RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

"ხე­ლოვ­ნე­ბა რთუ­ლია, ის არ არის გარ­თო­ბა..."

ხე­ლოვ­ნე­ბა რომ რთუ­ლია და რომ მას­ზე მსჯე­ლო­ბი­სას ჯობს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს მო­ვუს­მი­ნოთ და არა თუნ­დაც კარ­გად გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბულ მოყ­ვა­რუ­ლებს, ამ თე­მა­ზე ხში­რად მი­წევს სტუ­დენ­ტებ­თან სა­უ­ბა­რი..

24 საათი 09.01.12

  •   aa
    გურამ წიაბახაშვილის პროექტი დედაენის ბაღში
  •   aa

ხე­ლოვ­ნე­ბა რომ რთუ­ლია და რომ მას­ზე მსჯე­ლო­ბი­სას ჯობს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს მო­ვუს­მი­ნოთ და არა თუნ­დაც კარ­გად გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბულ მოყ­ვა­რუ­ლებს, ამ თე­მა­ზე ხში­რად მი­წევს სტუ­დენ­ტებ­თან სა­უ­ბა­რი..

სა­თა­უ­რად გა­მო­ტა­ნი­ლი ცი­ტა­ტა კი ან­სელმ კი­ფე­რის ინ­ტერ­ვი­უ­დან არის, რო­მე­ლიც 2011 წლის 9 დე­კემ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნ­და "The Guardian’-ში მი­სი დი­დი გა­მო­ფე­ნის მზა­დე­ბი­სას ლონ­დო­ნის გა­ლე­რეა “White Cube"-ის­თ­ვის.

მხატ­ვ­რულ პრო­ცე­სებ­ში გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ დას­ჭირ­დე­ბა ახ­ს­ნა, თუ ვინ არის ან­სელმ კი­ფე­რი, ამ სფე­როს­თან ნაკ­ლე­ბად ზი­ა­რე­ბულ­თათ­ვის კი ვიტყო­დი, რომ ის მე­ო­რე მსოფ­ლი­ოს ომის შემ­დ­გო­მი პე­რი­ო­დის მხატ­ვ­რო­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­გუ­რაა, გერ­მა­ნუ­ლი ახა­ლი ექ­ს­პ­რე­სი­ო­ნის­ტუ­ლი ტალ­ღის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, უდი­დე­სი მას­შ­ტა­ბი­სა და ურ­თუ­ლე­სი ნა­მუ­შევ­რე­ბის ავ­ტო­რი. "The Guardian”-ის წე­რი­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­სას მას უკ­ვე ხე­ლი უნ­და მო­ე­წე­რა გა­უქ­მე­ბუ­ლი ატო­მუ­რი სად­გუ­რის - მი­ულ­ხა­იმ კერ­ლი­ხის რე­აქ­ტო­რის ყიდ­ვის სა­ბუ­თებ­ზე, - შე­დე­გად ყო­ფი­ლი რე­აქ­ტო­რის დი­დი ტე­რი­ტო­რია ან­სელმ კი­ფე­რის ასე­ვე დიდ სტუ­დი­ად გა­და­იქ­ცე­ვა. ინ­ტერ­ვი­უ­ში ის ასე­ვე სა­უბ­რობს თა­ნა­მედ­რო­ვე არტ სამ­ყა­როს სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნებ­ზე, ახ­სე­ნებს დე­მი­ან ჰირ­ს­ტ­საც, რო­მე­ლიც მას ძა­ლი­ან მოს­წონს და რო­მელ­საც ან­ტი-ხე­ლოვ­ნე­ბის ავ­ტო­რად თვლის. დე­მი­ან ჰირ­ს­ტის “ან­ტი-ხე­ლოვ­ნე­ბას" ბევ­რი კრი­ტი­კო­სი ჰყავს, მას ბრალს სდე­ბენ, რომ ხე­ლოვ­ნე­ბას ის აქ­ცევს “ბრენ­დად" , - აქ იგუ­ლის­ხ­მე­ბა მის მი­ერ უკ­ვე შექ­მ­ნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის ას­ლე­ბის აუქ­ცი­ო­ნებ­ზე გა­მო­ტა­ნა, სა­დაც ისი­ნი პირ­ვე­ლად ფას­ზე ნაკ­ლე­ბი არ ღი­რან.. ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ტ­სამ­ყა­როს ამ­ბე­ბია, მას­შ­ტა­ბუ­რი, სა­ინ­ტე­რე­სო, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი, ამ­ბი­ვა­ლენ­ტუ­რი და რაც მთავ­რია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი...

რა ხდე­ბა ჩვენ­თან თა­ნა­მედ­რო­ვე ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ში? სა­ქარ­თ­ვე­ლო რომ კარ­გა ხა­ნი არ არ­სე­ბობ­და თა­ნა­მე­დო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის რუ­კა­ზე, ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ­ტის­ტულ წრე­ებ­ში წი­ნა სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს და­იწყო და თა­ნა­მედ­რო­ვე ვი­ზუ­ა­ლურ ხე­ლოვ­ნე­ბას დღემ­დე დი­დი დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბით უწევს ქარ­თულ კულ­ტუ­რულ სივ­რ­ცე­ში ად­გი­ლის მო­პო­ვე­ბა, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ტ­ს­ცე­ნა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ად­გილ­ზე... ჩვენ რომ პოს­ტ­საბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა ვართ, სა­დაც იდე­ო­ლო­გი­უ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა მძი­მე მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბაა და მი­სი ინერ­ცი­ის­გან დღე­საც კი ვზა­რალ­დე­ბით, ამა­ზე უკ­ვე აღა­რა­ვინ და­ვობს და ყვე­ლას­თ­ვის მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი გახ­და ხე­ლოვ­ნე­ბის თე­მის მუდ­მი­ვად პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექ­ს­ტ­თან მიბ­მა. იდე­ო­ლო­გი­უ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა კი უმე­ტეს წი­ლად რომ კიტ­ჩუ­რია, ამ თე­მა­ზე და­მა­ჯე­რებ­ლად იმ­ს­ჯე­ლა მხატ­ვ­რუ­ლი კრი­ტი­კის კლა­სი­კოს­მა კლე­მენტ გრინ­ბერ­გ­მა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომამ­დე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილ­ში “კიტ­ჩი და ავან­გარ­დი", რომ­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბას და­ეთ­მო. ამ ქვეყ­ნე­ბის (საბ­ჭო­თა კავ­ში­რი, ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნია, მუ­სო­ლი­ნის იტა­ლია..) ხე­ლოვ­ნე­ბა ძა­ლი­ან ჰგავ­და ერ­თ­მა­ნეთს, იყო პომ­პე­ზუ­რი, ფსევ­დო კლა­სი­ცის­ტუ­რი, თვა­ლის­მომ­ჭ­რე­ლი, მარ­ტი­ვად სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი.. ამათ­გან საბ­ჭო­თა კავ­ში­რი რო­გორც რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი და პროგ­რე­სუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო თა­ვი­დან მხარს უჭერ­და ავან­გარ­დულ ხე­ლოვ­ნე­ბას, ამის დას­ტუ­რად დღემ­დე პირ­ვან­დე­ლი სა­ხით შე­მორ­ჩე­ნი­ლი შუ­ხო­ვის კოშ­კიც გა­მოდ­გე­ბა, რო­მე­ლიც ლე­ნი­ნის სი­ცოცხ­ლე­ში­ვე აიგო, თუმ­ცა რო­გორც კი რე­ჟი­მი ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მის­კენ წა­ვი­და, უარი თქვა ავან­გარ­დ­ზე და მა­სებ­ზე გათ­ვ­ლილ კიტჩს მი­მარ­თა.. გრინ­ბერ­გი ასე­ვე დიდ დროს უთ­მობს იმის ახ­ს­ნას, თუ ტრე­ტი­ა­კო­ვის გა­ლე­რე­ა­ში მოხ­ვედ­რილ გა­უ­ნათ­ლე­ბელ რუს გლეხს რა­ტომ მო­ე­წო­ნე­ბა რე­პი­ნის სუ­რა­თი და არა პი­კა­სოს ტი­ლო.. რე­პი­ნის ტი­ლო­ზე ის ხი­ლუ­ლი საგ­ნის ოს­ტა­ტურ კო­პი­რე­ბას და­ი­ნა­ხავს და ამით მო­ი­ხიბ­ლე­ბა, პი­კა­სოს ტი­ლო­ზე კი უც­ნა­უ­რად გა­მო­სა­ხუ­ლი იგი­ვე სა­გა­ნი და­აბ­ნევს, რომ­ლის არ­სის გა­გე­ბის­თ­ვის მას გარ­კ­ვე­უ­ლი ცოდ­ნა და დრო დას­ჭირ­დე­ბა, რო­მელ­თაც ის მოკ­ლე­ბუ­ლია..

მი­მო­ხილ­ვით-ანა­ლი­ტი­კურ წე­რი­ლებ­ში უკ­ვე აღი­ნიშ­ნა, რომ გა­სუ­ლი წე­ლი და­ხუნ­ძ­ლუ­ლი იყო ახა­ლი სკულ­პ­ტუ­რე­ბით, სხვა­დას­ხ­ვა ხმა­უ­რი­ა­ნი არტ თუ ფსევ­დო არ­ტ­მოვ­ლე­ნე­ბი­თა და დის­კუ­სი­ე­ბით, თუმ­ცა, ამ წლის ხე­ლოვ­ნე­ბას არ ახა­სი­ა­თებ­და ის ხა­რის­ხი, რომ­ლის კრი­ტე­რი­უ­მებს ად­ვი­ლად ვერ გან­საზღ­ვ­რავთ და რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ხდე­ბა ამა თუ იმ ნა­მუ­შევ­რის აღი­ა­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ტ­ს­ცე­ნა­ზე. სა­ერ­თა­შო­რი­სო არტ სცე­ნას რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, პირ­ველ რიგ­ში ჩვენ­თ­ვის იქ­ნე­ბო­და სა­ინ­ტე­რე­სო ისეთ არ­ტ­პ­რო­ცესს შევ­ს­წ­რე­ბო­დით, ან ადეკ­ვა­ტუ­რად მო­წო­დე­ბუ­ლი (ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია!) ისე­თი ნა­მუ­შე­ვა­რი გვე­ხი­ლა მშობ­ლი­ურ ქვე­ყა­ნა­ში (თუ სა­და­უ­რი ხე­ლო­ვა­ნის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ამას მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს), რო­მე­ლიც ფარ­თო დის­კურ­სის წარ­მომ­შო­ბი იქ­ნე­ბო­და. სწო­რედ ეს ნი­შა­ნი ით­ვ­ლე­ბა დღე­ის­თ­ვის ერთ-ერთ მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად იმ ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუშ­თა ხა­რის­ხის გან­საზღ­ვ­რი­სათ­ვის, რო­მელ­თაც აღი­ა­რე­ბა ელით და ეს აღი­ა­რე­ბა არ იქ­ნე­ბა ლო­კა­ლურ-პრო­ვინ­ცი­უ­ლი წრით შე­მო­საზღ­ვ­რუ­ლი. ამ ლო­კა­ლურ-პრო­ვინ­ცი­ულ წრეს კი სა­ბო­ლო­ოდ კლა­უს­ტ­რო­ფო­ბი­უ­ლი ფსი­ქო­ზი ელის, რად­გან შე­უძ­ლე­ბე­ლი დიდ ხანს იმ რე­ჟიმ­ში გაგ­რ­ძე­ლე­ბა ცხოვ­რე­ბი­სა, რო­მე­ლიც უგე­მოვ­ნოდ პრი­მი­ტი­ულ­სა და ინ­ფან­ტი­ლურ თა­მაშს ეყ­რ­დ­ნო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით ამ ტი­პის შე­თან­ხ­მე­ბით; -”შენ ვეფხ­ვი და­მი­ძა­ხე და მე ლომს და­გი­ძა­ხებ.." ამ წრემ (ზო­გა­დი ტენ­დენ­ცია იგუ­ლის­ხ­მე­ბა) კი­დევ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პოს­ტ­ტო­ტა­ლი­ტა­რულ-ქარ­თუ­ლი ვერ­სია შექ­მ­ნა პოს­ტ­მო­დერ­ნიზ­მის გა­გე­ბი­სა: მარ­ტი­ვი მა­გა­ლი­თი რომ ავი­ღოთ, თუ და­სავ­ლურ კულ­ტუ­რა­ში პოს­ტ­მო­დერ­ნიზ­მი მო­დერ­ნიზ­მის კრი­ტი­კუ­ლი გა­და­აზ­რე­ბა­სა და კი­დევ ბევრ სხვა რა­მეს­თან ერ­თად გუ­ლის­ხ­მობს იმა­საც, რომ შე­იძ­ლე­ბა პოპ­კულ­ტუ­რა მა­ღა­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის თე­მა გახ­დეს, ან ვერ­სა­ლის კონ­ტექ­ს­ტ­ში კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა წარ­მო­ად­გი­ნონ და ა.შ.., ხსე­ნე­ბულ ლო­კა­ლურ პრო­ვინ­ცი­ულ წრეს მი­აჩ­ნია, რომ პოს­ტ­მო­დერ­ნიზ­მია, რო­ცა დი­ზა­ი­ნერ- დე­კო­რა­ტო­რი ვი­დე­ო­არტს აკე­თებს, ან ტან­საც­მ­ლის დი­ზა­ი­ნე­რი - არ­ქი­ტექ­ტუ­რას; რო­ცა ვი­ზუ­ა­ლურ ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე კომ­პე­ტენ­ტუ­რი სა­ხით ის მსჯე­ლობს, ვი­საც ამ სფე­რო­ში არა­ნა­ი­რი აკა­დე­მი­უ­რი და სის­ტე­მუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ მი­უ­ღია.. და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი სი­ტუ­ა­ციაა თუ წარ­მო­ვიდ­გენთ, რომ კა­ლათ­ბურ­თის გუნ­დი ფეხ­ბურ­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­უშ­ვეს იმ მო­ტი­ვით, რომ ორი­ვე სპორ­ტია და მსა­ჯის როლს უბ­რ­ლოდ რო­მე­ლი­მე სპორ­ტ­ს­მე­ნის ფა­ნი ას­რუ­ლებს.. თით­ქ­მის ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა პო­პუ­ლა­რულ-ქარ­თუ­ლად გა­გე­ბუ­ლი პოს­ტ­მო­დერ­ნიზ­მი... ისე, ალ­ბათ, ამა­ზე დროს და­კარ­გ­ვა არ ღირს და და­ვუბ­რუნ­დე­ბი ისევ სე­რი­ო­ზულ ხე­ლოვ­ნე­ბას და დის­კურ­სის თე­მას.

ამ სფე­როს კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მკვლე­ვა­რე­ბი თვლი­ან, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა მა­შინ არის ღი­რე­ბუ­ლი, თუ ის სხვა ბევრ თვი­სე­ბას­თან ერ­თად (სუ­ბი­ექ­ტუ­რი­სა და ზო­გა­დის სპე­ცი­ფი­უ­რი გა­დაკ­ვე­თა, ტა­ბუს დარ­ღ­ვე­ვა, კონ­ტექ­ს­ტ­თან ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბა, მო­ბი­ლუ­რო­ბა, ენერ­გი­უ­ლო­ბა, ჭე­მა­რი­ტე­ბის ძი­ე­ბა და ა.შ.) დის­კურ­სის წარ­მომ­შო­ბიც არის. ილუს­ტ­რა­ცი­ის­თ­ვის მარ­ტი­ვი მა­გა­ლი­თი გა­მოდ­გე­ბა: ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ფაქ­ტი, რომ ან­დ­რე­ას გურ­ს­კის ფო­ტო შე­იძ­ლე­ბა მი­ლი­ო­ნე­ბად გა­ი­ყი­დოს. არ­ტ­ბაზ­რის მას­შ­ტა­ბე­ბი, მი­სი სის­ტე­მა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი სხვა თე­მაა და ნა­მუ­შევ­რის ხა­რის­ხის ადეკ­ვა­ტუ­რი მხო­ლოდ სი­ბო­ლუ­რად არის, მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში ეს აღი­რე­ბას ნიშ­ნავს სწო­რედ ხა­რის­ხის გა­მო. რას ეხე­ბა ან­დ­რე­ას გურ­ს­კის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ფო­ტოგ­რა­ფია? - ეს ძა­ლი­ან დი­დი ფორ­მა­ტის ფო­ტო­ე­ბი აღ­წევს ის­ტო­რი­უ­ლი ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის ზო­მებს; ციფ­რუ­ლად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და სრულ­ყო­ფი­ლად და­ბეჭ­დი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი ერ­თ­დ­რო­უ­ლად პრი­ა­ლა და ავის­მო­მას­წა­ვე­ბე­ლია. მას იზი­დავს არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი თე­მე­ბი - დი­დი სას­ტუმ­რო­ე­ბი, სა­ო­ფი­სე შე­ნო­ბე­ბი, ბირ­ჟა, სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნე­ბი - ყვე­ლა­ფე­რი, რაც კვე­ბავს გლო­ბა­ლურ კა­პი­ტა­ლიზმს.

გურ­ს­კიმ ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი საგ­ნობ­რი­ო­ბა აქ­ცია ვი­ზუ­ა­ლურ პო­ზი­ცი­ად ირ­გ­ვ­ლივ არ­სე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი­სა და იმ სის­ტე­მის მი­მართ, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ... ანუ, გურ­ს­კი­სა თუ სხვა აღი­ა­რე­ბუ­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის თე­მა იმ სამ­ყა­როს კვლე­ვა-ძი­ე­ბის მცდე­ლო­ბე­ბია, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ და ამ გზა­ზე ისი­ნი თუ რო­მელ მე­დი­უმ­სა და ფორ­მატს ამო­ირ­ჩე­ვენ, მათ უკ­ვე ყვე­ლას­თ­ვის მო­ბეზ­რე­ბუ­ლი პოსტ- პოს­ტ­მო­დერ­ნიზ­მი თუ მე­ტა­მო­დერ­ნიზ­მი სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას სთა­ვა­ზობს.

თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ტ­სამ­ყა­რო­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რო­ბის მოთხოვ­ნი­ლე­ბით წარ­მო­შო­ბი­ლი თბი­ლი­სურ-არ­ტის­ტუ­ლი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა კი გა­სულ წელს ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­ერ მოწყო­ბილ კი­დევ ერთ აქ­ცი­ა­ში გა­მო­ი­ხა­ტა, სა­დაც მოთხოვ­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმს ეხე­ბო­და. მათ დე­და ენის ბაღ­ში თა­ნა­ბა­რი ზო­მის მუ­ყა­ოს ყუ­თე­ბით წარ­მო­ად­გი­ნეს მუ­ზე­უ­მის სა­კუ­თა­რი ვერ­სი­ე­ბი. აქ­ცი­ის ინი­ცი­ა­ტო­რი ფო­ტო­გა­ფი და მხატ­ვა­რი გუ­რამ წი­ბა­ხაშ­ვი­ლი იყო. რა თქმა უნ­და, მუ­ზე­უ­მის მოთხოვ­ნა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ იყო მხო­ლოდ კონ­კ­რე­ტუ­ლად მუ­ზე­უ­მის მოთხოვ­ნა. უფ­რო მე­ტად აქ იმ კონ­ტექ­ს­ტის პრობ­ლე­მა­ტუ­რო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, სა­დაც თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლო­ვა­ნე­ბი თა­ვი­ანთ ად­გილს ვერ პო­უ­ლო­ბენ, სა­დაც ცალ­კე­უ­ლი მხატ­ვ­რე­ბი­სა თუ ჯგუ­ფე­ბის მოღ­ვა­წე­ო­ბა მწი­რი და ფრაგ­მენ­ტუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სა­ხით არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი გა­აზ­რე­ბის გა­რე­შე და რომ აქ მხატ­ვა­რი მარ­გი­ნა­ლურ სივ­რ­ცეს ვერ სცდე­ბა... სა­ქარ­თ­ვე­ლო რო­გორც პოს­ტ­საბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა უკ­ვე ოცი წე­ლია იდენ­ტო­ბის დის­კურ­ს­შია, რო­მე­ლიც არ­ც­თუ ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქა­ურ­მა არ­ტის­ტებ­მა გა­მო­ი­ა­რეს კრი­ზი­სის პე­რი­ო­დი, საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის დროს მათ ზღუ­დავ­და ცენ­ზუ­რა და სა­ვალ­დე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი იდე­ო­ლო­გი­უ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა. მათ სურ­დათ იმ პრო­ცე­სებ­ში მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რომ­ლე­ბიც იმ პე­რი­ო­დის და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში მი­დი­ო­და, მაგ­რამ წინ უამ­რა­ვი ბა­რი­ე­რი ეღო­ბე­ბო­დათ. ძა­ლი­ან რთუ­ლი ჰიბ­რი­დია პოს­ტ­ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი არ­ტის­ტუ­ლი ფორ­მა. თქვენ შე­იძ­ლე­ბა 1990-იან წლებ­ში გე­ნა­ხათ აქა­უ­რი მხატ­ვ­რის ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც სრუ­ლი ას­ლი იყო 70 ან 1980-იან წლებ­ში­და­სავ­ლეთ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ტე­ფაქ­ტი­სა, თუმ­ცა ამას ბრმა პლა­გი­ატ­საც ვერ და­ვარ­ქ­მევ­დით, რად­გან მას ორი­გი­ნა­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით კი­დევ სხვა ფუნ­ქ­ცი­აც ჰქონ­და, - ის ფიქ­სირ­დე­ბო­და იმ სივ­რ­ცე­ში, სა­დაც ეს თა­ვის დრო­ზე არ მომ­ხ­და­რა და ამ პე­რი­ო­დის მხატ­ვ­რე­ბი თით­ქოს გა­მო­ტო­ვე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას ავ­სებ­დ­ნენ ამ “ას­ლე­ბი­თა" თუ იმი­ტა­ცი­ე­ბით.. ქარ­თ­ვე­ლი არ­ტის­ტე­ბის სურ­ვილ­მა ჩარ­თუ­ლიყ­ვ­ნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ტის მსოფ­ლიო პრო­ცე­სებ­ში, მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პო­პუ­ლა­რულ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნებ­ზე, აუქ­ცი­ო­ნებ­ზე ენა­ხათ სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი, ერ­თ­გ­ვა­რი მარ­ცხი გა­ნი­ცა­და.

შე­საძ­ლოა, ნა­წილ­მა მარ­თ­ლაც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ბა ამ პრო­ექ­ტებ­ში, მაგ­რამ მა­თი მო­ნა­წი­ლე­ბა იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი და­ფიქ­სი­რე­ბა იყო ფაქ­ტი­სა, რო­მე­ლიც რთუ­ლად სცდე­ბა სტე­რე­ო­ტიპს მხატ­ვ­რი­სა “მე­სა­მე სამ­ყა­რო­დან.."

რო­ცა ქარ­თ­ვე­ლი მხატ­ვ­რე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმს ითხო­ვენ, ეს არ არის მხო­ლოდ მხო­ლოდ მა­თი უფ­ლე­ბე­ბის­თ­ვის ან­გა­რი­შის გა­წე­ვის მოთხოვ­ნა და შე­იძ­ლე­ბა ბევ­რიც არა­ფე­რი და­შავ­დეს, თუ სულ არ იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ამ­გ­ვა­რი მუ­ზე­უ­მი. მაგ­რამ მათ ასე­ვე აქვთ სურ­ვი­ლი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბაც ნა­ხონ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში და ამ სფე­როს ლე­გი­ტი­მა­ცია მოხ­დეს, რომ­ლის ან­დერ­გ­რა­უნ­დუ­ლი და ტუ­სოვ­კუ­რი სტა­ტუ­სი არ გაზ­რ­დი­ლა ზუს­ტად იმ მი­ზე­ზით, რომ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-90-იანი წლე­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბი არ და­ფიქ­სირ­და ვერ­ბა­ლურ გა­მოც­დი­ლე­ბად და არც არ­ტე­ფაქ­ტე­ბი და არც დო­კუ­მენ­ტა­ციაა სად­მე გა­მო­ფე­ნი­ლი.

შე­საძ­ლოა, რეფ­ლექ­სი­ის ეს ერ­თ­გ­ვა­რად შეწყ­ვე­ტი­ლი პრო­ცე­სი, ანუ კვლე­ვი­სა და ფიქ­სა­ცი­ის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი საკ­მა­ოდ ვრცე­ლი მო­ნაკ­ვე­თი სა­ბა­ბია იმი­სა, რომ ჩვენ­თან თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა ძნე­ლად ვი­თარ­დე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შე­იძ­ლე­ბა ფო­ტო­შო­ფის პრინ­ცი­პით სხვა­გან არ­სე­ბუ­ლი ფორ­მე­ბის კო­პი­რე­ბა და გად­მო­ტა­ნა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ, მაგ­რამ ეს ჩვე­ნი გა­რე­მოს­თ­ვის ორ­გა­ნუ­ლი არ იქ­ნე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ პრო­ვინ­ცი­უ­ლი მიმ­ბაძ­ვე­ლო­ბის გან­ზო­მი­ლე­ბას ვერ ავ­ც­დე­ბით.

თუმ­ცა, თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მი რომც აშენ­დეს და უკი­დუ­რე­სად ფუ­ტუ­რის­ტუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის შემ­ქ­მ­ნე­ლი მარ­თ­ლაც სხვა პლა­ნე­ტი­დან რომ მო­ვიწ­ვი­ოთ, ჩვენს არ­ტის­ტულ პრო­ცე­სე­ბის სტი­მუ­ლა­ცია შე­იძ­ლე­ბა ამა­ნაც ვერ გა­მო­იწ­ვი­ოს, რად­გან ჩვენ ჯერ­ჯე­რო­ბით ისევ პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი აგენ­დის ფარ­გ­ლებ­ში ვმოქ­მე­დებთ და ამ აგენ­დის ფარ­გ­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­სუ­ლი წლის “ხე­ლოვ­ნე­ბი­თა" და მას­ზე თუნ­დაც ყვე­ლა­ზე ექ­ს­პან­სი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბით გა­დატ­ვირ­თუ­ლი წე­ლი­წა­დი. ხე­ლოვ­ნე­ბა კი არ იქ­მ­ნე­ბა პრო­ნო­ზი­რე­ბა­დი აგენ­დის ფარ­გ­ლებ­ში, ხე­ლოვ­ნე­ბა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა გარ­ღ­ვე­ვაა, რო­მე­ლიც ვერ გა­კეთ­დე­ბა იმ პი­რო­ბებ­ში, რო­ცა ინ­ს­პი­რა­ცი­ას გა­მომ­წ­ვე­ვი მხო­ლოდ გრან­ტია, ან პერ­სო­ნა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის უუნა­რო­ბა­ზე აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტი. თუმ­ცა, ამ ბა­ზა­ზეც შე­იძ­ლე­ბა ზოგ­ჯერ სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მას წა­ვაწყ­დეთ, მაგ­რამ ის ნაკ­ლე­ნად იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე რა­ღაც ეფექ­ტის ძა­ლის მქო­ნე. მთა­ვარ პრობ­ლე­მად კი მე მა­ინც გა­ნათ­ლე­ბას და­ვა­სა­ხე­ლებ­დი. თა­ნაბ­რად გვჭირ­დე­ბა ახალ პროგ­რა­მებ­ზე მუ­შა­ო­ბა რო­გორც სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სას­წავ­ლებ­ლებ­ში, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

და ბო­ლოს ისეც ცი­ტა­ტით და­ვას­რუ­ლებ ან­სელმ კი­ფე­რის ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან: “ხე­ლოვ­ნე­ბა რთუ­ლია. ის არ არის გარ­თო­ბა. სულ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნია, ვი­საც რა­მის თქმა შე­უძ­ლია ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე, - ეს წრე ძა­ლი­ან ვიწ­როა. რო­ცა მე ახალ ხე­ლო­ვანს ვხვდე­ბი, ძა­ლი­ან დიდ დროს ვუთ­მობ იმის გარ­კ­ვე­ვას, ეს ხე­ლოვ­ნე­ბაა თუ არა. რო­ცა ყი­დუ­ლობ ხე­ლოვ­ნე­ბას, ეს არ ნიშ­ნავს, რომ გეს­მის ხე­ლოვ­ნე­ბა..."

ხა­თუ­ნა ხა­ბუ­ლი­ა­ნი

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი