RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

კატების კონცერტი

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, ნიკოლოზ რურუა ჯერ კიდევ არის საქართველოს კულტურის მინისტრი.

24 საათი 26.09.10

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, ნიკოლოზ რურუა ჯერ კიდევ არის საქართველოს კულტურის მინისტრი.

ამას, რა თქმა უნდა, არავითარი განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში კულტურის სამინისტროს ყოფნა-არყოფნას. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ინფორმაცია... ანდა, რად გვინდა ეს პრანჭიაობა - ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჭორი ნიკოლოზ რურუას გადადგომის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინათ გაავრცელა ზოგიერთმა საინფორმაციო სააგენტომ.

ჭორის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია. უფრო მეტიც, განვითარებულ საზოგადოებებში ჭორის წარმოქმნისა და გავრცელების მექანიზმები ბიზნესს ემსახურება - თუნდაც ყვითელი პრესის სახით. უბრალოდ, ამ დალოცვილ განვითარებულ საზოგადოებებში, რომლებსაც მრავალტანჯული ქართველობა სიყვარულით უწოდებს "ნორმალურს", ინფორმაციული ნაკადები საკმაოდ მკვეთრად არის სტრუქტურირებული და მათი მოქმედება სახიფათო ან თუნდაც შემაშფოთებელ ექსცესებს არ იწვევს - ყველამ მშვენივრად იცის, რომელი პრესა არის ყვითელი.

ალბათ არც ისე მარტივადაა საქმე, მაგრამ ამჯერად სულ სხვა თემას შევეხებით.

მაშ ასე, ჭორი... ჭორიც არის და ჭორიც, ბატონებო. მაგალითად, კულტურის მინისტრის გადადგომის ცნობა ერთი სახის ჭორია, ხოლო მისი გავრცელების შედეგად წარმოქმნილი ვარაუდი და მერე ამ ვარაუდის, ასე ვთქვათ, ნამდვილ ამბად გაფორმება - უკვე სრულიად სხვა, ბევრად უფრო ქმედითი სახეობის ჭორს გვაძლევს შედეგად. სანამ ვიტყოდეთ, რას ვგულისხმობთ, ერთი თეორიული გადახვევაც ავიტანოთ: სხვა თუ არაფერი, სასპენზად გამოგვადგება.

გავიხსენოთ ბავშვობიდან ყველასათვის ცნობილი გამოთქმა: "რა მომხდარა? - კატა ხიდან ჩამომხტარა!". ამ გამოთქმით უპასუხებენ ხოლმე იმას, ვისი მოტანილი ამბის გაბათილება, დამცრობა, უგულებელყოფა სურთ. ბუნებრივია, კატები წამდაუწუმ ხტებიან ხან ხეებზე, ხანაც ხეებიდან და არავის უკვირს ეს ამბავი. ამ ტიპის ჭორს მიეკუთვნება ცნობა მინისტრის გადადგომის შესახებ. თუმცა სწორედ ამ ბანალობაშია ჭორის სოციალური ჟღერადობა: ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც მინისტრის გადადგომა კატის ხიდან ჩამოხტომის ტოლფასია - როგორც სიხშირით, ასევე ყველასათვის საგრძნობი რეალური შედეგით... დიახ, ამ მარტივი ტიპის ჭორსაც აქვს იგავური მუხტი, თუმც კი ძალიან მცირე.

ახლა კი მოვახდინოთ ცნობილი გამოთქმის მოდიფიკაცია: "რა მომხდარა? - კატა ღრუბელზე ამხტარა!". ასეც შეიძლება ვინმეს მისი ნათქვამის გასაბათილებლად, დასამცრობად, უგულებელსაყოფად უპასუხო, აქაოდა, რა სისულელეებს ამბობ, ასეთი რამ ვის გაუგონიაო. მაგრამ ეს მეორე ვარიანტი, სწორედ თავისი შეუძლებლობის წყალობით ბევრად უფრო დიდ პოტენციალს შეიცავს. თუ პირველი გამონათქვამი კატის ერთ კერძო და უმნიშვნელო თვისებას აღნიშნავს, მეორე გამონათქვამი სწორედ რომ არსებითად შემოსაზღვრავს კატის, როგორც ცოცხალი არსების, შესაძლებლობებს. რიტორიკულად ეს ვარიანტი ჰიპერბოლაა, ამ მხატვრულ ხერხს კი რეალობის არსში წვდომის ბევრად უფრო დიდი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე მშრალ აღწერას, ფაქტების კონსტატაციას. ჰიპერბოლას ტენდენციის გამოვლენა შეუძლია, რადგან ხიდან ჩამომხტარი კატა, გადამდგარი მინისტრისა არ იყოს, ხდომილების გარდა არაფერია; მაშინ როცა ღრუბელზე შემხტარი ან თუნდაც შეხტომის მსურველი კატა უკვე მისწრაფებაა.

სწორედ ასეთი მრავლისმეტყველი ჭორი შეითხზა პირველის პასუხად: ხმა გავარდა, რომ ნიკოლოზ რურუას ადგილას სოფიო ნიჟარაძეს ნიშნავენ.

კიდევ ერთხელ დავუკვირდეთ ამ ორ წინადადებას შორის განსხვავებას.

საკმარისია ავტორიტეტულად განვაცხადოთ და დავამტკიცოთ: "სააგენტოები ცრუობენ, რადგან ნიკოლოზ რურუა თანამდებობაზე რჩება" - რომ ინფორმაცია ყოველგვარ ღირებულებას კარგავს. არ ჩამომხტარა კატა ხიდან! - ხედავთ, ისევ ტოტზეა შესკუპებული და იქიდან იცქირება მწვანე გაკვირვებული თვალებით.

ახლა კი ასევე ავტორიტეტულად განვაცხადოთ და დავამტკიცოთ: "ტყუილია, სოფიო ნიჟარაძე არ გახდება საქართველოს კულტურის მინისტრი!" - რამე მოაკლდა ჭორს? გახუნდა? გაიცრიცა? - ნურას უკაცრავად! არაფერიც არ დაჰკლებია. უწინდელზე მეტად ბრწყინავს და გვახალისებს...

რატომ? - ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ ვინც იმის მტკიცებას დაიწყებს, რომ კატა ღრუბელზე ვერ შეხტება, სულელურ მდგომარეობაში იგდებს თავს? რა თქმა უნდა, ამიტომაც, მაგრამ არა მხოლოდ ამიტომ...

ყველაზე ზედაპირული ახსნა ის იქნება, თუ ყველაფრის მიზეზად დავსახავთ ამ თითქოს პირმშვენიერი, მაგრამ არსებითად უფერული მომღერლის შეუსაბამო წარმატებას და იმ საეჭვო ენთუზიაზმსა და გადაჭარბებულ დოზებს, რომლებითაც მას გვატენიან საინფორმაციო საშუალებები. ერთი მხრივ, თითქოს საფუძველიც აქვთ, მაგრამ ეს საფუძველი ძალიან მყიფეა: ბოლოს და ბოლოს, შემოქმედებითი გზის დასალიერზე მყოფ კარერასთან და უკვე "პენსიონერ" დე ბურგთან ნამღერი დუეტები ღირსების ისეთივე ნიშანია სოფიო ნიჟარაძისთვის, როგორც თამრიკო ჭოხონელიძის ან ნატო მეტონიძისათვის - პაატა ბურჭულაძის "იავნანობაზე" ჩამოყვანილ "უძლიერეს ბარიტონებთან" და "ულამაზეს სოპრანოებთან" ერთ კონცერტში გამოსვლა.

თუ ამას "ევროვიზიული" ეპოპეის ხმაურიან დასაწყისსა და უბადრუკ შედეგსაც დავამატებთ, ასეთი ნაძალადევი ვარსკვლავობა მართლაც გამაღიზიანებელია, მაგრამ ამაზე რომ შევჩერდეთ, ნამდვილად არ გვეკადრება. ჩვენ უფრო ღრმად უნდა ჩავწვდეთ საქმის არსს.

ამისათვის კი დავძაბოთ ფანტაზია. წარმოვიდგინოთ, რომ ვართ სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი რომელიმე კულტურული დაწესებულების ხელმძღვანელი. წარმოვიდგინოთ, რომ შეგვექმნა რაღაც პრობლემა, რაღაცამ დაგვაბრკოლა, ან რაიმე შესაძლებლობის გამოსაყენებლად დახმარება დაგვჭირდა... ჯერ-ჯერობით ყველაფერი ადვილი წარმოსადგენია. ახლა უფრო ძნელს შემოგთავაზებთ: წარმოვიდგინოთ, რომ ამ პრობლემის გადასაწყვეტად მიმართეთ კულტურის სამინისტროსა და პირადად მინისტრს...

გაგიჭირდათ, არა? რა გაეწყობა, შეგიბრალებთ და ისევ უფრო ადვილს მოგთხოვთ: წარმოიდგინეთ, რომ პრობლემის გადაწყვეტაში დახმარებისთვის მიმართეთ არა კულტურის მინისტრს, არამედ სოფიო ნიჟარაძეს. აჰა, უფრო ადვილია, არა?

დაიცადეთ, დაიცადეთ - ნუ ჩქარობთ! მე სულაც არ ვამტკიცებ, რომ ეს გზა აუცილებლად წარმატებული იქნება. მე არც იმას ვამტკიცებ, რომ ეს გზა საერთოდ არსებობს. მე არც ის გამიგია, რომ ვინმეს ეცადოს. მე მხოლოდ იმას ვამტკიცებ, რომ ამ გზის გამოყენება უფრო ადვილი წარმოსადგენია.

სწორედ ამის გარკვევაა მნიშვნელოვანი: ფიქრის ასეთი მიმართულება სინამდვილეზე ჩვენი ავადმყოფური შეხედულების შედეგია, თუ თვით სინამდვილის ბუნებით არის განპირობებული?

თუ ამ ტექსტს ვინმე სააღდგომო კრავივით უმანკო და მიამიტი კითხულობს, ავხსნი, რომ, მაგალითად, ფინანსური პრობლემების გადასაწყვეტად ამ ქვეყანაში პირდაპირ სააკაშვილს თუ არა, გილაურს მაინც უნდა მიმართო, ამისთვის გჭირდება რაიმე ბერკეტი, ვინმე მედიატორი... დანარჩენს კი სააღდგომო კრავიც მიხვდება.

ნამდვილად არ ვნანობ, რომ დაწვრილებით ავხსენი: ამ მახინჯი სინამდვილის ერთმა გასაოცარმა დეტალმაც იჩინა თავი. საქმე ისაა, რომ სოფიო ნიჟარაძისთვის კულტურის მინისტრად დანიშვნა არსებითად იგივე იქნებოდა, რაც ნებისმიერი მინისტრისათვის თანამდებობის დატოვება. ეს ერთი შეხედვით პარადოქსული დეტალიც ადვილი ასახსნელია: თუ ფორმალურ სივრცეში გადადიხარ, არაფორმალურ გავლენიანობას უნდა დაემშვიდობო. ახლა ვიღაც წამომძახებს: მაშ ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავაო?! ბატონებო, ჩვენ აქ სერიოზულად ვმსჯელობთ, მსუბუქი საუბრის მოყვარულებმა კი სოფელ იანეთის ორღობეებს მიაშურონ.

სერიოზული ლაპარაკი კი, სულ მცირე, საბუთებს უნდა ეყრდნობოდეს. ჩვენი განაზრებების საბუთი კი ყველასათვის ხელმისაწვდომია: ტელევიზიით ერთ დღეში სამჯერ გადმოიცა. ჩემთვის რომ ეკითხათ, არ გადმოვაცემინებდი... რატომ?

სტენდალის "წითელისა და შავის" ერთ-ერთ თავს იტალიური ეპიგრაფი უძღვის წინ: "მთელი წლის განმავლობაში ამაყად სიარულის შესაძლებლობა დამოკიდებულია სულ რაღაც თხუთმეტ წუთზე, რომელიც რამდენჯერმე უნდა აიტანო". პრეზიდენტის პრეს-სამსახურის თანამშრომელთა ნაკითხობასა და თუნდაც პროფესიულ მომზადებაზე არც მანამდე მქონია დიდი წარმოდგენა, მაგრამ მეგონა, ელემენტარული ინტუიცია იქნებოდა საკმარისი იმის მისახვედრად, რომ თუ გაქსუებული მილიარდერი პროტოკოლს არღვევს და შენი ქვეყნის ლიდერს სამუშაო კაბინეტში ხვდება, როგორც რიგით მთხოვნელს, ამის გამოქვეყნება მაინცდამაინც საჭირო არ არის.

მადლობა ღმერთს, ქართულ აკადემიას ის არ ყოფნის... რა ჰქვია... აი, ახლა კრეატიულობას რომ ეძახიან, თორემ უკვე გადაიღებდნენ "მაესტროზე" დასატრიალებელ კლიპს "ბაში-აჩუკის" შეცვლილი საუნდ-ტრეკით: "შენი სილამაზის პატრონმა შეიძლება ბრწყინვალე ტრამპის ცოლობასაც გამოჰკრა ხელი"...

მაგრამ ესეც ზედაპირია, მხოლოდ ზედაპირი: სიღრმეში კი დუმილია. ჩვენი ახალგაზრდა, ნიჭიერი, სანდომიანი და საქმიანი მინისტრის, ვერა ქობალიას დუმილი. არა, სიტყვა მაინც ეთქვა! სხვა თუ არაფერი, ნაკლებად დამამცირებელი იქნებოდა მთხოვნელის სკამზე დაბრძანებული მდუმარე და ოდნავ გაკვირვებული პრეზიდენტი. ვუყურებდი მორჩილად გაჩუმებულ ვერა ქობალიას და ჩემი თავი გამახსენდა, 1990-იან წლების დასაწყისში კვირაობით ჯვარზე რომ ავდიოდით წირვაზე გალობისათვის. კვერექსებზე ვახერხებდი მეორე ხმას, ნეტარებებიც ასატანი იყო, მაგრამ "რომელნი ქერუბიმთას" წინ ოდნავ მუჯლუგუნს მკრავდნენ: შენ გაჩუმდი, ან ბანს ამოუდექიო.

ბოროტი ენები ამბობენ, კოსმოსში გაფრენის წინ იური გაგარინმა ერთადერთი ინსტრუქცია მიიღო: "მთავარია, ხელი არაფერზე მოგიხვდეს". საბჭოთა ხალხმა გაგარინის მომხიბლავი ღიმილი მხოლოდ მოსკოვის აეროდრომზე ნახა, როცა თვითმფრინავიდან წითელ ხალიჩაზე გადმოდიოდა.

ჩვენც მოვისმინეთ, როგორ ენამზეობდა ვერა ქობალია ტრამპთან შეხვედრის შემდეგ. თვითონ შეხვედრა რომ არ გვენახა ალბათ სხვა შთაბეჭდილება დაგვრჩებოდა. არ ვიცი, იქნებ საკვანძო ადგილებზე ჩინური "ბალვანჩიკების" დაყენება დღეს ძალიან ბრძნული გამოსავალიც იყოს. ყოველ შემთხვევაში, თუ ოქრუაშვილის, ბურჯანაძისა და ნოღაიდელის ინტელექტუალური და პროფესიული შესაძლებლობებიც კი საკმარისი აღმოჩნდა საგრძნობი რყევების გამოსაწვევად, ეს რისკის შემცირების ყველაზე ბუნებრივი, თუმც კი ნაკლებად პროდუქტიული საშუალებაა. მაგრამ პრეზიდენტის პრეს-სამსახურისა და ქვეყნის უპირველესი ტელეკომპანიისათვის სანატრელად ქცეული ელემენტარული ინტუიცია მკარნახობს, რომ თუ იპარავ, სულ მცირე, იმდენი მაინც უნდა შეძლო, რომ არ ჩაგავლონ...

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი