RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
საზოგადოება >>

“თანამდევი სული” - წარსული, აწმყო, მომავალი

“თანამდევი სულის” წლობით ნალოლიავებ იდეას პირველად 1987-ში შევასხი ხორცი ნოდარ გრიგალაშვილის დახმარებით.

24 საათი 01.02.10

“თანამდევი სულის” წლობით ნალოლიავებ იდეას პირველად 1987-ში შევასხი ხორცი ნოდარ გრიგალაშვილის დახმარებით.

ილია ჭავჭავაძის 150 წლისთავი ახლოვდებოდა და მე, მაშინდელი მეორე გაზეთის - “ახალგაზრდა კომუნისტის” რედაქტორი, იმ ჩემს პროექტზე უკეთეს საიუბილეო პუბლიკაციად ვერაფერს ვინატრებდი. პროექტი კი ილიას 70-წლის ცხოვრების 70 თავად, 70 წლად განფენას გულისხმობდა. თითოეულ თავში ილიას ბიოგრაფიის ერთი წელიწადი უნდა ჩატეულიყო თავისი ავ-კარგით. ყოველდღიურ საგაზეთო საზრუნავში ჩაფლული, უდროობის გამო პროექტს მარტო ვერ გავწვდებოდი, ნოდარი კი მართლა გვარიანად გაისარჯა და ჩემეულ ფორმას მან ზუსტად მოარგო შინაარსი - მის მიერ მაშინ მოთხრობილი ილიას ცხოვრების ეპიზოდები დღესაც კი, ამდენი წლის შემდეგ, დიდი ინტერესით იკითხება.

არადა, მართლა რამდენი დროს გასულა! ლამის მეოთხედი საუკუნე!

“თანამდევი სული” გაზეთში ნოდარ გრიგალაშვილისა და გიორგი ჯორჯაძის ხელმოწერით იბეჭდებოდა. ფსევდონიმი კი იმადაც დამჭირდა, რომ თანაავტორი და რედაქტორი უფრო მკაფიოდ გამემიჯნა ერთმანეთისაგან.

“თანამდევი სული” მალე მოექცა ქართველი მკითხველის ყურადღების ცენტრში. ორიგინალური ფორმით გადმოცემული იგი აშკარად გამოირჩა იმდროინდელ პრესაში, თუმცა მისი საგაზეთო გზა არ აღმოჩნდა ია-ვარდით მოფენილი. საქართველოს კომკავშირულ და პარტიულ ლიდერებს იმდენად არ მოეწონათ პროექტის საერთო მიზანდასახულობა და ისე შეეშინდათ მისი მკაფიოდ გამოკვეთილი ეროვნული სულისკვეთებისა, რომ რამდენიმე წერილის გამოქვეყნების შემდეგ თანამდებობიდან გამათავისუფლეს. ნოდარ გრიგალაშვილი კი, როგორც თავად ამბობს, “ბეწვზე გადაურჩა მოხსნას იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არავითარი ნომენკლატურული თანამდებობა მას არ სჭერია, მწერლობიდან მოხსნა კი ცენტრალური კომიტეტების კომპეტენციასაც აღემატება”.

მიზეზი სხვაც ბევრი აღმოაჩნდათ, მაგრამ მოხსნის საბაბად სწორედ “თანამდევი სულის” ერთი პუბლიკაცია მომიდეს. ისტორიაში პირველად და უკანასკნელად კომკავშირი გრიგოლ ორბელიანს იცავდა და თანაც ვისგან - ჩემგან და ნოდარ გრიგალაშვილისაგან, რომლებმაც მაშინაც კარგად იცოდნენ და დღესაც ძალიან კარგად იციან გრიგოლ ორბელიანის წონა თუ ფასი.

“უნდა აღინიშნოს, რომ ილია ჭავჭავაძე თავისი საოცრად მასშტაბური მოღვაწეობით იმდენად დიდია, რომ მისი ღირსების გამოკვეთისათვის სრულიად არაა საჭირო ამ წმინდა სახელის სხვა შესანიშნავ მოღვაწეებთან დაპირისპირებით ჩვენება”, - ეწერა კომკავშირის ცეკას დადგენილებაში, რომელიც მაშინ, 1987 წელს ქვასაც გახეთქავდა, არათუ გაზეთის რედაქტორი მოეხსნათ თანამდებობიდან, - “ამ წერილის ყალბი პათოსია გრ. ორბელიანთან დაპირისპირებაში და ამ უკანასკნელის დაკნინებით გამოვლინდეს ილიას სიდიადე. ავტორები ამოფარებული არიან “თაობათა ბრძოლის” პრობლემას და ვერ იაზრებენ, რომ ამ ბრძოლის ასე პრიმიტიულად წარმოდგენა მათი ცალმხრივი დაპირისპირებით არ შეიძლება”.

ჩვენი “პრიმიტიული წარმოდგენა” კი იმის ხაზგასმაში მდგომარეობდა, რაც მაშინ უაღრესად აქტუალური იყო, რაც იქნებ დღესაც არ იყოს აქტუალობას მოკლებული და რასაც მე იმთავითვე გრორბელიანიზმი ვუწოდე: სულ ცოტა, გიორგი სააკაძიდან მოყოლებული, ქართველ დიდკაცთა გაორება მუდამ იყო მოურჩენელი თავის ტკივილი საქართველოსთვის.

კომკავშირის ცეკას ბიუროს გადაწყვეტილებანი მაშინ მოსოვს იგზავნებოდა და ამიტომ მას სასტიკად ტევადი, კარგად აწონილ-დაწონილი და ამავე დროს გამანადგურებელი სახელი დაარქვეს: “სკკპ და საქართველოს კომპარტიის XVII ყრილობების, სკკპ ცენტრალური კომიტეტის 1987 წლის იანვრის პლენუმის, საკავშირო კომკავშირის XX და საქართველოს კომკავშირის XXXIII ყრილობების გადაწყვეტილებათა განხორციელების საქმეში გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტის” რედაქციის მუშაობაში არსებული ნაკლოვანებების შესახებ”. აი, ასე! მართლაცდა, როგორ გინდა ამის მერე იცხოვრო კაცმა! ასეთი დიდი ფორუმების გადაწყვეტილებები სულ ფეხებზე დამიკიდავს!

კომკავშირლებმა კი მომხსნეს, მაგრამ ემანდ გმირად არ იქცესო, პარტიის ცეკამ მათი გადაწყვეტილება არ დაამტკიცა, მერე საქმეში მაშინ უდიდესი ავტორიტეტის მქონე რეზო თაბუკაშვილი ჩაერია, პარტიის ცეკას მდივანი გურამ ენუქიძეც გაჯიქდა და კომკავშირლებს თავიანთი გადაფურთხებულის ალოკვა მოუხდათ.

მოხდა უპრეცედენტო რამ მთელი საბჭოთა პრესის ისტორიაში: მოხსნილი რედაქტორი თანამდებობაზე აღადგინეს!

მაგრამ აქ უკვე ჩემი თანხმობაც იყო საჭირო. მე კი თანხმობა მხოლოდ იმ პირობით განვაცხადე, თუ “თანამდევი სულის” ბეჭდვა გაგრძელდებოდა. გაგრძელდა კიდეც. მაგრამ რაც უფრო იზრდებოდა ჩვენს პუბლიკაციაში ილია, რაც უფრო ემატებოდა მას წლები და ავტორიტეტი, მით უფრო აუტანელი ხდებოდა “თანამდევი სული” ძლიერთა იმა ქვეყნისათვის. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ პუბლიკაცია აკრძალეს და შუაგზაზე შეგვაწყვეტინეს. 1870 წლამდე მივაღწიეთ და 33 წლის ილია ნოდარ გრიგალაშვილმა და გიორგი ჯორჯაძემ “კაცია-ადამიანის” თაობაზე ალექსანდრე ცაგარლის შენიშვნებსა და დუშეთის სასამართლოს წვრილმან საქმეებს შეატოვეს.

თუმცა პუბლიკაციის შეწყვეტა მოულოდნელი არ ყოფილა, ორივენი როგორღაც დავიზაფრეთ, ნოდარმა კი ხელი ჩაიქნია. მერე ის იყო, რომ მოხსნით აღარ, მაგრამ გარიდებით კი გამარიდეს საქართველოს მეორე გაზეთს, რომლის ტირაჟი 700 ათას უახლოვდებოდა და გაზეთ “სამშობლოში” გადამიყვანეს, რომლის ტირაჟი მაშინ სულ რაღაც 15 ათასი იყო, ხოლო უკვე მეორე წლიდან 230 ათასი გახდა. თუმცა ეს სხვა თემაა, მე და ნოდარი კი ყოველი შეხვედრისას შეწყვეტილ პროექტზე ვლაპარაკობდით, მაგრამ უშედეგოდ, თუმცა ერთი სერიოზული მცდელობა მაინც გვქონდა: პუბლიკაციის აკრძალვიდან სამი წლის შემდეგ, 1990-ში ჩემს მიერ დაწერილი რამდენიმე თავიდან ერთ-ერთი - “1880” - ამოვარჩიეთ და გაზეთ “სახალხო განათლებაში” დავბეჭდეთ, ოღონდ ამჯერად წერილს მე უკვე საკუთარი გვარი და სახელი მოვაწერე, პუბლიკაციის წინასიტყვაობა კი ნოდარის დაწერილი იყო.

ამის მერე, თითქოს მალე უნდა გაგვესრულებინა პროექტი და წიგნადაც გამოგვეცა, მაგრამ რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა. ხან მე არ მეცალა და ხან ნოდარს, ხან ნოდარმა არ მოინდომა და ხან მე, ხან საით გადავერთეთ და ხან საით.

ამასობაში ისეთი ამბები დაიწყო ქვეყანაში, რომ ილიასაც კი არ მოსწრებია. მერე ის ქვეყანა სულაც დაინგრა და მის ნანგრევებზე ახალი დამოუკიდებელი საქართველო აღმოცენდა. მეც ათასი საფიქრალ-საზრუნავი გამიჩნდა და ნოდარსაც. უფრო მერე საუკუნეც მიილია და ათასწლეულიც თან წაიყოლა. ნოდარი დიდ ავიაციაში წავიდა - პოლიტიკის გზას დაადგა და ლიტერატურისთვის აგრერიგად ვეღარ მოიცლიდა. მეც ვერა და ვერ მივუბრუნდი შუა გზაზე გაწყვეტილ პროექტს, თუმცა მის გასრულებას ბევრი აღარც არაფერი სჭირდებოდა.

არადა, მოსვენებას არ მაძლევდა შუაგზაზე მიტოვებული საქმე. ჩემთვის ისიც აშკარა გახდა, რომ მე და ნოდარს, ორ გამოუსწორებელ ინდივიდუალისტს, თანაავტორობა აღარ გამოგვივიდოდა. “თანამდევი სულის” პირველი თავების პუბლიკაციიდან მრავალი წელი გასულიყო. და თუ ჩვენ მაშინ ერთმანეთი გვჭირდებოდა და ერთმანეთს ვჭირდებოდით, ახლა დრო შეცვლილიყო. ჩვენც შევცვლილიყავით. ეს წლები ორივეს ჩვენ-ჩვენი გზებით გვევლო. წარსულს ვერ დავიბრუნებდით. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობდი. როგორც ჩანს, ასე უფიქრია ნოდარსაც და უკვე მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის წევრისა და საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მძიმე ტვირთი მხრებიდან ჩამოხსნეს, “თანამდევ სულს” მიბრუნებია, იმ უკვე გამოქვეყნებულ პირველ ნაწილზე მეორეც დაუშენებია და გაუსრულებია კიდეც.

მოულოდნელად დამირეკა, ეს ამბავი მაცნობა და წინასიტყვაობა შენ უნდა დამიწეროო, - ასეთი ფორმით მთხოვა “თანამდევი სულის” მხოლოდ თავისი სახელით გამოქვეყნების ნებართვა.

თუმცა ეს ყველაფერი თავიდან ჩემთვის მოულოდნელთან ერთად რამდენადმე საწყენიც იყო, კარგად რომ დავფიქრდი, გამიხარდა კიდეც, რადგან ავი იყო თუ კარგი, “თანამდევი სულის” გადარჩენის გზაც გამოჩნდა და იმ დაძაბულობის მოხსნისაც, ამდენი წელი რომ გვაწვალებდა მეც და თურმე ნოდარსაც.

ნოდარ გრიგალაშვილმა “თანამდევი სულის” მისეული ვერსია უკვე გაასრულა, მეც, ამ ამბით წახალისებული და მოტივირებული, ზუსტად ასე მოვიქცევი და მალე გავასრულებ ჩემს ვერსიასაც. ვინძლო საინტერესო ლიტერატურული ორთაბრძოლა გამოვიდეს. არც მე და არც ნოდარს ერთმანეთთან ლიტერატურული შეჯიბრებისა და პაექრობისა არ გვეშინია. მკითხველი კი ყველა შემთხვევაში მოგებული დარჩება - ერთის ნაცვლად ორ კარგ წიგნს მიიღებს.

შეიძლება ეს უნიკალური შემთხვევაც იყოს ლიტერატურის ისტორიაში, როცა თანაავტორები წლების შემდეგ ცალ-ცალკე ასრულებენ მრავალი წლის წინ ერთად დაწყებულ და შუაზე მიტოვებულ საქმეს.

ოდესმე ალბათ სრულად და დაწვრილებით აღვწერ “თანამდევი სულის” მრავალწლიან და ფათერაკიან თავგადასავალს, აქამომდელსაც და მომდევნოსაც. ამჯერად კი მკითხველს ამ პროექტის ნოდარ გრიგალაშვილისეული ვერსია აქვს ხელთ. თუმცა მე მისი მეორე ნაწილი ჯერ არ წამიკითხავს, ჩემეული ფორმის მიმზიდველობა და თხრობის ნოდარისეული მანერა მაფიქრებინებს, რომ მკითხველი მას ისეთივე ინტერესით მიიღებს, როგორც “თანამდევი სულის” პირველ ნაწილს შეხვდა.

ზემოთ ორ კარგ წიგნზე მოგახსენებდით. ერთი მათგან უკვე თქვენს ხელთ არის, ძვირფასო მკითხველო. “თანამდევ სულს” ვგულისხმობ, პროექტის ნოდარ გრიგალაშვილისეულ ვერსიას. ზემოთ ისიც ვთქვი, რომ ნოდარმა ამ წიგნისათვის წინასიტყვაობის დაწერა მთხოვა. აი, ეს წინასიტყვაობაც. მე კი, გიორგი ჯორჯაძეს, ისღა დამრჩენია, ხელი მოვაწერო მას:

პაატა ნაცვლიშვილი

23 იანვარი, 2010

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი