ახალი ენერგოსადგურები
24 საათი 13.10.09
ახალი ენერგოსადგურები
წერილი რედაქტორს:
რით არის ბაზარი უფრო ქმედუნარიანი, ვიდრე მისი მარეგულირებლები? ბაზრები თავისათავად არ არსებობენ, არსებობს მათი რეგულირება განსხვავებული მიზნებით. თავისუფალი ბაზრის იდეა ილუზიაა, რომლის წარმოშობა გარკვეულმა მოსაზრებებმა განაპირობა და რომელსაც მედია ყოველ ნაბიჯზე გამალებით უკეთებს რეკლამას.
სიტყვა “თავისუფალი” ამ კონტექსტში არსებითად ნიშნავს კაპიტალბრუნვას, რომელიც ადამიანის მოთხოვნილებებზე პასუხს სრულიად არ აგებს.
ქვეყნები, რომელთაც როჯერ კოენმა “ახალი ენერგოსადგურები” შეარქვა, ვერასოდეს მიაღწევდნენ ასეთ ეკონომიკურ წარმატებას, რომ არა მათი ბაზრების- განსაკუთრებით, ფინანსური ბაზრების მარეგულირებლები.
რიჩარდ ბეფლი
ვენა.
წერილი რედაქტორს:
ვფიქრობ, თქვენთვის საინტერესო იქნება შემდეგი ცნობები: დღევანდელი საბანკო დრამა მხოლოდ ერთგვარი “გადამღერებაა” წინანდელი დრამებისა, რომლებსაც დაახლოებით 18-20 წლიანი ინტერვალებით მუდმივად ჰქონდა ადგილი: 1819, 1837, 1857, 1873, 1893, 1914 წლებში; შემდეგ 1926 წლის ქონებრივი პიკი, რასაც 1974 და 1991 წლების იმედია, თქვენთვისაც ნაცნობი მოვლენები მოჰყვა.
იგივე მიზეზები, იგივე შედეგები...
საკმაოდ ბევრი ფაქტი ადასტურებს იმას, რომ წინანდელი საბანკო კრიზისები, ამჟამინდელის მსგავსად, შედეგად მოჰყვა უძრავი ქონების ფასების კოლაფსს.
ფილიპ. ჯ. ანდერსენი
ლონდონი.
დავემშვიდობოთ სიძულვილს
წერილი რედაქტორს:
გავეცანი პამელა ბლომის წერილის ესპანურ ვერსიას (გაზეთ La Reforma-ს 2009 წლის 29 სექტემბრის შაბათის ნომერი). იმ ძალადობის ფონზე, რომელმაც წალეკა მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, განსაკუთრებით მექსიკა - მიუხედავად აღმსარებლობისა, ყველა ჩვენგანს ბუდიზმის მოძღვრება ერთადერთ მართებულ გზას მიუთითებს. ჭეშმარიტი ეკუმენიზმი არის ჩვენი ერთადერთი და საბოლოო შანსი თავი დავაღწიოთ ამ კრიზისს (რომელიც ურთიერთპატივისცემის დაკარგვამ შვა) და გადავარჩინოთ პლანეტა.
გილერმო დე ლა ვეგა.
მეხიკო.
შორეული ექო ხეხილის ბაღიდან
წერილი რედაქტორს:
გწერთ სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის ძველი ფერმიდან, რომელიც მზესუმზირის გაშლილი მინდვრებითაა გარშემორტყმული. ამ წერილის დასაწერად დიდი წვალებით წამოვდექი ლოგინიდან, სადაც სიამოვნებით ვკითხულობდი ნიუ-იორკ თაიმსის Le Mond-ის ყოველკვირეულ დამატებას.
ამ წერილით მინდა მხარი დავუჭირო როჯერ კოენს, რომელიც ეგრეთწოდებულ ტექნოლოგიურ მიღწევებზე საუბრობდა. ტექნოლოგიური მიღწევების სრული უარყოფა ცხადია, არ შეიძლება, მაგრამ ვერც იმას უარყოფ, რომ ისინი თანდათან ჩვენს დეჰუმანიზებას ახდენენ. ფინანსურმა კრიზისმა ცხადყო, რომ ადამიანთა სიხარბეც უნდა აილაგმოს და ახალი ტექნოლოგიების მომხრეებმაც უნდა შეწყვიტონ პროგრესის ე.წ. სიკეთეების შესახებ კაცობრიობის გულუბრყვილო რწმენის ბოროტად გამოყენება.
მოდით, შევანელოთ ეს გამალებული სრბოლა და სიცოცხლის ხმამაღალი განდიდება, მიმოვიხედოთ ირგვლივ და წყნარი ცხოვრების მდინარეებით ჩუმად დავტკბეთ.
ალექსანდრ ელკაიემი
ვილნიოვ სურ ლო საფრანგეთი
Send comments to nytweekly@nytimes.com.