RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
10 მარტი, ოთხშაბათი 2010
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

კონტრაპუნქტი ჭაობში

დირიჟორი, რა თქმა უნდა, იქ იყო — თავის ადგილზე, ორკესტრის წინ და ზურგით ჩვენკენ, იქ, სადაც თავის დროზე ვაგნერმა დააყენა.

24 საათი 08.02.10

დირიჟორი, რა თქმა უნდა, იქ იყო — თავის ადგილზე, ორკესტრის წინ და ზურგით ჩვენკენ, იქ, სადაც თავის დროზე ვაგნერმა დააყენა.

მას შემდეგ ფეხიც არ მოუცვლია. იმ საღამოსაც იქ იყო. ახალი და უჩვეულო არაფერი ჩანდა. თუმცა როგორ არა? — დირიჟორი კი არ იდგა, იჯდა. თანაც სრულიად უძრავი იყო, მხოლოდ იდაყვები უთრთოდა ოდნავ და მათ თრთოლვას ზოგჯერ, განსაკუთრებით დაძაბულ მომენტებში, ვერცხლისფერი თმის ბულულიც უერთდებოდა, ვერც კი გაარჩევდი, დირიჟორობს თუ ჩაცუცქულა და ქსოვს... მე კი სწორედ იმ საღამოს მივხვდი, რომ სიმფონიის ის ნაწილი სულაც არ ყოფილა ზედმეტი...

რამდენჯერ მომისმენია ეს სიმფონია! — ცოცხლად და ჩანაწერშიც. პარტიტურაც მინახავს, ავტორისეული კლავირებიც გამირჩევია — ორი და ოთხი ხელისთვის. ყოველთვის მეგონა, რომ სკერცო სრულიად ზედმეტი იყო. ბავშვობიდან მეხსიერებაში ჩამრჩა პავლე ხუჭუას სიტყვები: "ამ სკერცოს მოსმენისას ჩვენ წინ გაიელვებს ესპანელი მხატვრის, ფრანსისკო გოიას ან ჩვენი თანამემამულის, ლადო გუდიაშვილის გრავიურათა მსგავსი სახეები". სისულელე და სნობიზმი — არაფერს გაუელვია, არასოდეს... იმ საღამომდე.

მხოლოდ იმ საღამოს გაიხსნა ზეცა და მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები. კარგა ხანს ვფიქრობდი, მაგრამ ვერ ვაგნებდი პასუხს. პასუხი კი სიმარტივის გამო გამირბოდა: მთელი საიდუმლოება ზუსტად და ოსტატურად შერჩეული ტემპები იყო. მეტი არაფერი. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩაიკოვსკის მეექვსე სიმფონია მან მაჩუქა — ოდისეი დიმიტრიადიმ, დიდმა დირიჟორმა, რომლის ხელები არასოდეს მინახავს.

ეს ბოლო დეტალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გასულ კვირას, რადგან "24 საათის" ფურცლებზე ნამდვილი შეტევა განხორციელდა საქართველოში მოწვეულ ესპანელ დირიჟორზე, მარიანო რივასზე. გამოქვეყნდა ორი სტატია: 4 თებერვალს — ქეთევან მელიქიშვილი, "ვერდის რეკვიემი თბილისში"; 5 თებერვალს — სოფო კილასონია, "ვარშავა შოპენის იუბილეს გოგი ჭიჭინაძეს ანდობს". მეორე სტატიაში საინტერესოა ქვესათაური: "ქართველი დირიჟორები შორს საქართველოდან?!". ეს შეძახილი, ცოტა არ იყოს, დამაბნეველია — რაო, გადაადგილების თავისუფლება დირიჟორებზე არ ვრცელდება? მაგრამ აქ ორი მოთხოვნა უნდა შევასრულოთ: ჯერ ერთი, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, მეორეც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე ზედაპირულ შედეგებსაც შეიძლება ჰქონდეს ძალიან ღრმა მიზეზები...

ამიტომ დინჯად შევუდგეთ საქმეს.

ორივე ტექსტის საერთო მტკივნეული წერტილია ესპანელი დირიჟორი მარიანო რივასი. მოვისმინოთ:

1. "ფაქტია, რომ დირიჟორის მანუალური ტექნიკა არც ისე დახვეწილი იყო. ხელების ზედმეტი მოძრაობა ვერ გადმოსცემდა შესაბამის მუხტს", — წერს ქეთევან მელიქიშვილი.

2. "როცა [მუსიკოსებმა] ჰორიზონტზე ერთი უცნაური ჟესტების მქონე ესპანელი დირიჟორი დაინახეს და არა ერთი მისი მსგავსი დაინახეს მის უკან, უკვე გააპროტესტეს," — ენამზეობს სოფიო კილასონია. სხვათა შორის, ამ ტექსტიდან ძნელი გასაგებია, ეს "უცნაური ჟესტიკულაცია" თვით ავტორის დასკვნაა, თუ ქართულ მუსიკალურ წრეებში წარმოქმნილი ცინცხალი კლიშე.

აქ შეიძლება ორ გზას დავადგეთ. პირველი უფრო მარტივია და შემოიფარგლება ყასიდად მისაცემი შენიშვნით: გოგოებო, საკონცერტო დარბაზში მუსიკის მოსასმენად დადიან და არა დირიჟორის საყურებლად. ამგვარი შენიშვნის საბაბს ხსენებული სტატიები ნამდვილად იძლევა.

აი, მაგალითად, რას გვეუბნება ქ-ნი მელიქიშვილი: "გავიხსენოთ თუნდაც ქართული ფეხბურთი. დიდი პატივისცემით მოიწვიეს უცხოელი გამოცდილი და ცნობილი მწვრთნელი, მაგრამ შედეგი მაინც ნულის ტოლფასი იყო". ბევრად უფრო გულწრფელია სოფიო კილასონია, რომელიც საკუთარ თავზე ასე წერს: "ამ წერილის ავტორი ნამდვილად ვერ დაიბრალებს მუსიკისმცოდნეობას, მით უმეტეს ექსპერტობას". მუსიკის მცოდნე და ექსპერტი, პირადად მე ერთი და იგივე მგონია. წინადადებაში მოცემულ ზედმეტ ინფორმაციას პლეონაზმი ეწოდება — ეს ჩვენი ავტორის თანდაყოლილი თვისებაა. ნამდვილად არ შეუძლია მარტივ საგნებზე მარტივად წერა. აი თუნდაც ეს ფრაზა რად ღირს: "გაუგებრობის განცდის მცირედი დოზა ჟურნალისტებს ადრეც გვქონდა ამ თეატრთან მიმართებაში". სამწუხაროდ, პლეონაზმი ამჯერად მხოლოდ სინტაქსით არ კმაყოფილდება და მთელ ტექსტს მოიცავს: სტატია იწყება როგორც სასიხარულო ცნობა (გოგი ჭიჭინაძე პოლონეთში მიიწვიეს), გრძელდება როგორც ფელეტონი (თბილისის ოპერა სათანადოდ ვერ იმართება) და სრულდება როგორც ინტერვიუ გოგი ჭიჭინაძესთან. დავანებოთ თავი თითოეულ ნაწილში უხვად მიმოფრქვეულ ბუნდოვანებას — ეს ალბათ ავტორთან პირადი საუბრის საგანია.

ჩვენ მეორე გზას დავადგეთ და დაფარული მიზეზების ძებნა დავიწყოთ. ამისათვის კი ბევრად უფრო ხელსაყრელი იქნება, თუ ქეთევან მელიქიშვილის ტექსტს დავეყრდნობით. მართალია, აქაც შეიძლება მახეში ჩავარდნა. ყველაზე ადვილი დასკვნა ასე გამოიყურება: სტატიის ავტორი არის მთავარი დირიჟორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ზაზა აზმაიფარაშვილის "მხარე", რომელიც ყველანაირად ცდილობს დააკნინოს მარიო რივასის პროფესიული ღირსებები. შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ამ მომენტს ავტორი საგულდაგულოდ ნიღბავს: "სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა და მთავარი დირიჟორის თანამდებობა ახლა თავისუფალია". შეიძლება ისიც მივიჩნიოთ, რომ ეს შენიღბვა საკმარისი არ არის და საღებავის ფენა ვერ ფარავს ჭაღარას: "ვერდის რეკვიემი ძალიან ხშირად სრულდება საქართველოში, თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრსა და გუნდსაც არაერთხელ შეუსრულებია და საკმაოდ მაღალ დონეზეც, თუმცა 1 თებერვლის კონცერტი მათ რიცხვში არ შედის".

მაგრამ ამ თემას მე საერთოდ არ შევეხები: ჯერ ერთი, რაღაც კინკლაობაში ჩართვის არანაირი სურვილი არა მაქვს, მეორეც, ეგ სულაც არ მგონია არსებითი, რადგან ბევრად უკეთესი ტექსტები ბევრად უარესი საფუძვლიდანაც წარმოშობილა.

მე ტექსტის შინაგანი წინააღმდეგობები და მასში გაპარული წამოცდენები მაინტერესებს — ისინი მიგვიყვანს დასკვნამდე. დავუკვირდეთ ტექსტს: "კარგი გამოცდილი დირიჟორისათვის თბილისის ოპერის თეატრი მაინც მეორეხარისხოვანი სამსახური იქნება, მოგვეწონება ეს ჩვენ თუ არა, მას თვალი მაინც საზღვარგარეთის თეატრის სცენებისკენ ექნება მიმართული. ქართველი ვოკალისტები არ რჩებიან აქ დიდი ხნით, უცხოელებზე რომ არაფერი ვთქვათ". ერთი შეხედვით, თვითგვემა თუ არა, თვითკრიტიკაა. მაგრამ სწორედ აქ მდებარეობს ჩვენი უბედურების სათავე... იგივე უბედურება გამოსჭვივის სოფიო კილასონიას უკვე ნახსენები შეძახილიდან...

ამ უბედურებას რა დავარქვათ? არ მინდა გამოვიყენო აწ უკვე გაუფასურებული სიტყვა "პროვინციალიზმი"... თანაც ნაადრევი იქნება. ჯერ კიდევ ერთი ციტატა წავიკითხოთ ქ-ნ მელიქიშვილის სტატიიდან, სადაც ავტორი მოწვეულ ხელოვანზე წუხს: "ოპერის თეატრი შეიძლება წინ წაწიოს, ისიც თვეების განმავლობაში დაუღალავი შრომითა და მუდმივი სარეპეტიციო რეჟიმით, მაგრამ თვითონ ის რას შეიძენს აქ?".

აი, წყეული პროვინციალიზმის პირველი წვეთი: და სხვაგან რას იძენს? პროვინციალს მხოლოდ სახელი ენატრება, მხოლოდ სახელებს ადარებს ერთმანეთს: მაგალითად, "ბერლინის ოპერის მთავარი დირიჟორი" და "თბილისის ოპერის მთავარი დირიჟორი". შედარების შედეგი წინასწარ განსაზღვრულია, თავისთავად ცხადია... ვითარება იმას მაგონებს, ცოტა ხნის წინათ 189-ე სკოლას რომ ისევ "პირველი ექსპერიმენტული" დაარქვეს და მერე მთელი კოლექტივი — მასწავლებლიან-მოსწავლიანად — გაიძახოდა, ისტორიული დღეაო. ან თუნდაც ის, პირველ სკოლას რომ "კლასიკური გიმნაზია" ჰქვია: ნეტა ბერძნულს და ლათინურს თუ ასწავლიან? არა? — აჰა, ესე იგი, წკეპლავენ ალბათ მოსწავლეებს...

მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული განხილვაა. ბოლოს და ბოლოს, ერთი ბეჩავი სტატიის ავტორის პროვინციალიზმი რა ბედენაა? აი პროვინციალიზმი როგორც ტენდენცია — ეს კი უკვე საშიშია.

ორივე სტატიაში აშკარად იკვეთება ეს ტენდენცია... არა მხოლოდ იმიტომ, რომ სტატია ორია, არამედ იმიტომ, რომ ამ ტექსტების მიღმა მუსიკოსთა მთელი ჯგუფის ხმა ისმის. შევიდეთ ოდნავ უფრო ღრმად.

აქვე ჩანს პროვინციალიზმის რამდენიმე თვისება.

1. სიზარმაცე: "თვეების განმავლობაში დაუღალავი შრომითა და მუდმივი სარეპეტიციო რეჟიმით" — სულ ეს არის? მხოლოდ ეს ყოფილა საჭირო? და აქამდე რას მიკეთებდნენ პატივცემული ორკესტრანტები? ჩემი აზრით, მუსიკალური ცხოვრების ჩვეულებრივი წესია ყოველდღიური დაუღალავი შრომა.

2. კუთხურობა: ესპანეთიდან იწვევენ დირიჟორს, როცა ცხვირწინ ჰყავთ ოქროსავით ყმაწვილი და არავინ ამჩნევს! იმ ყმაწვილს კი პოლონეთი შოპენის დაბადების დღეზე იწვევს — ახია ჩვენზე! სინამდვილეში არაფერი საგანგაშო ან განსაცვიფრებელი არ ხდება. ბერლინი ტყუილად არ მიხსენებია — იქ, "ბერლინერ ფილარმონიკერში" წლების განმავლობაში იტალიელი კლაუდიო აბადო იყო მთავარ დირიჟორად. მილანის ლა სკალას ახლა არგენტინელი ბარენბოიმი მართავს. წარმოგიდგენიათ, რა ისტერიკაში უნდა იყოს იქაური პრესა?! — მშობლიური ბუენოს-აირესის ბედს საფრთხე ემუქრება!

3. უწიგნურობა: ტყუილად არ მიხსენებია დასაწყისში პავლე ხუჭუა, აწ გარდაცვლილი ქართველი მუსიკისმცოდნე! მართალია, უდიერად კი მოვიხსენიე, მაგრამ ახლა მის ნათელ სულს მადლობა უნდა გადავუხადო: მე ის დავძლიე, მაგრამ პავლე ხუჭუას ვერასოდეს დავძლევდი, რომ არა თვით პავლე ხუჭუა. რაღაც ნამდვილად დამიტოვა სულში მისმა საუბრებმა, რომლებიც საკმაოდ რეგულარულად გადაიცემოდა საქართველოს ტელევიზიით 1960 და 70-იან წლებში. დღეს კი რა ხდება? რას გვთავაზობენ კლასიკური მუსიკის შემფასებლები? კვლავ ქ-ნ მელიქიშვილს მოვუსმინოთ: "ჩვენ ვიცით, რომ ვერდი საოპერო კომპოზიტორია და ამ ნაწარმოებში ეს კარგად ჩანს. მასში მძაფრად არის გამოხატული მუსიკალური ხასიათები, განწყობა"... ან კიდევ: "რაც შეეხება რივასისეულ ხედვას, აქ ნაკლებად იგრძნობოდა მესისათვის დამახასიათებელი სიღრმე, დატვირთვა. ერთი და იგივე მუსიკალურ თემას იგი ერთი და იგივე ტემპში და ფერებში გადმოსცემდა. მან მუსიკა ერთ სიბრტყეზე წარმოაჩინა". სხვაგან კი ვკითხულობთ: "ერთ-ერთმა ცნობილმა დირიჟორმა (მაინც რომელმა? — ნ. ლ.) თავის ინტერვიუში განაცხადა: არასდროს ვცდები და ვაბიჯებ იმას, რაც უწერია კომპოზიტორს. გენიალურ კომპოზიტორებს, ყოველთვის ყველაფერი უწერიათ, ისინი არც ერთ ნოტს უშვებენ უყურადღებოდ და მათთვის ნებისმიერი დეტალი უმნიშვნელოვანესია" (სტილი დაცულია) — ეჰ, იოჰან სებასტიან ბახს რა ვუყოთ, ნეტა? — მოკვდა მისი "ერთ-ერთი ცნობილი" რედაქტორი, ბრუნო მუჯელინი ფორტეებისა და პიანოების, კრეშენდო-დიმინუენდოებისა და რალენტანდო-აჩელერანდოების წერით: ძალიან დაუდევარი ვინმე იყო ეს ბახი, ყურადღებას არ აქცევდა ნოტებს... ქ-ნ მელიქიშვილს კი ვურჩევდი ვერდის პარტიტურაში ჩახედვას: იქ "ერთსა და იმავე თემებს" სწორედ რომ "ერთი და იგივე" ტემპები და "ფერები" აქვს მინიშნებული. სწორედ ამ განმეორებადობის სიმკაცრეშია "მესისათვის დამახასიათებელი სიღრმე და დატვირთვა"...

მკითხველს თავი რომ არ შევაწყინო, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მე ძალიან მომეწონა ახალი დირიჟორი. მინდა წარმატება ვუსურვო და კიდევ იღბალი იმათ ხელში, ვისაც საკუთარ ჭაობში ყოფნა მოსწონს და ამ ჭაობის დაშრობა ყველაზე დიდ უბედურებად წარმოუდგენია. იმედია, ბოლოს და ბოლოს დაუმთავრდება ვადა მდუმარე შეთქმულებას მუსიკოსსა და მსმენელს შორის, როცა ერთი მუნჯია, მეორე კი ყრუ — იმდენად მაინც, რომ სიმფონიის ნაწილებს შორის უკრას უადგილო ტაში.

ამისათვის კი მუსიკაზე ბევრი ლაპარაკია საჭირო. ბევრი და კარგად. ამას კი ვერც პირველი არხის ტოტებზე გამოსხმული "სამოთხის ვაშლები" ეყოფა და ვერც რადიო "მუზას" ხმამიკნავლებული წამყვანი გოგონები...

sdf
ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ამბები >>

    aa
  2. სამართალი >>

    aa
  3. თვალსაზრისი >>

    aa
  4. მუსიკა >>

    aa
  5. თვალსაზრისი >>

    aa
  6. საზოგადოება >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. ამბები >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. რაგბი >>

    aa
  12. პოლიტიკა >>

    aa
  13. პოლიტიკა >>

    aa
  14. უცხოეთი >>

    aa
  15. ამბები >>

    aa
  16. ამბები >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. უცხოეთი >>

    aa
  19. მუსიკა >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. სპორტი >>

    aa
  22. სპორტი >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. ავტო >>

    aa
  33. ავტო >>

    aa
  34. ავტო >>

    aa
  35. ავტო >>

    aa
  36. ავტო >>

    aa
  37. ავტო >>

    aa
  38. ავტო >>

    aa
  39. ავტო >>

    aa
  40. ბიზნესი >>

    aa
  41. უცხოეთი >>

    aa
  42. უცხოეთი >>

    aa
  43. რევიუ >>

    aa
  44. კინო >>

    aa
  45. სამართალი >>

    aa
  46. უცხოეთი >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. სპორტი >>

    aa
  49. სპორტი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. მეცნიერება >>

    aa
  53. უცხოეთი >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. უცხოეთი >>

    aa
  56. თვალსაზრისი >>

    aa
  57. ბიზნესი >>

    aa
  58. ბიზნესი >>

    aa
  59. მეცნიერება >>

    aa
  60. მეცნიერება >>

    aa
  61. რევიუ >>

    aa
  62. რევიუ >>

    aa
  63. უცხოეთი >>

    aa
  64. უცხოეთი >>

    aa
  65. ბიზნესი >>

    aa
  66. უცხოეთი >>

    aa
  67. მეცნიერება >>

    aa
  68. მეცნიერება >>

    aa
  69. საზოგადოება >>

    aa
  70. რევიუ >>

    aa
  71. ამბები >>

    aa
  72. რევიუ >>

    aa
  73. რევიუ >>

    aa
  74. უცხოეთი >>

    aa
  75. რევიუ >>

    aa
  76. რევიუ >>

    aa
  77. ბიზნესი >>

    aa
  78. ბიზნესი >>

    aa
  79. რევიუ >>

    aa
  80. რევიუ >>

    aa
  81. სპორტი >>

    aa
  82. სპორტი >>

    aa
  83. სპორტი >>

    aa
  84. სპორტი >>

    aa
  85. ამბები >>

    aa
  86. ამბები >>

    aa
  87. მეცნიერება >>

    aa
  88. ტექნოლოგიები >>

    aa
  89. ტექნოლოგიები >>

    aa
  90. რევიუ >>

    aa
  91. წიგნები >>

    aa
  92. სპორტი >>

    aa
  93. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი