RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

"ზოგჯერ ისინი ბრუნდებიან"

ჯერ საპირველაპრილო ხუმრობა მეგონა, მაგრამ მაინც გავბრაზდი. მერე კი დახლზე ვნახე გამოცემული წიგნები, გადავშალე და ბრაზმაც გადამიარა - სიცილი წამსკდა... თავიდან დავიწყოთ.

24 საათი 10.04.10

ჯერ საპირველაპრილო ხუმრობა მეგონა, მაგრამ მაინც გავბრაზდი. მერე კი დახლზე ვნახე გამოცემული წიგნები, გადავშალე და ბრაზმაც გადამიარა - სიცილი წამსკდა... თავიდან დავიწყოთ.

1 აპრილის ნომერში დაიბეჭდა თამარ კიკნაველიძის მასალა "რობაქიძის ჰიტლერი და მუსოლინი" - სტატია გვამცნობს, რომ გრიგოლ რობაქიძის ტექსტები, რომელთა გერმანული ორიგინალი ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ფონდში ინახება, გამომცემლობა "არტანუჯმა" ქართულ ენაზე გამოაქვეყნა. "მუსოლინი" ნანა გოგოლაშვილს უთარგმნია, "ჰიტლერი" კი დალი ფანჯიკიძეს.

ამის მერე სტატიაში ვკითხულობთ: "ავტორი ჰიტლერის ფენომენს «თაურმცენარედ», ერთგვარ მეტაფორად განიხილავს და მის «შინასახეს» გვიხატავს... ფოტოებიდან განზოგადებული პიროვნების სიძლიერე კითხვისას იმდენად ლოგიკურად იკვეთება, რომ თითქოსდა რობაქიძე კი არ აქებს ან ადიდებს მას, არამედ გვიყვება ისტორიულ კონტექსტში მოცემულ გმირზე, რომელიც შორეული სიღრმეებიდან ხესავით ამოიზარდა და ნაყოფიერ სინათლის სხივად გარდაიქმნა".

თითქოსდა საკმარისი არ იყოს, ამას მოსდევს კიდევ უფრო თავზარდამცემი: "ამ პროცესში ავტორი ითვალისწინებს მის (ანუ ჰიტლერის - ნ. ლ.) ეროვნულ წარმომავლობას, ნაციონალური ნიშან-თვისებების მნიშვნელობასა და განსაკუთრებულობას".

ამას, აბა, რა კომენტარი უნდა დავურთოთ? ისევ გრიგოლ რობაქიძეს მივმართოთ იმის გასაგებად, რა "შინასახეს" გვიხატავს.

ყველაზე პოპულარული ენციკლოპედიური რესურსი, "ვიკიპედია" გრიგოლ რობაქიძის შესახებ მოგვითხრობს: "ომის შემდეგ მიიჩნევდნენ, რომ ბენიტო მუსოლინისა და ადოლფ ჰიტლერის შესახებ მისი ორი წიგნი ნაციზმის მხარდამჭერი იყო. თვითონ რობაქიძემ უარყო ეს ბრალდება, მაგრამ ვერ შეძლო დასავლეთში სახელის აღდგენა". ასე ინგლისურ ვერსიაში წერია. ქართული კი ამ საკითხს დუმილით უვლის გვერდს.

"არტანუჯის" გამოცემულ წიგნს "მუსოლინი" ყდაზე აწერია: "ომის პირველ წლებში ორი პატარა წიგნი გამოვეცი: «ჰიტლერი» და «მუსოლინი». აქვე დავძენ: არც პირველია ნაცისტური და არც მეორეა ფაშისტური, ამ თემებს მე განსაკუთრებული სულიერი თვალთახედვით ვუყურებდი" - ეს გრიგოლ რობაქიძეს ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისისთვის მიუწერია.

ახლა კი ვნახოთ, რა დოზანაა ეს "განსაკუთრებული სულიერი თვალთახედვა". რა თქმა უნდა, ციტატებს მოვიყვანთ, რა თქმა უნდა, ამას შეიძლება მოჰყვეს ჩვეული შენიშვნა, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვები არაფერს ამტკიცებს. ამას კი ვერ დავეთანხმები, რადგან სწორედ ქვემოთ მოყვანილი ციტატები ქმნიან იმ კონტექსტს, რომელშიც განიხილავს გრიგოლ რობაქიძე ადოლფ ჰიტლერს...

წიგნის დასაწყისშივე ვხედავთ ჰიტლერის ვიზუალურ აღწერას: "მისი მიხრა-მოხრა თავის სწორუპოვრობის გამოა თვალშისაცემი. აი იგი კიბეზე ჩამოდის. კიბის ძირში მედიდურად ჩერდება, საგნებს ზემოდან დასცქერის და შორს ისე იყურება, თითქოს რაღაც საფრთხე იყნოსაო ... აქ მისი ყოველი მოძრაობა პლასტიურად დასრულებული ჩანს".

ჯერ-ჯერობით მხოლოდ ლიტერატურულ სიმწირესა და ზედაპირულობას ვხედავთ (ზემოდან დახედა საგნებს, ესე იგი არაჩვეულებრივი ადამიანია) და კიდევ ორაზროვნებას... ჩვენ კი ვიცით რა ნევროტიკული მიხრა-მოხრა ჰქონდა ჰიტლერს, მაგრამ მაინც ვერ მიხვდები, ავტორი მას ხოტბას ასხამს თუ დასცინის: ასე შეიძლება აღწერო, მაგალითად, ჯიშიანი ძაღლი რომელიმე პოპულარულ ბუკლეტში ან ადგილობრივი მაფიის ნათლიმამა მესამეხარისხოვან დეტექტივში. მაგრამ მერე თანდათანობით იკვეთება გრიგოლ რობაქიძის ნამდვილი დამოკიდებულება: "მისი ყოველი გამოსვლა ერთადერთი და განუმეორებელია. ათასობით ადამიანი მასთან უშუალო შეხვედრას ელოდება, მილიონები კი რადიოგადაცემის მოლოდინში გაქვავებულან ... ტანი უგრძნობთ: იგი მოდის, იგი უკვე ახლოსაა. შუქშობილის მოლოდინში ყოველი ხმის გაგონებაზე უტოკავთ ფესვები" - შუქშობილი შიკლგრუბერი იქით იყოს და ეს ფესვები ნეტა სადა აქვთ "გერმანელ ქალებსა და მამაკაცებს"? თუ თვითონაც მცენარეებად იქცნენ "თაურმცენარის" მოლოდინში და მისი გავლენით?

იქნებ ახლაც გგონიათ, რომ ქილიკობს? მაშინ განვაგრძოთ: "ამ დაბალ ხმას მილიონობით ადამიანთან ერთად მეც გულმხურვალედ ვუსმენ". მერე: "მისი გამჭრიახი გონება ჯერაც არშობილ საიდუმლოს წვდება და ლაღი ჩირაღდანმტყორცნელის დარად ბრმა ბედისწერას ათვინიერებს". უფრო ქვემოთაც: "იგი ბედისწერას ათვინიერებს და ბედისწერაც მის მხარესაა".

ეს უკვე სერიოზული არგუმენტია! - როგორ იქცევა იმიგრანტი ქართველი მწერალი იღბლიან ლიდერთან დაახლოებისას? პასუხი აშკარაა: ვითარების გამოყენებას ცდილობს. ამისთვის კი რამდენიმე საშუალება არსებობს. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ ჰიტლერი ამ შემთხვევაში ობიექტი კი არა, ადრესატია. მაშ ასე, ტაქტიკური საშუალებები შემდეგია:

1. საკუთარი თავის წარდგენა. ვისაც ჰგონია, რომ ავტორს ჰიტლერის გამოკვლევა, მისი "ფენომენის" არსში ჩაწვდომა სურს, ცდება: ტექსტი ერთგვარი აპლიკაციაა, რომელიც გრიგოლ რობაქიძემ შეავსო ნაცისტურ გერმანიაში ადგილის დასამკვიდრებლად. ავტორს მოჰყავს ვრცელი (ერთ გვერდზე მეტი ზომის) ციტატები საკუთარი ნაწარმოებებიდან, გვესაუბრება გოეთეზე, რილკეზე, ძველ ბერძნებზე, გერმანულ მითოლოგიაზე, ქართულ ლიტერატურაზე, ქრისტიანულ რელიგიაზე, ჩინურ ფილოსოფიაზე... რატომ? - ამ შეკითხვაზე, სულ მცირე, ორი პასუხი შეიძლება ვიპოვოთ. ერთი არჩეული გეზის ერთგულებაა: განა მოძღვარმა ნიცშემ არ ასწავლა გრიგოლ რობაქიძეს, როგორ უნდა შეხედოს შემოქმედმა საკუთარ თავს? - "რატომ ვარ ასეთი ბრძენი?". მეორე კი უფრო მარტივია: ხომ უნდა უჩვენო მარჩენალს, რა შეგიძლია...

ამ წარდგენასვე ემსახურება "ქართული ბუნების" არსებითად რასისტული ხასიათის მტკიცება: "ჩვენში, საქართველოში, ეს იდეა ენაშიც კი ცნაურდება, ქართველს ვინმეს შეურაცხყოფა თუ უნდა, შე უჯიშოო, ეტყვის, რაიც რასის არმქონეს ნიშნავს, ხოლო უძლიერესი ქართული წყევლა ასეთია: შენი ჯიში ამოვარდაო". ხომ უნდა გაიგოს ფიურერმა, რომ სანდო წარმოშობა გაქვს.

2. ადრესატის ხოტბა. აქ ორი ტიპი უნდა გამოიყოს:

ერთი წარმოადგენს მეტყველების ფსევდოალეგორიულობას. რას ნიშნავს ეს? - თვითონ რობაქიძე სვამს შეკითხვას, მეტაფორულად გასააზრებელი ხომ არ არის გერმანული "თვითობაო"? მაგრამ, განმარტების თანახმად, მეტაფორა ახალი და მოულოდნელია. სიახლე და მოულოდნელობა კი საშიშია: არ იცი, რა რეაქცია მოჰყვება, როგორ გაიგებს მამა და მარჩენალი, რა ყურით მოისმენს, რა თვალით შეხედავს. ალეგორია უფრო საიმედოა: იგი, ასე ვთქვათ, ტირანიის ქვეშ მოქცეული მეტაფორაა - მზამზარეული სიმბოლოების ინვენტარით აგებული: გული სიყვარულს ნიშნავს, მთვარე - ცვალებადობას... მაგრამ ამ ტექსტში ვერ ვიპოვით ასეთ მყარ კავშირებს: ერთი მხრივ, ინვენტარი მართლაც არის (გერმანული ლიტერატურა, ანტიკური და სკანდინავიური მითოლოგია, ჰეგელის ფილოსოფიური ცნებები, ინდური სიბრძნე, რასისტული დომხალი - მოკლედ, ნაცისტების თავისთავად ქაოსური იდეოლოგიის სრული კომპლექტი), მაგრამ აღნიშნულსა და აღმნიშვნელს წყვილ-წყვილად ვერ დაალაგებ. ერთ შემთხვევაში აღნიშნულს ვერ იპოვი, მეორე შემთხვევაში, აღნიშნული (ძირითადად, თვითონ ჰიტლერი) აშკარაა, მაგრამ აღმნიშვნელს ვერ წარმოიდგენ ან ვერ გაიაზრებ: რას ნიშნავს, მაგალითად, "თაურმცენარე", "თაურხატი", "შუქშობილი" და ა. შ.? რა სოციალურ რეალობას ასახავს ან შეეხება? და თუმცა ეკლესიის მოძღვარი, წმ. გრიგოლ დიალოგოსი გვასწავლის, რომ "ალეგორიათა განმარტება ზნეობის ვარჯიშს ემსახურება" - აქ, სამწუხაროდ, მხოლოდ უზნეობის ვარჯიშს მივიღებთ, რადგან ვერავითარი "განსაკუთრებული სულიერი მზერა" ვერ გადასძალავს ნაციზმის საზარელ ისტორიულ მოცემულობას.

მაგრამ ზოგჯერ საოცრად გულწრფელია ჩვენი ავტორი. აი, მაგალითად, აქ: "ვისაც ეს ყვირილი ძარღვს არ შეუტოკებს, იგი სიტყვა «სამშობლოს», ფიურერის მიერ წარმოთქმულს, ვერასოდეს გაიგებს. ადოლფ ჰიტლერმა ამ საკვირველ სიტყვას ჭეშმარიტად დაუბრუნა თავისი პირვანდელი აზრი" - ესეც "განსაკუთრებული სულიერი ხედვა", თუ როგორ იყო?

მეორე ტიპის ხოტბა კი არის კონკრეტული მოქმედებების გამართლება. ვერსალის ხელშეკრულების შემდეგ გერმანიის "მუხლებიდან წამოყენება" უკვე შტამპია, ამას აღარ შევეხები. მაგრამ ჩეხოსლოვაკიის ანექსიისათვის ჰიტლერის უფრო ურცხვი და ყალბი აპოლოგია ნამდვილად არ შემხვედრია: "... ნიჭის გამოვლენის ბრწყინვალე მაგალითად, რაც ფიურერს თავის სტიქიად ექცა, უეჭველად რჩება სუდეტების გათავისუფლება". ევროპული ისტორიის ამ სამარცხვინო ეპიზოდსა და მის მოქმედ პირებს რამდენიმე გვერდი ეძღვნება, მაგრამ მოყვანილი ციტატიდან ბოლო ორი სიტყვაც საკმარისია იმისათვის, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს. აქ უკვე ვერ გაამართლებს ჩვენს ავტორს "განსაკუთრებული სულიერი თვალთახედვა"...

ასევე გულისამრევია ჰიტლერის ცნობილი წიგნის, "ჩემი ბრძოლის" ცალკეული ეპიზოდების მოხმობა და მათი... განხილვა? - არა, უფრო მათი ცოდნით პოზირება. მაგრამ კიდევ უფრო შთამბეჭდავია ის დასასრული, რომელსაც აღწევს გრიგოლ რობაქიძის განუწყვეტელი ეგზალტირებული ბოდვა მას შემდეგ, რაც კოსმიურ უფსკრულებში ნავარდით იღლება...

ბოლოს და ბოლოს, ავტორი პოულობს თავის ჭეშმარიტ მოწოდებას და იდეოლოგიური ჭორების მოყოლით ერთობა: "ამბად ყვებიან: ერთი ახალგაზრდა კაცი მეგობარს საჩუქარს უძღვნის, მეგობარს კი თავის მხრივ სამაგიერო საჩუქარი აქვს მომზადებული. ორივე ერთდროულად ხსნის პაკეტს და გაოცებულნი ხედავენ: ერთმანეთისთვის ფიურერის პორტრეტი მიუძღვნიათ. კიდევ ერთი სიურპრიზი ისაა, რომ სურათებზე ორივეს წაუწერია: ფიურერისადმი ერთგულების ნიშნად". კიდევ: "ერთ მოხუც მანდილოსანს საგანგებოდ გამოუკითხავს, რა ჯიშის ვარდი ყვავის აპრილში. იმ ჯიშის ვარდი თავის ბაღში დაურგავს და ყოველი წლის 20 აპრილს, ფიურერის დაბადების დღეს, მოწიწებით თავდახრილი, მლოცველივით დგას მის წინაშე"... ეს და კიდევ რამდენიმე მსგავსი მაგალითი გრიგოლ რობაქიძეს მოჰყავს ვინმე გეორგ შოტის მიერ შედგენილი საგულისხმო სათაურის მქონე წიგნიდან: "სახალხო წიგნი ჰიტლერზე". იქნებ ვინმეს ეგონოს, რომ აქ გერმანული საზოგადოების მდგომარეობას იკვლევს ჩვენი აპლიკანტი ავტორი? - სულაც არა. ოდნავ მოგვიანებით, სწორედ ამ მაგალითების კონტექსტში მას საკუთარი ბიოგრაფიის ეპიზოდიც მოჰყავს, რომლითაც ადასტურებს და განავრცობს გეორგ შოტის ნაღვაწს.

და ყოველივე ამის შემდეგ გრიგოლ რობაქიძე ასე ურცხვად იმართლებს თავს ნიკოს კაზანძაკისის წინაშე: არა, არ მითქვამს, არ გამიკეთებია, უბრალოდ, სხვა სულიერი ხედვით შევხედეო. ალბათ დარწმუნებული იყო ან ეგონა მაინც, რომ ბერძენ პოეტს წაკითხული არ ექნებოდა მისი "ჰიტლერი" და "მუსოლინი". ნამდვილად, კვაჭი კვაჭანტირაძე გაგახსენდება კაცს...

თუმცა ეს ყველაფერი იჩრდილება სხვა, ბევრად უფრო საჭირბოროტო შეკითხვის წინაშე: რა ჰქონდათ თავში ამ ტექსტების მთარგმნელებს? რა ჰქონდა თავში გამომცემელს? რომელ დროსა და რა ქვეყანაში ცხოვრობს ეს ხალხი? - იქნებ როსტომ ჩხეიძის "გამოხმაურებამ" გასცეს პასუხი ამ შეკითხვებს? - როგორც ვთქვით, გამომცემელმა ეს ტექსტი დაურთო წიგნს "ჰიტლერი"... არა, მთარგმნელებიც (თავიანთ შენიშვნებში), გამომცემელიც (თავისი დუმილით) და "გამომხმაურებელიც" (თავისი მჭევრმეტყველებით) ხან ირიბად და ნართაულად, ხანაც პირდაპირ და დაუფარავად ცდილობენ ავტორის გამართლებას, მისთვის ნამუსის მოწმენდას.

ერთადერთი იმედი ისაა, რომ ნაციზმის მომხრეები, ძირითადად, ხისთავიანები არიან. ალბათ არც ქართველი პოტენციური თუ აქტუალური ნაცისტები იქნებიან გამონაკლისი. ჰოდა, ვერ გაიგებენ რობაქიძის ხუჭუჭა ბოდვას. მაგრამ ისიც ვაღიაროთ, რომ ასეთი იმედი უფრო თავის დამშვიდებას ჰგავს, თანაც ორი მიზეზით: ჯერ ერთი, ბნელი და ბუნდოვანი ბოდვა ბევრად უფრო ადვილად იტაცებს ადამიანებს, ვიდრე გამჭვირვალე მსჯელობა, მეორეც - არის საგნები და მოვლენები, რომელთა წინაშე სიმშვიდე არ უნდა შეინარჩუნოს სინდისიერმა საზოგადოებამ...

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი