ემსახურება. წესით და რიგით, ჩვენ იმ სიახლეებზე უნდა ვმსჯელობდეთ, რაც ამ 18-სართულიან შენობაში იგეგმება, მაგრამ რადგან შესაბამის კაბინეტებამდე მისაღწევად რთული გზაა გასავლელი, ჩვენც ამ გზას უნდა დავადგეთ - ანუ, ლიფტში ჩავსხდეთ.

ეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხების სამინისტროა. როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი მინისტრის ხელი აქაურობას მალევე დაეტყო, ოღონდ არა საკადრო ცვლილებების ან ოპტიმიზაციიის კუთხით. სიახლე ჯანდაცვის სფეროში ლიფტიდან დაიწყო. იქ, სადაც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ეს მეტად საჭირო მანქანა ჩვეულებრივ მოძრაობდა, დღეს ასეთი წარწერა დაგხვდებათ:

ლიფტი N1. -2-დან მე-7 ჩათვლით;

ლიფტი N2. 1 სართულიდან მე-16 ჩათვლით;

ლიფტი N3. - 2-დან 0 8-დან 16.

ლიფტი N 4 წარწერის გარეშე დარჩენიათ და უნდა ვივარაუდოთ, რომ ის მწყობრიდანაა გამოსული. სულაც არა. როგორც გაირკვა, ის მხოლოდ სპეციალური ჩიპის საშუალებით ადი-ჩამოდის, სპეციალური ჩიპი კი, ბუნებრივია, სამინისტროს რიგითი თანამშრომლებისთვის არ არის განკუთვნილი, რადგან ისინიც, ჩვენი არ იყოს, დანარჩენი სამი ლიფტით სარგებლობენ. ტრენინგი ლიფტებით სარგებლობაში, სამწუხაროდ, არ გამივლია, მაგრამ რადგან ამ ბოლო დროს ზედიზედ მომიხდა სამინისტროში მისვლა, ვეცდები, საქმის არსში გაგარკვიოთ. არც ისე ძნელია, ოღონდ გულდასმით მომისმინეთ. მთავარია, გვახსოვდეს, რომ ჩვენ, რიგითი მოქალაქეები, სამინისტროში მხოლოდ მიწიდან ორი სართულის ქვემოთ, მოქალაქეთა მისაღებში ვიმყოფებით და მხოლოდ აქედან მოვხვდებით ზემოთ. ვთქვათ, მე-12 სართულზე მიბრძანდებით - გირჩევთ, N3 ლიფტით ისარგებლოთ. სხვებთან ერთად ჯერ ახვალთ მე-7 სართულზე, იქ დაცლით კაბინას (წაიკითხე: ვაგონს) და მე-2 ლიფტში (წაიკითხე: მე-2 ხაზზე) გადაჯდებით. ეს მეორე ლიფტი (რომელიც, წესით, ლიფტი N 2 უნდა იყოს - აი, ის, 1-დან მე16-ზე რომ მოძრაობს) როცა გაჩერდება, ჯერ იქიდან გამოსულ ხალხს დაუთმეთ გზა და მხოლოდ ამის შემდეგ შებრძანდით კაბინაში. გახსოვდეთ, თქვენც ამავე გზით მოგიწევთ უკან დაბრუნება და ძალიან არ გესიამოვნებათ, ლიფტის კარს ცხვირწინ თუ მიგიხურავენ.

მე-2, მე3, მე-4, მე-5, მე-6 სართულზე მიბრძანდებით? მაშინ ლიფტი N 2 უნდა გამოიძახოთ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ როგორღაც პირველ სართულზე მოხვდებით, სადაც ჩვეულებრივ მხოლოდ თანამშრომლები მიდი-მოდიან. ხოლო თუ მინუს მე-2 სართულიდან ადიხართ მითითებულ სართულებზე, გჭირდებათ ლიფტი N3: ჩამოხვალთ 0 სართულზე და/ან ფეხით შეუყვებით კიბეს, ან მე-8 სართულიდან ასევე ფეხით ჩამოუყვებით - არ არის ძნელი. ექვსი სართულის ჩათვლით ნომერ პირველი ლიფტიც გამოგადგებათ, მაგრამ არ გირჩევთ, რადგან ამ უკანასკნელს ზედა სართულებზე მიმავალი ხალხი ეტანება. კიდევ ერთი გზა არსებობს: ლიფტი N 2 და იქიდან ასევე ფეხით სულ ერთი სართულის ავლა მოგიწევთ. მე-9 სართულზე უნდა მოხვდეთ? ესეც არაა რთული: გამოიძახეთ ლიფტი N3 და ერთი სართული ფეხით აიარეთ, ან არადა, ლიფტი N 1 მე-7 სართულზე გადაჯდომით, სადაც უკვე ლიფტი N 2 წამოგეწევათ. ისე, ამ უკანასკნელით მგზავრობა რეკომენდებული არ არის. მართალია, ინსტრუქციის თანახმად პირდაპირი მიმართულებით ყველაზე მეტ სართულზე (წაიკითხე: სადგურზე) სწორედ ეს ლიფტი (წაიკითხე: შემადგენლობა) მოხვდება (წაიკითხე: გაივლის), მაგრამ ამ უკანასკნელით ძირითადად სამინისტროს თანამშრომლები დადიან, ამიტომ გადატვირთულია და დიდხანს ლოდინი მოგიწევთ. როგორც ხედავთ, ყველაფერი იმდენად მარტივადაა, შეიძლება გენიალურადაც კი მოგეჩვენოს. მთავარია, ერთხელ აუღო ალღო, მერე ყველაფერი წყალივით მიდის და აღარც კი გაინტერესებს, სართულებზე შემორჩენილი მოციმციმე ისრები ზემოთკენაა მიმართული თუ ქვემოთ.

"გაჭედილხართ ლიფტში? /მე - კი! /სწორედ მაშინდელია ეს ოპუსი! / ასეც დავარქვი: / "ლიფტში გაჭედილი კაცის ფიქრები".

განა, შეიძლებოდა, ტარიელ ჭანტურიას ეს სტრიქონები არ გამხსენებოდა? ამ ლექსში, მე რომ ასე ძალიან მომწონს, ლიფტი კარცერთანაა შედარებული და მეტად სერიოზულ საკითხებზეა ლაპარაკი: სიკვდილზე, სიცოცხლეზე, სიყვარულზე, ერთგულებაზე, მაგრამ არა - სიბრიყვეზე. სხვათა შორის, ბატონი ტარიელი ჩემი მეზობელია და ჩვენი ლიფტიც ვერ მუშაობს მთლად გამართულად. აუცილებლად ვკითხავ, ისეთი ლიფტში რომ გაჭედილიყო, როგორიც ჯანდაცვის სამინისტროში მეგულება, რეფორმაზე თუ დაფიქრდებოდა? არადა, მე თუ მკითხავთ, ყველაფერი რეფორმის ბრალია, უფრო სწორად, ერთი მავნე ტენდენციის, რომლის თანახმადაც ყოველი ახალი მინისტრი, საჭიროა ეს თუ არა, რეფორმის მორიგ ტალღაზე უნდა მოექცეს. ჩვენს შემთხვევაში გაუკუღმართებული მგზავრობა მხოლოდ სიმპტომია იმ საშიში და გადამდები დაავადების, რომლის სახელიც ჯერ არ დაუდგენიათ, თუმცა ავადმყოფის ანამნეზი დაახლოებით ასეთია: გასაკეთებელი იმდენად ბევრია, მინისტრობის ერთი ვადა არ ყოფნის და საქმის ბოლომდე მიყვანა ჭირს; უფრო მეტად ჭირს საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ ხალხს იმაზე მეტს დაჰპირდი, ვიდრე შეგეძლო; ამიტომ მეათეხარისხოვან, მაგრამ თვალშისაცემ დეტალებზე ამახვილებ ყურადღებას; ბოლოს მაინც მოგხსნიან და ან დიპლომატიურ სამსახურში გაგიშვებენ, ან რექტორის სავარძელს შემოგთავაზებენ, მაგრამ მოადგილეს გაგიფარჩაკებენ.

იქნებ, საერთოდაც ამოგვეღო ჩვენი ლექსიკონიდან სიტყვა "რეფორმა" და მაღალი თუ დაბალი რანგის მოხელეებისთვის უბრალოდ პატიოსნად შრომა მოგვეთხოვა. მე ასე მასწავლეს: დემოკრატიული რეფორმები მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ტარდება და არა - პირიქით. ეს ერთი. მეორეც: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხების ახალ მინისტრს ის დრო მინდა შევახსენო, როცა სულ რაღაც ორი თვის წინ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ამ მეტად საჭირო სტრუქტურის ოფისი დღესაც ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარეობს და იქ არასოდეს არ ყოფილა ლიფტი, მაგრამ კიბეები მუდამ სავსეა სხვადასხვა სატკივარით დამძიმებული ადამიანებით. ბატონო მინისტრო, ეს ხალხი სამინისტროშიც დადის, სამწუხაროდ, ისევ და ისევ პრობლემების მოსაგვარებლად, და მეეჭვება, ხუმრობის ხასიათზე იდგეს.

არადა, ლიფტების გადანაწილების ამბავი სხვა დროს მართლაც სასაცილო იქნებოდა. არ ვიცი, ის დრო როდის დადგება; არც ის ვიცი, იმ დროს ეს ამბავი თუ გაგავახსნდება, მაგრამ რაკი სიტყვა ლიფტზე ჩამოვარდა, ჩემი ნება რომ იყოს, სამინისტროში მისულ მოქალაქეებს "საგზლად" ჯანი როდარის ერთ არაჩვეულებრივ ზღაპარს გავატანდი. ასე ჰქვია: "ამბავი ვარსკვლავებისაკენ წასული ლიფტისა". ეს არაკი ერთ საწყალ ბიჭზეა, რესტორანში მოსამსახურედ რომ აიყვანეს და კლიენტებისთვის შეკვეთების მიტანა დაავალეს. ერთხელაც რომოლეტო (ასე ერქვა იმ ბიჭს) ასმესამე სართულის მეთოთხმეტე ბინაში გამოიძახეს. ლიფტის ღილაკს ხელი დააჭირა და ... ცაში აიჭრა. რა არ გადახდა თავს: ვარსკვლავებიც ნახა, პლანეტებზეც იმოგზაურა, უცნაურ მაიმუნებსაც გადაეყარა, მაგრამ ჭირვეულ მარკიზ ვანანციოს ჩაციებული ლუდი მაინც დროულად მიართვა. ასე რომ, თუ კარცერზე ფიქრი არ მოგინდებათ, ვარსკვლავებზე იოცნებებთ და N1, N2 თუ N3 ლიფტების მოლოდინში დრო შეუმჩნევლად გავა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი