კაცი. გურია. ქორწილი. მეოცე საუკუნე. სადღეგრძრლო - რა აერთიანებს ამ სხვადასხვა ჯგუფის არსებით სახელებს? პასუხია ასეთია: "ქართული ენის ლინგვისტური პორტრეტი".
24 საათი 19.10.09

კაცი. გურია. ქორწილი. მეოცე საუკუნე. სადღეგრძრლო - რა აერთიანებს ამ სხვადასხვა ჯგუფის არსებით სახელებს? პასუხია ასეთია: "ქართული ენის ლინგვისტური პორტრეტი".
არა, ვიქტორინას არ ვითამაშებთ, პირიქით, ძალიან სერიოზულ თემებზე ვილაპარაკებთ, ოღონდ ყველასთვის გასაგებ ენაზე. ამ ენას ქართული ენა ჰქვია - გურიაშიც, იმერეთშიც, სამეგრელოშიც, სვანეთშიც და შორეულ ფერეიდანშიც. სათქმელად ადვილია: ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით მონიტორზე ყველაფრი ერთბაშაც ჩნდება: სადღეგრძელო, რომელიც გურულმა კაცმა, გასულ საუკუნეში ქორწილში წარმოსთქვა. თათარა თუ ფელამუში? ბია თუ კომში? პაპა თუ ბაბუა? მსგავს კითხვებს რა დალევს, მთავარია, ვიცოდეთ, სად და როდის იხმარება ეს სიტყვები. ენის პორტრეტი ასევე სერიოზული შრომის შედეგად შექმნილი პროგრამაა, რომელიც ქართული ენის დიალექტებში უსასრულო მოგზაურობის საშუალებას გვაძლევს. ეს პროგრამა პროფესორ მარინე ბერიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. სულ მალე ის ისევე ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისათვის, როგორც "ვორდი" ან "ფოტოშოპი", რომესაც ბევრი ჩვენგანი იყენებს.
- რა დგას ამ ამბიციური სახელწოდების მიღმა?
- ენა იმ სარკეს ჰგავს, რომელშიც ადამიანი და სამყარო ერთმანეთს ხედავენ და ხვდებიან. ამიტომ ვთვლი, რომ ყველა ქვეყანას, ყველა ერს თავისი "ლინგვისტური პორტრეტი" გააჩნია. სხვა სიტყვერბით რომ ვთქვათ,