RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

ერასტი ჭავჭანიძე

2004 წელს თანაავტორთან ერთად "24 საათში" ერთი სტატია გამოვაქვეყნე, თუ არ ვცდები, რუბრიკაში "ევროისტორია".

24 საათი 27.06.10

2004 წელს თანაავტორთან ერთად "24 საათში" ერთი სტატია გამოვაქვეყნე, თუ არ ვცდები, რუბრიკაში "ევროისტორია".

სტატია წარმოადგენდა იტალიელი მწერლისა და მეცნიერის, უმბერტო ეკოს ერთი ნარკვევის გადმოცემას. ნარკვევში, რომლის სათაურია "რა არის ფაშიზმი?", ავტორი გვაწვდის "ყავისფერი ჭირის" თოთხმეტ სიმპტომს. ჩვენ მიერ გადმოქართულებულ ეკოს ტექსტს ტარიელ ჭანტურიას კრიტიკული განწყობა გამოუწვევია, რის შედეგად წარმოქმნილი ჩანახატი გამოქვეყნდა 18 ივნისის "უიკენდში".

უფრო ზუსტად, პოეტის შეშფოთება მიმართულია ერთი ფრაზის წინააღმდეგ, რომელიც, რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა ეკოს ტექსტში და რომლის ერთპიროვნული ავტორი ვარ მე, რადგან ქართულ გადმოცემაში ჩემი დაჟინებით შევიდა.

ახლა კი დაწვრილებით.

უმბერტო ეკო აღნიშნავს, რომ დასახელებული თოთხმეტი სიმპტომიდან ზოგიერთი ერთმანეთის საწინააღმდეგოა. ამავე დროს, არ არის აუცილებელი, ყველა ერთდროულად გამოვლინდეს: საკმარისია ერთ-ერთი მათგანი, რომ მის გარშემო ფაშიზმის ღრუბელმა იწყოს კონდენსირება. ამ არსებითი გარემოების გათვალისწინებით უფრო გასაგებია, რატომ შეშფოთდა ტარიელ ჭანტურია.

მე-11 სიმპტომი ასე ჟღერს: "ყველა უნდა გაიზარდოს გმირად".

დავიმახსოვროთ სიტყვა "ყველა" და ვნახოთ, როგორ განმარტავს ამ სიმპტომს უმბერტო ეკო: "ყოველ მითოლოგიაში გმირი განსაკუთრებული არსებაა, მაგრამ ფაშიზმის პირობებში გმირობა ნორმად უნდა იქცეს. გმირობა თავგანწირვასთანაა დაკავშირებული. ამიტომაც იყო ესპანელი ფალანგისტების ლოზუნგი - «გაუმარჯოს სიკვდილს!». ფაშისტი გმირი ესწრაფვის სიკვდილს, რომელიც გმირული სიცოცხლის ყველაზე ღირსეულ დაგვირგვინებად მიაჩნია. მაგრამ ამ სწრაფვაში უფრო ადვილად სხვათა დახოცვას ახერხებს". ჯერ-ჯერობით ყველაფერი რიგზეა.

ახლა კი ვნახოთ, რა დავუმატე ამას მე: "განსაკუთრებულად გმირული სულისკვეთების აღზრდის ინსტრუმენტად აღიქმება ქართული ლიტერატურა და თავგანწირვის იდეების მისი ყველაზე უფრო გამომხატველი ნაწილი, ჰაგიოგრაფია".

აი რამ გამოიწვია ტარიელ ჭანტურიას რისხვა. ეს რისხვა ერთობ თავისებურად გამოვლინდა: "მე მოგაგონებთ სახელოვან ქართველ ფაშისტებს: ქეთევან წამებული, ცოტნე დადიანი, პროფესორი ჟორდანია, მეფე დემეტრე თავდადებული, სამასი არაგველი, ცხრა ძმა ხერხეულიძე".

ამის შემდეგ ტარიელ ჭანტურია კიდევ ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ არსებითად არაფერს უმატებს სათქმელს. ცხადია, ფაშისტად უმბერტო ეკოც და მეც ცოტნე დადიანსა და ქეთევან წამებულს კი არ მოვიაზრებთ, არამედ მათ, ვინც ამ სახელებს ტვინის გამოსარეცხ საშუალებად იყენებს. აქ შეგვიძლია დავივიწყოთ ტარიელ ჭანტურია და მისი კრიტიკაც.

საქმე ბევრად უფრო სერიოზულადაა და კრიტიკის საფუძველი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. მაგრამ სანამ ამაზე მსჯელობას დავიწყებდეთ, გავიხსენოთ სიტყვა "ყველა", რომელიც არსებითია ფაშიზმის სიმპტომის განსაზღვრაში: "ყველა გმირად უნდა აღიზარდოს". ამიტომაც განმარტავს უმბერტო ეკო: "ყოველ მითოლოგიაში გმირი განსაკუთრებული არსებაა, მაგრამ ფაშიზმის პირობებში გმირობა ნორმად უნდა იქცეს".

არა გმირობა როგორც ასეთი, არამედ გმირობა როგორც ნორმა - აი ფაშიზმის არსებითი თვისება. სხვათა შორის, ნორმად ქცეული გმირობა კომიკურ თვისებებს იძენს.

ახლა კი ვნახოთ, რატომ დავფიქრდი ამ საკითხებზე ექვსი წლის შემდეგ და კრიტიკის რა მნიშვნელოვან საფუძველს ვგულისხმობდი ოდნავ ზემოთ.

გაგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ დაუფარავი ზიზღით განვიმსჭვალე არა მარტო კაპიტულანტების, არამედ სხვადასხვა ჯურის პაციფისტების მიმართაც. ჩემთვის შინაგანად აუტანელი გახდა თავგანწირვის აუგად ხსენება. აქედან გამომდინარე, ჩემს შეკითხვას ორი ასპექტი აქვს.

პირველი, ასე ვთქვათ, პირადულია: შევიცვალე თუ არა მე თვითონ? ნიშნავს თუ არა ეს, რომ დღეს მე თვითონვე უარვყოფ ჩემ მიერ ჩამატებულ წინადადებას?

მკითხველისათვის ეს ნაკლებად არის საინტერესო.

ბევრად უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება, იმავე შეკითხვას სხვანაირად თუ დავსვამთ და ამგვარად მის მეორე, საზოგადო ასპექტს გამოვყოფთ: ეწინააღმდეგება კი ერთმანეთს ეს ორი ტენდენცია - ერთი, რომელიც გმობს გმირობის პროპაგანდას, და მეორე, რომელიც ადიდებს გმირობას.

შეგახსენებთ, რომ ომის შემდეგ ერთ-ერთ სტატიაში ვწერდი, რომ ადამიანები, ვინც დაღუპულ ქართველ მებრძოლთა მიმართ იყენებენ სიტყვას "ჩახოცეს", გამორიცხავენ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას და ართმევენ მათ ყველაზე ძვირფასს, რაც კი ადამიანს აქვს - ბიოგრაფიას. დიახ, თუ ბიჭები ვიღაცამ "ჩახოცა" ან "ჩაახოცინა", გამოდის, რომ ბიჭების მხრიდან არავითარ შეგნებულ გადაწყვეტილებას ან ქმედებას ადგილი არ ჰქონია. ეს მიდგომა კი სრულიად სპობს მათი გმირებად აღიარების შესაძლებლობას.

თუ კარგად დავფიქრდებით, ასევე იქცევიან ისინი, ვინც გმირობის სწორხაზოვან პროპაგანდას ეწევა. მათი მეცადინეობით გმირობას ასევე ეცლება არსებითი საფუძველი: დამოუკიდებელი და განსაკუთრებული არჩევანი. გმირობა და თავგანწირვა ამ შემთხვევაში სხვის მიერ მოფიქრებული და მოწოდებული ნიმუშის, მოდელის კვალდაკვალ მორჩილად სვლას ნიშნავს და არა ყოფითი ლოგიკის მიმართ იმ განსაკუთრებულ ურჩობას, რომელიც იმსახურებს გმირობის სახელს. ასეთი გმირობა, როგორც ამ ბოლო დროს ამბობენ ხოლმე, "მოდელირებულია"...

არა, ნიმუშების აღმზრდელობით ფუნქციას არ ვეხები, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ აღზრდა ძალიან ფაქიზი პროცესია და მასში ალბათ ყველაზე მეტად მართლდება ერთი ქართული ანდაზა: შეძლეული პური ძაღლმა არ ჭამაო. ბოლოს და ბოლოს, აღზრდის შედეგად ადამიანს სინდისი უნდა ჩამოუყალიბდეს, ამ ცნების შინაარსს კი ვერანაირად ვერ გასწვდება "ქცევის ოპტიმალური ვარიანტის არჩევის უნარი" ან სხვა რაგინდ უფრო მოხდენილად გამოთქმული ფორმულირება.

სწორედ აქ ერთიანდებიან უნებურად "პაციფისტები" და "მილიტარისტები": ერთნიც და მეორენიც ადამიანის თავისუფლებას ხელყოფენ გარკვეული იდეოლოგიური სქემების სასარგებლოდ. სწორედ აქ იკვეთება ის ერთადერთი სფერო, სადაც იბადება გმირი და აღესრულება გმირობა - უკვე ვახსენეთ კიდეც: ეს სფერო თავისუფლებაა...

ჩვენი მსჯელობა განყენებული რომ არ იყოს, კიდევ ერთი, უფრო კონკრეტული შეკითხვა დავსვათ: როგორი სამშობლოსათვის ღირს თავგანწირვა?

იტალიელი მწერლის, ჩეზარე პავეზეს ერთ მოთხრობაში არის აღწერილი დიალოგი, რომელიც მშობლიური ლიტერატურის გაკვეთილზე იმართება:

- მასწავლებელო, თქვენ არ გიყვართ იტალია...

- იტალია არა, იტალიელები - კი.

მოთხრობა, რა თქმა უნდა, ფაშიზმის პერიოდს ასახავს. მასწავლებელი იტალიის კი არა, ფაშიზმის წინააღმდეგ ილაშქრებს, მისი მტერი არის იდეოლოგია, რომელიც ცოცხალ ადამიანებს რაგინდ სანუკვარი, მაგრამ მაინც აბსტრაქტული ცნებებით ანაცვლებს. მასწავლებლის ეს პასუხი ერთგვარი გმირობაა. მასაც ყოველი გმირობის მსგავსად პარადოქსული ხასიათი აქვს: აღიარება "არ მიყვარს იტალია" სწორედ იტალიის სასიკეთოდაა მიმართული.

კიდევ ერთი მაგალითი. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში "ფეისბუკი" გაიხსნა ჯგუფი სახელწოდებით: "შეცდომაა - წმინდა ილია მართალი, სწორია — ილია ჭავჭავაძე". ვინმე იტყვის, რომ... ან რა საჭიროა იმის გამეორება, რას იტყვის ეს ვინმე. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ბრიყვნი იტყვიან, კარგი გული კი მაშინვე გრძნობს, ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია. დიახ, მე სრულიად გულგრილად ჩავუვლი გვერდზე ხატზე გამოსახულ ლოცვად ხელაპყრობილ შუახნის ჰალსტუხიან მამაკაცს, რომელიც თავის რეალურ არქეტიპზე ორჯერ უფრო გამხდარია - ალბათ სამარხვო განწყობის შესაქმნელად; სამაგიეროდ, ძალიან მაინტერესებს მსუქანი ქართველი, თამბაქოს ფერფლითა და ქაღალდებით გამოტენილ კაბინეტში ჩაკეტილი, იმდენად მყუდროდ შეფარებული თავის პირად სივრცეში, რომ ოპერაშიც კი არ მიდიოდა, თუ იქ რაიმე ოინს არ დაჰპირდებოდნენ. მერწმუნეთ, მხოლოდ ეს დეტალები არ მაინტერესებს, არამედ ბევრი სხვა რამეც, პირდაპირ რომ ვთქვათ, ყველაფერი...

ჰოდა, სწორედ ასეთი საქართველო მინდა: ქვეყანა, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია, მე გალაკტიონი მიყვარს თუ ბობ დილანი; არ ადარდებს, სუხიშვილებს ვუყურებ თუ რივერ-დანსს; არ შფოთავს, თუ ვერ გავიხსენებ, ვინ იყო გაერთიანებული საქართველოს რიგით მესამე მეფე, რა როლები ითამაშა თეატრში კოტე მახარაძემ და როდის უნდა დაილიოს უდროოდ წასულების სადღეგრძელო.

მინდა ისეთი ქვეყანა, სადაც სკოლაში ნასწავლი ავტორები მხოლოდ საკუთარი პატრიოტიზმის დადასტურებად კი არ ჩანან, არამედ ვნებებითა და სურვილებით აღსავსე ადამიანებად; სადაც წარსული ხუნდივით არ გაბრკოლებს და მომავალში შესასვლელად ფეის-კონტროლს არავინ გიწესებს.

სწორედ ასეთი ქვეყნისთვის არ არის დასანანი სიცოცხლის გაწირვა, რადგან ერთადერთი რამ, რისთვისაც ყოველთვის ღირს ბრძოლა და რითიც არასოდესაა სირცხვილი სიამაყე, არის თავისუფლება. მხოლოდ თავისუფლება აერთიანებს მათ, ვისაც მის გარეშე საერთო არაფერი მოეპოვება და მხოლოდ ეს საერთო თავისუფლება შეიძლება იყოს ერთადერთი სიმდიდრე, რომელსაც ერთმანეთის გვერდიგვერდ და საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცავენ მორწმუნე და ურწმუნო, ქრისტიანი და მუსლიმი, ჩოხოსანი და პანკი, სნობი და გოიმი - დაიცავენ არა იმიტომ, რომ ცოტნე დადიანი ან დიმიტრი თავდადებული გაახსენდებათ, არამედ იმიტომ, რომ სხვანაირად ცხოვრებას ვერ გააგრძელებენ.

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი