RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

თუ თავი შენი შენ გახლავს...

შარშან ერთმა ჩემმა მეგობარმა, ბოლოს და ბოლოს, წაიკითხა დანტე ალიგიერის "ახალი ცხოვრება".

24 საათი 02.04.10

შარშან ერთმა ჩემმა მეგობარმა, ბოლოს და ბოლოს, წაიკითხა დანტე ალიგიერის "ახალი ცხოვრება".

როცა შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვე, ასე მითხრა, არ შემხვედრია ავტორი, რომელიც საკუთარ თავს ამ ზომამდე ენდობოდესო. დავაფასე ჩემი მეგობრის ტაქტი: არ უთქვამს, ასე თავდაჯერებულ ავტორს პირველად ვაწყდებიო...

ტაქტის გარდა გამჭრიახობაც იყო ამ შეფასებაში. მართლაც, დანტე ძალიან ენდობა საკუთარ თავს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ გამონაკლისს ნამდვილად არ წარმოადგენს...

აი, მაგალითად, რას წერს სოფიო კილასონია 30 მარტის ნომერში: "24 საათის» ახალ მოთხოვნებს (მხოლოდ ერთგვერდიანი სტატიების შესახებ) ჯერ ისევ ვეგუები, ვიცი, სულ ცოტას აუცილებლად გადავაჭარბებ და მერე შრიფტს ისე დავავიწროვებ, ტექსტს ისე დავახრჩობ, წაკითხვა გაგიჭირდებათ, მაგრამ მაინც მოგიწევთ". ესეც ასე! - არც მეტი, არც ნაკლები, თვალების დათხრასაც არად გვითვლის... თანაც სიახლეებთან შეგუების პრობლემა ძალიან ადვილი გადასაწყვეტია: საკმარისია ასეთი გადახვევების ცდუნება დასძლიო და ყველაფერი რიგზეა.

მე კი არ შემიძლია გავექცე ცდუნებას და ერთი მცირე გადახვევა არ გავაკეთო! - ჩემთვის ეს ცდუნება კი არა, მოვალეობაა. მაშ ასე, ამავე ნომერში მკითხველისადმი დამოკიდებულების სრულიად კურიოზული მაგალითიც მოიპოვება - ერთ-ერთი სტატია ასეა დასათაურებული: "გერმანია ნატურალური ქართული ღვინით დაინტერესდა". ესეც არ რჩება ლიტერატურული ალუზიის გარეშე. გოგოლის "მკვდარი სულების" დასაწყისში წერია, რომ ჩიჩიკოვის შესვლა სამაზრო ქალაქში არავის უნახავს, გარდა სახლის წინ წამოსკუპებული ორი რუსი გლეხისაო. თუ არ ვცდები, ანა ახმატოვამ შენიშნა ჩვეული გესლიანობით: როგორ ეტყობა უკრაინელის ხელი, თორემ შუა რუსეთის სამაზრო ქალაქში სახლის წინ დასკუპებული გლეხები, აბა, ჰოლანდიელები ხომ არ იქნებოდნენო.

მაგრამ სტატიის ავტორმა, მანანა ვარდიაშვილმა იცის, რომ ქართველ მკითხველს აუცილებლად უნდა განუმარტო: გერმანელებს წყალ და შაქარგარეული ღვინო არ აინტერესებთ. დაახლოებით მსგავსი რამის განმარტება სამიოდე წლის წინათ სცადა პარლამენტის წინ შეკრებილ მიტინგზე ნიაზ დიასამიძემ და კინაღამ ცოცხლად შეჭამეს...

მაგრამ დავუბრუნდეთ სოფიო კილასონიას მუქარასა თუ ქადილს. მით უმეტეს, რომ ის პირდაპირ არის დაკავშირებული ლიტერატურასთან: სტატიაში გვამცნეს, რომ გამოდის ლაშა ბუღაძის ახალი რომანი "ლიტერატურული ექსპრესი"... ვაღიარებ, რომ უკვე წავიკითხე. რა თქმა უნდა, არაფერს გავამხელ, რისი გამხელაც ჯერ არ შეიძლება. მაგრამ გაზეთიდან ვიგებთ, რომ ეს ავტორის პირველი რომანია, რომელშიც თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს. აქ კი უნდა ვთქვა, რომ საკუთარი თავის ნდობას მთელი ტექსტის განმავლობაში არ შევხვდებით: რომანის მთხრობელი პერსონაჟი, პირიქით, ისეთი თვითგვემითაა შეპყრობილი, თითქოს საკუთარი თავის სისუსტეში გამოჭერა სწადია.

ქართული ხასიათის სტერეოტიპული თვისებების ფონზე ამგვარი გულახდილობა არაბუნებრივიც იქნებოდა, რომ არა ტექსტის ახალი, უჩვეულო ფორმა, რომლის მსგავსი ჯერ არავის უცდია ქართულ ლიტერატურაში.

და თუმცა ეს არ არის ერთადერთი დასკვნა, რასაც დაკვირვებული მკითხველი წიგნიდან გამოიტანს, ახლა მხოლოდ ავტორის იმ სიტყვებს გადმოვიწერ, რაც მან სოფიო კილასონიასთან საუბარში წარმოთქვა და რაც ჩვენ გამოგვადგება აზრის გასავითარებლად: "მიუხედავად განსხვავებებისა, საბოლოოდ, მწერლების პრეტენზიები და სურვილები ერთია. ხშირ შემთხვევაში შესაძლებლობებიც. გვგონია, რომ განსხვავდებიან, სინამდვილეში კი ძალიანაც გვანან ერთმანეთს, უბრალოდ, სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ".

ეს აზრი ალბათ სამართლიანია იმ გაქანების მწერლებისათვის, რომელთა მოწვევას "ლიტერატურული ექსპრესის" ორგანიზატორები შესაძლებლად მიიჩნევდნენ. სამაგიეროდ, უცილობლად სამართლიანია ყველა ქართველი ჟურნალისტისთვის. ამათ ისიც აერთიანებთ, რომ საკუთარ თავს ენდობიან... მე ვიტყოდი თავდადებით.

აი, მაგალითად, მალხაზ გულაშვილი. ჟურნალისტია? - არა, რაღაც მედია-ჰოლდინგის მფლობელად მოიხსენიებენ. ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს. ამჯერად მხოლოდ იმის თქმა გვჭირდება, რომ ეს ყმაწვილი რაღაც საზოგადოებრივი მოძრაობის დამფუძნებელი შეიქნა. რას გვაწვალებდა? - მიებაძა სულით ხორცამდე ჟურნალისტისთვის, ქ-ნ ნინო დანელიასათვის - ის, მაგალითად, ნიავის ყოველ მობერვაზე თითო საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებით იმუქრება: იმედისმომცემმა გოგონამ დოკუმენტური ფილმი გადაიღო - ნინო დანელია საზოგადოებრივ მოძრაობას აყალიბებს; ტელეკომპანია "იმედმა" თვალშისაცემი სიბრიყვე ჩაიდინა - კვლავ აქვეა ნინო დანელია და კვლავ სახალხო მოძრაობას აარსებს. ორჯერ გავიგონე ჩემის ხორციელის ყურთასმენითა...

მაგრამ არა! - არ მიუბაძავს მალხაზ გულაშვილს ნინო დანელიასათვის, მუქარით არ დაკმაყოფილებულა: მართლა დააფუძნა რაღაც მოძრაობა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიქადნა: ყველას სასტიკად დავსჯით, ვინც კი ილია ჭავჭავაძესა და ილია მეორეს აუგად მოიხსენიებსო!

ჰოდა, საკუთარი თავის მიმნდობთა შორის ერთ-ერთმა ყველაზე მიმნდობმა ჟურნალისტმა, სახელდობრ, ეკა კვესიტაძემ გადაწყვიტა მისი მოწვევა ყოველკვირეულ გადაცემაში "აქცენტები", რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადის. და რახან მალხაზ გულაშვილი რაღაც "ანტილიბერალურს" წარმოადგენს, მარტივი გათვლით გადაწყდა, რომ მის წინააღმდეგ უნდა მომართულიყო ლიბერალიზმის საყველთაოდ აღიარებული განსახიერება. ასეთი კი ვინ არის საქართველოში? - ყველა არსებული და შესაძლო ტუსოვკა (ალბათ მხოლოდ რამდენიმეს გამოკლებით) ერთხმად შესძახებს: ომონიმური ჟურნალის რედაქტორი, შორენა შავერდაშვილი.

ბოლოს და ბოლოს საქმე იმით დასრულდა, რომ სტუდიაში მხოლოდ მალხაზ გულაშვილი დარჩა, წამყვანი და მეორე რესპონდენტი კი აკუსტიკურ და ვიზუალურ ფონად იქცნენ, ხოლო თვით საზოგადოებრივი მაუწყებელი - ჟურნალ "ქვაკუთხედის" ან "ერისა და ბერის" ან სხვა რამ ამგვარი ბეჭდური ორგანოს ტელევერსიად.

წამყვანს ამჯერად თავი დავანებოთ - იგი საკუთარი თავის ნდობამ მოატყუა და თან გარკვეული შეზღუდვების ფარგლებში მოაქცია. ბევრად უფრო საინტერესოა, როგორ იცავდა საკუთარ და ჩვენს საერთო ღირებულებებს შორენა შავერდაშვილი.

როცა ჭეშმარიტების ახლად მოვლენილმა სვეტმა და მტკიცებამ პირდაპირ მიახალა, ლიბერალურ და ანტიეროვნულ (თუ რაღაც ამის მსგავს) ჟურნალს გამოსცემო, რედაქტორმა ხმის მოულოდნელად ელეგიური ტონით შეჰღაღადა: რას გვერჩით, სულ რაღაც 300 თუ 500 ცალი გამოდის ეს ჟურნალი და მერე ერთმანეთს აკითხებენო!

საიდან ასეთი უეცარი უსუსურობა? აქ შეიძლება ახსნის ორი გზა იყოს. პირველი გვეუბნება, რომ ძია მალხაზთან ხუმრობა სახიფათოა: კაცმა აღიარა, რომ სახელმწიფოთა შორის საიდუმლო მოლაპარაკებებზეც კი მისთვის უცნობი არაფერი ითქმის - ვინ იცის, რას მისწვდება კიდევ და, რაც მთავარია, რას იკადრებს, რას წამოატივტივებს. მით უმეტეს, რომ თაობათა შორის ბრძოლა საქართველოში თითქმის ყოველთვის გარეშე პირთათვის გათამაშებული წარმოდგენაა და არასოდეს გამორიცხავს არც საერთო ჭერს, არც საერთო ფულს და არც ფარულ ურთიერთმხარდაჭერას...

მაგრამ ნუ დავადგებით ამ მოლიპულ გზას, რომელზედაც სამტვრევად მხოლოდ ღია კარები თუ შეგვხვდება. ბევრად უფრო პროდუქტიულია ვითარების, ასე ვთქვათ, არსებითი განხილვა.

გულაშვილის არგუმენტაცია ახალი არ არის. უფრო სწორად ეს არც არის არგუმენტაცია: მის პოტენციურ მომხრეებს თუ მიმდევრებს, რომელთა შესახებ თვითონ თქვა, რომ საზოგადოების 99 პროცენტს შეადგენენ, არგუმენტაცია საერთოდ არ სჭირდებათ, მათი აზროვნების ჯაჭვში მხოლოდ ერთსვლიანი კომბინაციები თავსდება: უჩვენე, ვინ ჩვენიანია, ვინ სხვისი და მერე, თქმაც კი არაა საჭირო — აგრძნობინე, რომ ყველაფერი დასაშვებია.

ამგვარი ტაქტიკა გარდაუვლად ამართლებს იმათში, ვისაც იღბალი ცხოვრების მოწყობის მეთოდად მიუჩნევია და საკუთარი კეთილდღეობის იმედებს ან ტოტალიზატორზე ამყარებს, ან ლოტოტრონ "დომენტიზე". გასაგებია, რომ მართლმადიდებლობის ხსენებაზე ამათ მოწიწებული ჟრუანტელი უვლით ტანში — ვინ იცის, სამარხვო მაიონეზით ძალამოცემულმა მფარველმა ანგელოზმა საჭირო ბურთი ამოაგდოს ან საჭირო თავდამსხმელს შეასხას ფრთები საჯარიმო მოედნის ხაზთან...

ამის დარდიც უნდა გვქონდეს, მაგრამ ბევრად უფრო სამწუხარო სხვაა: თუ ამ ტაქტიკის გამტარებელთან კამათს არსებითად კი არა და შესაძლებლად მიიჩნევ, თუ ამ კამათში მერე საჭირო და ეფექტურ არგუმენტებს ვერ პოულობ, გამოდის, რომ შენ მიერ საჯაროდ განცხადებული ღირებულებები ამავე ხარისხით აგითვისებია.

ვნახოთ, რას ემყარება გულაშვილის ლექსიკა. ამისათვის გამოგვადგება ნაკურთხი პრესიდან ამოღებული რამდენიმე ციტატა.

"სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე? — ისევ და ისევ ნაცნობ სატკივართან, ლიბერალიზმთან, რომლის ყოვლისმომსვრელი მეტასტაზები ახლა უკვე სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ ბირთვს, ტელევიზიას შემოეხლართა" — სარედაქციო სტატია, გაზეთი "აცხოვნე სული შენი", N 23, 2004 წ.

«დიდი საფრთხის წინაშე დგას საქართველო. ქართველ ხალხს თვალსა და ხელს შუა აცლიან ჭეშმარიტ სარწმუნოებას. სახელმწიფო რელიგიად ყოველგვარი გამოცხადების გარეშე მკვიდრდება ლიბერალიზმი" — ეპისკოპოსი სტეფანე კალაიჯიშვილი, "აღსავალი", N 15, 2004 წ.

"საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი გადაურჩეს ნებაყოფლობით სიგიჟეს, თუკი ყველა გაუწევს წინააღმდეგობას ლიბერალიზმს, როგორც ღვთისმგმობ, აღვირახსნილ და წამლეკავ იდეოლოგიას" — ეპისკოპოსი სტეფანე კალაიჯიშვილი, "ერი და ბერი", N 7, 2004 წ.

ამგვარი ციტატების სია შეიძლება განვაგრძოთ, მაგრამ ახლა სხვა შენიშვნის დროა: სტეფანე კალაიჯიშვილის რომელიმე ციტატით დაცული მართლმადიდებლობა ზუსტად იგივეა, რაც ტალიავინის დასკვნის ნაფლეთებით განმტკიცებული ლიბერალიზმი.

ერთნი საქართველოს მტრების დამეგობრებას ცდილობენ, მეორეთ საქართველოს მეგობრების (მაკკეინის, ჩეინის, ტელბოტის, სოლანასა და სხვების) ნააზრევზე ძმარავთ; ერთნი შარვლიან ქალებს გმობენ, მეორენი — ბუშის ქუჩას. მასშტაბი კი ერთია და შედეგადაც მხოლოდ ის მოჰყვება, რომ ირგვლივ ჰაერში სიგიჟისა და სიბრიყვის გარდა არაფერი ტრიალებს.

თუმცა ზოგჯერ ბევრად უფრო საშიშ შედეგსაც ვიღებთ: აი თუნდაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ერთ-ერთი ბოლო განცხადება, ესპანეთის რომელიღაც დელეგაციასთან შეხვედრისას გამოთქმული და პრესაში ფართოდ გავრცელებული: საქართველოში საქმე ბევრად უკეთესად იქნებოდა, ხელისუფლება რომ უფრო გვისმენდეს.

რა მართლმადიდებლობა და რა ლიბერალიზმი? — ჯერ იქამდე გავიზარდოთ, რომ საკუთარი კონსტიტუციის წაკითხვა შევძლოთ...

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი