RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

რომი და ბატები

ჟან ჟაკ რუსო თავის ავტოგრაფიულ თხზულებაში "აღსარება" იგონებს, რომ ერთხელ, როცა თხუთმეტიოდე წლისა იყო, მივიდა წყაროსთან თუ შადრევანთან, სადაც ქალაქის გოგონები დღის გარკვეულ დროს წყლის ასაღებად იკრიბებოდნენ, და წარუდგა მათ იმ სახით, როგორითაც თითოეულ მათგანთან ახლოს ყოფნას ისურვებდა.

24 საათი 15.03.10

ჟან ჟაკ რუსო თავის ავტოგრაფიულ თხზულებაში "აღსარება" იგონებს, რომ ერთხელ, როცა თხუთმეტიოდე წლისა იყო, მივიდა წყაროსთან თუ შადრევანთან, სადაც ქალაქის გოგონები დღის გარკვეულ დროს წყლის ასაღებად იკრიბებოდნენ, და წარუდგა მათ იმ სახით, როგორითაც თითოეულ მათგანთან ახლოს ყოფნას ისურვებდა.

სხვა სიტყვებით კი შარვალი ჩაიხადა და გოგონების უმანკო მზერას წინ თავისი ავლადიდება გადაუშალა.

ამის შემდეგ ავტორი ახალგაზრდა ქალების რეაქციას დაახლოებით ამ სიტყვებით აგვიწერს: ყველაზე ჭკვიანებმა ისე დაიჭირეს თავი, თითქოს არაფერი ხდება, სხვებს სიცილი წასკდათ, ყველაზე სულელებმა კი ხმამაღლა დაიწყეს აღშფოთების გამოთქმა და შველის სათხოვნელად იკივლეს კიდეც...

შეიძლება საკითხი ასე დავაყენოთ: ქალების რეაქციის მიხედვით მათი გონებრივი შესაძლებლობის ამგვარი შეფასება სავსებით სუბიექტურია და ავტორის პირად დამოკიდებულებას გამოხატავს, თუ ჩვენც შეიძლება ვენდოთ?

სანამ ამ კითხვაზე ვუპასუხებთ, პირდაპირ გადავიდეთ სათქმელზე.

ალბათ არავის სჭირდება ახსნა და მკითხველიც მიხვდა, რომ ახლა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 13 მარტს გასულ "მოდელირებულ" თუ "იმიტირებულ" თუ "დადგმულ" სიუჟეტზე გვექნება საუბარი.

ისტორიისათვის მაინც ვიტყვით, რომ გადაცემაში "სპეციალური რეპორტაჟი" ნაჩვენები იყო საინფორმაციო პროგრამა "ქრონიკის" ფიქცია, რომელშიც საქართველოს მოსახლეობას ეუწყა რუსეთის შეიარაღებული ძალების პირდაპირი შეტევა თბილისის მიმართულებით, საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობა, ამერიკის პრეზიდენტის "რეაქცია" და ა. შ.

მთელი ამ დავიდარაბის განხილვა სხვადასხვანაირად შეიძლება. მაგალითად, შეგვიძლია შევუერთდეთ ენჯეო-რელიგიის მრევლს, ვაფრიალოთ რომელიმე "ეთიკის კოდექსი" ან "კანონი მაუწყებლობის შესახებ" და დამნაშავეთა დასჯა მოვითხოვოთ. ცხადია, ამგვარ პოზიციას აქვს გამართლებაც და საფუძველიც, მაგრამ ამ შემთხვევაში ღირებული დასკვნის გამოტანას ვერ შევძლებთ, რადგან საამისო კომპეტენცია მხოლოდ სასამართლოს ან სხვა რომელიმე შესაფერ ინსტიტუციას აქვს.

შეგვიძლია დავიჭიროთ პოზიცია, რომელსაც ჩვენში "ირონიულს", "ცინიკურს" თუ ამაზე უფრო უარესს უწოდებენ და მოვყვეთ იმის მტკიცებას, რომ ქართველ ხალხს, რომელიც საკუთარ მწარე რეალობას არ იმჩნევდა მედგარი შეძახილით "დადგმულია!!!", ახლა სწორედ რომ დადგმულმა კადრებმა აუწია წნევა. აღვნიშნოთ ისიც, რომ იმათ, ვისაც ჭკუა და სულის სიმხნევე არ ეყო იმის შესამჩნევად, რომ იმიტაციას უყურებდა, ერთიც და მეორეც ყოფნის იმისათვის, რომ ზუსტად დაასახელოს დამნაშავეები და წინასწარვე შეუფარდოს თითოეულს აღმკვეთი ზომა. ასეთ პოზიციასაც ექნებოდა ერთგვარი საფუძველი, მაგრამ ეპატაჟი ჯანსაღ ქართულ მიწაზე არ ხარობს — ამისათვის, სულ მცირე, საკანში უნდა ჩაჯდე, ეს კი სხვანაირ შინაარსობრივ დატვირთვას მოითხოვს. ასე იაფად ვერ დავთმობთ აქამდე მოტანილ ღირსებას.

შეგვიძლია ვარაუდების ქსელი გავაბათ და ამ ქსელში ვეცადოთ ჭეშმარიტების დაჭერას. შეკითხვები ბევრია: იცოდა თუ არა მიშამ? იქნებ ეს არველაძის შურისძიება იყო იმის გამო, რომ თავის დროზე მისი მინისტრობა ასე მტკივნეულად დაასრულეს? იქნებ ხელისუფლებას სურს შეგვაჩვიოს იმას, რაც სულ მალე ნამდვილად მოხდება? — მაგრამ ამგვარად რომელიმე პასტორალური სახელწოდების მქონე ინტერნეტ-ბლოგს დავემსგავსებით ან იმ ნევროტიკების ლაშქარში ჩავეწერებით, დღე და ღამე სხვადასხვა ფორუმებზე რომ პოსტავენ.

რაღა ვქნათ? — ასეთ შეკითხვას მარტო გონებით ვერ ვუპასუხებთ. გრძნობებია საჭირო. აქაც ვერ ვარ მაინცდამაინც აღჭურვილი: ობიექტური მიზეზების გამო "იმედის" გადაცემის დასაწყისი თავის დროზე არ მინახავს. თუმცა მაინც ვერ ვიტყვი, რომ აღშფოთებისათვის საფუძველი არ მქონია.

ბევრს არ გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ყველაზე მეტად ქართული ჯარის შეურაცხყოფამ აღმაშფოთა. ვიღაცას შეიძლება ახლაც ჰგონია, რომ მუხროვანის ეპიზოდი "დადგმული" იყო — მე მათ რიგში არა ვარ. ისიც ვიცი, რომ არ არსებობს ჯარი, რომელიც ამგვარი ინციდენტებისაგან სრულიად დაზღვეული იყოს. მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მუხროვანის ამბოხის სწრაფი და დროული ნეიტრალიზაცია არა მარტო კომპეტენტური ორგანოების ღვაწლია, არამედ იმ მკაფიო და მყარი მორალური საყრდენისა, რომლის პოვნა საკუთარ თავში რიგითი ქართველი სამხედროები ბევრ "ცნობად სახეზე" უფრო ადვილად შეძლებენ.

და მაინც, მოვლენათა გათამაშებულ სცენარში ქართული სამხედრო დანაყოფების ღალატიც ჩართეს — სწორედ ეს მომენტი შეიცავს ჩვენი ანალიზის გასაღებს. ამ გასაღებს შიში ჰქვია...

ერთი ჩემი ახალგაზრდა მეგობრის ბებიას უკითხავს, ახლა რა გვეშველება თუ მართალსაც არ დავიჯერებთო? საქმე ის არის, რომ ეს უკვე მოხდა: უკვე აღარ გვჯერა სიმართლის და ამიტომაც შეურაცხყვეს ასე ადვილად ქართული ჯარი.

ეს სიადვილე და სილაღე სინამდვილეში შიშს ფარავს — ღრმად გამჯდარ შიშს.

მახსოვს, როცა აგვისტოს ომის შემდეგ სულ რაღაც ორიოდე თვე იყო გასული, ე. წ. საზოგადოების რაღაც ნაწილმა ხელისუფლების ერთ წარმომადგენელთან შეხვედრა მოვაწყვეთ. იქ უკანა რიგში მჯდომმა ერთმა "ოჯახიშვილმა" გოგონამ მოულოდნელად წამოიყვირა: "მე რუსეთის აგენტი ვარ!". ისე, "ლაითად", აი, კენედის "მე ბერლინელი ვარ" პონტში... რას ნიშნავდა ეს შეძახილი?

არსებობს არასასაცილო ხუმრობა მთვრალზე, რომელმაც ღამით ქუჩაში სახლის გასაღები დაკარგა და იქ კი არ დაუწყო ძებნა, სადაც ჯიბიდან ამოუვარდა, არამედ ფარნის ქვეშ, სადაც სინათლე იყო. ადამიანები ხშირად იქცევიან ასე: როცა შიში აბნევთ, მის დასაძლევად ჩვეულ მოქმედებას განაგრძობენ. ეს ერთ გავრცელებულ რჩევაშიც გამოიხატება: არ უყურო ძაღლს თვალებში! არ შეანელო ნაბიჯი!

იმ "ოჯახიშვილი" გოგონასათვის ჩვეული საქმე იყო "უდანაშაულო მსხვერპლთა" დაცვა "სისხლისმსმელი ხელისუფლებისაგან". თანაც წამოძახილის გარეგნული გამბედაობა საუკეთესოდ გამოდგებოდა შიშის დასაფარად. სამაგიეროდ, მთავარი დარჩა ყურადღების მიღმა: საფრთხის რეალური ბუნება, მისი შეფასების შესაძლებლობა.

ასე მოგვივიდა ყველას: საკუთარი შიშისა და უძლურების დასაფარად დავიყვანეთ ომის საშინელება ჰალსტუხის ღეჭვით აღშფოთებამდე. ყველაზე მხდალებმა ადვილად აქციეს პრეზიდენტის დაცვის პროტოკოლური მოქმედებები პრეზიდენტის პირადი სიმხდალის გამოვლინებად და ათივე თითით გულს იფხანდნენ თვეების განმავლობაში.

ამავე პრაქტიკას მისდევდა ქართული მედია. დღემდე შესაშური რეგულარობით ისმის ეკრანიდან სტანდარტული რიტორიკული ფიგურების დიაზეპამი: "კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა...", "შეშფოთებულია..." და ა. შ.

არც ოპოზიცია დარჩენილა ვალში და მთელი ეს "რიჟა ბაზარი" რუსეთთან ღირსეულ ურთიერთობებსა თუ კონსტრუქციულ დიალოგზე სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ცხოველური შიშის დაძლევის ცდა.

მაგრამ განა იმავეს არ აკეთებს ხელისუფლება? — განა მან არ მიგვაჩვია ამდენი ხნის განმავლობაში საფრთხის მიჩუმათებას? მე ახლა ყბადაღებულ "მედიაკონტროლზე" არ ვლაპარაკობ. სულ სხვას ვგულისხმობ: მაგალითად, ანაკლიისა და მესტიის აყვავებას; იმას, როგორ გამოდიან ტელევიზორში ძალაუფლებით აღჭურვილი პირები, როგორი რიხით კიცხავენ ნოღაიდელისა და ბურჯანაძის მოღალატეობას, სინამდვილეში კი მათ ლაპარაკს ისეთივე შედეგი აქვს, როგორიც ქუჩაში გაჩერებული გამვლელის ყბედობას ექნებოდა; იმას, რომ ქართული რეალობის პირობებში ქვეყნის პრეზიდენტი იმავდროულად დიჯეიც უნდა იყოს და ტელეწამყვანიც...

არა, იქნებ ვინმემ თქვას, რომ გასულ შაბათს ადამიანებში ღრმად ჩამალული შიში არ გამოვლენილა? — როცა ორსონ უელსმა უცხოპლანეტელების შემოსევის იმიტაცია მოაწყო, ამერიკელები პანიკამ მოიცვა. ქართველები ასეთ დროს წარბსაც არ შეიხრიდნენ. ქართველებს არც დედამიწის ღერძის გადახრა აღელვებთ და არც გლობალური დათბობა. მაგრამ როცა თვალწინ სასტიკად გაუთამაშეს რუსული აგრესიის სცენარი, ამას სულ სხვა შედეგი მოჰყვა და გორში მეზობლის გარაჟიდან გაგონილი და თბილისში ტელეფონით გადაცემული ავტომობილის დაქოქვის ხმა, მყისვე ითარგმნა ორი სიტყვით: "ქალაქი დაიცალა!".

დამნაშავეთა გამოვლენა და დასჯა არ არის ჩემი საქმე. მე ეს შიში უფრო მაღელვებს — შიში და კაპიტულანტიზმი, რომელიც ხან მშვიდობისმოყვარეობისა და მემარცხენე იდეალიზმის სახეს იღებს, ხან უშუალო კოლაბორაციონიზმში ვლინდება, ხან მომავლის მეგაპროექტებზე საუბარში ეძებს ნუგეშს, ხან კი ჯგუფური პანიკისა და მასთან დაკავშირებული მითოშემოქმედების ქრესტომათიულ მაგალითებში გადაიზრდება. ამ შიშის დაოკებაა საჭირო არა მისი დაშოშმინებით, არამედ მისი ველური ენერგიის გონიერი გამოყენებით.

შიში გასაგები და გარკვეულად ჯანსაღი რეაქციაა, მაგრამ შედეგიც ჯანსაღი უნდა ჰქონდეს და ნათქვამ სიტყვას პოლიტიკური ნების აღსრულებაც სჭირდება. რაც შეეხება საწყისში დასმულ შეკითხვას რუსოს მიერ აღწერილი გოგოების გონებრივი შესაძლებლობების შესახებ, მასზე პასუხიც არ იქნება სარგებლობას მოკლებული.

დიახ, ყველაზე ჭკვიანები მართლაც ისინი იყვნენ, ვინც არაფერი შეიმჩნია. მაგრამ ისტორია ყველაზე სულელებმა წასწიეს წინ: სწორედ მათი კივილის შედეგად მოვარდა შემთხვევის ადგილზე ღონიერი ბიძა და ჟან ჟაკიც მიხვდა, რომ ცხოვრებაში, სანამ რამეს გარისკავდე, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდე. ბატებმა რომი იხსნეს — ჩვენ კი რითი ვართ უკეთესი? გავწკეპლოთ სულელები, მაგრამ დავუჯეროთ...

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი