RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

კრე­შენ­დო

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მარ­ტო­ო­დენ კო­რუფ­ცი­ას რო­დი ებ­რ­ძ­ვის — მას დრო­მოჭ­მუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, მო­ა­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სე­ბი­სა და გა­ყი­ნუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გალ­ღო­ბა-გა­ცამ­ტ­ვე­რე­ბაც ეხერ­ხე­ბა.

24 საათი 21.01.12

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მარ­ტო­ო­დენ კო­რუფ­ცი­ას რო­დი ებ­რ­ძ­ვის — მას დრო­მოჭ­მუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, მო­ა­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სე­ბი­სა და გა­ყი­ნუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გალ­ღო­ბა-გა­ცამ­ტ­ვე­რე­ბაც ეხერ­ხე­ბა.

არ გჯე­რათ? — აი მა­გა­ლი­თიც...

გა­ვიხ­სე­ნოთ ერ­თი ცნო­ბი­ლი პრინ­ცი­პი: ორი უბე­დუ­რე­ბი­დან ის უნ­და აირ­ჩიო, რო­მე­ლიც უფ­რო ახალ­გაზ­რ­და და სიმ­პა­თი­უ­რია. აბა, რო­მელ ჭკუ­ათ­მ­ყო­ფელს შე­ე­პა­რე­ბა ეჭ­ვი ამ პრინ­ცი­პის მარ­თე­ბუ­ლო­ბა­ში? მაგ­რამ ნუ­რას უკაც­რა­ვად: საკ­მა­რი­სია ხო­სე კა­რე­რასს, ან­დ­რეა ბო­ჩე­ლი­სა და ხუ­ლიო ეგ­ლე­სი­ასს გვერ­დით და­ვუ­ყე­ნოთ სო­ფო ნი­ჟა­რა­ძე, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი პრინ­ცი­პის­გან არა­ფე­რი დარ­ჩე­ბა. გი­ხა­რო­დენ: კი­დევ ერ­თი სტე­რე­ო­ტი­პი და­ემ­ხო!..

ახ­ლა კი სე­რი­ო­ზუ­ლად:

ამ დო­ნი­სა და ყა­ი­დის რუ­დი­მენ­ტუ­ლი სა­ტი­რის აღ­მო­ჩე­ნა ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ად­ვი­ლია, რომც არ გინ­დო­დეს, თვი­თონ გი­პო­ვის: თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ინ­ტერ­ნეტ-სა­იტ­ზეც კი წა­აწყ­დე­ბით. მაგ­რამ რა­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი ასე­თი მსჯე­ლო­ბის ეფექ­ტი? ამის გან­საზღ­ვ­რაც მარ­ტი­ვია: ცხა­დია, რომ ახალ­გაზ­რ­დო­ბაც და სიმ­პა­თი­უ­რო­ბაც უეჭ­ვე­ლი ღირ­სე­ბე­ბია, თუმ­ცა კონ­კ­რე­ტუ­ლი კონ­ტექ­ს­ტის მოხ­მო­ბა მკითხ­ველს ერ­თი პა­ტა­რა და სა­სი­ა­მოვ­ნო აღ­მო­ჩე­ნის წი­ნა­შე აყე­ნებს: ახალ­გაზ­რ­დო­ბა მარ­თ­ლაც ღირ­სე­ბაა, მაგ­რამ არა ერ­თა­დერ­თი ღირ­სე­ბა, სი­ნამ­დ­ვი­ლე კი საკ­მა­რი­სად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია იმი­სათ­ვის, რომ რო­მე­ლი­მე ცალ­კე­ულ შემ­თხ­ვე­ვა­ში ერ­თ­მა უკან და­ი­ხი­ოს მე­ო­რის სა­სარ­გებ­ლოდ...

ბავ­შ­ვო­ბა­ში ძლი­ე­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­მი­ტო­ვა ერ­თ­მა ეპი­ზოდ­მა ჟი­ულ ვერ­ნის რო­მა­ნი­დან "სა­ი­დუმ­ლო კუნ­ძუ­ლი": სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტ­ზე მყო­ფი პერ­სო­ნა­ჟე­ბი თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად ზღვა­ში გა­და­ის­ვ­რი­ან ოქ­რო­თი სავ­სე მძი­მე ყუთს. ოქ­რომ ფა­სი და­კარ­გა? — შე­იძ­ლე­ბა ასეც ით­ქ­ვას, მაგ­რამ საზ­რი­სი უფ­რო ღრმაა, საზ­რი­სი იმა­ლე­ბა ორ სიტყ­ვა­ში: "თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად". სხვა რე­ა­ლო­ბა­ში თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა, ანუ არ­სე­ბო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა იმით ხდე­ბა, რომ ყი­დუ­ლობ საჭ­მელს, ტან­საც­მელს, საცხოვ­რე­ბელს, იხ­დი გა­და­სა­ხა­დებს, ჯა­რი­მებს და ა. შ. ახ­ლაც იგი­ვე მოხ­და, პერ­სო­ნა­ჟებ­მა არ­სე­ბო­ბა გა­ი­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვეს, ოღონდ მა­თი გა­რი­გე­ბა მოხ­და არა სა­ხელ­მ­წი­ფოს­თან, არა კერ­ძო მე­წარ­მეს­თან ან ვა­ჭარ­თან, არა­მედ გან­რის­ხე­ბულ სტი­ქი­ას­თან ან, თუ გნე­ბავთ, მსოფ­ლიო მი­ზი­დუ­ლო­ბის კა­ნონ­თან.

დალ­ხე­ნილ ცხოვ­რე­ბა­შიც ასე ხდე­ბა: ჯა­რი­მას დრო­ზე არ გა­და­იხ­დი და თან­ხა იზ­რ­დე­ბა, მო­მენტს გა­უშ­ვებ ხე­ლი­დან და ფა­სე­ბი მა­ტუ­ლობს. თა­ვი­სუ­ფალ ვარ­დ­ნა­ში მყო­ფი სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტის ვი­თა­რე­ბაც მსგავ­სია: და­გე­ნა­ნე­ბა და ოქ­როს­თან ერ­თად შენ თვი­თონ აღ­მოჩ­ნ­დე­ბი ზღვის ფსკერ­ზე. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მხო­ლოდ დრო­ის სის­წ­რა­ფე­შია — დრო კი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მა­შინ მი­ე­დი­ნე­ბა, რო­ცა ცხოვ­რე­ბა უხ­ვევს, ანუ, სხვა სიტყ­ვე­ბით, სო­ცი­ა­ლურ ცვლი­ლე­ბა­თა პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამ სის­წ­რა­ფის მი­უ­ხე­და­ვად, ვიდ­რე სათ­ქ­მელს მი­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბი, კი­დევ ერთ მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან: გა­მო­ჩე­ნი­ლი საბ­ჭო­თა მფრი­ნა­ვი, ვა­ლე­რი ჩკა­ლო­ვი ერ­თხელ მა­ტა­რებ­ლით მგზავ­რობ­და. მფრი­ნავს ხე­ლე­ბი სარ­კ­მელ­ში გა­ე­ყო. ზამ­თა­რი იყო და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ძვირ­ფა­სი ბეწ­ვით გაწყო­ბი­ლი ერ­თი ხელ­თათ­მა­ნი მოს­ძ­ვ­რა. რო­გორ მო­იქ­ცა ჩკა­ლო­ვი? — იმ­წამ­ს­ვე მო­იძ­რო მე­ო­რე ხელ­თათ­მა­ნი და ქარ­ბუქ­ში ის­რო­ლა. ლო­გი­კა მარ­ტი­ვია: ერ­თის შე­ნახ­ვას აზ­რი არა აქვს, სხვამ კი ჯო­ბია, წყვი­ლი იპო­ვოს.

ცხოვ­რე­ბა არა­სო­დეს გაფ­რ­თხი­ლებს წი­ნას­წარ: ყუ­რადღე­ბა, ხუთ წამ­ში არას­ტან­დარ­ტუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა მო­გეთხო­ვე­ბა! მაგ­რამ არც ისე ულ­მო­ბე­ლიც არაა, რომ არ მი­გახ­ვედ­როს: თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად აუცი­ლე­ბე­ლი არას­ტან­დარ­ტუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა უფ­რო ხში­რად დათ­მო­ბით, და­ვიწყე­ბით, გა­წირ­ვით, ერ­თი სიტყ­ვით, უარის თქმით ავ­ლენს თავს.

ახ­ლა კი მი­ვუ­ახ­ლოვ­დით სათ­ქ­მელს: ჩვე­ნი თე­მა ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­ა­ხალ­წ­ლო ეთერ­ში ძვე­ლი ფილ­მე­ბის სიმ­რავ­ლეა. აბა, გა­იხ­სე­ნეთ ვინ­მე, ვი­საც 1960-იან წლებ­ში პენ­სი­ა­ზე გას­ვ­ლი­სას მა­ცი­ვა­რი აჩუ­ქეს. არ გახ­სენ­დე­ბათ? არც არა­სო­დეს ახ­სენ­დე­ბო­დათ, იცოდ­ნენ, ზუს­ტად იცოდ­ნენ, რომ ტყუ­ი­ლია, მაგ­რამ მა­ინც სჯე­რო­დათ: "გოს­კინ­პ­რო­მის" ოც­ნე­ბა­თა ფაბ­რი­კა ჰო­ლი­ვუ­დი­სა­ზე ბევ­რად უფ­რო ცი­ნი­კუ­რი და ურ­ცხ­ვი იყო. ახ­ლა კი სხვა საფ­რ­თხე გაჩ­ნ­და: შე­იძ­ლე­ბა მარ­თ­ლა და­ი­ჯე­რონ...

რა თქმა უნ­და, არ­სე­ბობს ამ საფ­რ­თხეს­თან ბრძო­ლის ნა­ცა­დი, მაგ­რამ, ასე ვთქვათ, სულ­მოკ­ლე ხერ­ხი. მას აქ­ტი­უ­რად იყე­ნებ­და საბ­ჭო­თა კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა და დღემ­დე იყე­ნებს მი­სი იდე­უ­რი მემ­კ­ვიდ­რე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­ლე­არ­ხი "ერ­თ­სუ­ლოვ­ნე­ბა". ეს ხერ­ხი ცენ­ზუ­რის მაკ­რა­ტე­ლია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვენს სუ­ლი­ერ მა­მებს არ აღი­ზი­ა­ნებთ კომ­კავ­ში­რის კრე­ბე­ბის ხსე­ნე­ბა, ან სოფ­ლის შუ­ა­გულ­ში ლე­ნი­ნის მო­ნუ­მენ­ტის აღ­მარ­თ­ვა­ზე თათ­ბი­რი. მა­თი ზრუნ­ვის სა­გა­ნი სხვაა: მა­გა­ლი­თად, "ქვევ­რი­დან" ამოჭ­რეს ერო­სი მან­ჯ­გა­ლა­ძის რეპ­ლი­კა ქრის­ტე ღმერ­თი­სა და სამ­ჭ­კუ­აშ­ვი­ლის შე­სა­ხებ, "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ში" კი ცნო­ბილ სიმ­ღე­რას არ გა­უ­მარ­თ­ლა — "ტრი­ა­ლებს, ტრი­ა­ლებს" უკ­ვა­ლოდ გაქ­რა. ვი­ღა­ცამ იხუმ­რა, რომ "ლონ­დ­რეს" ტიტ­რე­ბი გა­უშ­ვეს და მე­რე უცებ და­ე­წე­რა "და­სას­რუ­ლი".

მაგ­რამ ეს გზა, გარ­და იმი­სა, რომ სულ­მოკ­ლეა, კი­დევ ერთ ნაკლს ავ­ლენს. აი, კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თი: იმა­ვე "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ში" ამოჭ­რეს მედ­რო­გე პავ­ლეს რეპ­ლი­კა: "არა, ქვეყ­ნი­ე­რე­ბის შექ­მ­ნა­ში ღმერ­თის ხე­ლი არ ურე­ვია!". ასე ან და­ახ­ლო­ე­ბით ასე ჟღერს სიტყ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი სუ­ლე­ბის ცხოვ­ნე­ბა­ზე რო­მე­ლი­ღაც მზრუნ­ველს საფ­რ­თხის შემ­ც­ვე­ლად მო­ეჩ­ვე­ნა. მაგ­რამ რას ნიშ­ნავს ეს სიტყ­ვე­ბი? — იმას, რომ პავ­ლე მარ­თა­ლი, გულ­წ­რ­ფე­ლი, მაგ­რამ ურ­წ­მუ­ნო ადა­მი­ა­ნია. და ასე­თი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა რა­ღაც სას­წა­უ­ლით ერთ ღა­მე­ში იც­ვ­ლე­ბა, მის ცხოვ­რე­ბა­ში შე­დის ნა­ნატ­რი სით­ბო და გა­ჭირ­ვე­ბით გა­მოზ­რ­დი­ლი შვი­ლე­ბი მას სა­შო­ბაო სა­გა­ლობ­ლით ხვდე­ბი­ან. ბო­ლოს და ბო­ლოს, მედ­რო­გეს ტყუ­ი­ლად არ ჰქვია პავ­ლე — მდევ­ნე­ლი­სა­გან იგი მიმ­დევ­რად გარ­და­იქ­მ­ნე­ბა და მი­სი გუ­ლი მოქ­ცე­ვის სი­ხა­რულს გა­ნიც­დის. მან, ვი­ნაც ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სიტყ­ვე­ბი ამოჭ­რა, მხო­ლოდ ის ქნა, რომ და­აჩ­ლუნ­გა სას­წა­უ­ლის ძა­ლა, და­ა­ჩი­ა­ვა იმე­დი, რო­მე­ლიც ყვე­ლას გულ­ში უნ­და ცოცხ­ლობ­დეს და უფ­რო მე­ტიც — ფე­ხით გა­თე­ლა სა­ხა­რე­ბის მცნე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად ის, რაც შე­უძ­ლე­ბე­ლია კაც­თათ­ვის, შე­საძ­ლე­ბე­ლია ღვთის­თ­ვის. აბა, წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, ლუ­კა მა­ხა­რე­ბელს რომ წარ­მარ­თ­თა მო­ცი­ქუ­ლის "ზო­გი­ერ­თი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ფაქ­ტი" მი­ეჩ­ქ­მა­ლა და არ გა­ემ­ხი­ლა, რომ ფა­რი­სე­ველ­თა სიბ­რ­ძ­ნით გან­ს­წავ­ლუ­ლი სავ­ლე თავ­და­პირ­ვე­ლად ქრის­ტი­ან­თა და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რი იყო. რა გა­ეწყო­ბა: კა­ნონ­ზო­მი­ე­რია, რომ ცენ­ზო­რის მაკ­რა­ტელს ყო­ველ­თ­ვის იდი­ო­ტე­ბი ეტა­ნე­ბი­ან...

ჩე­მი წუ­ხი­ლის სა­გა­ნი უფ­რო ღრმაა. იქ­ნებ გე­გო­ნოთ, რომ ძვე­ლი ფილ­მე­ბი ერ­თი­ა­ნად მე­ზიზღე­ბა. სუ­ლაც არა: ხე­ლი გა­მიხ­მეს, თუ რა­მე დავ­წე­რო "და­კარ­გუ­ლი სა­მოთხის", "ქვევ­რის" ან "რე­კორ­დის" წი­ნა­აღ­მ­დეგ, მაგ­რამ "ჭრი­ჭი­ნა"?! — ნი­შან­დობ­ლი­ვია, რო­გორ აღ­წერს ამ ფილმს რუ­სუ­ლი "ვი­კი­პე­დია": საბ­ჭო­თა ეკ­რა­ნებ­ზე 1954 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ფილ­მის მოქ­მე­დე­ბა "развертывается на фоне чайных полей, гагрских санаториев и прочей грузинской экзотики" ("ვი­თარ­დე­ბა ჩა­ის პლან­ტა­ცი­ე­ბის, გაგ­რის სა­ნა­ტო­რი­ე­ბი­სა და სხვა ქარ­თუ­ლი ეგ­ზო­ტი­კის ფონ­ზე" — მაგ­რამ ქარ­თუ­ლი თარ­გ­მა­ნი მა­ინც ვერ გა­მო­ხა­ტავს ფრა­ზის ქედ­მაღ­ლურ ირო­ნი­ას). და­ვა­ნე­ბოთ თა­ვი იმას, რომ გაგ­რის ქარ­თუ­ლო­ბა აღი­ა­რეს. აქ სხვა რა­მეა მთა­ვა­რი: ის ჩა­ის პლან­ტა­ცი­ე­ბი და ქა­ლა­ქის უკი­დე­გა­ნო ბი­ნე­ბი სხვა არა­ფე­რია, თუ არა სტა­ლი­ნის ჯერ კი­დევ თბი­ლი მძო­რით გა­ნო­ყი­ე­რე­ბუ­ლი ილუ­ზია, რო­მელ­საც დღეს დო­ზი­რე­ბის გა­რე­შე გვთა­ვა­ზო­ბენ ეროვ­ნუ­ლი ტე­ლე­არ­ხე­ბი.

ამ ტე­ლე­არ­ხებს შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მო­ირ­ჩე­ვა "რუს­თა­ვი 2" — ფილ­მე­ბის ორი­გი­ნა­ლებს ვინ ჩი­ვის: "პრო­ფი­ლი­სა" და "პოს­ტ­ს­კ­რიპ­ტუ­მის" სა­ვა­რა­უ­დოდ რე­ი­ტინ­გუ­ლი ეთე­რი სოც­რე­ა­ლიზ­მის არა მხო­ლოდ უნი­ჭო, არა­მედ უბ­რა­ლოდ უხე­ი­რო გა­დამ­ღე­რე­ბად იქ­ცა. მარ­ტო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კა­რი­ე­რის და­სა­ლი­ე­რამ­დე "მა­ნა­ნად" დარ­ჩე­ნილ "მა­ნა­ნას" არ ვგუ­ლის­ხ­მობ. გან­სა­კუთ­რე­ბით საწყა­ლო­ბელ სა­ნა­ხა­ო­ბას წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ თით­ქოს­და წარ­სუ­ლის კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ულ სამ­ყა­რო­ში მო­ხე­ტი­ა­ლე ჟურ­ნა­ლის­ტი ბი­ჭე­ბი. ამ უბად­რუ­კო­ბას მხო­ლოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სუ­ლი­ე­რი ტან­ჯ­ვა თუ გა­დას­წო­ნის, რო­ცა ენაბ­რ­გ­ვი­ლი მი­ლი­არ­დე­რი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან რო­მე­ლი­მე ცი­ტა­ტის გახ­სე­ნე­ბას ცდი­ლობს.

ჩე­მი შე­კითხ­ვა მარ­ტი­ვია: ახა­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს დღე­სას­წა­უ­ლე­ბი რა­ტომ უნ­და ასო­ცირ­დე­ბო­დეს სა­ძულ­ვე­ლი საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის და­ჟი­ნე­ბულ გახ­სე­ნე­ბას­თან?

უკ­ვე გა­ი­ზარ­და და სა­არ­ჩევ­ნო ურ­ნებ­თა­ნაც მო­ვი­და თა­ო­ბა, რო­მელ­საც ეს წარ­სუ­ლი არც ახ­სოვს და არც ეს­მის: მას ვერ აცი­ნებს "მი­მი­ნო" და გულს ვერ უჩუ­ყებს "კუ­კა­რა­ჩა". და მა­ინც, უკ­ვე რამ­დე­ნი წე­ლია, რაც თვა­ლებ­ში გვჩრი­ან არარ­სე­ბუ­ლი სოფ­ლის არარ­სე­ბულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში შე­სულ კომ­კავ­ში­რელ გო­გო­ნებს შე­სა­ბა­მი­სი რე­პერ­ტუ­ა­რით: გორ­კის "დე­და" და "წყნა­რი დო­ნის" მე­ო­რე ტო­მი; ძა­ლით გვა­ტე­ნი­ან მდა­რე სა­ა­ხალ­წ­ლო ის­ტო­რი­ას, რო­მელ­შიც კო­მიზ­მის მთე­ლი არ­სი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ პერ­სო­ნა­ჟე­ბი მეგ­რუ­ლი აქ­ცენ­ტით მეტყ­ვე­ლე­ბენ; ცდი­ლო­ბენ დაგ­ვარ­წ­მუ­ნონ, თით­ქოს ქარ­თ­ვე­ლის სა­ა­მა­ყო თვი­სე­ბა ის არის, რომ შე­უძ­ლია მი­სი ქო­ნე­ბის ხელ­მ­ყო­ფელ ვი­გინ­და­რებს შე­უ­ერ­თ­დეს და სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის უზე­ნა­ეს მიზ­ნად მი­იჩ­ნი­ოს უკ­ბი­ლო კლო­უ­ნა­და, რო­მელ­საც არა­და­მა­ჯე­რებ­ლად და უხა­რის­ხოდ ედე­ბა ან­სამბლ "რუს­თა­ვის" ან მი­სი რო­მე­ლი­მე ეპი­გო­ნის ნამ­ღე­რი ფოლ­კ­ლო­რი.

ყვე­ლა­ზე მცი­რე, რაც გა­სარ­თობ ტე­ლე­ე­თერ­ში ამ ვი­გინ­და­რე­ბის რე­გუ­ლა­რულ გა­მო­ჩე­ნას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყ­ვეს, ის არის, რომ გა­მარ­თ­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ეძ­ლე­ვათ პო­ლი­ტი­კურ სივ­რ­ცე­ში და­ბუ­დე­ბულ სხვა ვი­გინ­და­რებს, რომ­ლე­ბიც ამ­ტ­კი­ცე­ბენ, რომ დე­ნი, გა­ზი და გზე­ბი კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­საც იყო. არა­და რა ად­ვი­ლი შე­სამ­ჩ­ნე­ვია ამ­გ­ვა­რი შე­და­რე­ბის აბ­სურ­დუ­ლო­ბა!

ად­ვი­ლი შე­სამ­ჩ­ნე­ვია, მაგ­რამ ვე­რა­ვინ ამ­ჩ­ნევს... რო­გორ არ გა­ვიხ­სე­ნოთ აქ მში­ე­რი, დაღ­ლი­ლი და ერ­თ­მა­ნეთ­თან სი­ახ­ლო­ვით და­ში­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით უყუ­რებ­დ­ნენ ეკ­რან­ზე უჩ­ვე­უ­ლო სი­ლა­ღით მო­ცეკ­ვა­ვე წი­თელ­კა­ბი­ან არ­სე­ბას, კი­რით შე­თეთ­რე­ბულ მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბის ფერ­მა­სა და მიკ­რო­ფო­ნი­ან კაცს, რო­მელ­მაც ერ­თა­დერ­თი სოფ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ლა­მის ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ მი­აკ­ვ­ლია მომ­ღე­რალ გო­გოს. მთე­ლი მა­თი ცხოვ­რე­ბა, მი­სი ყო­ვე­ლი დღე და წუ­თი ამ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ტყუ­ი­ლის ერ­თი­ა­ნი და უეჭ­ვე­ლი მხი­ლე­ბა იყო, მაგ­რამ მათ მა­ინც სჯე­რო­დათ.

დღე­ვან­დე­ლე­ბი კი, რო­მელ­თაც არ უნა­ხავთ ცა­რი­ელ დახ­ლებს მიბ­ჯე­ნი­ლი რი­გე­ბი, ვერ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, რომ გამ­ყიდ­ველ­მა შე­იძ­ლე­ბა ხურ­და და­გაკ­ლოს, რად­გან მა­საც უნ­და ცხოვ­რე­ბა, არ ფიქ­რო­ბენ, რომ მე­ზობ­ლის ზედ­მე­ტად ცნო­ბის­მოყ­ვა­რე მზე­რა შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თა­სა და სიკ­ვ­დილ­საც ნიშ­ნავ­დეს — ესე­ნი უფ­რო ად­ვი­ლად და­ი­ჯე­რე­ბენ და შე­იძ­ლე­ბა გულ­მაც იქით გა­უ­წი­ოთ მხო­ლოდ იმის გა­მო, რომ ნე­ბის­მი­ერ სა­მარ­თ­ლი­ა­ნად მოწყო­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­მარ­ცხე­ბულ­ნი რიცხ­ვით სჭარ­ბო­ბენ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს.

ვინ­მეს იქ­ნებ რწყი­ლის გატყა­ვე­ბად მო­ეჩ­ვე­ნოს ჩე­მი დღე­ვან­დე­ლი ახი­რე­ბა, მაგ­რამ მას მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი აქვს: ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ძა­ლი­ან ცო­ტა დრო და­ვუთ­მეთ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხის გარ­კ­ვე­ვას, მი­სი არ­სის თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბამ­დე მიყ­ვა­ნას...

საქ­მე ისაა, რომ ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ათი­ო­დე წლის წი­ნათ გვერ­გო, აღ­სად­გე­ნი კი არა, გა­საწ­მენ­დი იყო. ვი­საც ჰგო­ნია, რომ მო­მავ­ლის ბედ­ნი­ე­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო ეს რუს­თა­ვის ლი­თო­ნი, ტყი­ბუ­ლის ქვა­ნახ­ში­რი, ქუ­თა­ი­სის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და კო­ლო­ნი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რე­ბით მო­ფე­ნი­ლი მინ­დორ-ვე­ლე­ბია, ის ან უვი­ცია, ან ნა­ძი­რა­ლა. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა ასე­თი ვერ იქ­ნე­ბა, ის ძირ­ფეს­ვი­ა­ნად უნ­და გა­და­კეთ­დეს, ისე რომ ოცი წლის წი­ნათ აქე­დან წა­სულ­მა, ჩა­მოს­ვ­ლი­სას ვერ იც­ნოს. ამი­ტომ დღე და ღა­მე გუ­ლახ­დი­ლად და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად უნ­და ვუხ­ს­ნი­დეთ ადა­მი­ა­ნებს, რომ წინ კი­დევ ბევ­რი ძი­ე­ბა და ბევ­რი მარ­ცხიც გვე­ლის, ამ უკა­ნას­კ­ნე­ლის შე­სამ­ცი­რებ­ლად კი ერ­თა­დერ­თი უტყუ­ა­რი გზა არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ასე­თი პირ­და­პი­რი, ცხა­დი და ძლი­ე­რი სიტყ­ვით მოგ­ვე­ცა: "მო­ვიკ­ლათ წარ­სულ დრო­ებ­ზე დარ­დი"...

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი