ბევრს სურს საპასუხო რეაქციის მხოლოდ იმ შემთხვევაში მიღება, თუ იგი პოზიტიურია.
24 საათი 06.10.09

ბევრს სურს საპასუხო რეაქციის მხოლოდ იმ შემთხვევაში მიღება, თუ იგი პოზიტიურია.
გაკრიტიკებისა და საკუთარი კრიტიკის მოსმენის სწავლა თანაბრად ძნელია. როდესაც თავდასხმის სახით, ჩვენს შესახებ თავდასხმისმაგვარ ნეგატიურ კომენტარს ვისმენთ, ბუნებრივია კრიტიკოსის მიერ გამოთქმულ დადებით შენიშვნასაც უარვყოფთ. კომენტარს უარვყოფთ. თუმცა კრიტიკისადმი სერიოზული მიდგომა, რაოდენ გამოუსადეგარიც არ უნდა იყოს ის, უსარგებლო არ არის.
“ხალხის უმეტესობა ამბობს, რომ საპასუხო მნიშვნელოვანია, მაგრამ დაფარული გზავნილი კი გულისხმობს, - “მანამ, სანამ ის დადებითია,” - ამბობს რობერტ ბრუქსი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ფსიქოლოგიის კლინიკის ასისტენტ პროფესორი.
მართალია, შეიძლება სხვების გაკრიტიკება უფრო იოლად მოგეჩვენოთ, ვიდრე საკუთარ თავზე კრიტიკის მოსმენა, ეს ყოველთვის ასე არაა, ყოველ შემთხვევაში, თუ ამის სწორად გაკეთება გსურს. ლეონ ფ. ზელცერი, კლინიკის ფსიქოლოგი, რომელმაც ამ საკითხის ვრცელი მიმოხილვა დაწერა, საპასუხო რეაქციასა და კრიტიკას ერთმანეთისაგან განასხვავებს. ჟურნალში სადაც იგი ფსიქოლოგიისათვის წერს, აღნიშნავს, რომ:
- კრიტიკის ორი სახე არსებობს: კრიტიკა, რომელიც განსჯის და კრიტიკა, რომელიც ადანაშაულებს. მან შეიძლება მოიცვას მარკირება, მორალის წაკითხვა, დამოძღვრა და სასაცილოდ აგდებაც კი. რეაგირება, საპასუხო რეაქცია კი აქცენტს მიმღების მოტივაციაზე აკეთებს, აწვდის რა კონკრეტულ ინფორმაციას, რაც მიმღების მიერ საკუთარი საქციელის გაანალიზებას იწვევს.
- კრიტიკა თავის თავში გულისხმობს სხვა ადამიანის მოტივის შესახებ ნეგატიური დასკვნების გამოტანას. საპასუხო რეაქცია კი რეაგირებაა ამა თუ იმ საქციელის არა მხოლოდ წინასწარ განზრახულ არამედ რეალურ შედეგებზე.
- კრიტიკა ხშირად შეიცავს რჩევას, ბრძანებას, ულტიმატუმს, რაც კრიტიკის ობიექტს თავდაცვისაკენ უბიძგებს და აბრაზებს - და ყველა შედეგს ანგრევს. საპასუხო რეაქცია კი მეორე მხრივ, ნაკლებ ყურადღებას აქცევს იმას, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ადამიანი და ცვლილების შემთხვევაში მიღებული სარგებლის შესახებ დებატებს იწვევს.
ეს ბოლო პუნქტი სწორედ ისაა, რამაც დარენ გურნი, ნიუ იორკში მდებარე “New Rochelle” (ნიუ როჩილეს) საშუალო სკოლის მასწავლებელი, ჩააფიქრა. ბატონი გურნი სკოლისა და კოლეჯის კალათბურთის გუნდის მწვრთნელიცაა და იგი კალათბურთის საზაფხულო ბანაკს ხელმძღვანელობდა. მან აღმოაჩინა, რომ გაკრიტიკების საუკეთესო გზა ის კი არაა, მოთამაშეს უთხრა, რა გააკეთა ცუდად, არამედ სთხოვო, გააანალიზოს, უკეთ რისი გაკეთება შეეძლო.
“მოსმენის უნარი არაა სათანადოდ დაფასებული,” - ამბობს ბატონი გურნი. ის მოთამაშეებს თხოვდა, გაეანალიზებინათ სამი რამ, რაც იმ დღეს ცუდად გამოუვიდათ და ასევე ის, თუ როგორ უნდა გამოასწორონ ეს: “ეს სათამაშო მოედნიდან ცხოვრებისეულ ჩვევად უყალიბდებათ”
თუმცა აშკარაა, რომ ხალხი კრიტიკას უკეთ იღებს, თუ უფროსი (მეუღლე თუ მშობელი) პოზიტიურ საპასუხო რეაქციასაც არ დაინანებს.
“გაკრიტიკებისას აუცილებელია პიროვნების აღზრდის სტილის გათვალისწინება, -თქვა ბატონმა გურნიმ, - პიროვნების ტემპერამენტისა და იმ გარემოს გათვალისწინება, სადაც პიროვნება იზრდებოდა, ზოგჯერ კი ორივე მათგანის ერთდროული გათვალისწინება, რადგან ზოგი მათგანის იდეები აზრთა გაცვლის პროცესში საგრძნობლად იცვლება, მაშინ, როდესაც სხვებს ამისათვის გამბედაობა არ ყოფნით.”
შინობუ კიტაიამამ, მიჩიგანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა გამოიცნო კრიტიკისგან აშკარად განსხვავებული რეაგირება, მაგალითად, ამერიკულ და იაპონურ კულტურაში.
“ზოგადად ჩანს, თითქოს თანამედროვე ამერიკულ კულტურაში ძნელია კრიტიკის მიღება, - თქვა პროფესორმა კიტაიამამ, - ეს აღიქმება, როგორც თვითშეფასებაზე განხორციელებული მუქარა ან თავდასხმა. იაპონურ კულტურაში თვითსეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო დიდი ყურადღება საკუთარი თავის გაუმჯობესებას ეთმობა.”
იაპონელ და ამერიკელ სპორტსმენთა შესახებ დაწერილ დიდი ნაშრომში, რომლის თანაავტორიც პროფესორი კიტაიამაც არის, აღნიშნულია, რომ იაპონელი სპორტსმენები და შეჯიბრებაში მონაწილეები ორჯერ უფრო მეტად ნეგატიურად აკრიტიკებდნენ საკუთარ გამოსვლას, ვიდრე ამერიკელები.
“ამერიკელები ოთხ პოზიტიურ და ერთ ნეგატიურ კომენტარს აკეთებენ საკუთარი გამოსვლის შესახებ, მაშინ, როდესაც იაპონელები შემთხვევაში პოზიტიური და ნეგატიური კომენტარების რაოდენობას ათანაბარებენ,” - თქვა ჰაზელ რ. მარკუსმა, სტენფორდში ფსიქოლოგიის პროფესორმა და ნაშრომის თანაავტორმა. ეს და სხვა შრომებიც, თქვა მან, აღნიშნავს რომ, ნეგატიური უკუგება იაპონელების მოტივაციას ზრდის, ხოლო პოზიტიური - ამერიკელების.
ლიზა ორელი, რომელიც წერს და ასევე ატარებს “ვორქშოფებს” იმის შესახებ, რასაც იგი “Millennial”-ებს - ადამიანები 20 წლის ასაკში - უწოდებს, ამბობს, რომ არსებობს თაობათა შორის განსხვავება. “მოძველებული სტილის მენეჯმენტი უფრო უხეშია - თქვა მან, - და ხშირად ნაკლებად იცვლება, რაც კვარტალურ მიმოხილვებში საპასუხო რეაქციას იმსახურებს. “Millennial”-ებს სურთ ხშირი კონტაქტი ჰქონდეთ უფროსებთან, თუნდაც ყოველდღიური”.
მისის ორელი აცნობიერებს, რომ თანამედროვე თაობა 20 წლის ასაკში ნაკლებად არიან ნეგატიური აზრების მოსმენას შეჩვეული. ექსპერტები ამბობენ, რომ კრიტიკის მიღებისას, მნიშვნელოვანია მოსმენა. არ გადახვიდეთ თავდაცვაზე, მაგრამ არც ჩათვალოთ, რომ კრიტიკოსი მართალია. თუმცა, ეს არც ისე იოლია, ეცადე გააანალიზო, რა ინფორმაციაა ღირებული და შესაფერისი და რა - არა.
მიუხედავად იმისა რომ შენი თავდაპირველი ინსტინქტი შეიძლება კამათისაკენ ან ბოდიშის მოხდისა და კრიტიკისაგან თავის სწრაფად დაღწევისაკენ გიბიძგებდეს, დარჩი და მშვიდად დასვი შეკითხვები სიტუაციის გასარკვევად.
ალინა ტუგენდი