RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

გიგი უგულავას ერთადერთი უპირატესობა

"პრაგმატიზმი ოპოზიციას გაერთიანებას სთხოვს, ამბიცია პრაგმატიზმს ახშობს" - ასეთი ქვესათაური წაუმძღვარა ვერიკო თევზაძემ თავის მასალას, რომელიც "24 საათში" 4 მაისს დაიბეჭდა სათაურით "ჩემი ყველას სჯობია".

24 საათი 09.05.10

"პრაგმატიზმი ოპოზიციას გაერთიანებას სთხოვს, ამბიცია პრაგმატიზმს ახშობს" - ასეთი ქვესათაური წაუმძღვარა ვერიკო თევზაძემ თავის მასალას, რომელიც "24 საათში" 4 მაისს დაიბეჭდა სათაურით "ჩემი ყველას სჯობია".

ვითარების არსი შემდეგია: პოლიტიკურად ეკლექტური და უცნაური დასახელების მქონე დროებითი და მყიფე გაერთიანება "ალიანსი საქართველოსათვის" მოითხოვს პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული მემარცხენე-უტოპისტური პარტიისაგან, რომელსაც რატომღაც "ქრისტიან-დემოკრატები" ჰქვია, უარი თქვას თბილისის მერობის თავის კანდიდატზე და მხარი დაუჭიროს ირაკლი ალასანიას.

მთელ მასალაში ყველაზე საინტერესო არის ქვესათაურში გამოხატული აზრი. მაგრამ, რადგანაც ყველაფერს შემზადება სჭირდება, აზრის გასაგებად ჯერ მთელი ტექსტი განვიხილოთ.

საინფორმაციო სტატია აგებულია "ალიანსისა" და "ახალი მემარჯვენეების" წევრის, მამუკა კაციტაძის სიტყვებზე. გავიხსენოთ, რომ ლაპარაკია იმაზე, რომ ერთი პოლიტიკური სუბიექტი მეორეს სთხოვს, უარი თქვას თავის ფორმალურ მოვალეობაზე, ანუ პოლიტიკურ ბრძოლაზე. ვერ ვიტყვი, რომ ასეთი რამე პრინციპულად შეუძლებელია, მაგრამ ბუნებრივად იგულისხმება, რომ მხოლოდ სერიოზული კომპრომისის, ანუ ორმხრივი დათმობის ხარჯზე უნდა მოხდეს.

კომპრომისის კვალს სტატიაში მართლაც ვპოულობთ: აქ წერია, რომ "ალიანსი" იმაზეც კი თანხმდება, რომ "შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაშიც, ისინი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე უარს იტყვიან". ამის მერე კი წერია: "წინასწარ არ აცხადებენ, საკრებულოში უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში, დაუჭერენ თუ არა მხარს «ქრისტიან-დემოკრატების» კანდიდატს, ინგა გრიგოლიას". ქარაგმული, მაგრამ მაინც საკმაოდ გამჭვირვალე მინიშნებების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარიგების რეალური შინაარსი ასე ჟღერს: თქვენ მერის არჩევნებიდან მოხსენით გიორგი ჭანტურიას კანდიდატურა, ჩვენ კი საკრებულოს თავმჯდომარის ადგილისათვის ხმებით მოვამარაგებთ ინგა გრიგოლიას. ყველასათვის ცხადია, რომ კომპრომისი, რომც არსებობდეს, სავსებით მოკლებულია თანასწორობას... სხვა სიტყვებით, "ალიანსს" დიდი დათმობის მიღება სწადია პატარის სანაცვლოდ...

პრინციპულად ალბათ არც ესაა შეუძლებელი, მაგრამ ადეკვატურ და ფაქიზ არგუმენტირებას მოითხოვს. ამის მაგიერ ვკითხულობთ, რომ მამუკა კაციტაძე აცხადებს შემდეგს: "ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატის, გიორგი ჭანტურიას საკითხი მმართველი პარტიის წარმომადგენლის, მიხეილ მაჭავარიანის კაბინეტში გადაწყდა". მადლობა ღმერთს! - გულზე მომეშვა: აღარ მეგონა, მიხეილ მაჭავარიანის კაბინეტში რამე თუ წყდებოდა, აქ კი ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი, პოლიტიკური ბრძოლის ვეტერანი, მამუკა კაციტაძე თავისი პირით გვარწმუნებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რესურსი ისეთივე ძლიერი და აქტიურია, როგორც ოდესღაც, და რომ მმართველი ჯგუფი ახლაც ძველებურად ინიციატივიანი და დამოუკიდებელი ხალხითაა დაკომპლექტებული...

ეგ იქით იყოს. პოლიტიკური ბრძოლის ვეტერანი, რეალურად შემდეგს ეუბნება იმათ, ვინც ჩვენ მისი პოლიტიკური პარტნიორები უნდა გვეგონოს: მოხსენით თქვენი კანდიდატურა, რადგან ოპორტუნისტები და კოლაბორაციონისტები ხართ.

მართალია, სისულელე და სიბეცეა, - იტყვის გამჭრიახი მკითხველი, - მაგრამ ცხადია, რომ კაციტაძე ამას მხოლოდ მას შემდეგ ამბობს, რაც "ალიანსმა" უარი მიიღო "ქრისტიან-დემოკრატებისაგან".

ეს მართლაც ასეა, მაგრამ ამ შემთხვევაში სიბრიყვის სიმძლავრე ერთიორად მატულობს: კაციტაძე, უბრალოდ, ამტკიცებს შემდეგს: "ქრისტიან-დემოკრატებმა" სრულიად საფუძვლიანად უთხრეს უარი "ალიანსს", რადგან ამ უკანასკნელს არა პოლიტიკურ ბრძოლაში პარტნიორობა, არამედ სულ სხვა, ბევრად უფრო ვერაგი რაღაც ედო გულში. ეს რომ არა, სულაც არ არის გონიერების ნიშანი, როცა საზოგადოების წინაშე წარმოჩნდები მელად, რომელიც გარდაუვლად ჩივის ყურძნის სიმკვახეს...

ახლა კიდევ ერთი "სიბრძნე". მამუკა კაციტაძე ამბობს: "ყველა კვლევის, საერთაშორისო და ადგილობრივი სოციოლოგიური ჯგუფების გამოკითხვების თანახმად, ოპოზიციაში ყველაზე რეიტინგული კანდიდატია ირაკლი ალასანია. ისიც ფაქტია, რომ სახელისუფლებო გუნდის კანდიდატი, მიუხედავად უსერიოზულესი საარჩევნო კამპანიისა, 35 პროცენტს ვერ გასცდა. დარჩენილი 65 პროცენტი რომ არ დანაწევრდეს, ჩვენ ოპოზიციას ალასანიას გარშემო მხარდაჭერა შევთავაზეთ. სანაცვლოდ ვაკანტურია საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურა".

დავანებოთ თავი ამ ოკრო-ბოკრო ნათქვამის სტილურ საოცრებებს. ყურადღება გავამახვილოთ მის საზრისზე, რომელიც გვეუბნება: ეგ თქვენი კანდიდატი გიორგი ჭანტურია მხოლოდ იმისთვის ვარგა, რომ ოპოზიციის ლომს, ირაკლი ალასანიას პროცენტები წაართვას.

მართალიც რომ იყოს, პოლიტიკურ გარიგებებს ასეთი იდეების გამომხატველი სიტყვებით არც იწყებენ და არც ამთავრებენ. იმიტომ კი არა, რომ სადღაც მიღებულ და მერე წლიდან წლამდე რუდუნებით დაცულ ფორმალურ წესებს არ ეთანხმება, არამედ იმიტომ, რომ დამცირება, თუნდაც ქარაგმული, სულაც არ არის საუკეთესო საშუალება წარმატებული გარიგების მისაღწევად.

ამავე ყალბ ნოტზე ამღერდა ზვიად ძიძიგურიც. სტატიაში მისი განცხადების ფრაგმენტიც არის მოცემული: "ქრისტიან-დემოკრატები ხელისუფლებასთნა შეუთანხმებლად გადაწყვეტილებებს არ იღებენ". როცა საფრანგეთში სარკოზიმ გაიმარჯვა არჩევნებში, ზვიად ძიძიგურმა, 2007 წლის მაისში გამართულ პარტიულ ბრიფინგზე განაცხადა, "საყურიანი ბიჭების დრო წავიდა, ახლა ჩოხოსანთა დრო მოდის, რადგან ყველგან კონსერვატორები იმარჯვებენო". სასწაულია, თუ ამ კაცის მომზადება იმაზე მეტს ვერ წვდება, რომ მხოლოდ ასე ესმის მშობლიური პოლიტიკური მოძრაობის საბოლოო არსი, როგორ ახერხებს იგი პოლიტიკური ინფორმაციის ასეთ უზრუნველყოფას, რომ მერე ასე დაბეჯითებით ამტკიცოს ქრისტიან-დემოკრატთა კოლაბორაციონისტობა?

შესაძლებელი ამოხსნა ორია: როგორც ეტყობა, ან კონკურენტების შესახებ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი სხვა ვინმეა - მაგალითად, კახა კუკავა - ანდა ეს ორივე განცხადება ერთნაირი დონის სისულელეა. რაღა დაგიმალოთ, მე უფრო მეორე შესაძლებლობას ვემხრობი...

აქ კი მამუკა კაციტაძის კიდევ ერთი მარგალიტი ვნახოთ: "არაერთხელ გვითქვამს ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების თანამშრომლობის შესახებ ხელისუფლებასთან. ჩვენი შეთავაზების ფონზე ეს არჩევნები ერთგვარი ლუსტრაცია იქნება". ამ ყმაწვილსაც ჰგონია, რომ სიტყვა "ლუსტრაცია" განწმენდას კი არ ნიშნავს, არამედ "სააშკარაოზე გამოყვანას". მამუკა კაციტაძე იქით იყოს და საინტერესოა, პარლამენტშიც ჩატარდეს გამოკითხვა იმის შესახებ, როგორ ესმით დეპუტატებს ტერმინი "ლუსტრაცია" - იქნებ გასაგები გახდეს, რატომ ჯობია, ლუსტრაციის კანონის მიღებისაგან თავის შეკავება...

სამწუხაროა, რომ სიტყვის მცდარ გაგებას ვერც სტატიის ავტორი გაექცა. ვერიკო თევზაძე ყოველგვარი ირონიის ან საგანგებო განმარტების გარეშე გვამცნობს: "ალიანსის წარმომადგენელი მკაფიოდ შენიშნავს, რომ არჩევნების შედეგები მოახდენს იმ პოლიტიკური ძალების ლუსტრირებას, რომლებიც ხელისუფლების წისქვილზე ასხამენ წყალს". რეალურად ეს წინადადება ნიშნავს შემდეგს: "არჩევნების შედეგები განწმენდს და სარკესავით გააპრიალებს პოლიტიკურ ძალებს". კაციტაძეს კი ჰგონია, რომ აზრი ასეთია: "არჩევნების შედეგები დღის სინათლეზე გამოიყვანს პოლიტიკურ ძალებს". ისე გამოდის, რომ ჟურნალისტი იზიარებს შეცდომას.

რეპორტაჟში ალბათ უადგილოა ირონია, ამიტომ უმჯობესია ტერმინი შევცვალოთ და დავწეროთ: "არჩევნების შედეგები სააშკარაოზე გამოიყვანს იმ პოლიტიკურ ძალებს...", ხოლო თვით კაციტაძის ნათქვამის რედაქტირება კი ალბათ ასე უნდა მოხდეს: "ჩვენი შეთავაზების ფონზე ეს არჩევნები ერთგვარი ტესტი იქნება". ამგვარად განიწმინდება კაციტაძის მეტყველება, ანუ, სხვა სიტყვებით, მისი ლუსტრაცია მოხდება.

ამ მცირედი გადახვევის შემდეგ საინტერესო იქნება, რა პასუხს სცემენ "ალიანსს" თვით ქრისტიან-დემოკრატები. ჯერ საგულისხმო ცნობა: სტატიაში ვკითხულობთ, რომ "ქრისტიან-დემოკრატებს ალიანსის შეთავაზებაზე პასუხის გასაცემად გუშინ დრო დასჭირდათ. რამდენიმე საათის შემდეგ მათ საკუთარი პოზიცია გაახმოვანეს".

ერთი მომასმენინა, რას მსჯელობდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში!

ასეა თუ ისე, რამდენიმესაათიანი გაცხოველებული მსჯელობის შედეგი ასე გამოიყურება: "გიგი უგულავას ერთი ერთზე დამარცხება მხოლოდ ისეთი გეგმის მქონე მერობის კანდიდატს შეუძლია, როგორიც გია ჭანტურიას აქვს," - ამბობს ლევან ვეფხვაძე და ვხვდებით, რომ ამგვარი გულუბრყვილობის თქმას მართლაც ცისფერთვალება ანგელოზი სჭირდება...

გეგმაში ალბათ უფასო წყალი იგულისხმება. ჩვენ კი ვიცით, რომ ამ უტოპიის ყველაზე რეალისტური შედეგი მხოლოდ წყალსადენის გარდაუვალი კრახი და დღეს ქალაქში მარდად მოგრიალე და წყლის წვეთის გამოსახულებითა და «GWP" წარწერით ზურგდამშვენებული ვაჟკაცების უმუშევრად დარჩენა იქნება. როგორც ეტყობა, ბ-ნი ჭანტურიასა და "ქრისტიან-დემოკრატების" კავშირი სულაც არ არის შემთხვევითი: განა სამართლიანად მოწყობილ საზოგადოებაში ზეგარდმო ძალის ჩაურევლად შესაძლებელია, რომ ამდენი ფული იშოვნოს ვინმემ, ვინც არ იცის, რომ "უფასო" და "უპატრონო" სინონიმებია?

აჰა, ამოვწურეთ კიდეც სტატიის შინაარსი. ახლა კი ისიც უნდა ავხსნათ, ამდენ ხანს რატომ შევჩერდით იმაზე, რაც გამჭრიახი მკითხველისათვის უამისოდაც ცხადია. ეს მიზეზი უკვე ვთქვით: იმისათვის, რომ ქვესათაურის აზრი გვეპოვნა...

გავიმეოროთ: "პრაგმატიზმი ოპოზიციას გაერთიანებას სთხოვს, ამბიცია პრაგმატიზმს ახშობს". მაგრამ ამგვარი ხან მიახლოებითი და ხანაც ყალბი კატეგორიებით მოსაუბრე ადამიანებისთვის რა უნდა იყოს პრაგმატიზმი? ანდა ამბიცია?

ჩვეულებრივ, პირველი უნდა გულისხმობდეს სარგებლობას, საქმეს, შედეგს... მეორე - რწმენას, რომ სარგებლობის მოტანა, საქმის გაძღოლა და შედეგის მიღწევა შეგიძლია. მაგრამ განხილულ პირობებში ტერმინებს "პრაგმატიზმი" და "ამბიცია" მათი პირველადი და ნამდვილი მნიშვნელობით ვერ გამოვიყენებთ. პრაგმატიზმის მაგიერ აქ მუქთი გამარჯვების წყურვილია, ამბიციის მაგიერ კი ბანალური კუდაბზიკობა. აქ არა გვაქვს მიზნისკენ თანმიმდევრულად მიმავალი და ამ გზაზე მისაღები დათმობების მოანგარიშე ადამიანები — აქ მხოლოდ მსხლის ქვეშ მწოლიარე ზარმაცებს ვხედავთ, რომლებსაც მსხლის ჩამოვარდნა და პირდაპირ პირში მოხვედრა სწადიათ, ოღონდ ისე, რომ ეს სხვამ არ დაინახოს. პირველი ალბათ პრაგმატიზმად უნდა მივიჩნიოთ, მეორე - ამბიციად...

უნდა მივიჩნიოთ? ვინ გვაძალებს? რა გვაიძულებს? - არავინ და არაფერი... აქ არც პრაგმატულნი არიან და არც ამბიციურნი; აქ მხოლოდ ათასი შემთხვევითი გარემოებისა და მარტივი რეაქციის წყალობით წამოტივტივებულ ინდივიდთა ბროუნის მოძრაობას ვხედავთ. ასეთ პირობებში გამარჯვებისთვის მცირე რამ არის საკმარისი: ერთადერთი არსებითი უპირატესობა — ის, რომ უკვე ხარ მწვერვალზე...

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი