RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

"როგორა ხარ, ძმაო პუშკინ?"

ორჯერ შეიძლება დამთხვევა იყოს. აი სამჯერ კი უკვე ტენდენციაა. თუმცა მსგავსი ტენდენციებით არის სავსე ჩვენი ცხოვრება...

24 საათი 10.03.10

ორჯერ შეიძლება დამთხვევა იყოს. აი სამჯერ კი უკვე ტენდენციაა. თუმცა მსგავსი ტენდენციებით არის სავსე ჩვენი ცხოვრება...

ერთი სიტყვით, კვლავ რუსული ლიტერატურით ვიწყებ — სტაბილურობის განცდა უნდა შევქმნა. რაო, ვინმეს არ მოეწონა? ან იქნებ ვინმეს ურჩევნია ბესელია-ტლაშაძის უთანხმოება განვიხილოთ? არიან ასეთები? ნაბიჯი წინ გადმოდგით, გეთაყვა, ან ხელი ასწიეთ მაინც... არ არიან? მაშ, განვაგრძოთ...

სხვას რომ თავი დავანებოთ, ეს რუსეთისა და მასთან ურთიერთობის თემა უკვე საკმაოდ მომაბეზრებელი გახდა. ეს მობეზრება იმით კი არ არის გამოწვეული, რომ საკითხი უმნიშვნელოა, არამედ იმით, რომ მისი განხილვა ძალიან ზერელედ მიმდინარეობს. უფრო მეტიც, სულ არ მიმდინარეობს. უბრალოდ, ისე კამათობენ, თითქოს ყველასათვის ისედაც გასაგებია და სრულიად ცხადი, რა იგულისხმება, როცა წარმოთქვამენ სიტყვას "რუსეთი".

შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ აქ ჩემი პედანტობა ზღვარს გადასცდა. ნაწილობრივ ასეც არის, მაგრამ იმის თქმა მსურს, რომ სულაც არ იქნება ზედმეტი, თუ გაიმართება დისკუსია თემაზე: "რას ნიშნავს ჩვენთვის (ჩემთვის) რუსეთი?"... სავალდებულო არ არის, ამ დისკუსიამ რაღაც "შედეგამდე" მიგვიყვანოს — საკმარისია დაიწყოს, ოდნავ გაიშალოს და საკმაოდ სწრაფად მივხვდებით, რომ "რუსეთი" უკვე კარგა ხანია ის აღარ არის...

ამ თვალსაზრისით შეიძლება მოვიყვანოთ, ასე ვთქვათ, ნეგატიური მაგალითები: წამოიზარდა თაობა, რომელსაც სსრკ არ ახსოვს და რუსული ენა არ ესმის, ყოველივე რუსულმა დათმო პრესტიჟულობის ხარისხი, მხოლოდ თითო-ოროლა რჩეული "ვაკეპითეკის" მეტყველებასღა თუ შემორჩა რუსულის გავლენით გაჩენილი ფონეტიკური მონსტრები ("გარანწირებული", "პავაროწი" და ა. შ.). ბოლოს და ბოლოს, ე. წ. "რუსული მუსიკების" წარმატების მიზეზი რაღაც განსაკუთრებული რუსოფილია კი არ არის, არამედ ორი ბუნებრივი ფაქტორი: "უცხოურობა" და ადვილი მონელება. სწორედ ამ უკანასკნელზე დაამყარეს იმედები პოლიციის ჰიმნის შემქმნელებმა და შეკვეთილ პროდუქტს საბავშვო მულტფილმის ჟღერადობა შესძინეს...

უფრო მალე რომ მივიდეთ სათქმელთან, ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან და თანაც ჩემთვის აქამდე უჩვეულო ჟანრში — სათეატრო რეცენზიაში ვცდი ბედს.

23 თებერვალს დავესწარი მარჯანიშვილის თეატრის სხვენზე დადგმულ სპექტაკლს "ევგენი ონეგინი". ჯერაც არ არის საჭირო და თუმც კი უხარისხო, მაინც ჰოლივუდური ეკრანიზაციის წყალობით კიდევ კარგა ხანს არ დაგვჭირდება ახსნა, რომ საქმე ალექსანდრე პუშკინის ლექსად დაწერილ რომანს ეხება. მაგრამ ჯერ უნდა ავხსნა, რატომ დავწერე მაინცდამაინც ასე: "მარჯანიშვილის თეატრის სხვენზე". გარდა იმისა, რომ ეს წინადადება რეალობას შეესაბამება და "სხვენად" აქ ზედა სართულზე მდებარე მცირე დარბაზი მოიხსენიება, მაინც ჩავდე განსაკუთრებული აზრი — თანაც ორი.

1. შუასაუკუნეობრივ ევროპულ ტრადიციაში "სხვენად" და "სამტრედედ" იწოდებოდა საზოგადოების ყველაზე დაბალი, მაგრამ აქტიური ფენა — ის, რომელიც, ერთი მხრივ, თავისებურად, უფრო ხშირად მახინჯად, მაგრამ ზოგჯერ გენიალურად ირეკლავდა ე. წ. "მაღალი" კულტურის პროდუქტებს. ამგვარ ანარეკლებს გვთავაზობენ, მაგალითად, რაბლე და ვიიონი. უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდა რეჟისორის, ირინა გაჩეჩილაძის სპექტაკლი სწორედ ამ ტენდენციას ემსახურება შესაბამისი მოკრძალებით: აქ თეატრი არ არის "სულიერი საკვები", არამედ ანარეკლია; ის არ გვეძახის იქ, სადაც არ ვყოფილვართ, არამედ გვაჩვენებს იმას, რაც ვიცით. ამავე უპრეტენზიო და კეთილ მიზანზე მიგვანიშნებს ლაკონური თვითშეფასება, რომელიც თვით რეჟისორმა მითხრა: "ბავშვებს მოსწონთ...".

2. ბავშვობას მივყავართ მეორე იდეამდე: სხვენი იმ საგანთა სამყოფელია, რომლებიც საინტერესოდ დავიწყებამ აქცია. სხვენზე უქმად შეძრომა ბავშვის სურვილია: იქ ამძვრალნი აღმოვაჩენთ უცნაურ ნივთებს და გულს შეგვიკუმშავს ეს კერძო ინტიმური არქეოლოგია — გახუნებული, უცნაური ასოებით ნაბეჭდი წიგნი... გამოცდილება გვკარნახობს, რომ პოეზიაა.

ასე და ამგვარად აღმოჩენილს ჰგავს ირინა გაჩეჩილაძის "ევგენი ონეგინი". ერთი ჩემი მეგობრის შეკითხვაზე — "რატომ მაინცდამაინც ონეგინი?" — მან უბრალოდ მიუგო: "რატომაც არა, მშვენიერი პოემაა...". იქნებ ვინმე მოიგონებს უფრო სწორ პასუხს?

მაგრამ განვაგრძოთ ჩვენი მთავარი იდეის გახსნა.

ირინა გაჩეჩილაძე ამ სპექტაკლისთვის არა მარტო რეჟისორია, არამედ დამდგმელი მხატვარი და ქორეოგრაფიც. რეჟისურა აქ, შეიძლება ითქვას, ლაკონიურია, მინიმალური — ერთი მხრივ, ეს გამოწვეულია ბესო ხვედელიძის მიერ შესრულებული სასცენო ადაპტაციით, მეორე მხრივ კი სხვა, უფრო ღრმა საფუძველიც მოეპოვება.

სამაგიეროდ, კოსტიუმებია საოცრად ფერადოვანი და, ვთქვათ ესეც, ფეერიულად მდიდრული. თითოეული პერსონაჟი წარმოადგენს ერთგვარ "მატრიოშკას" — მომრგვალებული სილუეტითა და ზედ მიკერებული საგნობრივი ატრიბუტების ინვენტარით. ასეთია წარსულში "სსრკ ისტორიის" სახელმძღვანელოებით ტვინში ჩაჭედილი და ახლა კი მხოლოდ მეხსიერების სხვენზე შემორჩენილი ნაშთი. რეჟისურის რუდიმენტულობა და ვიზუალური გაფორმების სიუხვე, ერთი შეხედვით, თითქოს პარადოქსულ კომბინაციას ქმნის, მაგრამ საკმარისია ოდნავ დავფიქრდეთ, რომ აღმოვაჩენთ: ეს ყველაზე ეფექტური ხერხია იმისათვის, რომ ვაჩვენოთ შორეული ეგზოტიკური კულტურა.

აქ კი საჭიროა ორიოდე სიტყვით შევეხოთ ტექსტს. შეიძლება ვთქვათ, რომ გრიგოლ ცეცხლაძისა და ოთარ ჭელიძის თარგმანი "ცუდია", რომ ეს "პუშკინი არ არის" და ა. შ. მაგრამ რას ნიშნავს "პუშკინი"? — მისი პოეზიის შეუდარებელი ხიბლი იქმნება იმ არაცნობიერი პროცესით, როცა მკითხველი — რუსულ სიტყვიერ მემკვიდრეობასთან ორგანულად შერწყმული — შეუმჩნევლად "ადარებს" წაკითხულსა და მთელ მომდევნო ტრადიციას. ამ არაცნობიერი პროცესის მიღმა არავითარი "პუშკინის ხიბლი" არ არსებობს. ამიტომ შეიძლება რომ თარგმანი "უკეთესი ქართული" იყოს, მაგრამ "უკეთესი პუშკინი" ვერ იქნება.

სპექტაკლში, სხვათა შორის, რუსული ენაც ჟღერს... ეს კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს თვალსაზრისს. "ევგენი ონეგინის" წიაღში "რუსლან და ლუდმილას" შესავლიდან შემოყვანილი პერსონაჟი, სწავლული კატა (ირაკლი ჩოლოყაშვილი) მიახლოებითი რუსულით აკრუტუნებს პუშკინის ლექსებს. მაგრამ რა ხდება? — აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა რუსული ინტონაციის გადმოცემაა. ქართული აქცენტისაგან საგულდაგულოდ გაწმენდილი თანხმოვნები ვერ შველის საქმეს: რუსული ენის ბუნებრივ მდინარებასთან კავშირი გაწყდა და ამიტომაც პუშკინის ტრაგიკული შეძახილი "ღმერთმა ნუ ქნას, დავკარგო ჭკუა!" არასწორი ინტონაციისა და შუაში უადგილო პაუზის გამო გარდაიქმნება დაბალი რეგისტრის ეგზალტაციად: "ღმერთმა დამიფაროს!.. გადასარევი, თუ გინდა!!!". მაგრამ ეს მეტამორფოზა ბუნებრივია — ეს უშუალო ანათვალია იმ მანძილისა, რომლითაც უკვე დავშორდით რუსეთს. რუსულად მეტყველი კატა სპექტაკლის ყველაზე არარუსული პერსონაჟია კიდევ ერთი მიზეზის გამო: მახვილი მზერა მასში რობერტ სტურუას "უტყვი დამატებითი პერსონაჟების" მსუბუქ პაროდიასაც გამოიცნობს. არქეტიპის უტყვობა პაროდიის სიმჭევრითაა შეცვლილი, მაგრამ შედეგი ერთია — დუმილი.

დუმილის ვიზუალური ხატი კი სიბნელეა. სიბნელიდან იბადება სანახაობა და სიბნელეშივე ბრუნდება. ერთსაც და მეორესაც თან სდევს სტრობოსკოპული ციმციმი: სხვენზე ნაპოვნი დანჯღრეული კინოპროექტორი აცოცხლებს იქვე თუნუქის მრგვალ ყუთში ნაპოვნ ფირს. ჩვენ ვხედავთ ევგენის (დიმიტრი ტატიშვილი) — შესანიშნავი ტიპაჟია, უნდა ითქვას. საერთოდ, მსახიობებს არ ეშლებათ — მათი მოვალეობაა აჩვენონ დრამის, უფრო ზუსტად კი სათეატრო ქმედების სქემატური სახეები. ჰოდა, არც ერთი მათგანი არ სცილდება წინასწარ მოცემულ პროგრამას. კოსტიუმის "მატრიოშკულობაც" სრულიად შეუძლებელს ხდის ყაბადაღებულ შეძახილს "არ მჯერა!", რომლითაც სტანისლავსკი აჯილდოებდა იმ მსახიობებს, ვისზე კონტროლი განსაკუთრებით სურდა.

უნდა ითქვას, რომ ქართული ენაც (რაც არ უნდა ითქვას ტექსტის თარგმანის ხარისხზე) საკმაოდ ბუნებრივად ჟღერს. არ ისმის ყალბი ნოტები, რაც ყოველთვის თან სდევდა ხოლმე ქართული სცენიდან თუ ეკრანიდან რუსული სახელების წარმოთქმას. მსახიობებს არც განსაკუთრებული ეფექტების გამოყენება სჭირდებათ, იმავე მარჯანიშვილის თეატრში ოდესღაც დადგმული გოგოლის "რევიზორის" მსგავსად, სადაც უკვდავი ვასო გოძიაშვილი ხლესტაკოვის ნაცვლად ალალად ასახიერებდა თბილისელ გაგრიას: "როგორა ხარ ძმაო პუშკინ? — ისეო, რაო, ვარო...". ირინა გაჩეჩილაძის სპექტაკლში ქართული ენა არ იჭინთება რუსული რეალობის გადმოსაცემად ისევე, როგორც კატის რუსული არ არის ენა, არამედ გაურკვეველი წარმოშობის ხმოვანი ეფექტია.

ასე ერთბაშად და ძალიან ადვილად გაქრა თითქმის ყველაფერი, რაც თაობებს გარდაუვალ აუცილებლობად მიაჩნდათ.

რა მნიშვნელობა აქვს, წაქცევისას რატომ ქვეშ არ დაგვიტანა და არ გაგვჭყლიტა კულტურული მემკვიდრეობის მძიმე თაღმა, რომლის ჩრდილში ოდესღაც ყველანი ვიყავით შეფარებულნი? — იქნებ რეჟისორმა ასე ისურვა, იქნებ მისი შინაგანი სამყარო გადაურჩა ამ ტვირთს და თვითონაც ისეთივე მზერით შეჰყურებს საკუთარ ნამოქმედარს, როგორითაც მას სცენაზე ფერთა კაშკაშით მოჯადოებული ბავშვები მისჩერებიან... მთავარი ისაა, რომ ვითარება შეიცვალა, მძიმე თაღი კი ისტორიის იმ გვერდზე აღმოჩნდა დახატული, რომელიც ახლახან გადავშალეთ.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ სულიერად გავღარიბდით? — სულაც არა. რა არის დასანანი? — ახალი თვალით უფრო მკაფიოდ ჩანს როგორც კონფლიქტის ყოფითი ბანალობა, ასევე მისი გადაწყვეტის სიცარიელე. ახლა უკვე აშკარად ჩანს, რას წარმოადგენს ტატიანა (ქეთევან შათირიშვილი) რომანის ბოლოს: პლიუს ჟოლოსფერი ბერეტი, მინუს ჰორმონები — სიუჟეტის ნაღვლიანი მათემატიკა ყოველგვარი მორალისტური იდეალიზაციის გარეშე.

აი, ასე მშვიდად, თვით პუშკინისა არ იყოს, ყოველგვარი ცბიერი ბრძნობის გარეშე შეეხო ირინა გაჩეჩილაძის ხელი სხვენზე აღმოჩენილ გახუნებულ ხატს, რომლის მოგონება ჯერ კიდევ მტკივნეულია ბევრისთვის. რატომ?

ძალიან მარტივი მიზეზის გამო.

სინამდვილეში, რაც არ უნდა მოკრძალებული იყოს პროფესიულ კრიტიკოსთა მიერ შეფასებული და გაზომილი ე. წ. "მხატვრული დონე", მარჯანიშვილის თეატრის ამ სპექტაკლის გარშემო საუბარი ბევრად უფრო საინტერესო და სასარგებლოა, ვიდრე თუნდაც 15 წუთზე გაწელილი პოლიტიკური თვითმკვლელობის ცქერა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ჩვენი უბედურების ერთ-ერთი გასაღებიც აქ იმალება: ხელი მიგვიწვდება მხოლოდ "პირველხარისხოვან" მოვლენებსა და სრულ ნაგავზე, მაპატიეთ, "თრეშზე". ეს ვითარება ძალიან ხელსაყრელია: როცა ცნობიერებაში არეკლილი რეალობა ბრტყელი ან სწორხაზოვანია, ამგვარი ცნობიერების მართვა საკმაოდ ადვილია. მხოლოდ ასეთი ცნობიერების პირობებში არის შესაძლებელი, ერთი მხრივ, ხანგრძლივი დისკუსია იმის გარშემო, რას ნიშნავს დღევანდელ პირობებში რუსეთის ხელისუფლებასთან სეპარატული კავშირები, მეორე მხრივ კი მორცხვი დუმილი, თუ ვიღაც რუსულ თემაზე ხმას ამოიღებს.

სადისკუსიო ველი სრულად უნდა იყოს შევსებული: მხოლოდ ათასი ჯურის პოლიტპარტიუკების "ატალანტი" კი არ უნდა ისმოდეს ეთერიდან, არამედ "მეორე", "მესამე" და "მეასე" პლანის მოვლენებისა და თემების ირგვლივ მსჯელობა. თუ ეს არ არსებობს, მაშინ ინფორმაცია და თრეში ურთიერთჩანაცვლებადი ხდება ერთ მშვენიერ დღეს ძალიან ძნელი იქნება იმის გარჩევა, სად ბ-ნი სააკაშვილია და სად კი ბ-ნი აფციაური...

ვინ არის ბ-ნი აფციაური? ყურადღებით იკითხეთ "კომედი-შოუს" ტიტრები — მეორე პოლიტიკური არხის ცქერაზე ბევრად უფრო კეთილშობილური საქმიანობაა.

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი